Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto foto foto

ყინწვისის მონასტერი
(XII-XIII ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

წმ. ნიკოლოზის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, მცირე ეკლესია, გალავანი, კოშკი-სამრეკლო.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

map

ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში შემონახულია ფრესკა, რომელზეც გამოსახულია თამარ მეფე, გიორგი მეფე და ლაშა გიორგი.

3. adgilmdebareoba

ყინწვისის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ძამას ხეობაში მდებარე სოფელ ყინწვისის აღმოსავლეთით 3 კმ-ში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gengegma

ა) წმ. ნიკოლოზის ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა და ნაშენია აგურით. თარიღდება XII-XIII საუკუნეების მიჯნით. სამხრეთის და ჩრდილლოეთის კარიბჭეები მიშენებულია XIV საუკუნეში.
ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. კვადრატულ საფუძველზე აღმართუყლი გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ ბოძს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვედრატიდან გუმბათის წრიულ ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. გუმბათის ცილინდრულ ყელში თორმეტი სარკმელია. საკურთხეველი ერთი საფეხურით შემაღლებულია. მოგვიანებით ნაგები (XVI-XVII) აგურის კანკელი საკურთხევლის საზღვრებიდან წინაა წამოწეული. II სართულზე საიდუმლო ოთახებია, ამ ოთახებში მოხვედრა შეიძლება ქვედა სართულის გადახურვას დაყოლებული ხვრელიდან მისადგმელი კიბით.
ეკლესიის ჩრდილოეთის და სამხრეთის მკლავები მოკლე და თითქმის თანაბარია. დასავლეთის მკლავი ოდნავ წაგრძელებულია. მკლავები გადახურულია ისრული კამარით.
ეკლესიის მოხატულობა შესრულებულია XIII დასაწყისში თამარის პირველი ვაზირის ანტონ გლოვისთანისძის დაკვეთით. კტიტორი მოხსენიებულია ძლიერ დაზიანებულ წარწერაში. ყველა სცენის შინაარსს თუ წმინდანის ვინაობას განმარტავს ქართული ასომთავრული წარწერები. მხოლოდ ჯვარცმის კომპოზიციაში და ნართექსში, გასასვლელი კარის წირთხლებზე, ვხვდებით ბერძნულ წარწერებს. ტაძრის გუმბათი, ოთხივე მკლავი, მკლავებშორისი კედლები მთლიანად იყო მოხატული. დასავლეთ მკლავისა და კამარების მოხატულობის დიდი ნაწილი არ შემორჩენილა.

CrdiloeT fasadi

ორივე მკლავის ქვედა რეგისტრებში წარმოდგენილნი არიან ისტორიული პირები: ჩრდილოეთით – გიორგი III, თამარი და მეფისწული გიორგი ლაშა; სამხრეთით – მწიგნობართუხუცესი ანტონ გლოვისთანისძე ეკლესიის მოდელით ხელში. აქვეა შემორჩენილი ვრცელი ისტორიული წარწერის ნაშთები.
ტაძრის მოხატულობაში დიდი ადგილი ეთმობა დეკორატიულ ელემენტებს. ქვემოდან მხატვრობა მოჩარჩოებულია ორმაგი ორნამენტული ზოლით. მცენარეული ორნამენტის ფრაგმენტები საკურთხევლის კანკელზე XVII ს-ისაა.
მოხატულობას განუმეორებელ იერს ანიჭებს ოქროსფერ და მოწითალო ოქროსთან, ღია მწვანე, ცისფერსა და თეთრ ფერებთან შეხამებული ლაჟვარდი. კომპოზიციები, რომლებიც იშლება მთიანი თუ არქიტექტურული პეიზაჟის ფონზე, მონუმენტურია, ფიგურათა მოძრაობა – მშვიდი, სახის გამომეტყველება – რბილი და შთაგონებული. მოხატულობის საერთო კომპოზიციური აგება თავისუფალი და დინამიკურია, რაც დამახასიათებელია XII-XIII სს. მიჯნაზე შემუშავებული კედლის მხატვრობის სისტემისათვის.
ყინწვისის მხატვრობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართულ და საერთოდ შუა საუკუნეების მონუმენტური მხატვრობის განვითარების ისტორიისათვის.ეკლესიის ფასადები, გარდა აღმოსავლეთისა, წარმოადგენს საფეხურებიან ცოკოლზე აღმართულ ერთ მთლიან სადა სიბრტყეს. ჯვრის მკლავები სივრცეში მკვეთრადაა გამოვლენილი. გუმბათის ლავგარდანი თავისებურია: ქვემოთ აგურის წყობის სხვადასხვა კომბინაციით მიღებულია რთული არშია, ზემოთ კი პროფილირებული ქვაა. გადახურული იყო მოჭიქული კრამიტით (ამჟამად შეცვლილია ახალი კრამიტით).

gegma

ეკლესიის დასავლეთის მხარე, მთელ სიგრძეზე, ნართექსს უჭირავს. ნართექსი სამი სათავსისგან შედგება და აგებულია ეკლესიასთან ერთად. შიდა კედლები ჩაშენებულია ზაზა ფანასკერტელის დაკვეთით XV საუკუნის II ნახევარში.
ნართექსი მთლიანად იყო მოხატული. ამჟამად მოხატულობის ნაწილი დაღუპილია. მხატვრობა შესრულებულია გვიანდელი ფეოდალური ხანის სხვადასხვა პერიოდში. შუა სათავსის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია XV საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი მოღვაწე ზაზა ფანასკერტელი. შეიმჩნევა მხატვრობის ორი ფენა – გამოსახულების ქუდი, სახე და მარცხენა მხარი ადრინდელია. ნართექსის სამხრეთ სათავსის მოხატულობა ხასიათდება უშუალო გამომსახველობით. კოლორიტში გაბატონებულია ზურმუხტისფერი მწვანე, ღია ცისფერი, ყვითელი და თეთრი ფერები. დანარჩენი მოხატულობის მეტი ნაწილი მდარეა. ნახატი სქემატურია, ხისტი. კოლორიტი მღვრიე ფერებისგან შედგება (შავი, მონაცრისფრო-ცისფერი, ყავისფერი, ვარდისფერი, მონაცრისფრო-თეთრი).
ყინწვისის ტაძარი საქართველოს განვითარებული ხანის გუმბათოვენი ტაძრების ტიპური ნიმუშია, თუმცა აქ `ტრადიციული~ სამშენებლო მასალის – ქვის ნაცვლად გამოყენებულ;ია აგური.

ბ) ღვთისმშობლია ეკლესია დარბაზული ნაგებობაა (11,2X7,8 მ), დგას წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, მდ. ძამის ნაპირთან, ფერდობზე. თარიღდება XII-XIII საუკუნეების მიჯნით. ეკლესიის ძირითადი ნაწილი მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია საკურთხევლის ნაწილი და გრძივი კედლების ნაშთი. სამხრეთით ჩანს კარის წირთხლებიც. ძლიერ დაზიანებულია საკურთხევლის კედლები და სახურავიც.ეკლესია მოხატული ყოფილა. შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის მოხატულობა, სადაც ფერადოვანი შრე გადარეცხილია და გამოსახულებათა დიდი ნაწილი კონტურების სახითაა შემონახული. მხატვრობის კოლორიტი ნათელია. უმთავრესად ღია მწვანე, ოქროსფერი ოქრა, მოწითალო-ყავისფერი და მოწითალო აგურისფერია გამოყენებული. ვხვდებით, აგრეთვე ლაჟვერდოვან ცისფერს (ფონი, ტანსაცმელი), რაც ამ ეკლესიის მოხატულობას წმ. ნიკოლოზის ტაძრის მოხატულობას უახლოებს. წერის მანერა უფრო ხაზოვანია. მოხატულობა თარიღდება XIII საუკუნის მე-II ნახევრით.
ეკლესიის ფასადები ნაგებია ოდნავ დამუშავებული ქვით, სახურავის ლორფინისა ყოფილა.

fasadebi, gegma da ganakveTi

გ) მცირე ეკლესია დგას წმ. ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთის კედელთან. აგებულია გვიანდელ ფეოდალურ ხანაში. ეკლესია დარბაზულია (5,1X4,5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის თლილი ქვის კვადრებით (აგური გამოყენებულია მხოლოდ ინტერიერში). შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდი უსწორი მოყვანილობისაა და დარბაზის გრძივი კედლებისაგან არ არის გამოყოფილი. დარბაზის (აფსიდიანად) გადახურვა უსწორო წაკვეთილი პირამიდის მსგავსია.
ეკლესია დგას ორსაფეხურიან დაბალ ცოკოლზე. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე გამოსახულია ცალმკლავა რელიეფური ჯვარი.

 

 

 

 

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ყინწვისის მონასტერი რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ, თბ. 1990 წ

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.orthodoxy.ge

http://kirieeleison.vipik.ru

http://www.regions.ge

http://www.urbnis-ruisi.ge

 

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016