Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

არმაზის ციხე
(არმაზციხე)
(XIII-XV სს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

არმაზის ციხე. გალავანი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არმაზისხევი ასევე წარმოადგენს არქეოლოგიურ ძეგლს, სადაც გათხრების შედეგად საკმაოდ მნიშვნელოვანი და მარვალრიცხოვანი მასალა აღმოჩნდა, რომელიც ძირითადად ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან შუასაუკუნეებამდე პერიოდს განეკუთვნება. ამჟამად, იქ მოპოვებული მასალა დაცულია იქვე არმაზისხევში მდებარე საველე მუზეუმში.

3. adgilmdebareoba

ამ ტერიტორიაზე მდებარეობს რამოდენიმე ისტორიული ძეგლი: არმაზციხე (ბაგინეთი), არმაზის ციხე, არმაზისხევი და არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია. ეს ერთნაირი დასახელებები ხშირად იწვევს ხალხში ამ ძეგლების სახელწოდებების ერთმანეთში არევას. ამ მიზეზის გამო აქვე მოვახდენთ ამ ძეგლების გამინჯვას:
მდინარე არმაზისხევის ხეობაში, მდებარეობს ორი ძეგლი: ღვთისმშობლის მონასტერი და არმაზის ციხე. ისინი ერთმანეთისაგან ერთი კილომეტრით არიან დაშორებული.
არმაზისხევი მდებარეობს მდინარეების არმაზისხევის და მტკვრის შესართავთან. ადრე აქ იყო პიტიახშთა რეზიდენცია. ახლა აქ საველე მუზეუმია შექმნილი.
ბაგინეთი იგივე არმაზციხე (არა არმაზის ციხე), მდებარეობს უფრო აღმოსავლეთით ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ძეგლები. ამ ადგილას არმაზის კერპი იყო აღმართული.

არმაზის ციხე მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთიდან დასავლეთის მიმართულებით 3 კილომეტრში, მდინარე არმაზისხევის ხეობაში.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება

7. arqiteqturuli aRwera


gegma

ა) არმაზის ციხე თარიღდება XIII-XV სს–ით. ციხე შედგება გალავანისა და კოშკებისაგან. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. შესასვლელი სამხრეთ–აღმოსავლეთიდან ჰქონდა (დარჩენილია კვალი).
ბ) გალავანი გეგმით ტრაპეციისმაგვარია (26X27,5 მ). კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილში დგას. წარმოადგენს წიბოებმომრგვალებულ სამკუთხა პრიზმას (გვერდების სიგრძე 13,5 მ). პირველი სართული ყრუა. შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილოეთით. ამავე სართულზე აქვს მოზრდილი სარკმლებიც. მესამე სართულიც ქონდა, მაგრამ დღეს მხოლოდ მისი ქვედა ნაწილია შემორჩენილი.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

არ მოგვეპოვება

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ, თბ. 1990 წ

10. marSruti

1. არმაზი
2. კარსანი–არმაზი

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://forum.ge

http://www.saunje.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016