Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

didi atenis naTlismcemlis
eklesia
(ganv. feod. xana)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით მდებარე სოფელ დიდი  ატენის სამხრეთით მდებარე პატარა ხეობის ტყიან ფერდობზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

1980 წ. სპეციალური სამეცნიერო სარესტავრაციო საწ. გაერთიანებამ შეაკეთა შენობა (ხელმძღვანელი დ. ჭიკვაიძე) გაამაგრა ეკლესიის მოხატულობა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ნათლისმცემლის ეკლესია თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანის გარდამავალი პერიოდით. ეკლესია დარბაზულია (7,3X4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია დასავლეთიდან მოგვიანებით მიშენებული მცირე სამლოცველო (შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილო და დასავლეთ კედლები) და ინტერიერში კედლის მოხატულობა. მცირე კედელიღაა გადარჩენილი ჩრდილოეთიდან მინაშენისაგან. ეკლესიის თაღოვანი შესასვლელები სამხრეთით (ნახევრად ამოქოლილია) და დასავლეთითაა. ნახევრადწრიულ აფსიდში მოგვიანებით გაჭრილი ვიწრო თაღოვანი შესასვლელი (ამოქოლილია) ეკლესიას ჩრდილოეთ მინაშენთან აკავშირებდა. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. ლავგარდანი თაროსებრია, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს.
ეკლესია მთლიანად იყო მოხატული. ფერადოვანი ლაქები შეიმჩნევა კამარაში, სარკმლის ჭრილში, შესასვლელის ლუნეტში. მოხატულობის ფრაგმენტები შემორჩენილია საკურთხეველში დარბაზის კედლებზე. საკურთხევლის მოხატულობა სამ რეგისტრად იყოფა. პირველ რეგისტრში (კონქში) წარმოდგენილი ვედრების კომპოზიცია გავრცობილი სქემისაა: მთავარი პერსონაჟების გარდა, გამოსახულია ექვსფრთედები და ანგელოზები. მესამე რეგისტრში გარჩევა ეკლესიის მამათა მოწითალო-აგურისფერი აბრისები. საკურთხევლის  სარკმლის წირთხლები შემკულია მცენარეული ორნამენტით.

moxatuloba

დარბაზის კედლებზე დარჩენილია სიუჟეტურ კომპოზიციათა ფრაგმენტები: სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე - ხარება;  ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში, პეიზაჟის ფონზე - ანგელოზის ფიგურა. კამარაში კომპოზიციები გაყოფილია ვიწრო ორნამენტული ზოლით. კოლორიტში ჭარბობს ლაჟვარდოვანი ცისფერი, მოწითალო-აგურისფერი, მოწითალო-ყავისფერი და ოქროსფერი ოქრა. ამჟამად წმინდანთა სახეების და ფონის ტონი ჩაშავებულია.

 

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაში. იგი არ არის მოქმედი.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5. 1990წ.
2. ფოტოების ავტორი – ზაზა ქარდავა

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://dzeglebi.com

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016