Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

fitareTi
(1213-1222 წწ)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, გალავანი, ბაქანი, საძვალე, მარანი და სხვა.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ტაძრის ინტერიერში დაცულია რამდენიმე საფლავის ქვა ისტორიული ცნობების შემცველი წარწერებით. ფიტარეთში არიან დაკრძალულნი ყაფლან ორბელიშვილი, მისი ძე პაპუნა — „სომხითის მოურავი, საორბელოს პატრონი“, სულხან-საბა ორბელიანის მეუღლე დარეჯან ბაგრატიონი და სხვ.
ეპიტაფიებიდან განსაკუთრებით ყაფლან ორბელიშვილის საფლავის ქვის წარწერაა საინტერესო: „ქ. წყალობითა და შეწევნითა ღმრთისათა, მე, ორბელის შვილმა ყაფლან მეორეთ შევამკე მონასტერი ესე და ბარსა და მთაში მტრისაგან გაოხრებული მკვიდრი მამული ჩემი აღვაშენე, სოფელი ჲა, და ამას გარეთ შენი მამებისა სოფელი იზ. ესე ყოველი დაუტევე ძეთა ჩემთა და დავემკვიდრე ამას შინა, ქორონიკონსა ტნთ (1671)“. ამის შემდეგ ფიტარეთი ორბელიშვილთა საძვალედ იქცა.

ფიტარეთის ტაძარია ცნობილია ასევე თავის მრავალფეროვანი, უხვი ორნამენტით , რომელიც შესრულების საკმაოდ მაღალი ოსტატობით ხასიათდება და რაც ასევე გამოარჩევს ამ ტაძარს სხვა თავისი ეპოქის ძეგლებისაგან.

 

3. adgilmdebareoba

ფიტარეთის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში, თეთრიწყაროდან სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებით 12 კმ-ში, მთებში.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

აგების თარიღი ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს უკავშირდება და 1213-1222 წლებით დაათარიღეს. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „...არს მონასტერი ფიტარეთს, შუენიერნაშენი; გუმბათიანი, შუენიერს ადგილს. ზის წინამძღუარი. მის ქუეით ერთვის ქციას ფოცხვერიანის - ხევი, ვენახიანი, ხილიანი...“ (ვახუშტი ბატონიშვილი).

warwera karibWis Sida kedelze

ფიტარეთის ეკლესიის ტაძრის კარიბჭის შიდა კედელზე არის წარწერა რომელიც მის სავარაუდო ქტიტორს ამირეჯიბ ქავთარ ქაჯიფაჲსძეს იხსენიებს: „ღირს ვიქმენ მე, ქავთარ ქაჯიფაჲსძე ამირეჯიბი თვითმპყრობელისა, ძლიერის მეფეთ მეფისა გიორგისი, აღშენებად ამის მონასტრისა და საყდრისა დედისა ღმრთისა. არაი ვისი ჰრთავს თჳნიერ ჩემისა ლაშქრისა და ჴრმლითა მოგებულისა. ვიყიდენ ტანძიაჲ და თევდორეწმინდანი ჩემითავე ხრმლითა მონაგებითა საფასითა... შევსწირენ მას ყოვლად წმიდისა ღმრთის მშობელსა ფიტარეთისასა“. ამდენად ქავთარ ამირეჯიბს „ჴრმლით მოგებულით“ უყიდია ტანძია და თევდორეწმინდანი და ფიტარეთის საყდრისთვის შეუწირავს. ქავთარის წარწერას XIV საუკუნეს მიაკუთვნებენ, ხოლო მისი საფასით არა დიდი ტაძრის, არამედ ტაძრის მინაშენის, საძვალის აგებაა ნავარაუდევი. ქაჩიბაჲსძეთა — ქაჩიბაძეთა შთამომავლები ამ მხარეს (ფიტარეთი - ტანძია - თევდორეწმინდანი) მფლობელები ბარათაშვილ-ორბელიშვილები არიან.

XVI ს. პირველ ნახევარში ფიტარეთი გიორგი ბარათაშვილს ეკუთვნოდა, 1536 წლიდან ორბელი ბარათაშვილს, რომლის მემკვიდრეს ყაფლან ორბელის შვილს 1627-1671 წლებში, ქართლის მდივანბეგსა და სახლთუხუცესს, 61 სოფელი გაუშენ-დაუსახლებია და ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსიც საფუძვლიანად განუახლებია (საფლავის ეპიტაფია). XVII-XVIII სს. მიჯნაზე აუგიათ მონასტრის მარანი, რომელიც მის წინამღძვარს იობ ფიტარელს მიეწერება. ახალი შენობა არა მარტო მარნის, არამედ საცხოვრებელისა და თავდაცვით ფუნქციებსაც ასრულებდა. იმ დროიდან მტერთა გახშირებული თარეშის გამო ფიტარეთი დაცარიელდა. ძველ მემატიანეთა უწყებით ფიტარეთი ლეკებსაც კი დაურბევიათ. 1752 წ. „აიღეს ციხე ფიტერეთისა ლეკთა და იავარჰყვეს საქონელი ურიცხვი საყდრისა, წაასხეს ტყვე ფრიადი“. იმ ხანისთვის საღვთისმსახურო და საგანმანათლებლო ძველი კერა თავდაცვით ფუნქციესაც ასრულებდა, მონასტრის ქვისგან ნაგები გალავანი ციხის ზღუდედ ითვლებოდა. ვახუშტის მიხედვით XVIII ს. შუა წლებში ფიტარეთში ჯერ კიდევ იყო წინამძღვარი, შემდეგ ხანაში კი გაუკაცრიელებულ მონასტერს და მთელ ამ მხარეს მკვიდრი მოსახლე კარგა ხანს ვერ დაუბრუნდა.

სამონასტრო კომპექსი ადრიდანვე მწიგნობრობის და სულიერების მძლავრ კერად ითვლებოდა. მოღწეული ცნობებით განსაკუთრებით XVII-XVIII სს. მიჯნაზე, 1696-1730 წლებში მონასტერს გამორჩეული წინამძღვარი — იობი ჰყოლია. იგი ვახტანგ VI-თან და სულხან-საბა ორბელიანთან ძალზედ დაახლოებული პირი ყოფილა. ფიტარეთის მონასტერს ადრიდანვე მდიდარი ბიბილიოთეკა ჰქონდა. მტერთა ამაოხრებელ თარეშს გადაურჩა სახარება, რომელიც ასლან ორბელაშვილმა და მისმა მეუღლემ თამარ დიასამიძემ 1673 წ. დაამზადებინეს იესე ბედისმწერლიშვილს და მონასტერს შესწირეს. ხელნაწერთა ინსტიტუტში ასევე დავანებულია ფიტარეთის ძლისპირები, - გადაწერილი XVII ს-ში ფიტარეთის ძველ საგალობელთა კრებულიდან, რომელშიც შემონახულისა ნევმატური ნიშნები, რასაც ძველი ქართული სანოტო სისტემის შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
კარიბჭეები, შეაკეთეს ფასადების ქვედა მონაკვეთები, ინტერიერში შელესეს კედლები.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ფიტარეთის ტაძრის გეგმა თითქმის კვადრატულია. კარიბჭე სამხრეთიდან ჰქონდა და დღემდეც ასე მოაღწია.
ტაძრის შიდა სივრცეს აღმოსავლეთით ფარგლავს სამნაწილიანი საკურთხეველი, რომლის ცენტრში აფსიდია მოთავსებული, გვერდებზე კი სადიაკვნე და სამკვეთლოა. აფსიდი დარბაზიდან ღრმა ბემით არის გამოყოფილი. საკურთხევლის ცენტრში ტრაპეზის ნარჩენებია. თვით აფსიდს ერთი საფეხური უვლის და მთავარი სარკმლის ქვეშ სამსაფეხურიანი ჩამოსასხდომია მღვდელმთავართათვის. იქვე, განაპირებში, საშუალო სიმაღლის თითო ნიშია. ბემასთან კარებით იყო დაკავშირებული სადიაკვნე და სამკვეთლო (სადიაკვნეს კარი გვიან ამოუშენეს).
გვერდითი ნაწილები ორსართულიანია. თითოეულ მათგანს თითო კარი აქვს ბემისა და ცენტრალური სივრცის მხრიდან გაჭრილი. ყველა არქიტრაული გადახურვითაა. სადიაკვნეს გეგმა კვადრატს უახლოვდება. მისი გვერდის კედლები თაღებითაა დამუშავებული, ხოლო მთლიანად კამარითაა გადახურული. სადიაკვნეს აღმოსავლეთის ნაწილი ღრმა და განიერი აფსიდით მთავრდება. აფსიდის გვერდებზე თითო მოზრდილი ნიშია. განათების წყაროა აღმოსავლეთით მდებარე ერთადერთი სარკმელი. სამკვეთლო გადაწყვეტითა და პროპორციით ახლოს დგას ზემოაღწერილთან. სათავსის ოთკუთხა ნაწილი სიგანაზეა გაწეული და კამარითაა გადახურული. მისი გვერდის კედლები თაღებითაა დამუშავებული. ღრმა აფსიდის ცენტრში მცირე ზომის სარკმელია, ხოლო მის გვერდებზე თითო ნიშია. როგორც აქ, ისე სადიაკვნეშიც, დარბაზიდან შემოსასვლელის თავზე ტიმპანია მოწყობილი.
ტაძრის ცენტრალური ნაწილი გუმბათქვეშა სივრცეა. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთით მდგარ ორ პილონს ეყრდნობა. გუმბათქვეშა თაღები შეისრული მოხაზულობისაა. თაღები გუმბათის ძირს გამავალ სარტყლამდე სამ-სამ საფეხურს აკეთებს. უკანსკნელი მათგანი კი ლილვოვანია და ცენტრებში მარყუჟი იქმნება. თვით სარტყელი რთული პროფილისაა და საკმაოდ შვერილი. გუმბათის მაღალი ცილინდრიც სარტყლითვე მთავრდება, მხოლოდ ქვედა სარტყელთან იგი მარტივპროფილიანია.
ტაძრის გეგმის ჯვრული მოხაზულობა, რომელიც შიგნით იქმნება, გარდა საკურთხევლისა, სწორკუთხა მოხაზულობისაა. მათი გადამხურავი კამარები (აღმოსავლეთი ბემა) შეისრული ფორმისაა. კამარები ერთნაირი სიბრტყითაა მოქცეული, თაღების გარეშე. ასევე, გუმბათის საყრდენებთან პილასტრები არ არის გამოყოფილი. იმპოსტები კი ოთხივე კუთხეში საკმაოდ მეტყველია.
ტაძრის დასავლეთის მკლავი გვერდითა ნავებს შეისრული ფორმის თაღებით უერთდება. ეს თაღები რთული პროფილის მქონე იმპოსტებს ეყრდნობა, ხოლო პილასტრები – სწორკუთხა ბაზისებს. რაც შეეხება გვერდითა მოკლე ნავებს, ისინი გადახურულია სიზუსტეს მოკლებული ცილინდრული კამარებით.
ეკლესიას, თავიდანვე ერთადერთი შესასვლელი ჰქონდა, რომელიც მდებარეობს სამხრეთი მკლავის დასავლეთის კუთხეში, მისი გადახურვა სწორკუთხაა, შიგნიდან ტიმპანით.
ტაძრის ინტერიერს სხვადასხვა დონეზე განლაგებული სარკმლები ანათებს. ამ შემთხვევაში მთავარი გუმბათია. მის ყელში თორმეტი სარკმელია. სამ-სამი საკრმელი კი აღმოსავლეთისაა და გვერდით მკლავებში მოუთავსებიათ. მათ შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ აღმოსავლეთით სამივე სარკმელი მაღალია და ერთ რიგზე განალაგებული.
კარიბჭე სამი ნაწილისაგან შედგება. მთავარს წარმოადგენს ცენტრი, რომელიც გარედან ღიაა და შიგნით ტაძრის კარს ესაზღვრება. კარიბჭის ამ ნაწილის პარადულობას ხაზს უსვამს კამარის დამუშავება რვა სხივით. კარიბჭის დასავლეთის მონაკვეთი არ არის ღრმა. მისი სამივე კედელი ყრუა. კარიბჭის აღმოსავლეთის მონაკვეთი ეგვტერს უჭირავს. მისი გეგმა, კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედია. მას დეკორატიული თითქმის არაფერი აქვს. ეგვტერში შესასვლელი მხოლოდ კარიბჭიდანაა. განათებისთვის ორი სარკმელია.
ფიტარეთის ტაძრის აღმოსავლეთის ფასადი შემოსილია იშვიათად თლილი კვადრებით. ოსტატს აქა-იქ უცდია ჰორიზონტალური რიგების დაცვა.
ტაძრის აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა კონცენტრირებულია ცენტრზე, ჯვრის მკლავის არეში. ღრმა და მაღალ ნიშებს შემოუყვება შეწყვილებული ნიშები. Nიშების თაღებს ვიწრო ჩუქურთმოვანი არშია და ფესტონები ამშვენებს. ფესტონები დაზიანებულია. ჩუქურთმიანია აგრეთვე მარჯვენა ნიშის პლაფონი, მარცხენა კი გლუვზედაპირიანია. ფასადზე შვიდი სარკმელია განლაგებული. ამათგან მთავარია ცენტრალური. იგი შემოფარგლულია ფართო არშიით და გრეხილი ლილვებითაა შემოსაზღვრული. ფასადის მორთულობის ელემენტების მეტი ნაწილი, თავმოყრილია ზედა ნაწილში, მთავარი სარკმლიდან კარნიზამდე. აქ ძირითადია ის სწორკუთხა ჯვარი, რომელიც აგვირგვინებს ფასადს. ჯვარი რთულადაა მორთული. ჯვარი რთულადაა მორთული. ჯვრის ქვედა მკლავი შიგნით ორნამენტითაა დაფარული. მთლიანად ჯვრის საყრდენად კი გამოყენებულია სარკმლის თავსართი, რომელიც სარკმლიდან მოცილებულია, ხოლო მათ მაკავშირებლად გამოყენებულია სხივებრ განლაგებული ქვები. თავსართის ზედაპირიც ჩუქურთმითაა დაფარული. გარდა ამისა ამ ფასადს ამშვენებს ჯვრის ფუძის გვერდებზე ამოკვეთილი ლომების გამოსახულება.

Wrili

მოპირდაპირე, დასავლეთის ფასადი აბრისით აღმოსავლეთისას ჰგავს, მაგრამ გადაწყვეტით მისგან დიდად განსხვავდება. აქ მორთულობა მხოლოდ ზედა რეგისტრზეა განლაგებული, ქვედა კი შიშველი სიბრტყეა. ამ ფასადის მორთულობა დაკავშირებულია სარკმლებთან. მთავარი ამ შემთხვევაში ცენტრალური, მაღალი და ვიწრო, სარკმელია.
მეტად პარადულად გამოიყურება სამხრეთის ფასადი. აქაა მოთავსებული ტაძრის კორპუსიდან წინ წამოწეული კარიბჭე და ფასადის ზედა რეგისტრზე განლაგებული მდიდრული მორთულობა. თვით ფასადის ქვედა ნაწილი კარნიზის დონემდე, თავისუფალია. ზემოთ კი მორთულობა შეწყვილებულ სარკმელთანაა დაკავშირებული. სარკმელებთან ერთად, მორთულობის მთავარ აქცენტს ქმნის მათ შორის ჩამჯდარი მკლავგაშლილი ჯვარი. მისი გრძელი ქვედა ღეროს კვარცხლბეკი “გოლგოთას” საფეხურებია. ერთნაირი სიგანის ჯვრის მკლავები ჩუქურთმებითაა დაფარული და წვრილი გრეხილი შემოფარგლავს.
კარიბჭე სამხრეთის მხრიდან სამნაწილიანია. შუაზე ორფერდა სახურავიანი აწეული ნაწილია, გვერდებძე კი, პირველის საწინააღმდეგოდ მიმართული, თითო ქანობია. კარიბჭეს მხოლოდ ფასადი აქვს დამუშავებული. დასავლეთის მხარე შიშველია, ხოლო აღმოსავლეთისაზე მხოლოდ წრიული სარკმელია მოჩუქურთმებული.
მოპირდაპირე ჩრდილოეთის ფასადი სხვებზე ნაკლებადაა მორთული, მაგრამ უპრეტენზიოც არ არის. ზედა ნაწილის მორთულობა ფასადს საზეიმო ხასიათს ანიჭებს.
გუმბათის ყელი ერთიანი ცილინდრული მასაა. მის ყელში გაჭრილია თორმეტი ვიწრო და მაღალი სარკმელი, მათ ირგლივ უვლის ორნამენტების ფართო არშია, ყოველი სარკმლის არეს სამ-სამი ლილვისაგან შემდგარი პილასტრები პილასტრები შემოსაზღვრავს. თაღები კი ორ-ორი ლილვითაა მიღებული. პილასტრები გლუვზედაპირიანია, ხოლო თაღები – გრეხილოვანი. ბაზისები და კაპიტელები რთულადაა მორთული. თაღედი მთლიანად ეყრდნობა სხვადასხვა ელემენტებისაგან შედგენილ სარტყელს. თაღედს ზემოთ უშუალოდ გასდევს ორი ლენტით მიღებული ფრიზი. ფრიზის ზემოთ კი ორსაფეხურიანი კარნიზია გაწყობილი. ფაქტობრივად, იგი გუმბათს აგვირგვინებს. კოპების რიგში, რომელიც მიჰყვება თაღედს, ზოგი კოპია და ზოგიც ადამიანის თავის გამოსახულება.
ტაძარი თავიდანვე ლორფინით იყო გადახურული. მას სხვადასხვა დროს რესტავრაციაც გაუკეთდა, მაგრამ აღდგენისას ყოველთვის მხოლოდ ქვას იყენებდნენ და ჩვენამდეც ასე მოაღწია.

CuqurTma

CuqurTma

CuqurTma

 

 

 

 

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ფიტარეთის მონასტერი მანგლისისა და წალკის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არის მოქმედი. რესტავრირებულია;

 

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. პ. ზაქარაია – “ქართული ხუროთმოძღვრება”
2. ფოტოების ავტორები - ია მელითაური, ნინო ნაროზაული, ნატალია ჩიტიშვილი.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://bilikebi.iatp.ge

http://lemill.net

http://oldfile.ucoz.com

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016