წოდორეთი – ნათლისმცემლის მთა

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი წრიული
სირთულე საშუალო
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი, ცხელი ამინდის გარდა.
გასავლელი მანძილი 11.7 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 800 მ
დასაგდები ვერტიკალი 840 მ
მაქსიმალური სიმაღლე 1405 მ - ნათლისმცემლის მთის წვერი
მინიმალური სიმაღლე 810 მ - მდ. დიღმისწყალზე გადასასვლელი ხიდი
.
ღირსშესანიშნაობები • ხედები რომელიც გადაგეშლებათ ნათლისმცემლის მთის წვერიდან
• მამათა მონასტერი


დამატებითი ინფორმაცია • ამ ბილიკზე სასმელი წყალი არსად არ შეგხვდებათ, თუმცა მამათა მონასტერში აქვთ;
• მამათა მონასტერთან მიახლოებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, ვინაიდან მამებს ჰყავთ დიდი ძაღლები, რომლებიც შეიძლება დაბმულნი არ იყვნენ.
• მდ. დიღმისწყალზე გადასვლა შეიძლება გართულებული იქნას გაზაფხულზე, ან ხშირი წვიმების დროს, თუმცა საშიში არანაირად არ არის.
• ამ ბილიკზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სოფელ წოდორეთისკენ N107 მოძრავი ავტობუსით.
• თუ მარშრუტიდან ნათლისმცემლის მთის წვერს ამოაგდებთ, მაშინ გასავლელი მანძილი შემცირდება 11 კმ-მდე, ხოლო ასაკრეფი ვერტიკალი კი - 70 მ-ით.
• წოდორეთიდან მუხაწყაროსკენ ამოსასვლელი ბილიკის ბოლოში მოგიწევთ პატარა ნაგავსაყრელზე გავლა.


GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი codoreti-natlismcemlis mta-treki
.
რუკა

codoreti-natlismcemlis mta

რუკის გადმოწერა JPG

რუკის გადმოწერა BMP

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 19/06/2016

თხინვალი – ნათლისმცემლის მთა – წოდორეთი

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი გამჭოლი
სირთულე საშუალო
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი დრო
გასავლელი მანძილი 12.5 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 890 მ
დასაგდები ვერტიკალი 670 მ
მაქსიმალური სიმაღლე 1405 მ - ნათლისმცემლის მთის წვერი
მინიმალური სიმაღლე 710 მ - სტარტი, სოფ. თხინვალი
.
ღირსშესანიშნაობები • მსხალდიდის ტბა
• წმ. გიორგის ეკლესია
• ხედები რომელიც გადაგეშლებათ ნათლისმცემლის მთის წვერიდან

დამატებითი ინფორმაცია • ამ ბილიკზე სასმელი წყალი არსად არ შეგხვდებათ;
• ზაფხულში მსხალდიდის ტბა შესაძლებელია საგრძნობლად დამშრალი იყოს.
• თუ მარშრუტიდან ტბას ამოაგდებთ, მაშინ გასავლელი მანძილი შემცირდება 11 კმ-მდე, ხოლო ასაკრეფი ვერტიკალი კი - 80 მ-ით.
• წოდორეთიდან მუხაწყაროსკენ ამოსასვლელი ბილიკის ბოლოში მოგიწევთ პატარა ნაგავსაყრელზე გავლა.
• ამ ბილიკზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სოფელ თხინვალისკენ N29 და წოდორეთისკენ N107 მოძრავი ავტობუსებით.


GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი txinvali-natlismcemeli-codoreti
.
რუკა

txinvali-natlismcemeli-codoreti

რუკის გადმოწერა

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 18/01/2015

წოდორეთი

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი წრიული
სირთულე მარტივი
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი დრო
გასავლელი მანძილი 9.6 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 230 მ მ
დასაგდები ვერტიკალი 230 მ მ
მაქსიმალური სიმაღლე 1000 მ - მამათა მონასტერი
მინიმალური სიმაღლე 810 მ - მდ. დიღმისწყალზე გადასასვლელი ხიდი
.
ღირსშესანიშნაობები • მამათა მონასტერი;

დამატებითი ინფორმაცია • მდ. დიღმისწყალზე გადასვლა შეიძლება გართულებული იქნას გაზაფხულზე, ან ხშირი წვიმების დროს, თუმცა საშიში არანაირად არ არის.
• ამ ბილიკზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სოფელ წოდორეთისკენ N107 მოძრავი ავტობუსით.
• ამ ბილიკზე სასმელი წყალი არსად არ შეგხვდებათ, თუმცა მამათა მონასტერში აქვთ;
• მამათა მონასტერთან მიახლოებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, ვინაიდან მამებს ჰყავთ დიდი ძაღლები, რომლებიც შეიძლება დაბმულნი არ იყვნენ.


GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი codoretis patara criuli
.
რუკა

coderetis patara criuli

რუკის გადმოწერა

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 12/06/2016