შეჯიბრი „ლაშქარა 2010“

„ლაშქარა 2010“–ის შეჯიბრი ჩატარდა 24 ოქტომბერს, მამკოდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 8 გუნდმა. შეჯიბრის არეალი მოიცავდა დაახლოებით 12კვ. კმ–ს.

ადგილი სადაც ბრიფინგი მოეწყო და მონაწილეებმა სტარტი აიღეს, (თიანეთის გზატკეცილის მე–7 კმ).

მონაწილე გუნდები მსაჯებმა  დაყვეს ორ ნაკადად და ერთი საათის ინტერვალით ააღებინეს სტარტი. DSC_0016

თითეულ გუნდს სტარტზე გადაეცა რუკები და დავალებები.   რუკაზე  დასმული  იყო როგორც სავალდებულო, ისე არა სავალდებულო საკონტროლო პუნქტები. თითეულ პუნქტს შეესამებოდა გარკვეული ქულა. პუქტების (ხეზე მიკრული ნომრების) განლაგება ისეთი იყო, რომ გუნდს ჰქონდა რამოდენიმე ვარიანტი, თუ როგორი მარშრუტი აერჩია. სტარტის შემდეგ ზოგი მდინარის კალაპოტს გაუყვა და ზოგმაც ტყისკენ აიღო გეზი.

სავალდებულო საკონტროლო პუნქტებზე იდგნენ მსაჯები, რომლებიც მონაწილეებს ელოდნენ რათა მიეცათ მათვის დავალებები, რომლებიც სალაშქრო–უნარ ჩვევების იყო. პირველი სავალდებულო პუნქტი სტარტის მახლობლობაში მდებარეობდა და იგი აიღო 7–მა გუნდმა. ერთ–ერთი დავალება რომელიც მათ მსაჯმა დაავალა, იყო კოცონის დანთება და კარტოფილის შეწვა. ეს დავალება ყველამ პირნათლად შეასრულა. წერტილების უმრავლესობა ფიზიკურად ადვილი ასაღები იყო, თუმცა იყო მათ შორის ისეთებიც რომლის აღებაზეც იკარგებოდა დრო.

მიუხედავად იმისა, რომ ტყეში გზები სამანქანოსი იყო, ისინი ადგილ–ადგილ დაფარული იყო ეკლიანი ბუჩქებით, რაც მათ პრაქტიკულად გაუვალს ხდიდა. პლუს, ტალახი და აღმართი უფრო ძნელად გავლადს ხდიდა. მონაწილეებს სჭირდებოდათ ამ დაბრკოლებების გადალახვა შემოვლითი გზებით, რაზეც იკარგებოდა დრო და იხარჯებოდა ენერგია. ფინიში მდებარეობდა, გლდანის თეთრ (დიდ) ტბის სანაპიროზე. პირველი გუნდი რომელმაც გადაკვეთა ფინიშის ხაზი, იყო გუნდი „ასსა“, რომელმაც 18 წუთით ადრე დააფინიშა. გუნდის წევრები არ იყვნენ დაღლილები. 19 წუთის შემდეგ გამოჩნდა გუნდი „AVALANCHE“. 17:47 წუთზე გამოცხადდა გუნდი „ჭიუხვები“.

აი რას წერს, ერთ–ერთი გუნდის karavi.ge-ს მონაწილე:

ძალიან აზარტული და საინტერესო აღმოჩნდა რუკაზე მოცემული პუნქტების აღება და დროდარო მოცემული დავალებები შესრულება. მართალია ნაკაწრებს ვეღარ ვითვლი ისე გვასიამოვნა მაყვლის ეკლებმა, მაგრამ ეხლა ძალიან მახალისებს იმ წუთების გახსენება. ტბასთან მისულებმა მე-13 პუნქტი რომ დავინახეთ არც გვიფიქრია მისი არ აღება, წყალში ისე შევცვივდით ცივი თუ იყო არც გვიგვრძვნია.