გუდაურის პანორამა-არაგვის ხეობა

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი გამჭოლი
სირთულე საშუალო
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი, დიდ თოვლიანი ზამთარის გარდა
გასავლელი მანძილი 8.6 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 86 მ
დასაგდები ვერტიკალი 738 მ
მაქსიმალური სიმაღლე 2288 მ - გუდაურის გადმოსახედი თეთრი არაგვის ხეობაზედ
მინიმალური სიმაღლე 1571 მ - თეთრი არაგვის ხეობა
.
ღირსშესანიშნაობები • გადმოსახედი გუდაურის პანორამიდან არაგვის ხეობაზე;
• ხელოვნური ტბა მდინარე თეთრ არაგვზე;
• ნასოფლარები და ძველი მიტოვებული სასაფლაოები;

დამატებითი ინფორმაცია • ბილიკი დასაწყისში ცოტა ციცაბოა, ხოლო შემდეგ ორ ადგილას იკარგება, ამიტომ იყავით ყურადღებით;
• ნალექიანი ამინდის შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე გადმოსახედიდან ხეობაში ჩასასვლელ ბილიკზე;

GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი gudauris-panorama-aragvis-xeoba
.
რუკა

gudauris-panorama-aragvis-xeoba

რუკის გადმოწერა JPG ფორმატში
რუკის გადმოწერა BMP ფორმატში

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 09/09/2016

გაგაცნობთ ბილიკს, რომელიც გუდაურის პანორამული (მოზაიკური) გადმოსახედიდან ჩადის თეთრი არაგვის ხეობაში, პატარა ხელოვნურ ტბასთან. ეს ტბა კარგად მოჩანს გადმოსახედიდანაც და გუდაურის მცირე ჰესის სისტემის ნაწილია. ამ ბილიკით, როგორც ჩანს, დროდადრო დადიან მონადირეები (და ნადირები), მაგრამ ის კარგად არ არის გამოკვეთილი, ქვიანი და ბალახიანია. დასაწყისში იგი საკმაოდ ციცაბოა. ერთი-ორ ადგილას ძნელი ხდება განსაზღვრა, ბილიკი საით მიემართება, ხოლო სწორ გეზს თუ ასცდებით, ხშირ თხილნარში მოგიწევთ გზის გაკვლევა (თხილის მწიფობის სეზონზე ამას კიდევ არაუშავს). ჩვენს მიერ ნავიგატორში ჩაწერილი ბილიკი დაგეხმარებათ, იოლად ჩააღწიოთ თეთრ არაგვამდე. აქედან შეგეძლებათ, მდინარეს ერთოს ჩანჩქერამდე აუყვეთ, ან ლომისის ქედის რომელიმე მთის წვერზე ახვიდეთ, ან ხეობით დაღმა დაეშვათ ასფალტიან გზამდე, გზად კი საინტერესო ნასახლარები მოინახულოთ. მომავალში ვეცდებით, გამოვიკვლიოთ ეს ხეობა და სხვა საინტერესო ბილიკებიც შემოგთავაზოთ. მადლობელი დაგრჩებით, თუ ამაში თქვენც დაგვეხმარებით.