DSC_2317

ლაშქრობა მთიულეთში

იშვიათად მივდივარ ლაშქრობაში გეგმის გარეშე, მაგრამ შაბათს დილით მეგობრები რომ შევიკრიბეთ, ჯერ კიდევ არ ვიცოდით, საით და რამდენი ხნით წავიდოდით სალაშქროდ. უნდა ვაღიარო, რომ ასეთ დაუგეგმავ ლაშქრობებსაც ჰქონია თავისი ხიბლი! მე, ყოველი შემთხვევისთვის, ჩალაგებული მქონდა ყველაფერი 2-დღანი გასვლისთვის (კარავი, საძილე და სხვა საჭირო ნივთები) და GPS-ში მქონდა ჩაწერილი რამდენიმე მარშრუტი (მადლობა http://www.molashqre.ge -ს). გადავწყვიტეთ, თბილისურ სიცხეს მთიულეთში დავმალვოდით. მთიულეთი ჩემი მშობლიური მხარეა და, სამწუხაროდ, სხვა მხარეებთან შედარებით, ყველაზე ცუდად ვიცნობ, რამაც სალაშქრო მარშრუტის არჩევა ძალიან გამიადვილა. გეზი ავიღეთ სოფელ არახვეთისკენ. დაწვრილებით: “ლაშქრობა მთიულეთში”

განმარტებები

ტიპი

გამოვყავით ბილიკების სამი ტიპი

გამჭოლი ნიშნავს: ბილიკი იწყება ერთი ადგილიდან და მთავრდება მისგან მოშორებით სხვა ადგილას.

წრიული ნიშნავს ბილიკს, რომლის დასაწყისი და დასასრული ემთხვევა ან თითქმის ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ მოლაშქრეს არ უწევს ან თითქმის არ უწევს უკვე გავლილ ბილიკზე დაბრუნება.

ცალმხრივი – როდესაც ბილიკის დასაწყისი და დასასრული ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ არ არის წრიული, ანუ დაბრუნება ხდება იმავე გზით.

სირთულე

ბილიკების სირთულის განსასაზღვრად გამოვიყენეთ შვეიცარიაში მიღებული სისტემა, რომელიც ცხრილის სახითაა მოცემული:

  მარტივი საშუალო რთული
მანძილი 15 კმ-მდე 20კმ-მდე 20კმ-ზე მეტი
ვერტიკალი 300მ-მდე 800მ-მდე 800მ-ზე მეტი
ხანგრძლივობა 4 საათამდე 6 საათამდე 6 საათზე მეტი

ბილიკების სირთულის  შეფასება გათვლილია მოლაშქრეზე, რომელიც დამაკმაყოფილებელ ფიზიკურ ფორმაშია და ჩვეულებრივ კლიმატურ პირობებში შეუძლია, იაროს დაახლოებით 4.2 კმ/სთ სიჩქარით სწორ გზაზე.

თუ მარტივი ან საშუალო სირთულის ბილიკი შეიცავს რთულ მონაკვეთებს, მაგ: უბილიკო, ძნელად გასავლელ ადგილებს, ასეთ შემთხვევაში ამ მარშრუტს ენიჭება უფრო მაღალი სირთულის კატეგორია.

ასაკრეფი და დასაგდები ვერტიკალი

ეს მონაცემი გულისხმობს ჯამურ (ანუ გასავლელი გზის ყველა აღმართს/დაღმართს) ვერტიკალს და არა მარშრუტის მაქსიმალური და მინიმალური სიმაღლეების სხვაობას.  ჯამური ასაკრეფი ვერტიკალის მნიშვნელობა წრიული და ცალმხრივი ტიპის ბილიკებში დასაგდები ვერტიკალის ჯამური მნიშვნელობის ტოლია.

შეჯიბრი „ლაშქარა 2010“

„ლაშქარა 2010“–ის შეჯიბრი ჩატარდა 24 ოქტომბერს, მამკოდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 8 გუნდმა. შეჯიბრის არეალი მოიცავდა დაახლოებით 12კვ. კმ–ს.

ადგილი სადაც ბრიფინგი მოეწყო და მონაწილეებმა სტარტი აიღეს, (თიანეთის გზატკეცილის მე–7 კმ).

მონაწილე გუნდები მსაჯებმა  დაყვეს ორ ნაკადად და ერთი საათის ინტერვალით ააღებინეს სტარტი. DSC_0016

თითეულ გუნდს სტარტზე გადაეცა რუკები და დავალებები.   რუკაზე  დასმული  იყო როგორც სავალდებულო, ისე არა სავალდებულო საკონტროლო პუნქტები. თითეულ პუნქტს შეესამებოდა გარკვეული ქულა. პუქტების (ხეზე მიკრული ნომრების) განლაგება ისეთი იყო, რომ გუნდს ჰქონდა რამოდენიმე ვარიანტი, თუ როგორი მარშრუტი აერჩია. სტარტის შემდეგ ზოგი მდინარის კალაპოტს გაუყვა და ზოგმაც ტყისკენ აიღო გეზი.

სავალდებულო საკონტროლო პუნქტებზე იდგნენ მსაჯები, რომლებიც მონაწილეებს ელოდნენ რათა მიეცათ მათვის დავალებები, რომლებიც სალაშქრო–უნარ ჩვევების იყო. პირველი სავალდებულო პუნქტი სტარტის მახლობლობაში მდებარეობდა და იგი აიღო 7–მა გუნდმა. ერთ–ერთი დავალება რომელიც მათ მსაჯმა დაავალა, იყო კოცონის დანთება და კარტოფილის შეწვა. ეს დავალება ყველამ პირნათლად შეასრულა. წერტილების უმრავლესობა ფიზიკურად ადვილი ასაღები იყო, თუმცა იყო მათ შორის ისეთებიც რომლის აღებაზეც იკარგებოდა დრო.

მიუხედავად იმისა, რომ ტყეში გზები სამანქანოსი იყო, ისინი ადგილ–ადგილ დაფარული იყო ეკლიანი ბუჩქებით, რაც მათ პრაქტიკულად გაუვალს ხდიდა. პლუს, ტალახი და აღმართი უფრო ძნელად გავლადს ხდიდა. მონაწილეებს სჭირდებოდათ ამ დაბრკოლებების გადალახვა შემოვლითი გზებით, რაზეც იკარგებოდა დრო და იხარჯებოდა ენერგია. ფინიში მდებარეობდა, გლდანის თეთრ (დიდ) ტბის სანაპიროზე. პირველი გუნდი რომელმაც გადაკვეთა ფინიშის ხაზი, იყო გუნდი „ასსა“, რომელმაც 18 წუთით ადრე დააფინიშა. გუნდის წევრები არ იყვნენ დაღლილები. 19 წუთის შემდეგ გამოჩნდა გუნდი „AVALANCHE“. 17:47 წუთზე გამოცხადდა გუნდი „ჭიუხვები“.

აი რას წერს, ერთ–ერთი გუნდის karavi.ge-ს მონაწილე:

ძალიან აზარტული და საინტერესო აღმოჩნდა რუკაზე მოცემული პუნქტების აღება და დროდარო მოცემული დავალებები შესრულება. მართალია ნაკაწრებს ვეღარ ვითვლი ისე გვასიამოვნა მაყვლის ეკლებმა, მაგრამ ეხლა ძალიან მახალისებს იმ წუთების გახსენება. ტბასთან მისულებმა მე-13 პუნქტი რომ დავინახეთ არც გვიფიქრია მისი არ აღება, წყალში ისე შევცვივდით ცივი თუ იყო არც გვიგვრძვნია.