გუდაურის პანორამა-არაგვის ხეობა

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი გამჭოლი
სირთულე საშუალო
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი, დიდ თოვლიანი ზამთარის გარდა
გასავლელი მანძილი 8.6 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 86 მ
დასაგდები ვერტიკალი 738 მ
მაქსიმალური სიმაღლე 2288 მ - გუდაურის გადმოსახედი თეთრი არაგვის ხეობაზედ
მინიმალური სიმაღლე 1571 მ - თეთრი არაგვის ხეობა
.
ღირსშესანიშნაობები • გადმოსახედი გუდაურის პანორამიდან არაგვის ხეობაზე;
• ხელოვნური ტბა მდინარე თეთრ არაგვზე;
• ნასოფლარები და ძველი მიტოვებული სასაფლაოები;

დამატებითი ინფორმაცია • ბილიკი დასაწყისში ცოტა ციცაბოა, ხოლო შემდეგ ორ ადგილას იკარგება, ამიტომ იყავით ყურადღებით;
• ნალექიანი ამინდის შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე გადმოსახედიდან ხეობაში ჩასასვლელ ბილიკზე;

GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი gudauris-panorama-aragvis-xeoba
.
რუკა

gudauris-panorama-aragvis-xeoba

რუკის გადმოწერა JPG ფორმატში
რუკის გადმოწერა BMP ფორმატში

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 09/09/2016

გაგაცნობთ ბილიკს, რომელიც გუდაურის პანორამული (მოზაიკური) გადმოსახედიდან ჩადის თეთრი არაგვის ხეობაში, პატარა ხელოვნურ ტბასთან. ეს ტბა კარგად მოჩანს გადმოსახედიდანაც და გუდაურის მცირე ჰესის სისტემის ნაწილია. ამ ბილიკით, როგორც ჩანს, დროდადრო დადიან მონადირეები (და ნადირები), მაგრამ ის კარგად არ არის გამოკვეთილი, ქვიანი და ბალახიანია. დასაწყისში იგი საკმაოდ ციცაბოა. ერთი-ორ ადგილას ძნელი ხდება განსაზღვრა, ბილიკი საით მიემართება, ხოლო სწორ გეზს თუ ასცდებით, ხშირ თხილნარში მოგიწევთ გზის გაკვლევა (თხილის მწიფობის სეზონზე ამას კიდევ არაუშავს). ჩვენს მიერ ნავიგატორში ჩაწერილი ბილიკი დაგეხმარებათ, იოლად ჩააღწიოთ თეთრ არაგვამდე. აქედან შეგეძლებათ, მდინარეს ერთოს ჩანჩქერამდე აუყვეთ, ან ლომისის ქედის რომელიმე მთის წვერზე ახვიდეთ, ან ხეობით დაღმა დაეშვათ ასფალტიან გზამდე, გზად კი საინტერესო ნასახლარები მოინახულოთ. მომავალში ვეცდებით, გამოვიკვლიოთ ეს ხეობა და სხვა საინტერესო ბილიკებიც შემოგთავაზოთ. მადლობელი დაგრჩებით, თუ ამაში თქვენც დაგვეხმარებით.

წილკანი – ბაზალეთის ტბა

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი გამჭოლი
სირთულე საშუალო
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი დრო, ცხელი ამინდის გარდა.
გასავლელი მანძილი 15.2 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 550 მ
დასაგდები ვერტიკალი 300 მ
მაქსიმალური სიმაღლე 1092
მინიმალური სიმაღლე 550
.
ღირსშესანიშნაობები • წილკნის ეკლესია (VI ს)
• უფრეთის ეკლესია
• ბაზალეთის ტბა

დამატებითი ინფორმაცია • იქ, სადაც მითითებული მაქვს საბანაო ადგილი, მეთევზეებსაც შეხვდებით. ასე რომ, აქ, გარდა ბანაობისა, შესაძლებელია თევზაობაც.
• მარშრუტი ძირითადად მოშიშვლებულ ადგილებზე და დაბალი ხეებით დაფარულ მთის ფერდობებზე გადის, ამიტომ ცხელ ამინდში მზად იყავით მცხუნვარე მზისგან თავდასაცავად.

GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი cilkani-bazaletis tba
.
რუკა

cilkani-bazaletis tba

რუკის გადმოწერა

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 29/09/2013

ლომისის სალოცავი

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი ცალმხრივი
სირთულე საშუალო
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი დრო
გასავლელი მანძილი 6.5 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 738 მ
დასაგდები ვერტიკალი 738 მ
მაქსიმალური სიმაღლე 2210 მ - ლომისის მონასტერი
მინიმალური სიმაღლე 1445 მ - ქვემო მლეთის ეკლესია
.
ღირსშესანიშნაობები • ლომისის წმ. გიორგის მონასტერი
• ქვემო მლეთის ახალი (XIX ს) და ძველი ეკლესიები (გვიანდ. შუა სს.)

დამატებითი ინფორმაცია • ზამთარში ამ მარშრუტზე რამდენჯერმე უცაბედად ჩამოწოლილმა ზვავმა იმსხვერპლა მოლაშქრეები;

GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი lomisis salocavi
.
რუკა

lomisis salocavi

რუკის გადმოწერა JPG

რუკის გადმოწერა BMP

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 23/07/2015

ლელუბანი – მარტყოფის მონასტერი – ნორიო

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი გამჭოლი
სირთულე საშუალო
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი დრო
გასავლელი მანძილი 15,4 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 400 მ
დასაგდები ვერტიკალი 530 მ
მაქსიმალური სიმაღლე 1460 მ - იალნოს ქედი
მინიმალური სიმაღლე 930 მ - ნორიო
.
ღირსშესანიშნაობები • მარტყოფის მონასტერი
• სასაფლაო და ეკლესია ლელუბნის მახლობლად

დამატებითი ინფორმაცია ძირითადად ეს ბილიკი წარმოადგენს თბილისის ეროვნული პარკის ერთ-ერთ ველო ბილიკს.

GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი lelubani-martyofis monasteri-norio
.
რუკა

lelubani-martyofis-monasteri-norio_a

რუკის გადმოწერა

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 16/03/2014

არახვეთი – ლომისი – მლეთა

ხანგრძლივობა ერთ დღიანი
ტიპი გამჭოლი
სირთულე საშუალო
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი დრო
გასავლელი მანძილი 8.5 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 830 მ
დასაგდები ვერტიკალი 740 მ
მაქსიმალური სიმაღლე 2208 მ - ლომისის სალოცავი
მინიმალური სიმაღლე 786 მ - სოფელი არახვეთი
.
ღირსშესანიშნაობები • ლომისის წმ. გიორგის სალოცავი (IX-X სს.);
• ქვემო მლეთის ახალი (XIX ს) და ძველი ეკლესიები (გვიანდ. შუა სს.).
დამატებითი ინფორმაცია • ზამთარში, ამ მარშრუტზე რამდენჯერმე უცაბედად ჩამოწოლილმა ზვავმა იმსხვერპლა მოლაშქრეები
• სოფელ არახვეთიდან დაახლოებით 1,5 კმ გავლის შემდეგ, მოგიწევთ დამეწყრილ ადგილზე აღმართში ასვლა, რაც ცოტა სირთულეს წარმოადგენს.
GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი araxveti-lomisi-mleta
.
რუკა

araxveti-lomisi-mleta (2)

რუკის გადმოწერა JPG

რუკის გადმოწერა BMP

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 17/05/2015