განმარტებები

ტიპი

გამოვყავით ბილიკების სამი ტიპი

გამჭოლი ნიშნავს: ბილიკი იწყება ერთი ადგილიდან და მთავრდება მისგან მოშორებით სხვა ადგილას.

წრიული ნიშნავს ბილიკს, რომლის დასაწყისი და დასასრული ემთხვევა ან თითქმის ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ მოლაშქრეს არ უწევს ან თითქმის არ უწევს უკვე გავლილ ბილიკზე დაბრუნება.

ცალმხრივი – როდესაც ბილიკის დასაწყისი და დასასრული ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ არ არის წრიული, ანუ დაბრუნება ხდება იმავე გზით.

სირთულე

ბილიკების სირთულის განსასაზღვრად გამოვიყენეთ შვეიცარიაში მიღებული სისტემა, რომელიც ცხრილის სახითაა მოცემული:

  მარტივი საშუალო რთული
მანძილი 15 კმ-მდე 20კმ-მდე 20კმ-ზე მეტი
ვერტიკალი 300მ-მდე 800მ-მდე 800მ-ზე მეტი
ხანგრძლივობა 4 საათამდე 6 საათამდე 6 საათზე მეტი

ბილიკების სირთულის  შეფასება გათვლილია მოლაშქრეზე, რომელიც დამაკმაყოფილებელ ფიზიკურ ფორმაშია და ჩვეულებრივ კლიმატურ პირობებში შეუძლია, იაროს დაახლოებით 4.2 კმ/სთ სიჩქარით სწორ გზაზე.

თუ მარტივი ან საშუალო სირთულის ბილიკი შეიცავს რთულ მონაკვეთებს, მაგ: უბილიკო, ძნელად გასავლელ ადგილებს, ასეთ შემთხვევაში ამ მარშრუტს ენიჭება უფრო მაღალი სირთულის კატეგორია.

ასაკრეფი და დასაგდები ვერტიკალი

ეს მონაცემი გულისხმობს ჯამურ (ანუ გასავლელი გზის ყველა აღმართს/დაღმართს) ვერტიკალს და არა მარშრუტის მაქსიმალური და მინიმალური სიმაღლეების სხვაობას.  ჯამური ასაკრეფი ვერტიკალის მნიშვნელობა წრიული და ცალმხრივი ტიპის ბილიკებში დასაგდები ვერტიკალის ჯამური მნიშვნელობის ტოლია.