კუმისი – გუდელისი – კოჯორი

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი გამჭოლი
სირთულე მარტივი
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი დრო
გასავლელი მანძილი 12 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 780 მ
დასაგდები ვერტიკალი 120 მ
მაქსიმალური სიმაღლე 1260 მ - დაბა კოჯორი
მინიმალური სიმაღლე 544 მ - სოფელი კუმისი
.
ღირსშესანიშნაობები • სამების ეკლესია (XVIII ს)
• კოშკი კუმისის თავზე (გვიან. შუა სს.)
• გუდელისის პატარა ეკლესია
• გუდელისის დიდი ეკლესია
• მშენებარე გუმბათიანი ეკლესია

დამატებითი ინფორმაცია • მარშრუტი ძირითადად მოშიშვლებულ ადგილებზე და დაბალი ხეებით დაფარულ მთის ფერდობებზე გადის, ამიტომ ცხელ ამინდში მზად იყავით მცხუნვარე მზისგან თავდასაცავად.
• მარშრუტის ერთი ნაწილი, კერძოდ კლდეზე ასასვლელი ბილიკი, არ არის ჩაწერილი. ღვთისმშობლის მონასტერთან შეგიძლიათ იკითხოთ და მიგასწავლიან ამ ასასვლელ გზას.
• N10 ავტობუსების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე http://transit.ttc.com.ge/?page=live#/

GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი kumisi-gudelisi-kojori
.
რუკა

კუმისი-გუდელისი-კოჯორი

რუკის გადმოწერა JPG

რუკის გადმოწერა BMP

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 16/03/2014