ეს საიტი ეხება ლაშქრობასა და მის მონათესავე აქტივობებს. აქ თავს იყრის მოლაშქრისათვის სასარგებლო სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია, რეგულარულად ემატება ცნობები ახალი ბილიკებისა და საინტერესო ადგილების შესახებ. საიტის მიზანი მოლაშქრეებს შორის ინფორმაციის გაცვლაა, ამიტომ აქ მასალის განთავსება შეუძლია ნებისმიერ მოლაშქრეს, საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმების შემდეგ.

ბებერი კლდე

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი წრიული
სირთულე საშუალო
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი დრო
გასავლელი მანძილი 10.2 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 765 მ
დასაგდები ვერტიკალი 822 მ
მაქსიმალური სიმაღლე 1513 მ - ბებერი კლდის ზედა ნაწილი
მინიმალური სიმაღლე 766 მ - საგარეჯო, ფინიშის ადგილი
.
ღირსშესანიშნაობები • გადმოსახედი ბებერის კლდიდან;
• ორი დარბაზული ეკლესია ტყეში;
• ჩანჩქერი წიფლისხევის ხეობაში.

დამატებითი ინფორმაცია • ბებერი კლდის თავზე მოქცევისას, ახლოს ნუ მიხვალთ კიდესთან, რადგან შესაძლებელია მოხდეს ნიადაგის ჩამოშლა. განსაკუთრებით ეს სახიფათოა ნალექიანი ამინდებისას ან მათ მერე.
• ნალექიანი ამინდების შემთხვევაში, ამ ადგილებში იცის ძლიერი ტალახი და იყავით ამისთვის მზად.
GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი beberi-lklde
.
რუკა

beberi-klde

რუკის გადმოწერა JPG ფორმატში
რუკის გადმოწერა BMP ფორმატში

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 22/05/2016

გუდაურის პანორამა-არაგვის ხეობა

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი გამჭოლი
სირთულე საშუალო
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი, დიდ თოვლიანი ზამთარის გარდა
გასავლელი მანძილი 8.6 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 86 მ
დასაგდები ვერტიკალი 738 მ
მაქსიმალური სიმაღლე 2288 მ - გუდაურის გადმოსახედი თეთრი არაგვის ხეობაზედ
მინიმალური სიმაღლე 1571 მ - თეთრი არაგვის ხეობა
.
ღირსშესანიშნაობები • გადმოსახედი გუდაურის პანორამიდან არაგვის ხეობაზე;
• ხელოვნური ტბა მდინარე თეთრ არაგვზე;
• ნასოფლარები და ძველი მიტოვებული სასაფლაოები;

დამატებითი ინფორმაცია • ბილიკი დასაწყისში ცოტა ციცაბოა, ხოლო შემდეგ ორ ადგილას იკარგება, ამიტომ იყავით ყურადღებით;
• ნალექიანი ამინდის შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე გადმოსახედიდან ხეობაში ჩასასვლელ ბილიკზე;

GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი gudauris-panorama-aragvis-xeoba
.
რუკა

gudauris-panorama-aragvis-xeoba

რუკის გადმოწერა JPG ფორმატში
რუკის გადმოწერა BMP ფორმატში

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 09/09/2016

გაგაცნობთ ბილიკს, რომელიც გუდაურის პანორამული (მოზაიკური) გადმოსახედიდან ჩადის თეთრი არაგვის ხეობაში, პატარა ხელოვნურ ტბასთან. ეს ტბა კარგად მოჩანს გადმოსახედიდანაც და გუდაურის მცირე ჰესის სისტემის ნაწილია. ამ ბილიკით, როგორც ჩანს, დროდადრო დადიან მონადირეები (და ნადირები), მაგრამ ის კარგად არ არის გამოკვეთილი, ქვიანი და ბალახიანია. დასაწყისში იგი საკმაოდ ციცაბოა. ერთი-ორ ადგილას ძნელი ხდება განსაზღვრა, ბილიკი საით მიემართება, ხოლო სწორ გეზს თუ ასცდებით, ხშირ თხილნარში მოგიწევთ გზის გაკვლევა (თხილის მწიფობის სეზონზე ამას კიდევ არაუშავს). ჩვენს მიერ ნავიგატორში ჩაწერილი ბილიკი დაგეხმარებათ, იოლად ჩააღწიოთ თეთრ არაგვამდე. აქედან შეგეძლებათ, მდინარეს ერთოს ჩანჩქერამდე აუყვეთ, ან ლომისის ქედის რომელიმე მთის წვერზე ახვიდეთ, ან ხეობით დაღმა დაეშვათ ასფალტიან გზამდე, გზად კი საინტერესო ნასახლარები მოინახულოთ. მომავალში ვეცდებით, გამოვიკვლიოთ ეს ხეობა და სხვა საინტერესო ბილიკებიც შემოგთავაზოთ. მადლობელი დაგრჩებით, თუ ამაში თქვენც დაგვეხმარებით.

სიახლეები

საიტზე აიტვირთა შოვი – ბუბის მყინვარის ბილიკი, რომელიც შეგიძლიათ დალაშქროთ ზემო რაჭაში. ბილიკი კარგად არ არის მარკირებული, სულ ბოლოში კი საერთოდ ქრება. მიუხედავად ამისა, კარგად გაკვალული ბილიკი მიგიყვანთ დანიშნულ ადგილამდე.

14

11

შოვი – ბუბის მყინვარი

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი ცალმხრივი
სირთულე საშუალო
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი, ზამთრის გარდა
გასავლელი მანძილი 7.1 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 1114 მ
დასაგდები ვერტიკალი 76 მ
მაქსიმალური სიმაღლე 2519 - მეტეოროლოგიური ხელსაწყო
მინიმალური სიმაღლე 1475 მ - პანსიონატ მამისონის შესასვლელი
.
ღირსშესანიშნაობები • ბუბის მყინვარი (მთლიანობაში)
• თბილისას მყინვარი (ნაწილობრივ)
• დოლომისის მთა
• ჭანჭახის მწვერვალი
• შოდა-კედელას ქედი

დამატებითი ინფორმაცია • ბილიკი კარგად არ არის მარკირებული, სულ ბოლოში კი საერთოდ ქრება. მიუხედავად ამისა, კარგად გაკვალული ბილიკი მიგიყვანთ დანიშნულ ადგილამდე.
• შემხვედრი ღელეებიდან შეიძლება ყველა არ იყოს დასალევი, მაგრამ პატარა ღელეებში არსებული მომდინარე წყლით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
• მზად იყავით მწერების შემოტევებისგან, განსაკუთრებით ხარაბუზებიგან.

GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი shovi-bubas myinvari
.
რუკა

shovi-bubis myinvari

რუკის გადმოწერა JPG

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 24/08/2016

წოდორეთი – ნათლისმცემლის მთა

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი წრიული
სირთულე საშუალო
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი, ცხელი ამინდის გარდა.
გასავლელი მანძილი 11.7 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 800 მ
დასაგდები ვერტიკალი 840 მ
მაქსიმალური სიმაღლე 1405 მ - ნათლისმცემლის მთის წვერი
მინიმალური სიმაღლე 810 მ - მდ. დიღმისწყალზე გადასასვლელი ხიდი
.
ღირსშესანიშნაობები • ხედები რომელიც გადაგეშლებათ ნათლისმცემლის მთის წვერიდან
• მამათა მონასტერი


დამატებითი ინფორმაცია • ამ ბილიკზე სასმელი წყალი არსად არ შეგხვდებათ, თუმცა მამათა მონასტერში აქვთ;
• მამათა მონასტერთან მიახლოებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, ვინაიდან მამებს ჰყავთ დიდი ძაღლები, რომლებიც შეიძლება დაბმულნი არ იყვნენ.
• მდ. დიღმისწყალზე გადასვლა შეიძლება გართულებული იქნას გაზაფხულზე, ან ხშირი წვიმების დროს, თუმცა საშიში არანაირად არ არის.
• ამ ბილიკზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სოფელ წოდორეთისკენ N107 მოძრავი ავტობუსით.
• თუ მარშრუტიდან ნათლისმცემლის მთის წვერს ამოაგდებთ, მაშინ გასავლელი მანძილი შემცირდება 11 კმ-მდე, ხოლო ასაკრეფი ვერტიკალი კი - 70 მ-ით.
• წოდორეთიდან მუხაწყაროსკენ ამოსასვლელი ბილიკის ბოლოში მოგიწევთ პატარა ნაგავსაყრელზე გავლა.


GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი codoreti-natlismcemlis mta-treki
.
რუკა

codoreti-natlismcemlis mta

რუკის გადმოწერა JPG

რუკის გადმოწერა BMP

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 19/06/2016

თხინვალი – ნათლისმცემლის მთა – წოდორეთი

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი გამჭოლი
სირთულე საშუალო
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი დრო
გასავლელი მანძილი 12.5 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 890 მ
დასაგდები ვერტიკალი 670 მ
მაქსიმალური სიმაღლე 1405 მ - ნათლისმცემლის მთის წვერი
მინიმალური სიმაღლე 710 მ - სტარტი, სოფ. თხინვალი
.
ღირსშესანიშნაობები • მსხალდიდის ტბა
• წმ. გიორგის ეკლესია
• ხედები რომელიც გადაგეშლებათ ნათლისმცემლის მთის წვერიდან

დამატებითი ინფორმაცია • ამ ბილიკზე სასმელი წყალი არსად არ შეგხვდებათ;
• ზაფხულში მსხალდიდის ტბა შესაძლებელია საგრძნობლად დამშრალი იყოს.
• თუ მარშრუტიდან ტბას ამოაგდებთ, მაშინ გასავლელი მანძილი შემცირდება 11 კმ-მდე, ხოლო ასაკრეფი ვერტიკალი კი - 80 მ-ით.
• წოდორეთიდან მუხაწყაროსკენ ამოსასვლელი ბილიკის ბოლოში მოგიწევთ პატარა ნაგავსაყრელზე გავლა.
• ამ ბილიკზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სოფელ თხინვალისკენ N29 და წოდორეთისკენ N107 მოძრავი ავტობუსებით.


GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი txinvali-natlismcemeli-codoreti
.
რუკა

txinvali-natlismcemeli-codoreti

რუკის გადმოწერა

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 18/01/2015

კუს ტბა – ბულბულების ჭალა

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი წრიული
სირთულე მარტივი
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი დრო
გასავლელი მანძილი 5.1 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 305 მ
დასაგდები ვერტიკალი 305 მ
მაქსიმალური სიმაღლე 901
მინიმალური სიმაღლე 683 მ - სტარტი და ფინიშის ადგილი, კუს ტბის სანაპირო.
.
ღირსშესანიშნაობები • ამ ბილიკის დასაწყისში და ბოლოსკენ გადაგეშლებათ პრაქტიკულად მთელი თბილისის ხედი;
• კუს ტბა.

დამატებითი ინფორმაცია
GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი kus tba-bulbulebis chala
.
რუკა

kus tba-bulbulebis chala

რუკის გადმოწერა

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 19/06/2016

წოდორეთი

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი წრიული
სირთულე მარტივი
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი დრო
გასავლელი მანძილი 9.6 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 230 მ მ
დასაგდები ვერტიკალი 230 მ მ
მაქსიმალური სიმაღლე 1000 მ - მამათა მონასტერი
მინიმალური სიმაღლე 810 მ - მდ. დიღმისწყალზე გადასასვლელი ხიდი
.
ღირსშესანიშნაობები • მამათა მონასტერი;

დამატებითი ინფორმაცია • მდ. დიღმისწყალზე გადასვლა შეიძლება გართულებული იქნას გაზაფხულზე, ან ხშირი წვიმების დროს, თუმცა საშიში არანაირად არ არის.
• ამ ბილიკზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სოფელ წოდორეთისკენ N107 მოძრავი ავტობუსით.
• ამ ბილიკზე სასმელი წყალი არსად არ შეგხვდებათ, თუმცა მამათა მონასტერში აქვთ;
• მამათა მონასტერთან მიახლოებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, ვინაიდან მამებს ჰყავთ დიდი ძაღლები, რომლებიც შეიძლება დაბმულნი არ იყვნენ.


GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი codoretis patara criuli
.
რუკა

coderetis patara criuli

რუკის გადმოწერა

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 12/06/2016

კოჯორი – კუს ტბა – ზემო ვაკე

ხანგრძლივობა 1 დღე
ტიპი გამჭოლი
სირთულე მარტივი
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი დრო, ცხელი ამინდის გარდა.
გასავლელი მანძილი 11.6 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 80 მ
დასაგდები ვერტიკალი 860 მ
მაქსიმალური სიმაღლე 1423 მ - უძოს მონასტერი
მინიმალური სიმაღლე 538 მ - ფინიშთან, ზემო ვაკე.
.
ღირსშესანიშნაობები • უძოს მონასტერი;
• ამ ბილიკის მეორე ნახევარში გადაგეშლებათ პრაქტიკულად მთელი თბილისის ხედი;
• კუს ტბა.


დამატებითი ინფორმაცია • ბილიკის დასაწყისში მდებარე წყაროს იმედზე ნუ იქნებით, იგი ხანდახან შრება.

GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი kojori-kus tba-zemo vake
.
რუკა

kojori-kus tba-zemo vake

რუკა – კოჯორი-კუს ტბა-ზემო ვაკე

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 16/06/2016



DSC_2317

ლაშქრობა მთიულეთში

იშვიათად მივდივარ ლაშქრობაში გეგმის გარეშე, მაგრამ შაბათს დილით მეგობრები რომ შევიკრიბეთ, ჯერ კიდევ არ ვიცოდით, საით და რამდენი ხნით წავიდოდით სალაშქროდ. უნდა ვაღიარო, რომ ასეთ დაუგეგმავ ლაშქრობებსაც ჰქონია თავისი ხიბლი! მე, ყოველი შემთხვევისთვის, ჩალაგებული მქონდა ყველაფერი 2-დღანი გასვლისთვის (კარავი, საძილე და სხვა საჭირო ნივთები) და GPS-ში მქონდა ჩაწერილი რამდენიმე მარშრუტი (მადლობა http://www.molashqre.ge -ს). გადავწყვიტეთ, თბილისურ სიცხეს მთიულეთში დავმალვოდით. მთიულეთი ჩემი მშობლიური მხარეა და, სამწუხაროდ, სხვა მხარეებთან შედარებით, ყველაზე ცუდად ვიცნობ, რამაც სალაშქრო მარშრუტის არჩევა ძალიან გამიადვილა. გეზი ავიღეთ სოფელ არახვეთისკენ. დაწვრილებით: “ლაშქრობა მთიულეთში”

წილკანი – ბაზალეთის ტბა

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი გამჭოლი
სირთულე საშუალო
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი დრო, ცხელი ამინდის გარდა.
გასავლელი მანძილი 15.2 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 550 მ
დასაგდები ვერტიკალი 300 მ
მაქსიმალური სიმაღლე 1092
მინიმალური სიმაღლე 550
.
ღირსშესანიშნაობები • წილკნის ეკლესია (VI ს)
• უფრეთის ეკლესია
• ბაზალეთის ტბა

დამატებითი ინფორმაცია • იქ, სადაც მითითებული მაქვს საბანაო ადგილი, მეთევზეებსაც შეხვდებით. ასე რომ, აქ, გარდა ბანაობისა, შესაძლებელია თევზაობაც.
• მარშრუტი ძირითადად მოშიშვლებულ ადგილებზე და დაბალი ხეებით დაფარულ მთის ფერდობებზე გადის, ამიტომ ცხელ ამინდში მზად იყავით მცხუნვარე მზისგან თავდასაცავად.

GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი cilkani-bazaletis tba
.
რუკა

cilkani-bazaletis tba

რუკის გადმოწერა

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 29/09/2013

განმარტებები

ტიპი

გამოვყავით ბილიკების სამი ტიპი

გამჭოლი ნიშნავს: ბილიკი იწყება ერთი ადგილიდან და მთავრდება მისგან მოშორებით სხვა ადგილას.

წრიული ნიშნავს ბილიკს, რომლის დასაწყისი და დასასრული ემთხვევა ან თითქმის ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ მოლაშქრეს არ უწევს ან თითქმის არ უწევს უკვე გავლილ ბილიკზე დაბრუნება.

ცალმხრივი – როდესაც ბილიკის დასაწყისი და დასასრული ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ არ არის წრიული, ანუ დაბრუნება ხდება იმავე გზით.

სირთულე

ბილიკების სირთულის განსასაზღვრად გამოვიყენეთ შვეიცარიაში მიღებული სისტემა, რომელიც ცხრილის სახითაა მოცემული:

  მარტივი საშუალო რთული
მანძილი 15 კმ-მდე 20კმ-მდე 20კმ-ზე მეტი
ვერტიკალი 300მ-მდე 800მ-მდე 800მ-ზე მეტი
ხანგრძლივობა 4 საათამდე 6 საათამდე 6 საათზე მეტი

ბილიკების სირთულის  შეფასება გათვლილია მოლაშქრეზე, რომელიც დამაკმაყოფილებელ ფიზიკურ ფორმაშია და ჩვეულებრივ კლიმატურ პირობებში შეუძლია, იაროს დაახლოებით 4.2 კმ/სთ სიჩქარით სწორ გზაზე.

თუ მარტივი ან საშუალო სირთულის ბილიკი შეიცავს რთულ მონაკვეთებს, მაგ: უბილიკო, ძნელად გასავლელ ადგილებს, ასეთ შემთხვევაში ამ მარშრუტს ენიჭება უფრო მაღალი სირთულის კატეგორია.

ასაკრეფი და დასაგდები ვერტიკალი

ეს მონაცემი გულისხმობს ჯამურ (ანუ გასავლელი გზის ყველა აღმართს/დაღმართს) ვერტიკალს და არა მარშრუტის მაქსიმალური და მინიმალური სიმაღლეების სხვაობას.  ჯამური ასაკრეფი ვერტიკალის მნიშვნელობა წრიული და ცალმხრივი ტიპის ბილიკებში დასაგდები ვერტიკალის ჯამური მნიშვნელობის ტოლია.

შეჯიბრი „ლაშქარა 2010“

„ლაშქარა 2010“–ის შეჯიბრი ჩატარდა 24 ოქტომბერს, მამკოდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 8 გუნდმა. შეჯიბრის არეალი მოიცავდა დაახლოებით 12კვ. კმ–ს.

ადგილი სადაც ბრიფინგი მოეწყო და მონაწილეებმა სტარტი აიღეს, (თიანეთის გზატკეცილის მე–7 კმ).

მონაწილე გუნდები მსაჯებმა  დაყვეს ორ ნაკადად და ერთი საათის ინტერვალით ააღებინეს სტარტი. DSC_0016

თითეულ გუნდს სტარტზე გადაეცა რუკები და დავალებები.   რუკაზე  დასმული  იყო როგორც სავალდებულო, ისე არა სავალდებულო საკონტროლო პუნქტები. თითეულ პუნქტს შეესამებოდა გარკვეული ქულა. პუქტების (ხეზე მიკრული ნომრების) განლაგება ისეთი იყო, რომ გუნდს ჰქონდა რამოდენიმე ვარიანტი, თუ როგორი მარშრუტი აერჩია. სტარტის შემდეგ ზოგი მდინარის კალაპოტს გაუყვა და ზოგმაც ტყისკენ აიღო გეზი.

სავალდებულო საკონტროლო პუნქტებზე იდგნენ მსაჯები, რომლებიც მონაწილეებს ელოდნენ რათა მიეცათ მათვის დავალებები, რომლებიც სალაშქრო–უნარ ჩვევების იყო. პირველი სავალდებულო პუნქტი სტარტის მახლობლობაში მდებარეობდა და იგი აიღო 7–მა გუნდმა. ერთ–ერთი დავალება რომელიც მათ მსაჯმა დაავალა, იყო კოცონის დანთება და კარტოფილის შეწვა. ეს დავალება ყველამ პირნათლად შეასრულა. წერტილების უმრავლესობა ფიზიკურად ადვილი ასაღები იყო, თუმცა იყო მათ შორის ისეთებიც რომლის აღებაზეც იკარგებოდა დრო.

მიუხედავად იმისა, რომ ტყეში გზები სამანქანოსი იყო, ისინი ადგილ–ადგილ დაფარული იყო ეკლიანი ბუჩქებით, რაც მათ პრაქტიკულად გაუვალს ხდიდა. პლუს, ტალახი და აღმართი უფრო ძნელად გავლადს ხდიდა. მონაწილეებს სჭირდებოდათ ამ დაბრკოლებების გადალახვა შემოვლითი გზებით, რაზეც იკარგებოდა დრო და იხარჯებოდა ენერგია. ფინიში მდებარეობდა, გლდანის თეთრ (დიდ) ტბის სანაპიროზე. პირველი გუნდი რომელმაც გადაკვეთა ფინიშის ხაზი, იყო გუნდი „ასსა“, რომელმაც 18 წუთით ადრე დააფინიშა. გუნდის წევრები არ იყვნენ დაღლილები. 19 წუთის შემდეგ გამოჩნდა გუნდი „AVALANCHE“. 17:47 წუთზე გამოცხადდა გუნდი „ჭიუხვები“.

აი რას წერს, ერთ–ერთი გუნდის karavi.ge-ს მონაწილე:

ძალიან აზარტული და საინტერესო აღმოჩნდა რუკაზე მოცემული პუნქტების აღება და დროდარო მოცემული დავალებები შესრულება. მართალია ნაკაწრებს ვეღარ ვითვლი ისე გვასიამოვნა მაყვლის ეკლებმა, მაგრამ ეხლა ძალიან მახალისებს იმ წუთების გახსენება. ტბასთან მისულებმა მე-13 პუნქტი რომ დავინახეთ არც გვიფიქრია მისი არ აღება, წყალში ისე შევცვივდით ცივი თუ იყო არც გვიგვრძვნია.

საცხენისი – იალნოს ქედი – მარტყოფი

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი გამჭოლი
სირთულე რთული
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი დრო
გასავლელი მანძილი 21 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 900 მ
დასაგდები ვერტიკალი 1020 მ
მაქსიმალური სიმაღლე 1830 მ იალნოს ქედის ერთ-ერთი წვერი
მინიმალური სიმაღლე 850 მ - სოფელი მარტყოფი
.
ღირსშესანიშნაობები • ხედი იალნოს ქედის წვერიდან ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიონზე;
• გადმოსახედი თეთრი კლდის ქარაფიდან;

დამატებითი ინფორმაცია • ამ ბილიკზე სასმელი წყალი არსად არ შეგხვდებათ;
• გაითვალისწინეთ, რამდენიმე დღიანი ნალექის შემთხვევაში ამ ბილიკზე გადასაკვეთი მდინარეები დიდდება და აგრეთვე შესაძლებელია მოულოდნელი ღვარცოფის წამოსვლა;
• ქარაფებს ზემოდან ახლოს ნუ მიუახლოვდებით, რადგან შესაძლებელია მოხდეს ნიადაგის ჩამოშლა.
• მარშრუტის ერთ ტყიან მონაკვეთში, მოგიწევთ ბილიკის გარეშე მოძრაობა;
• იალნოს ქედზე ხშირად ჩრდილოეთიდან უბერავს ძლიერი და ცივი ქარი, ამიტომ მზად იყავით ამისთვის.

GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი sacxenisi-ialnos qedi-martyofi
.
რუკა

sacxenisi-ialnos qedi-martyofi

რუკის გადმოწერა JPG

რუკის გადმოწერა BMP

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 04/01/2014

აბულის ციხე

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი ცალმხრივი
სირთულე საშუალო
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი, თუ პატარა აბულის მთა სქელი ფენის თოვლით არ არის დაფარული
გასავლელი მანძილი 7.5 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 700 მ
დასაგდები ვერტიკალი 700 მ
მაქსიმალური სიმაღლე 2641 მ - აბულის ციხე
მინიმალური სიმაღლე 060 მ - სოფელი განძანი
.
ღირსშესანიშნაობები • აბულის ციხე
• განძანის წმ. კარაპეტის სახელობის ეკლესია
• ღვთისმშობლის ეკლესია

დამატებითი ინფორმაცია • აუცილებლად იხმარეთ მზისგან დამცავი მალამოები, რადგან ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე იმყოფებით და კანის დაწვის საშიშროება არსებობს; მით უფრო, გრილი ქარი თუ უბერავს, ამას შეიძლება მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, ანუ საკმაოდ გვიან, მიხვდეთ;
• აბულის ციხისკენ მიმავალ გზაზე, მარჯვნივ მწყემსების ბინას შეამჩნევთ. გაითვალისწინეთ, რომ მანდ ბინადრობენ მეცხვარე დიდი ძაღლები, რომლებიც არ წარმოადგენენ საშიშროებას თუ არ მიუახლოვდებით მაგ ტერიტორიას.

GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი abulis cixe
.
რუკა

abulis cixe

რუკის გადმოწერა JPG

რუკის გადმოწერა BMP

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 16/08/2015

ძეგვი – ჭილის ტბა – მუხათგვერდის სასაფლაო

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი გამჭოლი
სირთულე საშუალო
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი დრო
გასავლელი მანძილი 12 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 900 მ
დასაგდები ვერტიკალი 575 მ
მაქსიმალური სიმაღლე 1189 მ - თრიალეთის ქედი
მინიმალური სიმაღლე 489 მ - სოფელი ძეგვი
.
ღირსშესანიშნაობები • ბორას საყდარი (X ს.)
• ძეგვის სამების მონასტერი (გვიანდ. ფეოდ. ხანა)
• ჭილის ტბა

დამატებითი ინფორმაცია • ღელე, საიდანაც შესაძლებელია წყლის დალევა, ზაფხულში შრება;
• სამების მონასტრის ჭიშკარი მუდამ ჩაკეტილია, ამიტომ კარგად გასაგონად დააკაკუნეთ ამ ჭიშკარზე.
• სამების მონასტრის ეზოდან არის კარგი გადმოსახედი, საიდანაც მოჩანს კავკასიონი, შიო-მღვიმის მონასტერი, მტკვრის ხეობა, ქსნის ციხე და ა. შ.
• მუხათგვერდის სასაფლაოზე, ავტობუსი N69 მოძრაობს მხოლოდ შაბათ-კვირას;

GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი zegvi-chilis tba-muxatgverdi
.
რუკა

dzegvi-chilistba-muxatgverdi

რუკის გადმოწერა

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 10/05/2015

უჯარმა – იალნოს ქედი – მარტყოფი

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი გამჭოლი
სირთულე რთული
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი დრო
გასავლელი მანძილი 22.3 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 1160 მ
დასაგდები ვერტიკალი 1160 მ
მაქსიმალური სიმაღლე 1875 მ იალნოს ქედის უმაღლესი წერტილი
მინიმალური სიმაღლე 847 მ - სტარტის ადგილი (სოფელ პალდოდან 1.6 კმ-ში)
.
ღირსშესანიშნაობები ხედი იალნოს ქედის წვერიდან ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიონზე

დამატებითი ინფორმაცია • იალნოს ქედზე ხშირად ჩრდილოეთიდან უბერავს ძლიერი და ცივი ქარი, ამიტომ მზად იყავით ამისთვის;

GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი ujarma-ialnos qedi-martyofi
.
რუკა

ujarma-ialnos qedi-martyofi

რუკის გადმოწერა JPG

რუკის გადმოწერა BMP

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 15/11/2015

წეროვანი – შიომღვიმე – ძეგვი

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი გამჭოლი
სირთულე საშუალო
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი, ნალექიანი და ცხელი ამინდის გარდა.
გასავლელი მანძილი 15 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 900 მ
დასაგდები ვერტიკალი 980 მ
მაქსიმალური სიმაღლე 910 მ - გადმოსახედი სარკინეს ქედიდან, ზედ შიო-მღვიმის მონასტრის თავზედ
მინიმალური სიმაღლე 450 მ - ხიდი მდ. მტკვარზედ
.
ღირსშესანიშნაობები • წეროვნის კეხიჯვრის ეკლესია VII ს.
• სამების ეკლესია XI ს.
• სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია 1669 წ.
• ჯვრის ამაღლების ეკლესია XII ს.
• შიომღვიმის მონასტერი VI ს.
• გადმოსახედი სარკინეს ქედიდან, ზედ შიო-მღვიმის მონასტრის თავზედ

დამატებითი ინფორმაცია • ამ ბილიკზე სასმელი წყლის იმედზე ნუ იქნებით, რადგან წყარო შეიძლება დამშრალი დაგხვდეთ, ხოლო შიომღვიმის მონასტრის შესასვლელთან გისოსებში მოქცეული წყარო კი მუდამ დაკეტილია;
• სხალტბის ქედიდან ჩასასვლელი ბილიკი არის ადგილ-ადგილ ჩამოშლილი და ჩასვლისას საჭიროებს სიფრთხილეს განსაკუთრებით ნალექიანი ამინდის შემთხვევაში.

GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი tserovani-shio-mgvime-dzegvi
.
რუკა

cerovani-shiomgvime-zegvi_a

რუკის გადმოწერა

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 01/01/1970

ნორიო – პატარა ლილო

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი გამჭოლი
სირთულე მარტივი
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი დრო
გასავლელი მანძილი 10.3 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 400 მ
დასაგდები ვერტიკალი 300 მ
მაქსიმალური სიმაღლე 1080
მინიმალური სიმაღლე 785 მ - ნორიო, სტარტის ადგილი
.
ღირსშესანიშნაობები ეკლესია

დამატებითი ინფორმაცია
GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი norio-patara lilo
.
რუკა

norio-patara lilo

რუკის გადმოწერა JPG

რუკის გადმოწერა BMP

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 29/11/2015

მუხათგვერდი – ჭილის ტბა – დიდგორი

ხანგრძლივობა ერთდღიანი
ტიპი გამჭოლი
სირთულე საშუალო
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი დრო
გასავლელი მანძილი 11.5 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 720 მ
დასაგდები ვერტიკალი 510 მ
მაქსიმალური სიმაღლე 1274 მ - დიდგორის მთა
მინიმალური სიმაღლე 800 მ - სტარტი, მუხათგვერდის სასაფლაო
.
ღირსშესანიშნაობები • ჭილის ტბა
• ნაეკლესიარი დიდგორის მთაზე
• ქობის მონასტერი

დამატებითი ინფორმაცია ჭილის ტბიდან დიდგორის მთამდე გზაზე ხშირად იცის ტალახი.
GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი muxatgverdi-chilis tba-didgori
.
რუკა

muxatgverdi-chilis tba-didgori

რუკის გადმოწერა JPG

რუკის გადმოწერა BMP

მარშრუტის ჩაწერის ან რედაქტირების დრო 06/12/2015