IPB
3-10.VIII ბახმარო-ჭახათი. რეპორტაჟი

სტუმარს სალამი ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> 2 -7.VIII.2012 მარტვილის მიდამოები და ნოქალაქევი!
Molashqre
პოსტი Aug 8 2012, 11:22 AM
პოსტი #1


Administrator
**

ჯგუფი: Root Admin

რეგისტრ.: 20-February 08




არც მარტვილის ლაშქრობა გამოდგა ადვილი მინდა ვთქვა, რაც ტობავარჩხილზე არ განვიცადეთ, მარტვილის ტყეებში გემრიელად ვიგემეთ biggrin.gif

ძალიან სასიამოვნო იყო ნოქალაქევშიც გაჩერება მდინარე ტეხურის პირას smile.gif


--------------------
სანამ დროა ნახე ყველაფერი! არ გადადო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
dadunino
პოსტი Aug 8 2012, 02:18 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: არ შემიძლია

რეგისტრ.: 22-February 08




მარტვილის ლაშქრობიდან უფრო მეტს ველოდი, შეიძლება ეგრისის ქედის ნახვის გამო.. არვიცი. ცუდი ის არის რომ რაც უფრო ახლოს არის ასეთი ადგილები მოსახლეობასთან მით უფრო ბინძურია სამწუხაროდ. თუმცა გიდი კარგი გვყავდა და სანახაობების საკმაო იყო. ვერ ვიტყვი რომ არ ღირდა ნახვად. ჩანჩქერების ამდენი რაოდენობა ერთად არასდროს მინახავს და რაც არუნდა ბევრი ნახო ვერ ამოწურავ იმ სილამაზეს რაც თითოეულს აქვს, ყველა ორიგინალური და ეფექტური იყო.

ტეხურამ ძალიან დააგვირგვინა ჩვენი ლაშქრობა, კარგი არჩევანი იყო რომ აქ გაგვეთევებინა ღამეები (მიუხედავად იმისა რომ პირველი წვიმიანი ღამე ტანჯვად გვექცა biggrin.gif biggrin.gif), პრინციპში კიდევ დავრჩებოდი ერთი დღე ამ მდინარის სანაპიროზე smile.gif


--------------------
.......
Go to the top of the page
 
+Quote Post
SantaDzuku
პოსტი Aug 8 2012, 03:19 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: მოსიარულე

რეგისტრ.: 7-July 08




მარტვილის ბუნებაც მომეწონა, მაგრამ მღვიმეებისგან მეტ ემოციას მოველოდი... რატომღაც სტალაქტიტებისა და სტალაგმიტებისაგან დაღარიბებული მეჩვენა... მიუხედავად ამისა მარტვილი-ნოქალაქევის მარშრუტიც მიხარია რომ გავიარეთ - მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Isengard
პოსტი Aug 9 2012, 08:08 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: მოსიარულე

რეგისტრ.: 14-May 10




როგორც იქნა მოვხვდი მარტვილში და ვნახე მონასტერი, მომეწონა ძალიან მღვიმეები და ჩანჩქერები, ყველაზე მეტად მომეწონა ტობას ჩანჩქერი, ძალიან ლამაზი იყო, შთამბეჭდავად გადმოდიოდა მგვიმიდან და ეშვებოდა ქვემოთ smile.gif ნოქალაქევმა არ მოახდინა დიდი შთაბეჭდილება მარა მომეწონა ტეხურაზე ბანაობა და მომეწონა დარჩენილი გალავანი ნოქალაქევის. ჩამოვედი თუ არა თბილიში გული დამწყდა რომ კიდევ რამოდენიმე დღე არ გავჩერდით ტეხურაზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kapo
პოსტი Aug 13 2012, 05:51 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: იშვიათად

რეგისტრ.: 5-December 09




მარტვილის რეპორტაჟიც მაინტერესებს, როდის დაწერთ რეპორტაჟს? smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molashqre
პოსტი Aug 20 2012, 11:44 PM
პოსტი #6


Administrator
**

ჯგუფი: Root Admin

რეგისტრ.: 20-February 08




მოკლედ როგორც იქნა მოვიცალე, პლუს სიგრილემაც შემიწყო ხელი და დავწერ ჩვენი მარტვილის თავგადასავალს smile.gif

დღე პირველი

ტობავარჩხილის ლაშქრობიდან დაბრუნების და ზაზას სახლში დასვენების შემდეგ, 2 აგვისტოს დილისკენ, წალენჯიხიდან სარეისო მარშუტკით მარტვილისკენ გამოვეშურეთ.

ამჟამად ვიყავით 5-ნი:
ზაზა, მე, მიშკა, გიორგი და ნინო. ნინო თიჩა სვანეთს გაეშურა. მარტვილში მელოდებოდა ჩემი კლასელი ანი, რომელთანაც უნდა დაგვეტოვებინა ტობავარჩხილის ლაშქრობის ნივთები (გაზის პრიმუსი, თბილი ტანსაცმელი და ა. შ.). გავაჩერებინეთ მძღოლს ე. წ. „ბუმთან“, როგორც ჩემმა კლასელმა გამაფრთხილა და თურმე ეს ბუმი აღმოჩნდა დიიდი მაღაზია, სადაც ყველაფერი იყიდებოდა. ხოოდა ამ მაღაზიის მენეჯერი თურმე ანი ყოფილიყო biggrin.gif

ჰმ, რაის წასვლა რის წასვლა, დაგვსვა, ხინკალით გაგვიმასპინძლდა, მერე ზედ დესერტიც მოაყოლა ცივი ლიმონათებით და ყავით. რომ გავსკდით ჭამით, გადავალაგეთ ჩვენი ხარახურები. ამასობაში ანიმ მოაგვარა ჩვენი მარტვილის მონასტერში აყვანის საკითხიც: მისმა მეუღლემ დათომ და დაქალმა სოფომ, მანქანებით აგვიყვანეს მონასტერში.

მარტვილის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს მაღალ გორაკზე და ძალიან სასიამოვნო აურა შევიგრძენით როცა მის ეზოში შევედით.
მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი


მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი


ეს ძეგლი VI-VII საუკუნების მიჯნაზე არის აგებული და თავის დროზე, არაბებისა და თურქ-სელჩუკების აოხრებებს გაუძლო. აქვე მოღვაწეობდნენ ცნობილი მწიგნობრები, განმანათლებლები, მჭედელები და სხვა. ამჟამად აქ ყველაფერი აღდგენილია და რესტავრირებულია.


--------------------
სანამ დროა ნახე ყველაფერი! არ გადადო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molashqre
პოსტი Aug 20 2012, 11:47 PM
პოსტი #7


Administrator
**

ჯგუფი: Root Admin

რეგისტრ.: 20-February 08




კომპლექსის დათვალიერების შემდეგ, ისევ მაღაზიისკენ გავწიეთ, სადაც დაგხვდა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ძმა ზაზა ბურჭულაია. ეს ადამიანი მე დამპირდა, რომ დაგვეხმარებოდა მარტვილის ლაშქრობაში. თავისი მანქანით მიგვიყვანა, სოფლებ გაჭედილსა და ინჩხურას შორის მდებარე ოფუცხოუეს კანიონში, რომელიც უწინ დადიანების საბანაო ადგილს წარმოადგენდა.
ჯერ კანიონი დავათვალიერეთ, რომელიც გამოტენილი იყო ხალხით და ნაგვით.

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი

შემდეგ გასაბერი ნავით შევცურეთ. უამრავი ხალხი ირეოდა. საღამოსკენ უფროდაუფრო მატულობდა მათი რაოდენობა. ზოგი ისვენებდა, ზოგი ჭყუმპალაობა, ზოგი გრილდებოდა ზოგნიც კი ქეიფობდა.

მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი


საღამოსკენ ზაზამ გამოგვიარა და წაგვიყვანა სოფელ ბალდაში, რომლის სკოლის ეზოშიც შეგვირჩია დასაბანაკებელი ადგილი, მაგრამ ვინ გაცადა. გადმოგვიხტა მთვრალი იქაურელი, როგორ თუ სკოლის ეზოში ბანაკდებითო, ჩემს ეზოში დაბანაკდითო. ჩვენც არ გავაღიზიანეთ და აუსრულეთ წადილი biggrin.gif
იმ ღამეს პოლიციელები დაგვადგნენ თავზე, უაზრო შეკითხვების დასმა დაგვიწყეს, მარა მალევე გაგვეცალენ.


--------------------
სანამ დროა ნახე ყველაფერი! არ გადადო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molashqre
პოსტი Aug 20 2012, 11:51 PM
პოსტი #8


Administrator
**

ჯგუფი: Root Admin

რეგისტრ.: 20-February 08




დღე მეორე

ავდექით დილის 5 საათზე, ავშალეთ ბანაკი, მშრალად ვისაუზმეთ და ამასობაში მოგვაკითხა ზაზამ. მიგვიყვანა ჩვენი გიდის სახლის ჭიშკარამდე. დიახ, იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვიცოდი, ჩანჩქერები და მღვიმეები სად მდებარეობდნენ, გადავწყვიტე იქაურელი გიდის აყვანა, რომელზეც რეკომენდაცია დათას (კირნახონას) თანამშრომელმა გამიწია. გამა, ასე ერქვა ჩვენს გიდს, აღმოჩნდა ძალიან კარგი ახალგაზრდა, რომელმაც ხუთი თითივით იცოდა ეს ადგილები. მას ზურგჩანთის გარდა, მას ერთ ხელში ანკესი ეჭირა და მეორეში ნაჯახი. როგორც მანამდე ზაზამ გვითხრა, გამა თურმე მაგარი მეთევზე ყოფილა. მოკლედ, ჩვენი ლაშქრობა დაიწყო დილის 7:30-ზე, უკვე გამასთან ერთად.

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი


სანამ გრილოდა სიმაღლის აკრეფა არ გაგვიჭირდა. საათნახევრის შემდეგ მივადექით ჯორწყუს მღვიმეს. აქვე დავმალეთ ჩვენი ზურგჩანთები და დავეშვით მღვიმისკენ. ამ მღვიმეში უფრო მეტი სტალაქტიტებია ვიდრე სტალაგმიტები. მასში გაედინება პატარა ღელე, რომელიც მღვიმიდან მოშორებით ერთი 20 მეტრში გამოედინება, სადაც ჩვენ მერე წყალი ავავსეთ. მღვიმის ძირი თიხით არის დაფარული. ტემპერატურა შიგნით 16 გრადუსია.

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი


--------------------
სანამ დროა ნახე ყველაფერი! არ გადადო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molashqre
პოსტი Aug 20 2012, 11:55 PM
პოსტი #9


Administrator
**

ჯგუფი: Root Admin

რეგისტრ.: 20-February 08




მღვიმეში ტალახი (თიხა) და წყალი იყო. მოგვიწია ტოპვა და ტყაპუნი. უკვე შესასვლელშივე შევნიშნეთ სტალაგმიტები და სტალაქტიტები. ბოლოსკენ მოგვიწია უკვე ოთხით ცოცვა, რადგან სხვანაირად ვერ გაძვრებოდით.

მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი


სულ ბოლოს ისე შევიწროვდა მღვიმე, რომ უკვე უარი ვთქვით გზის გაგრძელებაზე. მხოლოდ მიშკა და გამა წავიდნენ რამოდენიმე მეტრით წინ, მაგრამ ისინიც გამობრუნდნენ უკან. გამოვედით, დავისვენეთ და ისევ განვაგრძეთ ჩვენი გზა. გეზი ავიღეთ ადგილ რაჩხისკენ.


--------------------
სანამ დროა ნახე ყველაფერი! არ გადადო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molashqre
პოსტი Aug 20 2012, 11:59 PM
პოსტი #10


Administrator
**

ჯგუფი: Root Admin

რეგისტრ.: 20-February 08




ამასობაში გახდა 12:00 საათი და მზემაც დააჭირაა. ჩვენ კი ტყე-ტყე ვმოძრაობდით, მაგრამ დასავლეთის სინესტე მაინც თავისას შვებოდა და ოფლი ღაპა-ღუპით გაგვდიოდა. თავზე და შუბლზე წარმოქმნილი ოფლი, პირდაპირ თვალებში ჩამოგვდიოდა და სულ მის წმენდაში ვიყავით. ცხვირსახოცები გვქონდა სველი და მარილიანი biggrin.gif

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი

მაღლა ზაზამ ორბი შენიშნა და მსწრაფლ დააფიქსირა ფოტო-აპარატით იგი smile.gif


მიმაგრებული სურათი

როგორც იქნა მივედით ადგილამდე, რომელსაც რაჩხა ეწოდება. ეს ადგილი წარმოადგენს დიდ მინდორს, რომელიც სამი მხრიდან მთებით არის შემოსაზღვრული და სადაც ბევრი ცივი წყარო მოედინება. აქ რამოდენიმე მწყემსის ქოხია აშენებული. ამჟამად მთელ რაჩხაში შიანური პირუტყვის ჭაჭანება არ იყო და არც მწყემსები იყვნენ. ეს იმიტომ, რომ ზაფხულობით სიცხეში აქ ვერ ჩერდება საქონელი, როგორც მითხრეს ხარაბუზების გამო, რომლებიც მწარედ კბენენ პირუტყვს და არა მარტო პირუტყვს.

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი


--------------------
სანამ დროა ნახე ყველაფერი! არ გადადო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molashqre
პოსტი Aug 21 2012, 12:05 AM
პოსტი #11


Administrator
**

ჯგუფი: Root Admin

რეგისტრ.: 20-February 08




ჩვენ აქვე გადავწყვიტეთ დაბანაკება. გამა სათევზაოდ წავიდა, ხოლო ჩვენ შევუდექით ბანაკის გაწყობას და თავის მიხედვასაც. გამას მიშკა გაყვა.
მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი


უკვე გვიან საღამოსკენ გამა 12 კალმახით დაბრუნდა, რომელიც თავადვე გაამზადა და შეგვიწვა კოცონზე. იფ-იფ რა გემრიელი იყო. smile.gif
მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი


იმ ღამეს ნაწილმა კარავში დავიძინეთ, ხოლო მეორე ნაწილმა მწყემსების ქოხში.


--------------------
სანამ დროა ნახე ყველაფერი! არ გადადო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molashqre
პოსტი Aug 21 2012, 12:09 AM
პოსტი #12


Administrator
**

ჯგუფი: Root Admin

რეგისტრ.: 20-February 08




დღე მესამე

ტრადიციულად ისევ დილით ადრე გავუდექით გზასა. ამ დღეს გეგმაში გვქონდა აბაშის, ტობას და ონიორეს ჩანჩქერების მონახულება. ჯერ დავეშვით ხეობაში, დავტოვეთ ზურგჩანთები და შემდეგ გავეშურეთ აბაშის (რაჩხას ან ხარჩალას) ჩანჩქერის მოსანახულებლად. როგორც კი შევუხვიეთ პატარა ხეობისკენ, გაქრა ბილიკი და მოგვიწია ჭინჭრებში, ეკლებში, ტოტებში და ჩამოშლილ კლდეებში გზის თავად გაკვლევა.

მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი


და ბოლოს როგორც იქნა მივადექით ჩვენი სანატრელი ჩანჩქერის ქვედა კასკადს. აბაშის ჩანჩქერი (იგივე რაჩხა ან ხარჩალა) გადმოდის კლდიდან და მისი ზედა კასკადის სიმაღლე 30 მეტრია.
მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი


--------------------
სანამ დროა ნახე ყველაფერი! არ გადადო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molashqre
პოსტი Aug 21 2012, 12:12 AM
პოსტი #13


Administrator
**

ჯგუფი: Root Admin

რეგისტრ.: 20-February 08




მეორე კასკადზე, რომელიც ლამაზი იყო, ბიჭებმა იჭყუმპალავეს.
მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი


შემდეგ, ძალიან ფრთხილი ძრომიალ-ფორთხიალით მოვექეცით სულ ბოლო კასკადზე. აქ დაგხვდა ორი ჩანჩქერი. შეაფასეთ ფოტოებით თავადვე მისი სილამაზე smile.gif
მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი


--------------------
სანამ დროა ნახე ყველაფერი! არ გადადო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molashqre
პოსტი Aug 21 2012, 12:17 AM
პოსტი #14


Administrator
**

ჯგუფი: Root Admin

რეგისტრ.: 20-February 08




მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ, ისევ დავუბრნდით ჩვენს ზურგჩანთებს და შევუდექით აღმართს. ოფლმა ისევ და ისევ შეგვახსენა თავისი თავი.
მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი


სადღაც ერთ საათში გზა გასწორდა.

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი


ბოლოს მივადექით ერთ ადგილს, რომლის ქვედა ნაწილიდან, მღვიმიდან უსახელო ჩანჩქერი გადმოდიოდა. ცოტა მიუდგომელ ადგილას იყო ამ ჩანჩქერის სათავე და ამიტომ გამას მხოლოდ მიშკა გაყვა ფოტოების გადასაღებად.
მიმაგრებული სურათი


--------------------
სანამ დროა ნახე ყველაფერი! არ გადადო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molashqre
პოსტი Aug 21 2012, 12:23 AM
პოსტი #15


Administrator
**

ჯგუფი: Root Admin

რეგისტრ.: 20-February 08




ნახევარი საათის შემდეგ, საღამოსკენ უკვე ონირიოს ჩანჩქერთან დავბანაკდით.
მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი


ესეც ონიორეს ჩანჩქერი. მისი სიგრძე 80-85 მეტრია და იგი გამოედინება მღვიმიდან, რომლის სახელია მეორე ტობას მღვიმე. თავად მაგ მღვიმეში შესვლა სპეციალური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია.

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი


ნოსტრამ დიდი სიამოვნებით იჭყუმპალავა ონიორეს ქვეშ smile.gif

მიმაგრებული სურათი


ბანაკი გავშალეთ ძალიან ლამაზ ბზის ტყეში. ბზა კი სამწუხაროდ გამხმარი იყო, როგორც მთელს წალენჯიხის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში, მაგრამ მასზე მოდებული ხავსი, ძალიან ალამაზებდა ტყესა.
მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი


--------------------
სანამ დროა ნახე ყველაფერი! არ გადადო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd August 2014 - 06:19 PM