დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 9-11.IV.2010 ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები!
> მოლაშქრეები > მოლაშქრეთა სხვადასხვა გასვლები
iato
მოკლედ დროებით ამბებს ჩვენი მოლაშქრეების შესახება მე შეგატყობინებთ აქ : )

ლიკას ველრაკე ჯერ გზაში არიან დ დატა დადებს რამდენიმე ფოტოს დილით უნახავს ხო და აბა დათა ველით =)))
iato
ამ წამს ლიკამ დამირეკა ოო და რეინჯერების ტერიტორიაზე ვართო კოცონს ვუსხედვართო
ყველაფერი ვნახეთ დღევანდელი გეგმაო, გარდა სპილოს ძვლისაოოო

კიდო ცაპრესილები ვისხედითო ნამეტანიო biggrin.gif წინ გიო და კაპო ჩახუტებიან ერთმანეთს როგორც ყველაზე მსუქნები biggrin.gif
Molashqre
მოკლედ ჩამოვედით და ყველანი კარგად ვართ!

მაგარი იყო ძალიან!


კიდე მინდა! smile.gif smile.gif smile.gif
sinsemilla
dzaan magari iyo martla da kide didi siamovnebit cavidodi smile.gifsmile.gif
SVANI
მართლა მაგარი იყო და კიდე ცავიდოდი დიდი სამოვნებით koconi.gif koconi.gif koconi.gif koconi.gif koconi.gif koconi.gif koconi.gif
dadunino
ვაააა უკვე აქ ხართ?? biggrin.gif biggrin.gif გასვლა ძალიან კარგი, შედეგიანი, მზიანი და საინეტერესო გამოვიდა, მართალია ჩაპრესილები ისხდნენ ყველანი, მაგრამ მე ეგ არ შემხებია ;), გადაწყდა, რომ მომავალში ბევრს ვაჭმევთ ჩემს ლურჯას, რომ იქნებ ცოტა გაიზარდოს და რეინჯერების მანქანებს ნახევარზე მაინც დაეწიოს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
marita
გილოცავთ მშვიდობით დაბრუნებას, ეს ერთი და სხვა მრავალი.

ციტატა(dadunino @ Apr 12 2010, 02:46 PM) *
გადაწყდა, რომ მომავალში ბევრს ვაჭმევთ ჩემს ლურჯას, რომ იქნებ ცოტა გაიზარდოს და რეინჯერების მანქანებს ნახევარზე მაინც დაეწიოს  biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ნინო, მე ერთ მაგარ "ჟეშტიანჩიკს" ვიცნობ და დაგაკავშირებს გაბარიტებს გაუზრდის ცოტა biggrin.gif biggrin.gif 


სურათები და რეპორტაჟი ძალიან მაგრად მაინტერესებს, მოუთმენლად ველოდები
kapo
ძალიან კაი გასვლა იყო, მადლობა ლიკას,
ნინ ოს და მის ლურჯას,
ასეთი დაუვიწყასი მოგზაურობისათვის.
ქუაქანცალია
გილოცავთ მშვიდობით და დადებითი ემოციებით დაბრუნებას...
sinsemilla
ninos da lurjas ertad madlob nini magari mdzgoli har dzaan dzaan magaro smile.gifsmile.gif
Molashqre
დათას პოსტიდან როგორც თავად ნახეთ, ჩავსხედით ნინოს მანქანაში და გავწიეთ კახეთისკენ smile.gif

დედოფლისწყაროში გიორგი დაგხვდა, რომელიც სარეისოთი წამოვიდა... გავიარეთ რეგისტრაცია-კონსულტაცია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, ჩავეპრესეთ მანქანაში, უკვე 6 ადამიანმა და განვაგრძეთ გზა smile.gif წინ იჯდა ნინო, ირაკლი და გიორგი, ხოლო დანარჩენები - უკან და პლუს უამრავი ბარგი biggrin.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
გზაში ნინო დროდადრო მანქანას აჩერებდა, გიორგი გადმოდიოდა მანქანიდან და მტაცებელ ფრინველებს ეპარებოდა, ნუ რისთვის თAვად მიხვდებით smile.gif რომ დაამუშავებს ფოტოებს, ჩავსვამ დიდი ჩიტების სურათებს...

გზა იყო საშინელი, და მიტომ ძალიან ნელა მივიწევდით წინ... ბოლოს გავცდით უკანასკნელ დასახლებულ პუნქტს, სოფელ კასრისწყალს და აღვმოჩნდით სულ სხვა ბუნებაში smile.gif
გარშემო მხოლოდ მწვანე ხასხასა ფერის ბალახით იყო დაფარული არრე-მარე... შორს ცხვრები მოჩანდა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ჯერ სადა ხართ smile.gif
Molashqre
უეცრად, გზა ხეობაში ჩავიდა, მივხდით რომ ეს იყო პანტიშარას ხეობა... ვერ მოვითმინეთ და გადმოვედით მანქანიდან და ისე განვაგრძეთ გზა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ბოლო ფოტოზე (ირაკლის) სამწუხაროდ არ ჩანს მერცხლის ბუდეები... მერცხლების ქალაქი ითვლება საქართველოში ყველაზე დიდ მერცხლების საცხოვრებელ ადგილად... გაზაფხულზე, როდესაც ისინი უბრუნდებიან თავიანთ მიტოვებულ სახლებს, მათ ბეღურებთან უწევთ საქმის გარჩევა biggrin.gif გამარჯვება მერცხლებს რჩებათ smile.gif ამ ჯერზე, სიწყნარე იყო, მერცხლებს უკვე გამოდევნილი ყავდათ ბეღურები biggrin.gif
Molashqre
ბოლოს მივადექით ნიშნულს, სადაც დათვის ხეობის შესახებ ეწერა პატარა ინფორმაცია, მაგრამ თუ რომელ მხარეს მდებარეობდა არ იყო მითითებული sad.gif მოგვიწია იქვე მყოფ ტურისტებისთვის გვეკითხა, მათაც დაგვაკვალიანეს... გავუდექით გზას...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
ვიარეთ სადღაც ერთი საათი... გასაგები გახდა, რომ შეცდომაში შეგვიყვანეს ტურისტებმა sad.gif აშკარად სხვა ხეობაში მოვხდით sad.gif წავიხემსეთ და დავბრუნდით უკან... გზად ნინო და გიო ამ ყვავილებით გაერთნენ biggrin.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
შემდეგ ისევ ჩAვსხედით მანქანებში და გავეშურეთ ალესილებისკენ... ნინო წამდაუწუმ აჩერებდა თავის ლურჯას, გადმოდიოდა მანქანიდან და ფოტოებს იღებდა, ცხადია გიოც... მხოლოდ ჩვენ ვიყავით ჩაპრესილები და განძრევის თავიც არ გვქონდა sad.gif მანქანიდან გადმოსვლა და ისევ ჩასხდომა, ამოსული გვქონდა ყელში უკვე sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

უკვე გვიღAმდებოდა, საბანაკე ადგილამდე კი მისვლას დრო უნდოდა... ამოვედით პანტიშარიდან და უკვე კარგად ჩამობნელებულიყო, როცა მივადექით რეინჯერების სადგომს...
Molashqre
გავშალეთ კარვები, ბიჭებმა ხეობიდან შეშა ამოიტანეს, რეინჯერმაც ცოტა მოგვცა... სუფრა იქვე საგანგებოდ გაწყობილ მაგიდაზე გავშალეთ და მგლებივით შევესიეთ საჭმელს... შემდეგ რეინჯერიც გიორგიც შემოგვიერთდა... მე მომეწონა ეგ ადამიანი...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მე, ნინო და გიო ადრე დავწექით, ხოლო დანარჩენებმა კარგა ხანს დაჰყვეს კოცონთან...
Molashqre
დილით 8-ზე ავდექით, მიუხედავად იმისა ღამე და გამთEნიისას წვიმდა, ნიადაგი ცოტა მშრალი იყო უკვე... მსწრაფლ ავბარგდით და ვისაუზმეთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

რეინჯერმაც 4 ლიტრი წყალი მოგვცა (დასალევიწყალი აქ ფუფუნებაა), ჩAვიპრესეთ მანქანაში და გავწიეთ შემდეგ პუნქტისკენ, მიჯნის ყურისაკენ! smile.gif ნინოს ამ დროს მანქანაში ვანესა მეის შესრულებით ერთ-ერთი საინსტრუმენტალო მელოდია ჰქონდა ჩართული და ამ მუსიკის ფონზე, აი რა ხედები გადაიშალა ჩვენს წინ! smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ეს ხედები და ჩვენ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ბოლოს მივადექით სასაზღვრო პუნქტს. ჩვენი პირადობის მოწმობების გადამოწმების შემდეგ, დავადექით უკვე მანქანისთვის ცოტა რთულ გზას... აქ ნინოს ეხმარებოდა ბექა... ერთ ადგილას კიდეც ვერ გარისკა ნინომ და ბექამ შეცვალა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ბოლოს მივადექით ისეთ ადგილს, სადაც თვალწინ გადაგვეშალა ძალიან მაგარი პეიზაჟი!
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
სადღაც 5 კილომეტრის გავლა მოვასწარით, რომ ნინოც წამოგვეწია...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
და ძალიან მალე, გავედით ზეგანზე, სადაც გარშემო სულ ალესილები გვერტყა, ხოლო ერთ მხარეს, ძალიან ღია მწვანე ფოთლების მქონე ხეები დავინახეთ... მივხდით რომ ალაზანს ვუახლოვდებოდით...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
მივუახლოვდით ალაზანს, მესაძღვრეებმა გვიჯიგრეს და დაბანაკების უფლება მოგვცეს ისეთ ადგილას სადაც არ შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ გამონაკლისი გაგვიკეთეს smile.gif გაგას და ბექას ერთი სული ქონდათ როდის ითევზავებდნენ smile.gif და ბამბუკის ჯოხებისგან ანკესების გაკეთება დაიწყეს... დავისვენეთ ცოტა და წავიხემსეთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ რატომღაც ბიჭებმა გადაიფიქრეს თევზაობა, გვეზარებაო და ხის ქვეშ წამოწვნენ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მე და ნინო კი ალაზნის ნაპირას გავედით და ფეხები წავაჭყუმპალავეთ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ამასობაში, ერთ-ერთმა მესაზღვრემ აი ამხელა ლოქო დაიჭირა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ხოდა ბიჭებს მოუვიდათ მუზა და ანკესები მდინარეში ჩააგდეს... მგონი კი გახედეს ერთი-ორჯერ, მაგრამ დილით ძუაც კი არ დახვდათ ადგილზე sad.gif
ამასობაში გაგამ სიმპატიური კოცონი მოამზადა, ცეცხლი დაანთო და შემოვუსხედით კოცონს გარშემო...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გაგა ქათამს წვავს, უფრო სწორად აცხელებს smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ეს კერძი კი, ბექამ მოგვიმზადა smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ეს დღე იყო ყველაზე შთამბეჭდავი და მაგარი! smile.gif
Molashqre
გათენდა მესამე დღე... მსწრაფლ ავიბარგეთ, უცბად წავიხემსეთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

და გავწიეთ ისევ იმ გზით... ამჯერზე მოღრუბლული იყო და ისეთი შთამბეჭდავი არ იყო ბუნება, თუმცა იგივეს დანახვა მაინც გვესიამოვნა smile.gif პატარა ნაწილი ფეხით გავიარეთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მესაზღვრეების პოსტამდე რომ მივედით, უკვე სხვა გზას დავადექით...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

რომ მივუახლოვდით სოფელ კასრისწყალს, ნაწილმა ისევ ფეხით გადავწყვიტეთ გზის გაგრძელება... აქ მობილურმა კარგად დაიჭირა და აქ გავიგეთ პოლონეთის პრეზიდენტის ამბავიც sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
დედოფლის წყარომდე ნინომ რამოდენიმე ფოტო დააფიქსირა შირაქის ველისა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ამ დღეს უკვე ელიას ტაძარი, ხორნაბუჯის ციხე და არწივის ხეობა უნდა გვენახა... დრო არ ითმენდა... ერთ-ერთი ჩვენთაგანი უნდა სარეისოს გაყოლოდა, რომელიც 4:30-ზე გადიოდა sad.gif

ელიას ტაძარი
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ხორნაბუჯის ციხეზე უკვე ვეღAრ ვასწრებდით sad.gif სარეისოთი წასვლაზე გაგამ და ბექამ მოინდომეს... მივედით სადგურამდე და გავაცილეთ ბიჭები... დანარჩენებმა კი გავწიეთ ხორნაბუჯის ციხისკენ...
tako
უმაგრესია smile.gif მეც მინდაააააააააა
Molashqre
არწივის ხეობა, სადაც მაინდამაინც ჩვენ რომ მივედით, ერთი მტაცებელი არ გამოფრენილა sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ეს იყო ბოლო ობიექტი ღირშესანიშნაობისა და გამოვწიეთ თბილისისაკენ smile.gif
აი ასეთი იყო ჩვენი ლამაზი გასვლა smile.gif

მაგრამ, კიდევ მინდა! smile.gif

ფოტოების ავტორებია: ნინო, გიო და ირაკლი...

გიო დადებს ხედებს მოგვიანებით...
giorgifu
წარწერა არის გაკეთებული ლოკას დაჟინებული მოთხოვნით.

ანუ პრეტენზიები ლიკასთან. krutoi.gif

P.S. კომენტარები ფოტო არ ჩანს დააპატარავე წარწერა და ასე შემდეგ, არ განიხილება biggrin.gif
giorgifu
2
giorgifu
3
giorgifu
4
giorgifu
5
giorgifu
გაგრძელება იქნება.

იმედია biggrin.gif
Natalia
ძალიან ლამაზიააა smile.gif ისედაც ხომ ვოცნებობდი მანდ წასვლაზე ეხლა მით უმეტეს smile.gif
giorgifu
ხო ისე ამერია dzeglebi.ge-ს მაგივრად უნდა და,ეცერა molashqre.ge
მაგრამ მაინც არ შევცვლი
marita
ფოტოები იმდენად შთამბეჭდავია და იმდენად მომეწონა, რომ მასზე გაკეთებულ წარწერას ხელი სულაც არ შეუშლია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Balu
ეეეეეეეეეჰ !
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.