დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: აბანოთუბანი - ნარიყალა - ქართლის დედა - სოლოლაკი - აბანოთუბანმი
> მოლაშქრეები > მოლაშქრეთა სხვადასხვა გასვლები
თენგო
ხუთშაბათს საღამოს რომ არ მოგვეწყო ეს მცირედი ტური ღამის თბილისის დასათვალიერებლად და ერთმანეთის გასაცნობად?

წესების თანახმად:

ა) ის ადგილი რაც დასალაშქრია: აბანოთუბანი - ნარიყალა - ქართლის დედა - სოლოლაკი - აბანოთუბანი
ბ) რუკა მარშრუტისა: სიმარტივიდან გამომდინარე, არ საჭიროებს
გ) მაქსიმალური ინფო იმ ობიექტზე რაც გასავლელია: ავუყვებით ბოკანიკურის ქუჩას, ნარიყალაზე გადავალთ უკნიდან, ვისაც ფოტოგრაფია იზიდავს, რამოდენიმე ფოტოს ჩავაჩხაკუნებთ, შემდეგ ქართლის დედისკენ წავალთ, ივანიშვილის გვირაბში გავძვრებით და სოლოლაკში დავეშვებით და ისევ აბანოთუბანში დავბრუნდებით
დ) ინფო ლაშქრობის სირთულისა: ძალიან მარტივი
ე) კილომეტრაჟი (სიგრძე და ვერტიკალი): ალბათ 5-10 კმ, 2 საათი მაქსიმუმ
ვ) შეხვედრის ადგილი და დრო: აბანოთუბანი, ალიევის სკვერი, 3 დეკემბერი, საღამოს 9 საათი
ზ) თანხა შესაძლო ხარჯებისა: ტრანსპორტრება აბანოთუბნამდე და უკან
თ) წამოსაღები აუცილებელი ნივთები (ინვენტარი და საჭმელი): არაფერი
ი) სიის დახურვის დრო, რომლის შემდეგაც აღარავინ დაემატება: ხუთშაბათი, 3 დეკემბერი, საღამოს 8:50 :-)

ეს იდეიის დონეზე, თუ დაინტერესდით შეიძლება ამ პოსტის უკვე გეგმებში გადატანა.... მოკლედ მე გთავაზობთ, თქვენ გადაწყვიტეთ....

რამოდენიმე სურათი რომელიც ამ მარშრუტზე გადავიღე შეგიძლიათ იხილოთ აქ:

http://www.facebook.com/album.php?aid=1194...mp;l=25e2422ec7
iato
ეს უფრო ფოტომოყვარულებს დააინტერსებთ smile.gif
Molashqre
ეს თემა გადმოვიტანე აქ, რადგან იგი ლაშქრობის ხასიათის არააა...

მე ვერ შევძლებ წამოსვლას, რადგან სამსახური 8-ზე მითავდება და პლუს ჩემი ხუთი თითივით ვიცი ეგ ადგილები...


უი! თან დედაჩემის დაბ დღეა! smile.gif
Tsero
მარტო ფოტომოყვარულებს რატო? შევიკრიბოთ, ახლებიც თუ მოვა ვინმე ხო უკეთესი, მომენატრა ხალხი უკვე.
თენგო
ერთი პატარა სათხოვარი მაქვს! საღამოს 9-ზე რომ გადავიტანოთ ეს შეკრება რამე პრობლემა ხომა რ იქნება? დაახლოებით 10:30-ზე დავასრულებთ და შორს მაცხოვრებლებს ტავად დავარიგებ სახლში მანქანით..... უბრალოდ დღეს დამინიშნეს ერთი შეხვედრა 7:30-ზე, რომელიც 1 საათს გასტანს და 8:30-ზე დასრულდება, ხოლო 9-ზე უსიკვდილოდ მანდ ვიქნები! გამომდინარე იქიდან რომ მხოლოდ "წერო" გამოეხმაურა ჯერ ამ პოსტს, თუ იგი თანახმაა, მაშინ შესწორებას შევიტან პირველ პოსტში.....

ბოდიშს გიხდით ასეთი გაუგებრობისთვის, მაგრამ ხდება ხოლმე რაღაც ისეთი რაც ჩემს კონტროლს მიღმაა sad.gifsad.gifsad.gifsad.gif იმედი მაქვს გაგებით შეხვდებით ამ ამბავს!
თენგო
ხოდა კიდევ ერთი იდეა, ვისაც რამდენის შესაძლებლობა გვექნება, ყველამ მცირედი გავიღოთ დომენის გადასახადის ფონდში.... სოფელიც აშენდება და სეირნობაც შედგებააა!! smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif
Tsero
დროის ცვლილება ხელს არ შემიშლის ნაღდად და დომენის ფულის შეგორვებაც შეიძლება ამ შეხვედრაზე. ერთი პრობლემა ისაა რომ ჯერ 2 მსურველია მხოლოდ sad.gif
თენგო
ცვლილებები ავსახე :-) ანუ ვიკრიბებით 9-ზე......

მინდა მჯეროდეს რომ მეტნი ვიქნებით, ჯერ დრო გვაქვს... smile.gif
dadunino
3წუხაროდ მე თბილისში არ ვიქნები sad.gif
Molashqre
ციტატა(თენგო @ Dec 1 2009, 01:15 AM) *
ხოდა კიდევ ერთი იდეა, ვისაც რამდენის შესაძლებლობა გვექნება, ყველამ მცირედი გავიღოთ დომენის გადასახადის ფონდში.... სოფელიც აშენდება და სეირნობაც შედგებააა!! smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif


არ სჭირდება შენი შეხსენება ამას თენგო, ვისაც აქვს სურვილი სოფლის აშენებისა, ისედაც მიკავშირდება და შემოაქვს წვლილი... smile.gif
თენგო
მოკლედ ეს მოლაშქრე სულ ლაწან-ლუწუნზეა მომართული...... რა გინდა ვიცოდე ერთი!!!!!!!

ხო რა ვიცი, არ გინდა, ნუ გინდა! ისე, მე ჩემის მხრივ 2ჯერ შემოგთავაზე წვლილის შემოტანა, მაგრამ ფეხს ითრევ და ამიტომ მეც თავს აღარ ვიწუხებ....

მოკლედ, დიდი საოცარი და თავისებურ რამ ხარ ჩემო ტკბილო და თბილო მოლაშქრევ!
celevra
ხო ასეთი თბილი და ტკბილია ყველა მოლაშქრე biggrin.gif თენგო იმედია მალე მოეწობა ლასქრობა და შევხვდებით ერთმანეთს smile.gif
თენგო
"ხო ასეთი თბილი და ტკბილია ყველა მოლაშქრე"

კარგი ხუმრობა იყო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
celevra
რომელი არ მგეწონა ერთი ჰა? წესი წესია და თუ გინდა დაიცავი ჯიგარო smile.gif

ლაშქრობაც მალე მოვა და ნახავ სიტკბოს და სითბოს smile.gif boli.gif boli.gif boli.gif
iato
თენგოოოო smile.gif
ნწნწნწნ
იუმორში წაიჭაკებ ;)

პ.ს. ლოგიკურად დაფიქრდი აბა smile.gif ცივები და ცუდები რომ ვიყოთ ასეთი კაი ლაშქრობები გამოგვივიდოდა? smile.gif უბრალოდ ცოტა მოითმინე სანამ ლაშქრობა მოეწყობა smile.gif ხანდახან არ სცალია ხალხს, მუშაობს ზოგი, ზოგიც სწავლობს... ასეა სულ..გამონაკლისი კი არ ხარ ... უბრალოდ მოითმინე და ისეთი რამ არ დაწერო თუნდაც რაც პირადად მე მეწყინება .. ////
smile.gif
არავის სწყინს შენი აქ ყოფნა დამიჯერე smile.gif
თენგო
იატო ჩემო სიხარულო... რა არის ამაში საწყენი? უბრალოდ ჩემი აზრი გავუაზრე ქ-ნ მოლაშქრეს!:)

არაფერი იყო ისეთი რასაც შესაძლოა "არ სჭირდება შენი შეხსენება" ამბავი მოჰყოლოდა.... უბრალოდ ვიფიქრე საქმეს წაადგებათქო და პატარა მივაინიციატივე, რაც აშკარად არ ესიამოვნა მას.... smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif

კარგები რომ ხართ ძალიან მაგაში ეჭვი არც კი შემპარვია და არც არაფერი გამიფიქრებია ცუდი :-) არც მოსათმენი მაქვს რამე... თუ იქნება, იქნება, თუ არ იქნება და თქვენ იყავით კარგად, რა პრობლემაა...... იუმორს კი რაც შეეხება, აშკარად ვერ უგებთ ერთმანეთს ჯერ, მართალია, ასე რომ კარგი რაც იყო, იყო..... მორჩა!

იხარეთ და იდღეგრძელეთ!
celevra
მგონი დაიძაბა და მოდი დავივიწყოთ და განვმუხტოთ biggrin.gif

მიგიხვდით კეთილ ჩანაფიქრს smile.gif მოლაშქრესაც მივმართავთ და თუ დრო მექნა მე პირადად ხუთშაბათს გამოვისეირნებ smile.gif
iato
ხო და ძალიან კარგი თენგულია biggrin.gif

;) ;)

ცეკვატამაშისსმაილი biggrin.gif
iato
ცელევრა გელანდება არაფერი დაძაბულა smile.gif
არა თენგო? smile.gif
ვსო მე ავად ვარ თორემ ჩემს უბანში მოწყობილ გასეირნებას მეც შემოვუერთსდებოდი smile.gif
თენგო
იატო დროულად გამოჯანმრთელდი! გინდა ერთი კილო ვაშლი ბადეში ჩავყარო და მოგინახულო smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif როგორც ადრე იცოდნენ ხოლმე! ისე რა მაგარი იყო?! smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif
celevra
საკითხი გადაჭრილია იეს smile.gif ვემზადებით სალაშქროდ , სასეირნოდ და კეთილგანწყობას ვაგრძელებთ
iato
გმადლობთ თენგო smile.gif

მაგრამ არ შეწუხდეთ სასეირნოდ გასული მოლაშქრეეები biggrin.gif

მოკლედ გვეყო აქ თორემ მერე დაიწერება რომ ვაოფებთ თემას და წაიშლება პოსტები..ადმინიც ცოდოა საქმეს ვუჩენთ smile.gif
თენგო
იხარე ერო, მოკვდი მტერო! kissing2.gif
celevra
უუ გაწყდა მაგათი სინსილა biggrin.gif შეხვედრამდე
marita
სამწუხაროდ შუაკვირაში ლაშქრობის ტიპის გასეირნებას მე ვერ მოვახერხებ, სამსახურის მერე ერთი სული მაქვს სახლში წავიდე, ვჭამო და დავისვენო biggrin.gif
ლაშქრობები და ფიზიკური დატვირთვა კვირის ბოლოს მირჩევნია და უფრო სახალისოც არის.

ისე ჩემო თენგო შენ ძალიან აქტიური და საყვარელი ადამიანი ჩანხარ, შენი ძალიან კარგად მესმის და ერთი სული მაქვს შენთან ერთად ლაშქრობაში წამოვიდე, ვფიქრობ რომ არ მოვიწყენ smile.gif
Tsero
აუ აქ რა ხდება თურმე biggrin.gif როგორც ჩანს მსურველები არ ჩანან ხუთშაბათის შეკრების
თენგო
მოდი აბა სავარაუდო სიის გაკეთება ვცადოთ?

1. თენგო
2. წერო
3.
თენგო
მოკლედ მე 9-ზე მანდ ვიქნები, თუ ვინმე მოვიდა, მოვიდა.... გე-ლო-დე-ბით!
თენგო
როგორც ვთქვი ისეც მივედი :-) სოლო გასეირნება გამოვიდა, თუმცა დიდად სასიამოვნო.... რამოდენიმე ფოტოც ჩავაჩხაკუნე და აგერ რამოდენიმე მათთაგანი:








თენგო







თენგო







თენგო







თენგო







თენგო







თენგო




iato
ხეებს შორის ნახევარი ეკლესია მომეწონა
სოლოც კაია არა უჭირს biggrin.gif კოცაღ
dadunino
მიყვარს თბილისი ღამით!!! ვწუხვარ თენგო, რომ მარტო სოლო იყო sad.gif იქნებ ლაშქრობის დროს მოვახერხოთ შეხვედრა smile.gif
Molashqre
პიანინო მაგრად მომეწონა smile.gif
tako
"ლეპოტაააა" smile.gif ყველაფერი მომეწონა
mushu
კაია ღამის თბილისი
mushu
ამაზე გამახსენდა თბილისის შემოგარენის დალაშქვრა ბოტანიკური ბაღის გავლით.
ადმინებს მინდა ვკითხო ,თქვენ ერთ დღიან ლაშქრობას დაგეგმავთ?თქვენს გასაცნობად და ახლებმა თავი რომ გამოვცადოთ მაინც
biggrin.gif biggrin.gif :დ
Molashqre
ციტატა(mushu @ Jan 8 2010, 06:01 AM) *
ამაზე გამახსენდა თბილისის შემოგარენის დალაშქვრა ბოტანიკური ბაღის გავლით.
ადმინებს მინდა ვკითხო ,თქვენ ერთ დღიან ლაშქრობას დაგეგმავთ?თქვენს გასაცნობად და ახლებმა თავი რომ გამოვცადოთ მაინც
biggrin.gif biggrin.gif :დ


http://molashqre.ge/index.php?showforum=6 აი ამ ბმულზე ნახავ რომ ძირითადად აქ ერთ დღიანი ლაშქრობები იგეგმება... როგორც კი დაიგეგმება რომელიმე გასვლა, თავფურცელზე წითელი ასოებით მოხდება მისი ანონსი smile.gif
mushu
მადლობთ smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.