დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 28-30. VIII ხრამდალეულები!
> მოლაშქრეები > მოლაშქრეთა სხვადასხვა გასვლები
Molashqre
ესეიგი, ჩამოვედით ასე გვიან!!! ყველანი კარგად ვართ!

ამ თემას იმიტომ ვხსნი ამ განყოფილებაში, რადგან არანაირი ლაშქრობის ნატამალი ამ გასვლას არ ჰქონია, იყო სუფთა კემპინგიbiggrin.gif რაის ბოდიალი და გამოქვაბულების მონახულება, რაის თოკზე დაშვება, გავსივდით ღორებივით! xixi.gif

დილით ვდგებოდით როცა გვინდოდა, ვწვებოდით როცა გვინდოდა, ვჭამდით რამდენიც გვეტეოდა, თევზაობდით სანამ არ მოგვბეზრდებოდა და ასე შემდეგ smile.gif

მოგვიანებით იქნება რეპორტაჟი სურათEბით smile.gif


ხვალ კი, საღამოს 7 საათზე, ჩვენ ტრადიციულა ადგილას ავღნიშნავთ ჩვენ ჩამოსვლას, ვისაც გსურთ, მობრძანდით!
iato
იოიო ბებე biggrin.gif
tako
ერთი ეგეთი 1 დღიანი ლაშქრობა რო გავაკეთოთ ოდესღაც ისე კარგი იქნებოდა smile.gif (ლიკას პასუხი კი ვიცი მე ეხლა მაგრამ ისე, მაინც დავწერე) smile.gif
dadunino
მაგარი "ლაშქრობა" გამოგვივიდა biggrin.gif ძალიან ვისიამოვნე მართლა... მხოლოდ ამინდმა არ გამიმართლა, სურათებისტვის არახელსაყრელი განათება იყო მტელი ამ ხნის მანძილზე sad.gif თუმცა სიტუაციისთვის ზედგამოჭრილი smile.gif ასეთი კულტურული 3 დღიანი გასვლა არასოდეს მქონია.
Molashqre
იმის გამო, რომ ფინანსურად ცოტა გაჭედილში ვიყავით, მოგვიწია თEთრიწყაროდან სამშვილდემდე ფეხით ჩასვლა, რაც ძალიან სახალისო იყო კიდევაც smile.gif გზაში მაყვლის ჭამით ვსკდებოდით smile.gif

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
სოფელში როგორც კი შევედით, შევამჩნიეთ, რომ ბევრი ხალხი ჩამოსულიყო შორეულ თუ ახლო-მახლო ადგილებიდან და მიდიოდნენ სამშვილდის ციხის მიმართულებით... ეს ადამიანები გახლდნენ ეთნიკური სომხები.... შეგახსენებთ რომ მარიამობის დღესასწაული იყო ამ დღეს smile.gif რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ჩვენ გავხდით მათი ყურადღების ობიექტები biggrin.gif გვეკითხებოდნენ სად მიდიხართ, რატომ მიდიხართ? გვაქებდნენ, ყოჩაღ თქვენო! smile.gif დაგვეწვიეთო...
ისმოდა დუდუკის და გარმონის ხმა smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
iato
მგონი კლარნეტი უფრო იყო ლიკ...
პ.ს. ბოდიში შემოჭრისთვის
Molashqre
ცოტა ხანი დავყავით და შემდეგ გზა გავაგრძელეთ... მივადექით ჩვენთვის უკვე საკმაოდ ცნობილ ეკლესიებს... მე წავედი ბილიკის საძებნად, რომელიც ხრამში ჩაგვიყვანდა, დანარჩენებმა კი არე-მარე მიათვალიერ მოათვალიერეს...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ერთ საათიანი ბილიკის უიმედო ძებნის შემდეგ, დავუბრუნდი მოლაშქრეებს და ერთ-ერთი ადგილობრივის დახმარებით, დავეშვით ხრამში smile.gif
ხო! სანამ ბილიკს ვეძებდი, წავაწყდი რამოდენიმე გამოქვაბულს, რომელშიც წინასწარ შეშები იყო მოგროვილი... მონადირეები, აქ აფარებენ ავდრიან ამინდებს თავს...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
როგორც კი ხრამის პირას ავღმოჩნდით, მსწრაფლ გავშალეთ კარვები და შევუდექით თევზაობას smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
იმ დღეს მე ჩემს სიცოცხლეში პირველი თევზი დავიჭირე smile.gif საერთო ჯამში, 20-ს გადააჭარბა მათი რაოდენობა(სანდროს, იას და დათოს მიერ დაჭერილები)... საღამოთი, ქვაზე შევწვით თევზები და შევჭამეთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
მეორე დღეს, ჩვეულებრისამებრ ვისაუზმეთ და.....
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
და ... ჯერ კლასიკური მუსიკის კომპოზიტორებზე გვესაუბრა დათო, მერე კიდე რაღაცას მოვედეთ, მივედეთ და ასე, ასე და მოდი არ გვინდა დაღეთის მღვიმეო, არც მუგუთის ქვაბებიო, აქ დავრჩეთო და ვილაპარაკოთოო... მეც უარი არ ვთქვი და შემოვრჩით ცეცხლათან კაი ხანი smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
მაგრამ ბაჩოს სანახავად მაინც უნდა წავსულიყავით. შეგახსენებთ, ადრინდელ სამ დღიან ლაშქრობაზე, მე და ძმებმა გავიცანით ამ ხეობაში ერთი ადამიანი, რომელიც რამოდენიმე წელია ცხოვრობს მანდ და აბარია მთელი სამონადირეო მეურნეობა. გადავწყვიტეთ მე, დათო და ნინო წავსულიყავით. იამ, სანამ მოხვალთო საჭმელს გაგიკეთებთო და სანდრომ ვეცდები კალმახი დავიჭიროვო smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ბაჩო სახლში არ დაგვხდა, სამაგიეროდ დაგვხვდნენ რიჩი და ბუთი smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
საათნახევარშიც მოვიდა ბაჩო და გურამი (მისი მეგობარი).. დავილაპარაკეთ, აქეთ, იქეთ... მერე ბაჩომ გამომყევითო, ჩვენც გავყევით, ხოოდა თავის ბოსტანიდან კარტოფილი, პომიდორი და კიტრები დაგვიკრიფა... ჩაალაგა ზურგჩანთაში და გამოგყვა ბანაკამდე, რათა ეჩვენებინა ჩვენთვის თუ სად იყო წყარო, რომელიც ჩვენ ვერ ვიპოვეთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ბანაკში დაგვხვდა იას მიერ მომზადებული საჭმელი და სანდროს მიერ დაჭერილი თევზები, რომლებიდანაც თურმე ერთი კალმახი ყოფილა... ბაჩომ აუხსნა სანდროს აქაური კალმახების თავისებურებები, რაღაც რჩევები მისცა და მალევე დაგვტოვა sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
გემრიელად ვისადილეთ, ნინოს რამოდენიმეჯერ გავაკეთებინეთ კიტრი-პომივრის სალათა და ამასობაში კიდეც დაღამდა... შევუდექით თევზის ჭერას smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ იყო თევზის მომზადება smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ნუ ბოლოს თოხლაობა... ამის კადრები აღარ გვაქვს biggrin.gif
Molashqre
მესამე დღეს, სანდრო დილით ადრე თბილისში დაბრუნდა (საქმეები ქონდა), ჩვენ კი განვაგრძეთ ისევ და ისევ ჭამა და ქაქანი smile.gif
აქვე ნაწილობრივ დაიგეგმა "ფართის" ნიუანსები...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ ავყარეთ ბანაკი, ჩავლაგდით და ავუყევით აღმართს.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
მივაღწიეთ სამშვიდელმდე და შემდეგ უკვე თეთრიწყაროსაკენ დავიძარით... გვაგვიანდებოდა... მიუხედავად იმისა რომ ნაწილი გამვლელმა მანქანამ გაიყოლია და მიასწრო მარშუტკას, მაინც ჩავრჩით sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ვიდექით ცენტრში სადღაც 2 საათი უიმედოდ, რომ უცბად ჩაგვიარა სამმა ადამიანმა და ერთ-ერთმა, არტურმა, შემოგვთავაზა წამოდით ჩემთან სახლშიო... smile.gif
აღმოჩნდა რომ მის ოჯახში, რუსეთიდან სტუმრები იყვნენ ჩამოსულები მარიანა და საშა... გაგვიმასპინძლდნენ... სუფრაზე შეიქმნა ცხარე კამათი, ხან რაზე და ხან რაზე smile.gif ოჯახის დიასახლისმა კარინამ, დაგვალევინა ძალიან გემრიელი ჩაი smile.gif გადავიღეთ სურათებიც smile.gif ამასობაში სანდრომ დაგვირეკა რომ, მეგობართან ერთად მოდის მანქანით ჩვენს წამოსაყვანად... ასე რომ, დავემშვიდობეთ მასპინძლებს, დიიდი მადლობა გადავუხადეთ და გამოვეშურეთ თბილისისაკენ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გვიან ღამე, არტურმა დარეკა როგორ ჩახვედითო...
iato
დიდიმადლობა არტურს და რა თქმა უნდა დიდი დიდი მადლობა სანდროს ძმაკაცს ზურას!
celevra
აუუუ მაგარი სურათებია ძალიააანნნნნ...ყოჩაგ აპარატებს biggrin.gif
iato
ახლა ჩემი გადღებული რამდენიმე ფოტოც smile.gif
iato






iato










marita
მაგარი ვიკენდი მოგიწყვიათ, აი ამას ქვია დასვენება და გართობა smile.gif
თევზაობა ერთგვარ ოცნებად მექცა რა biggrin.gif იმედია ჩემს ცხოვრებაშიც დადგება ეს ნანატრი დღე smile.gif
kesha
თევზაობის კლუბი biggrin.gif

მაგარია smile.gif

პირველი 4 ფოტო მომეწონა მაგრად smile.gif


მე სოფელი დავლაშქრე...
აუ რეები გამიმზია...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.