დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 5.VII.09 მთიულეთ-გუდამაყარის ქედი!
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2009 წელი
გვერდი: 1, 2
Molashqre
ხოოოო... ჩამოვედით 11 საათისათვის თბილისში... კმაყოფილი მგონი ყველაა, მაგრამ ,აი ხვალ ვინ როგორ იქნება აი ეგ არ ვიცი xixi.gif

ლაშქრობა გამოდგა ურთულესი! რაის ბილიკი რის ბილიკი, გვიწევდა დიდ ბალახებში თავად გაგნება, ამას დაემატა საშინელი წვიმა, რომელიც რო დაიწყო, აღარ დამთავრდა! ნისლზე და სეტყვაზე აღარ ვლაპარაკობ!

მოკლედ დავლპით! biggrin.gif

სალოცავამდე არ მივედით, მაგრამ ავედით 2600 მეტრის სიმაღლეზე, ცოტა ხნით დავინახეთ კავკასიონი და ცისარტყელა ჩვენს ქვემოთ და ვსიო...

დიდი მადლობა მანქანის მძღოლებს ზვიადის და ნიკოს smile.gif


სურათები იქნება ხვალ....
ზვიო
ვერ ვმოძრაობ, რობოტივით დავდივარ, მართალია ბოლომდე ვერ ამოვედი, მაინც კმაყოფილი ვარ, (დაჟანგული სახსრები ამოძრავდა)
ამ ლაშქრობამ ჩემი შესაძ,ლებლობების ზღვარზე გაიარა, ცოტათი გული ქე დამწყდა მობრუნება რომ მომიწია, მაგრამ ამდენსაც თუ მოვახერხებდი არ მეგონა.
ერთი სიტყვით კარგი იყო
niko_ts13
...მე დღეს ჩიტივით ვარ არაფერი მტკივა, ერთი ეგაა რო ჭინჭრებში ჩავარდნის მერე ფეხები ისევ მიბრუის laugh1.gif ...ხოო კიდე ძალიან კაი ლაშქრობა იყო, ამდენი ხნის უსაქმობის მერე ძალიან მესიამოვნა, ამინდმა მართალია ხელი შეგვიშალა მარა მაგასაც სადღაც თავისი მუღამი აქვს laugh1.gif
tako
მდაააა, მარშრუტი მართლაც რაც ამ წელს ერთ დღიანი გაგვიკეთებია იმათთგან ყველაზე რთული იყო თუ გავითვალისწინებთ ასაკრეფ ვერტიკალსა და გაუთავებელ ცივ, ნერვების მომშლელ წვიმას, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ლაშქრობა ყველაზე გემრიელი გასახსენებელი და მართლაც დაუვიწყარი იქნება. დიდი მადლობა ჯგუფის ყველა წევრს! განსაკუთრებით ნიკოს და ზვიადის smile.gif

მოუთმენლად ველი სურათებს
tako
rac sheexeba mdgomareobas kargad var. mklavebi maq oRond Zalian daWimuli smile.gif
G
მიუხედავად უამინდობისა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ლაშქრობა იყო smile.gif

ნიკოს და ზვიადის მართლაც დიდი მადლობა.


ფოტოებს ნელ-ნელა ავტვირთავ.


დასაწყისი...
G
მოლაშქრენი smile.gif
G
ხედები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
G
აღმართ-აღმართ...
dadunino
იმდენად ემოციურად იყო ეს დღე დატვირთული, ძნელია თქვა რამდენი პროცენტი რა ემოციას ეჭირა biggrin.gif ხელის კუნთები მტკივა და ათასჯერ დაცემის, დასრიალების და გორაობის ნიშნებს ჯერ ისევ საკუთარი სხეულით ვატარებ biggrin.gif biggrin.gif.
გამიხარდა როცა დავიწყეთ სვლა მწვერვალისკენ,
გამიხარდა როცა ამდენი ლამაზი ყვავილი გვეფეთებოდა თავიანთი ულამაზესი ფერებით და ფორმით
გამიხარდა როცა ცოტა აგრილდა და წვიმა წამოვიდა,
გამიხარდა როვა ქედზე მოვექეცით და ორ უკიდურესად განსხვავებული ამინდის გასაყარზე ვიდექით : ერთ მხარეს მოღრუბლული და წვიმინი, მეორე მხარეს კი ნათელი და მზიანი მხარე ლამაზი ხედით და უმშვენიერესი ცისარტყელით. არაჩვეულებრივი სანახავი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცოტახნით გაგრძელდა ეს მომენტი smile.gif,
გამიხარდა რომ ზუსტად მაგ დროს დროს მზემ ცოტახნით გამოაჭყიტა და ვიგრძენით მისის სხივების სითბო ჩვენს გაყინულ და სველ სხეულზე.
გამიხარდა, რომ მაინც ავედით 2600მეტრზე, მიუხედავად ძალიან რთული გზისა.
გამიხარდა, როცა დაშვება დავიწყეთ და არცთუ ისე რთული ქედი გადავიარეთ,
გამიხარდა, რომ ყველანი ერთად ვიყავით და ერთმანეთს ვეხმარებოდით, როცა გვიჭირდა
გამიხარდა, როცა უკვე მდინარესთან აღმოვჩნდით
გამიხარდა, რომ მშვიდად და უვნებლად დავბრუნდით ყველანი ამდენი სირთულის და წვიმის მიუხედავად
გამიხარდა, როცა მანქანისკენ მიმავალ ფართო გზას დავადექით და კი არ მივდიოდით, არამედ მივფრინავდით
გამიხარდა ბოლომდე აწეული ფეჩის სითბო მანქანაში
გამიხარდა, რომ სახლამდე მიმიყვანეს smile.gif (უღრმესი მადლობა ზვიოს და ნიკოს smile.gif )

არ მომეწონა უაზროდ ბევრი წვიმა და სიცივე, სრიალა ბალახი და მომაბეზრებელი დაშვება (თუმცა ზოგმა აქ მაგრად იკაიფა biggrin.gif biggrin.gif )
არ მომეწონა, რომ სერიოზული ვერაფერი ვნახეთ
არ მომეწონა რომ მთლად გალუმპული და გატალახიანებულები ვიყავით (მაგას კი ვიღა აქცევდა ყურადღებას ;) )
არ მომეწონა რომ ვერ ვნახეთ ულამაზესი ხედები

ხალხო, მართლა გილოცავთ და მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობით დავეშვით და მშვიდობით დავბრუნდით smile.gif
G
წარმტაცი ხეობა და და ფრიად გემრიელი მინერალური წყალი.
G
აღმასვლა გრძელდება.
G
მთას შეჭიდებულნი smile.gif
G
"დევის" მთები.
G
ნისლი მთაში. მოლაშქრეები შეუპოვრად მიიწევენ მწვერვალისაკენ.
G
ღრუბლებში აზიდული მთები.
G
ხედები მწვერვალიდან.
G
ყვავილები ნისლში. დიადი მთები.
G
სიცარტყელა
G
ღრუბლებს ზემოთ smile.gif
G
დაშვებისას...
G
ეს ძირითადი ხედების ამსახველი ფოტოებია, დანარჩენებს იმედია გიორგი შემოგვთავაზებს.
dadunino
მადლობა Kochi, მაგარი სურათებია smile.gif
Balu
მე ყოველი კუნთი მტკივა, არც კი ვიცოდი ამდენნაირი კუნთი თუ მქონია biggrin.gif. თაკოსი არ იყოს ძალიან მაგარი გასახსენებელი ლაშქრობა იქნება. მართალია ის ნანგრევები ვერ ვნახეთ, მაგრამ ჯამში განსაკუთრებული ლაშქრობა იყო.

ხო, ვინც არ წამოვიდა იმათ საყურადღებოთ, სულ მცირე 1500 მეტრი ავკრიფეთ ვერტიკალში.
figtree
ეჰჰჰჰ sad.gif
SantaDzuku
ყოჩაღ არწივებო! smile.gif
tako
აბა ბალუ, რა დაგვავიწყებს "ჟოპსლეის"? გენიალური გამოგონებაა smile.gif

გიო მართლაც სა "დესკტოპე" სურათებია smile.gif
niko_ts13
ეგ ჟოპსლეი იყო კაკრაზ ჩემთვის ერთერთი ყველაზე ნატელი წერტილი ამ ლაშქრობაზე laugh1.gif laugh1.gif
marita
ვააა, რა მაგარი გასვლა გქონიათ,
ძალიან მომეწონა ხედები, ნამდვილად შთამბეჭდავი ადგილები დაგილაშქრავთ...
celevra
აუუუ ყოჩაღთ თქვენ ხალხოოოო...მაგარი აძალიან
giorgifu
1
giorgifu
2
giorgifu
3
giorgifu
5
giorgifu
6
giorgifu
7
giorgifu
8
giorgifu
9
giorgifu
10
giorgifu
დანარჩენი ხვალ
tako
ისეთი სურათებია გეგონება სულ მზეში და მაგარ ამინდში ვიარეთ, არა და ....... ვის ქონდა იმ თავსხმა წვიმაში სურათების გადაღების თავი smile.gif
giorgifu
მეორე ნაცილი იწყება
giorgifu
1
giorgifu
2
giorgifu
4
giorgifu
5
giorgifu
6
giorgifu
7
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.