დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 29.III.09 ბურდიანი-მანავის ცივი-ბურდიანი
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2009 წელი
Molashqre
ჩამოვედით, კარგად ვართ, ცოტა დაღლილები ვართ...

სამწუხაროდ ვიყავით მხოლოდ ორნი sad.gif მე და გიორგი...

გავაკეთეთ რთული მარშრუტი, მოვინახულეთ რაც გვინდოდა და რაზეც ვფიქრობდი რომ იოლი გავლადი იქნებოდა, სწორედ იქ დავიცალეთ...

ლაშქრობა გამოდგა რთული, არა იმიტომ რომ ვერტიკალში ავკრიფეთ კილომეტრი, არამედ მოგვიწია საშინელ ტალახში სიარული, მდინარეების გადაკვეთა და გაუკვალავ ტყებში ბილიკების ძიება...


სურათEბი და პატარა მონაყოლი, იქნება სამშაბათს...
კირნახონა
ყოჩაღ!!! smile.gif


ტბა ნახეთ?


დანარჩენს აღარ გკითხავთ, სურათებს დაველოდები...
Molashqre
ყველა ტბა თითქმის დამშრალი იყო sad.gif
celevra
ყოჩაღ ორივეს !!!
სურათები მეც მაინტერესებს smile.gif
Tinatini
რა სიანტერესოა..ფოტოები მეც მაინტერესებს smile.gif
toga
ალბათ რთული მარშუტი გაიარეთ ხო როგორც შენ ყველაზე რძთულს ეძახდი biggrin.gif
teona
მოოოოოოოუთმენლად ველი სურათებს unsure.gif
giorgifu
მიუხედავად იმისა რომ თბილისში საშინლად წვიმდა კახეთში თითქმის მზიანი ამინდი დაგვხვდა. 8,42-ზე უკვე მარშრუტკიდან გადმოვხტით და აუყევით სოფელ ბურდიანის აღმართს. მინდა ვთქვა რომ კახეთი უკვე ყვაოდა
giorgifu
სიმაღლის აკრეფასთან ერთად იშლება კახეთის ხედიც
giorgifu
40 წუთში უკვე პირველ ეკკესიასთან ვიყავით
giorgifu
შემდეგ წინ გველოდა 2 საათიანი მოსაბეზრებელი გრუნტის გზა, მაგრამ ბედად მეტყევეემის საბარგო მანქანამ გამოიარა. შევახტით და ნახევარ საათში ეს გზა დავფარეთ. (ამიტომ ორი საათის ეკონომია გავაკეთეთ)
giorgifu
სწრაფათ ავირბინეთ აღმართი და ვედრებელას ეკლესიას მივადექით... მესამედ ვნახულობ ამ ეკლესიას და როგორც იქნა გაჩნდა შამსი რომ გაჩვენოთ თუ რა საყვარელი და კოხტა ძეგლია.
giorgifu
ტყეში ყოჩივარდები არ იყო სამაგიეროთ იმდენი და იმდენაირი ყვავილები იყო რომ მეც და გიორგიმაც გადაუღეთ
giorgifu
ჩვენს წინ აღმარტული მნავის ცივი ნისლში იყო გახვეული და ჩვენ გადავწყვიტეთ დავლოდებოდით ნისლის გადასვლას
giorgifu
ბოლოს გადავიდა ნისლიც და დავიწყეთ სიმაღლის აკრეფაც... აი აქ უკვე მაგარი ხედები იხსნებოდა ჩვენს წინ
giorgifu
giorgifu
ბოლოს ავედით მანავის ცივის მწვერვალზე, აქ გიომ პანორამა გადაუღო დათოვლილ მთება და დავეშვით ქვემოთ, რათა წაგვეხემსა
giorgifu
ჭამის ადგილი მეტად ორიგინალურად შევარჩიეთ... ეს ოყო ადგილი საიდანაც რა თქმა უნდა ის თოვლიანი ქედი ჩანდა დაპლიუს თოვლით დაფერული მიწაც გვერდს გვიმშვენებდა
giorgifu
დავიწყეღ დაშვება. გზად კურდღელის დავინახეთ არა ერთხხელ (ისეთი ლამაზი იყო), მადრამ ისეთი სწრაფი რომ გიორგი ვერ ასწრებდა გადაღებას... დავინახეთ დამშრალი ტბაც და მწყემსების საზაფხულო სადგომიც
giorgifu
ტყეში საცალფეხო ბილიკი გადიოდა . ხელშეუხებელი ტყე იყო, ადამიანის კვალი მხოლოდ ამ ბილიკით თუ ეტყობოდა არანაირი შეშის მჭრელები. რეებიც ზალიან ორიგინალურად იუვნენ ან ჰაერში ჩამოლიდებულები ან უცნაურად გაგაყუდებულები
giorgifu
შემდეგ მივადექით გადამწვარ ადგილს ნახევარი ჰექტარი სულ ნაცრად იყო ქცეული, ვერც მე და ვერც გიორგი ვერ მივხვდით ხელოვნური თუ ბუნებრივი მიზეზის გამო გაჩნდა ხანძარი
giorgifu
ბოლოს ცავედით ხეობაში და მიუახლოვდით მდინარე ჩაილურს. მდინარე საშინლად ამღვრეული იყო. აი აქ იცოცხლე ხეების ჭრა და სიგარეტის კილიფების ცვენა. სამწუხაროდ ბილიკი შეწყდა და ჩვენ მოგვიწია დაბალი ტოტების მქონე ხეებში ბილიკის ძებნა unsure.gif
giorgifu
ერთი ორჯელ მდინარეის გადაკვეთის შემდეგ გზაზეც გავედით! ვააი გზა! ტალახი! მეც და გიორგიც ჩავარდიტ მაგ ტალახში. სიარული რა თქმა უნდა ჭირდა რადგან ტალახი გეკრობოდა და ფეხიც სრიალებდა. ზოგჯერ მოვლა გვიწევდა ზოგჯერაც უბრალოდ გატოპვა!
giorgifu
ამას ისიც ემატებოდა რომ გვიწვევდა მდინარის გადალახვა.. ზოგჯერ ადვილი იყო ზოგჯერ კი ხეების ჩაგდებაც გვჭირდებოდა. ორჯერ მეტყევეების გაკეთებულმა გზამ მოგვატყუა და უკან დაბრუნება მოგვიწია. ბოლოს, როგორც იქნა გამოვედით ტყიდან და სოფელს ზემოდან მოვექეცით.


სოფელი ნახევარ საათში ჩავიარეთ, ტრასაზე გიორგიმ ჩურჩხელებიც იყიდა, მარშუტკაში რომლის უკანა სკამები სულ ცარილეი იყო, კარგად განვთავდით, შუაში პატარა მაგიდასავით მავაწყეთ, სუფრაც გავშალეთ და კარგადაც მივირთვით smile.gif
natinati
რა კარგი იქნებოდე...ეეეხ sad.gif ისე კარგი საცურაო ტალახი კი ყოფილა biggrin.gif
celevra
ვაა მაგარი სურათებია გიო....ყოჩაღ smile.gif
dadunino
ძალიან ბევრი დავკარგე...

მოიცა, ლიკა ყვება გიოს სახელით თუ გიორგი ყვება და.. დავიბენი biggrin.gif biggrin.gif მაგარი ხედებია, ძალიან მაგარი!
sofio
საოცარი ფოტოებია. ერთი სული მაქვს, როდის მომეცემა საშუალება, რომ შემოგიერთდეთ
marita
ციტატა(dadunino @ Mar 31 2009, 04:34 PM) *
მოიცა, ლიკა ყვება გიოს სახელით თუ გიორგი ყვება და.. დავიბენი biggrin.gif biggrin.gif მაგარი ხედებია, ძალიან მაგარი!


ეს კითხვა მეც გამიჩნდა,  


ეტყობა ძალიან ცუდადაა საქმე biggrin.gif
მოლაშქრეებში ექიმი არ გვყავს? laugh1.gif 

კაი, ხუმრობა იქით იყოს და თვითონ ლაშქრობა ძალიან საინტერესო გამოსულა, 
ფოტოებზე კომენტარს აღარ გავაკეთებ, 
გიორგის ამდენი ქება აწყენს smile.gif
maare
მშვენიერი ლაშქრობა გამოგსვლიათ... ვერ გავიგე... ალბათ ერთდღიანია ხო?
posine
:rolleyes: აუ რა ტალახი ყოფილა :rolleyes:
Tinatini
ძალიან ლამაზი ადგილებია sad.gif რა სამწუხაროა რო ვერ წამოვედით sad.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.