დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 15.XI იალნოს ქედი
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2015 წელი
Molashqre
ოოოოო! ეს ლაშქრობა გამოვიდა ისეთი, რომ ყველანი დავრჩით ფრიად კმაყოფილები! smile.gif


თუ რატომ, სხვები მოგახსენებებნ ამას smile.gif
Tsero
I cannot feel my legs
LevanVerdzeuli
ნუ, ამაზე მეტიც გვივლია, ამაზე მეტი ვერტიკალიც აგვიღია და დაგვიგდია, მაგრამ ეს მაინც რაღაც სხვა იყო!
ზურა
მართლაც სხვა იყო. smile.gif ძალიან ვისიმოვნეთ მთის წვერთან ახლოს რაც ხდებოდა იმით. ჯერ თოვლის გაყინულ ნამქერზე სიარულით, იმ მაგარი ადგილით ჩაღრმავებები რომ იყო და მერე თვითონ ქედით თავისი თოვლ-ჭირხლებით და ხედებით დათოვლილ კავკასიონზე. ქედზე ვიყავით აი ასე: mciva.gif

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რაც მოხდა შემდეგ. rambo.gif დაღამება ტყეში, რომელიც ყველასთვის იყო უცნობი. გზა, რომელიც რუკაზე კია, მაგრამ სინამდვილეში არ არსებობს. angry.gif სიბნელე და სასტიკი აღმართ-დაღმართები. ყოჩაღ ნავიგატორებს და მზვერავებს! ძალიან მაგრად გვატარეთ და რთული სიტუაციიდან გამოგვიყვანეთ თან უფრო სწრაფად, ვიდრე მეგონა. ეს ღამე ტყეში სიარული იყო რაც იყო! love.gif ერთადერთი ცუდი იყო ის რომ წინამძღოლმა ინერვიულა ძალიან. არ ინერვიულო ხოლმე. ჩვენი იმედი გქონდეს ყოველთვის რა რთულ სიტუაციაშიც არ უნდა ვიყოთ. hute.gif

და კიდევ მადლობა cvima.gif-ს რომ არ მოვიდა(თუმცა არც იყო დაგეგმილი). krutoi.gif
Tsero
ხო უმაგრესი გასვლა იყო. ნუ მეტიც გვივლია და უფრო მაღლაც ავსულვართ, მაგრამ მგონი იმ უღრან ტყეში ასვლა-ჩასვლამ და გუავალ ტოტებში ძრომიალმა გადაგვღალა ყველაზე მეტად.

მზუსტად მაგან შესძIნა ამ გასვლას რაღაც სხვა ეშხი, ყველა ლაშქრობაში არ არის ხოლმე ასეთი. სტანდარტულად ავედით-ჩამოვედით, რაღაც ბანალურია ხოლმე
erekle eko
მე ღამე მომეწონა განსაკუთრებით :3.
შორეთელი
კარგი ვარჯიში გამოგვივიდა და ასე ვთქვათ, რაღაც წილ გამძლეობის გამოცდაც raaa.gif იალნომ მოლოდინი გაამართლა და ამინდმაც შეგვიწყო ხელი good.gif
დათოვლილი კავკასიობნის ზოლი ასე მკვეთრად და ახლოს არსაიდან მინახავს, ამ მთიდან განსაკუთრებული იყო მათი ხილვა.ჯგუფის წევრების საყვედურების მიუხედავად იმაზე რომ იქ ბევრი ბევრი ხანი დავყავი და ვალოდინე sorry.gif რა ვქნა არ მეყო ის დროც blush.gif იმ სუსხის მიუხედავად იმ ხედების წიაღში სიამოვნებით დავრჩებოდი იალნოს ქედის წვერზე კიდევ მეტი ხანიც ....
დანარჩენზე არ განვმეორდები მოლაშქრე მეგობრებმა დამასწრეს დაპოსტვა smile.gif
ერთიანობაში ეს ლაშქრობაც რაღაც განსაკუთრებულად სამახსოვროთა შორის დაიკავებს ადგილს ჩემს მეხსიერებაში ;)
Molashqre
ეს ჩემს მიერ გადაღებული ფოტოები...

http://bin.ge/dl/204319/lika-dapat.rar.html

ატვირთეთ სხვებმაც თქვენი ფოტოები...
ზურა
ჩემებს გადავარჩევ და ავტვირთავ მალე.

შორეთელი
ციტატა
დათოვლილი კავკასიობნის ზოლი ასე მკვეთრად და ახლოს

ეტყობა კახეთში არ ხვდები ხოლმე.

ციტატა
სიამოვნებით დავრჩებოდი იალნოს ქედის წვერზე კიდევ მეტი ხანიც ...

და იმღერებდი: ჭირხლად გადავიქეციიიი. tongue.gif
ზურა
ჩემი ფოტოები. ვშალე და ვშალე მაქსიმალურად, მაგრამ მაინც დიდი არაფერია რაც დარჩა. იმედია რამეში გამოგადგებათ. smile.gif

https://drive.google.com/file/d/0B7OPjx2GQO...iew?usp=sharing
შორეთელი
ფოტოები smile.gif

https://drive.google.com/file/d/0B7kRqXzI-Q...iew?usp=sharing
შორეთელი
ზურა,
გომბორის ქედზეც ვარ ნაყოფი სხვათაშორის yes.gif


იალნოდან სულ სხვაგვარი იყო მაინც .... smile.gif
ზურა
მართალი ხარ. smile.gif ეს ლაშქრობა მართლაც დაიკავებს ღირსეულ ადგილს დასამახსოვრებელ ლაშქრობათა შორის.
Isengard
პირველ რიგში ალბათ უნდა აღინიშნოს რომ ამინდის მხრივ ძალიან გაგვიმართლა, არ ქროდა ძლიერი ქარი და მზეც ანათებდა. დავიძარით ორი ავტომობილით სამგორის მეტროდან და გავეშურეთ იალნოს ქედისკენ. მანქანები დავტოვეთ უჯარმის შემდგომ, ერთერთ პატარა დასახლებაში,აქედან ჩვენ ორი ოთხფეხა მეგობარი გამოგვყვა და ახლა უკვე ათნი ვიყავით smile.gif მოვემზადეთ და დავიწყეთ ასვლა, პატარა მანძილი მოგვიწია ასფალტის გზაზე სიარული, გავცდით ციხესიმაგრეს და შემდგომ უკვე გადავედით მიწიან გზაზე,

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ტყეში ხეებს უკვე ფოთლები ჩამოცვენილი ქონდა, ასე რომ განსაკუთრებული სილამაზე ტყეს არ ქონდა. რაც უფრო ზემოთ ავდიოდითმით უფრო ხშირად გხვდებოდა ალაგ-ალაგ გაყინული თოვლი.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Isengard
ესეც ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. თეთრი ლეკვი ხულიგანი იყო, როგორცვე ჩემოვჯდებოდით, ხან ვის დაადებდა ზემოდან თათებს და ხან ვის. ვიგუნდავეთ კიდევაც და მირანდამ დააფიქსირა მისკენ გასროლილი გუნდაც biggrin.gif

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ირგვლივ ტყე ნელნელა იძენდა კონტრასტს და ლამაზდებოდა, თავისთავად მოგვინდა ფოტოების გადაღება.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ტყიდან გავედით პატარა მდელოზე საიდანაც უნდა დაგვეწყო უკვე მთის სუბალპურ ზონისკენ ასვლა და მალევეც გავედით. ჩვენს უკან გადაიშალა ულამაზესი ხედი, მისტიური და ბურუსით დაფარული მთები. სულ მოშორებით თბილისის ანძაც კი შევამჩნიეთ.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Isengard
გზად შევამჩნიე ღელე სადაც ულამაზესი ნამქერი იყო, ქარი აქ უკვე ნელნელა ძლიერდებოდა. თავისთავად მოგვინდა აქაც ფოტოების გდადღება და დათვალიერება, ნამდვილად ულამაზეს ნახაზებს ქმნიდა ნამქერი.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ამის გამო ცოტა ჩამოვრჩით ერთი ნაწილი ჯგუფს. პირველი ქიმზე ავიდა ლევანი და თავითავად ვერ მალავდა აღთოვანებას. ცნობისმოყვარეობა თავისას შვება და ჩამორჩენილი ჯგუფიც მალევე მოვექეცით ქიმზე და დაგხვდა გასაოცარი ხედი.

სილამაზეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, შემოგთავაზებთ ფოტოებს და თავად მიხვდებით smile.gif

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მე, ლიკას თანხმობით დავრჩი ქიმზე, მოვისურვე მაქსიმალურად დავმტკბარიყავი ხედით ხოლო ჯგუფი ავიდა იალნოს ქედის ყველაზე მაღალ წერტილზე, სადაც აღმართულია ჯვარი. აქ საკმაოდ ძლიერი ქარი ქროდა და გაჩერება ცოტა რთული იყო.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ჩვენმა ოთხფეხა მეგობრებმაც გაიხარეს თოვში და თამაშის ხასიათზე მოვიდნენ smile.gif

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Isengard
არ გვინდოდა თავისთავად სწრაფა ჩამოსვლა ქედიდან, მაგრამ დრო ჩვენს წინააღმდეგ თამაშობდა, თან ძლიერ მოგვშივდა. ჩამოსვლისას ტყეში ჩამოვჯექით, ცეცხლიც ვერ დავანთეთ, რადგან დროში ვიყავით შეზღუდულები. ისევ და ისევ აღსანიშნავია ლიკას უგემრიელესი ცხელი ჩაი. სამწუხაროდ ეს მომენტი და შემდგომი არავის დაუფიქსირებია ფოტოკამერაზე, ამიტომაც უბრალოდ მოვყვები თუ რა თავგადასავალი გვქონდა ამის შემდგომ.
გემრიელად რომ მივირთვით, უკვე შეგვაწუხა რა, სიცივემ და გადავწყვიტეთ ალაგება/აბარგება. დავიწყეთ დაშვება უკვე სხვა გზით, თავისთავად ნელნელა დაიწყო ჩამობნელება და გზაც ალაგ ალაგ იკარგებოდა. ბოლოს მახსოვს როცა მიუახლოვდით ერთ ულამაზეც ღელეს და გავუყევით მას, უკვე ბნელოდა და მოვიმარჯვეთ ფანრები. რაღაც პერიოდი მივყვებოდით წყლის მილს და როგოც ჯიპიესი გვეუბნებოდა სწორად მივდიოდით.
როცა მოვიდა დრო რომ გადავიდეთ ღელედან და გაუყვეთ გზას, გაჩნდა კითხვა, სადაა გზა biggrin.gif სრული სიბნელეა და შესაბამისად არაფერი ჩანდა. დაგვრჩა გადასალახი ერთი პატარა ქედი და 60-80 მ. ვერტიკალი ასაკრეფი. ავკრიფეთ ეს ვერტიკალი და როგორც ჯიპიესი აჩვენებდა, ვიდექით გზაზე, მარა რა გზა რის გზა, არაფერი არ იყო და მოგვიწია ტყეში სიარული. გზად გადავკვეთეთ ორი მიწიანი, სამანქანე გზა, რომელიც საერთოდ არ იყო რუკაზე, თავისთავად არ ვენდეთ რადგან სულ სხვა მიმართულებით მიდიოდნენ. თავისთავად ადგილი ქონდა ხმამაღალ "გამონათქვამებს"სიტუაციასთან დაკავშირებით biggrin.gif
მოგვიწია ვერტიკალის დაგდება ტყეში, მარა ბოლოს გავედით რაღაც გზის მაგვარზე, რომელმაც ჩაგვიყვანა ხეობაში და აქედან უკვე გამოკვეთილად ჩანდა გზა, ბევრი სიარულის მერე გადავკვეთეთ არხი და სულ მალეც მივედით მანქანებთან.

საბოლოო ჯამში ლაშქრობა აღმოჩნდა თავგადასავლებით აღსავსე, ნაწილობრივ ლაშრობა ღამე, ყველა ფრიად კმაყოფილი დავრჩით და გვიან საღამოს უკვე თბილისში ჩამოვბრძანდით.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.