დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 02.VIII ლაშქრობა გვირგვინას მთაზე
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2015 წელი
Isengard
ჩამოვედით მშვიდობით ..... ლაშქრობა იყო ფანტასტიური, გრილოდა, ცოტაც იწვიმა და მინდა ვთქვა რომ ერთერთი საუკეთესო მარშრუტია ერთდღიან ლაშქრობებს შორის. რეპორტაჟს და ფოტოებს მოგვიანებით დავაგდებ.
Molashqre
ჰა სადაა ფოტოები და რეპორტაჟი? smile.gif
Isengard
სამწუხაროდ ამ ლაშქრობაში ვიყავით ორი ადამიანი, მე და ანტი. კარგი იქნებოდა სხვებიც რომ წამოსულიყავით.

დილის შევხდით ჩავჯექით მანქანაში და გავეშურეთ ბორჯომისკენ. მთა გვირგვინას შესახვევთან ვიყავით უკვე 11 საათზე, საკმაოდ სასიამოვნო ამინდი იყო, მოღრუბლული და სასიამოვნოდ გრილოდა.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მანქანა გავაჩერეთ ჩრდილში და დავიწყეთ ასვლა. მალე ავედით მდელოზეც საიდანაც დავინახეთ ჩვენი დანიშნულების ადგილი. ცოტა ხანში მოიმატა ღრუბელმა და წვიმაც წამოვიდა, ფრიად სასიამოვნო იყო სიარული წვიმაში.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

კარგი ტემპით ვიარეთ და მალევეც მივადექით მდელოს საიდანაც კარგი ხედები იშლებოდა ხევზე, ზუსტად აქ გადავიგეთ ზამთარში მე და ივერიმ ცნობილი სელფი biggrin.gif, მართალია მაშინ იყო ზამთარი და თოვლი იდო, ახლა კი სულ სხვა პეიზაჟი დაგხვდა, სრულიად განსხვავებული და აქედან გამოჩნდა ჩვენი ლამაზი მთა გვირგვინაც. რომ შევხედეთ სიმაღლეს და ვერტიკალს ვიფიქრეთ ზამთარში რამ აგვაყვანინა აქ თავი smile.gif)

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Isengard
მალევე მივადექით ქოხებს. ვფიქრობდი ვინმე იქნებოდა აქ ამოსული ზაფხულს, მარა კაციშვილი არ იყო. ქოხები ისევ ისე მიტოვებულია. აქვე გადავიღე ნიშნულიც რომელიც გახდა რომელიღაც დებ..ლ..ის სამიზნე angry.gif აგრეთვე ახლოში დავაფიქსირე რომ იჭრება ტყე, რაც მე ძალიან არ მესიამოვნა.

ქოხებთან ცოტა შევისვენეთ და გადავიღეთ რამოდენიმე ფოტო.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ცოტა ხანი შევისვენეთ და გავაგრძელეთ ასვლა, მზეც გამოვიდა და მოაწვააა ...... ვერტიკალის აღება რთული იყო სიცხეში, მაგრამ ძლიერი ნიავი ჩვენ გვაგრილებდა და გვეხმარებოდა ასვლაში.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Isengard
სულ მალე მივადექით მეორე ქოხს, მარა არ გადაგვიწყვეტია აქ შესვენება და გავაგრძელეთ ასვლა. ბოლო ვერტიკალი აღმოჩნდა რთული მაღალი ბალახის გამო. ბილიკები იქ უკვე აღარ იყო. სულ მალე ავედით სუბ ალპურ მდელოებში. ხედებით აღთოვანებული დავრჩი. რაც უფრო ავდიოდით მაღლა მით უფრო მეტი მთა ამოდიოდა ჰორიზონტიდან. უცბად მოგვადგა შავი ღრუბელია არსაიდან და წამოვიდა წვიმა.



დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

სულ მალევე მოვექეციტ ქიმზეც და გადავიღე პანორამაც smile.gif)))

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

წვერამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი, მალევე ავედით, ტრიანგულარი გადმოგდებული დაგხვდა sad.gif ..... იქვე ჩამოვჯექით საჭმელად და საბვეიშიც ვითამაშეთ ( სენდვიჩების გაკეთება ), სალიამი განსაკუთრებულად გემრიელი იყო ამ სიმაღლეზე biggrin.gif

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Isengard
ჩამოსვლა იყო ძალიან მარტივი და სასიამოვნო, ფაქტიურად ფეხები თავად მიდიოდნენ.
საბოლოო ჯამში ფრიად სასიამოვნო ლაშქრობა გამოვიდა.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ტრიანგულარის გარდა, მანდ რომ მოტეხილი ნიშნულიც იყო, ეგ დაგხვდა?
Isengard
კი. ისევ ისეა მოტეხილი
Molashqre
და რამდენ ხანში ჩახვედით?
Isengard
2.30 საათში
tako
მშვენიერი ლაშქრობა ყოფილა და დარწმუნებულიც ვიყავი რომ მიშკა ცუდ მარშრუტს არ აირჩევდა. ჩვენ სამწუხაროდ რიგი მიზეზების გამო ვერ წამოვედით sad.gif

დარწმუნებული ვარ ვინც ვერ წამოვიდა ყველას გული დასწყდა.
nino-ticha
იქნება და მეც შევძლო მანდ აფოფხიალება თუ კიდევ იქნება ეს შესაძლებელი
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.