დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 19.VII არახვეთი-ლომისას ქედი!
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2015 წელი
Molashqre
ჩამოვედით ფრიად კმაყოფილები smile.gif

ტრადიციულად ზოგ-ზოგები დავიწვით smile.gif ქედიდან დავინახეთ უამრავი მწვერვალები, რომლებიც ჯერ ღრუბლებში იმალებოდნენ, შემდეგ კი ნელა-ნელა გამოჩნდნენ.

ამინდი იყო შესანიშნავი, არც გვცხელოდა და არც გვციოდა. ჩვენმა სტუმარმაც გაართვა თავი, ხოლო ნატა და მისი მეუღლე გრეგორი ძალიან კმაყოფილები დარჩნენ ამ გასვლით smile.gif
tako
მშვენიერი გასვლა გამოვიდა. ზოგიერთმა ლაშქრობაში ლაშქრობაც კი მოაწყო smile.gif

განსაკუთრებით გამიხარდა ნატას და გრეგორის ნახვა smile.gif

მშვენიერი ხედები, მშვენიერი კომპანიონები, მშვენიერი ხეტიალი smile.gif
matasi
კარგია,კარგი..იმედია მეც მოვიცლი ერთ დღეს და შემოგიერთდებით.. smile.gif
Molashqre
ვიწყებ მოკლე რეპორტაჟის წერას...

ვიყავით ამ გასვლაში 9 ადამიანი: ნატა და გრეგორი, თაკო და გიო, მე, მირანდა, დეა, ლევანი და მიშო.

წავედით ორი მანქანით მთიულეთისკენ. გავაჩერეთ მანქანები სოფელ არახვეთში და დავიწყეთ ვერტიკალის აკრეფა. სულ მალევე მივადექით არახვეთის კვირაცხოვლის ეკლესიას, რომელიც დაკეტილი დაგხვდა sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ ცოტა ვერტიკალის აკრეფის შემდეგ, მეორე მცირე ზომის ეკლესიას მივადექით. თავის წინამორბედთან შედარებით, ის ღია დაგხვდა smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
შემდეგ უკვე დაიწყო უბილიკო ვერტიკალი smile.gif თან გზაში მარწყვსაც მივირთმევდით...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ცხადია გზაში ვისვენებდით კიდევაც smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად


მართალია მზინია დღე იყო, მაგრამ უბერავდა გრილი ქარი და სიცხეს პრაქტიკულად ვერ ვგრძნობდით...
Molashqre
ერთი საათიც არ იყო გასული, რომ უკვე დავინახეთ უღელტეხილი... იმის გამო, რომ აღარავინ დადის ამ გზაზე, გვიწევდა დიდი ბალახების თავად გათელვა...

ეს ბოლო მონაკვეთია უღელტეხილის smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

უღელტეხილზე ასვლისას დავინახეთ მდინარე ქსნის ერთ-ერთი შენაკადის ხეობა თავისი პატარა სოფელით. პატარა ვერტიკალი ავკრიფეთ და გავშალეთ სუფრაც smile.gif

735 მეტრის აკრეფას რაღაც 3 საათში მოუნდით.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ქიმზე გაყოლებით, ავსულიყავით რომელიმე შემაღლებულ მთაზე... წყვილები დარჩნენ, ხოლო დანარჩენები გაუდექით გზას...
როგორც მოგახსენეთ, ამ უღელტეხილით უკვე აღარავინ აღარ სარგებლობს და შესაბამისად ბალახი და მათ შორის ჭინჭრები, ჩვენზე მეტი სიმაღლისა აღმოჩნდნენ... მიშომ და ლევანიმ ჩაიცვეს საწვიმრები და დაიწყეს ჭინჭრების გათლვა... გოგოები უკან მოვსდევდით smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მიუხედავად გაკაფული გზისა, მაინც გვარიანად დავისუსხეთ smile.gif

ჭინჭრების დაბრკოლების დაძლევის შემდეგ, განვაგრძეთ ჩვენი გზა ზემოთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
რაც უფრო ზემოთ ავდიოდით, მით უფრო მეტი მწვერვალი ჩნდებოდა ჩვენს მოპირდაპირე ქედის მიღმა... smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ავდიოდით საკმაოდ ფრთხილად, ვერიდებოდით ბილიკებს და ვმოძრაობდით კლდეზე... ვფრთხილობდით ,ეგებ დანაღმული ყოფილიყო ლომისას ქედის ფერდობი, რომელიც სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მდებარეობდა... unsure.gif

რომ მივაღწიეთ 2300 მეტრს, აღარ გავაგრძელე გზა, ხოლო დანარჩენებმა განაგრძეს სვლა ისევ მაღლა... მალევე ავიდნენ ერთ-ერთ მთის წვერზე და დატკბნენ მთების ცქერით smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ერთი საათის შემდეგ დაეშვნენ მოლაშქრეები ქვემოთ, შევუერთდი მეც მათ და შემდეგ ერთობლივად მოგვიწია ისევ ჭინჭრის თერაპიის მიღება smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

რომ შევუერთდით დანარჩენებს, გავუზიარეთ ჩვენი შთაბეჭდილებები smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

იყო უკვე 4 საათი....
Molashqre
შემდეგ დავიწყეთ დაშვება... ნუ რამდენი დანარცხება იყო აღარ დავწერ აქ smile.gif

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შესვენებისას ჩავწერეთ ინტერვიუ, რომელიც თაკომ ჩამოგვართვა ყველას smile.gif
http://bin.ge/dl/191110/Araxveti-lomisas-qedi.mp4.html

სულ მალე სოფელ არახვეთამდეც დავეშვით... გადავწყვიტეთ, რომ თბილისში ნაწილს წაგვეხინკლავა...

ასეც მოხდა, მივირთვით მშვენიერი ხინკალი ხალისიანი საუბრის ფონზე... smile.gif
Molashqre
ეს ჩემი ფოტოების ბმული

http://bin.ge/dl/190945/araxveti-dapat.rar.html

ეს ლევანის ფოტოები
https://drive.google.com/drive/folders/0Bwk...cTNPYzZ4Tk1ZUXc

ეს მიშოს ფოტოები
https://docs.google.com/uc?id=0B7YyBcv0wykF...export=download

ეს ვიდეო ინტერვიუ smile.gif
http://bin.ge/dl/190945/araxveti-dapat.rar.html
შორეთელი
მშვენიერი რეპორტაჟია თავისი ფოტო მასალითურთ. ზოგ სურათზე მაგრა ვიხალისე tongue.gif

რადგან შთაბეჭდილებები დროულად ვერ გაგიზიარეთ... ( უკვე ზედმეტი მეჩვენება ლიკას სრული რეპორტაჟის შემდგომ, რაღაცეები ვწერო smile.gif)
ძალიან მოკლედ ერთს ავღნიშნავდი: მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან სადღაც 2300 მეტრზე და მეტზე ასულს ის მთები და მწვერვალები რომლებზეც მივლია ან მცდელობა მქონდა მივდგომოდი შორიდან მათი ხილვა ერთიანი სურათივით ძალზედ საინტერესო შეიქმნა. ამ ქედიდან სულ სხვაგვარად დამენახნენ ისინი და უფრო სხვანაირად აღვიქვი.
დიდი ისტორიის მატარებელ სოფელ არახვეთზე რომ არაფერი ვთქვა და გადაშნებულ ტყეზე იმ მწვერვალების ხედი ყველაფრად ღირდა yes.gif

დაგვიანებით ჩემი სურათების ბმულიც :
https://www.dropbox.com/s/rgyy4mpufcgg0o0/%...7.2015.rar?dl=0
nino-ticha
ვახ ჩემი, ნამეტანი მაგარია, მთიულეთი სისხლს მიჩქროლებს რაღაცნაირად ;)
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.