დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 4.VII კასარის ვიწრობი, თრუსოს ტრავერტინები და ხორისარის ლავები
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2015 წელი
Molashqre
ჩამოვედით!

ლაშქრობა გამოდგა რთული, მაგრამ სანახაობრივი smile.gif ამინდში გაგვიმართლა...

ერთი ის იყო, რომ აქეთობისას, გიორგის საბურავი გასკდა და სანამ ვიყიდეთ და გამოვცვალეთ დრო წავიდა მაგაზე...

ერთი სული მაქვს ფოტოები ვნახო როგორი გამომივიდა smile.gif
Tsero
კი ძალიან ლამაზი ლაშქრობა იყო. ახლა ვნახე გუგლში და სულ ლავებზე გვივლია თურმე smile.gif)

დამწვრობა კი იცოცხლე იმდენი მაქ biggrin.gif
_NOSTRA_
კარგი ლაშქრობა იყო, ყაზბეგის მხარე განსაკუთრებით მიყვარს, ლამაზი ბუნებაა, დავიღალე და დავიწვი მაგრამ ამად ღირდა... კიდევ წავიდოდი მაგ ადგილებში სხვა მარშრუტზე... koconi.gif koconi.gif koconi.gif
Tsero
ციტატა(_NOSTRA_ @ Jul 5 2015, 09:29 PM) *
კარგი ლაშქრობა იყო, ყაზბეგის მხარე განსაკუთრებით მიყვარს, ლამაზი ბუნებაა, დავიღალე და დავიწვი მაგრამ ამად ღირდა... კიდევ წავიდოდი მაგ ადგილებში სხვა მარშრუტზე... koconi.gif koconi.gif koconi.gif

ხორისარზე მაგალითად biggrin.gif
ან შერხოტა და ყელიწადის ტბა
Molashqre
ვიწყებ რეპორტაჟის წერას.

მოკლედ შევიკრიბეთ ამ გასვლაში 5 ადამიანი: მე, თაკო, გიო-ფუ, წერო-გიო და ნოსტრა-გიო smile.gif წავედით გიო-ფუს მანქანით smile.gif

ჟინვალის წყალსაცავს რომ მივუახლოვდით, წინა საბურავი გაგვისკდა... სამწუხაროდ სათადარიგო საბურავი, გიორგის ძალზედ პატარა აღმოაჩნდა და მაგით ფასანაურამდე ნელა-ნელა სიარულით მივაღწიეთ. გავიკითხ-გამოვიკითხეთ თუ სად იყო დაბაში ვულკანიზაცია. საბოლოოდ გავარკვიეთ, რომ ვულკანიზაცია ფასანაურში არ იყო, ხოლო უახლოესი ვულკანიზაცია 12 კმ-ში არისო. გავეშურეთ იმ უახლოეს ვულკანიზაციამდე. აქ საბურავის ფასი დაგვიხეთქეს 50 ლარი. გავარკვიეთ, რომ ქვეშეთშიც კიდევ არის პატარა ვულკანიზაცია. გავწიეთ ნელი სვლით მისკენ. მართლაც, რაღAც ჯღინკიანი, პატარა ვულკანიზაცია დაგხვდა. მისმა პატრრონმა მამა-პაპური წესით ისე მსწრაფლს გამოაცალა გიოს გახეთქილი საბურავი დისკს, რომ მე მგონი დანადგარიც კი ვერ მოაასწრებდა smile.gif ასევე მოხერხებულად გაუკეთა ახალი საბურავი და გაბერა. ეს ყველაფერი დაჯდა 25 ლარი. უკვე 12:00 იყო. თრუსოს ხეობას მივადექით ორი იყო დაწყებული. მანქანა დავტოვეთ სოფელ ნოგყაუში და როგორც იქნა დავიწყეთ ფეხით სვლა smile.gif

კასარას ვიწრობის შესასვლელისკენ
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
თავად კასარას ვიწრობი და მდინარე თერგი...

ეს ხეობა სულ ხორისარის მთიდან წამოსული ლავით იყო დაფარული, მაგრამ მდინარე თერგმა დროთა განმავლობაში ჩახრამა და შექმნა ასეთი ვიწრო ხეობა smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ჩამოწოლილ კლდეს წავაწყდით...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
როგორც იქნა გამოვედით კასარის ვიწრობიდან და მივადექით ტრავერტინებს, რომელიც ძალიან დიდ გაშლილ ადგილას განფენილიყო...
ვეცით სხვადასხვა ფერის ტრავერტინებს და მისგან წამოსული წყლის გემოც დავაგემოვნეთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
რომ ვიჯერეთ გული ტრავერტინებით, დავიწყეთ ვერტიკალის აკრეფა...

გთავაზობთ რამდენიმე კადრს ზემოდან გადაღებული ტრავერტინებისა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

300 მეტრი ვერტიკალის აკრეფის შემდეგ, გზა გასწორდასავით და ზემოდან დავინახეთ თრუსოს ხეობის შემოსასვლელი და სოფელი, სადაც ჩვენი მანქნანა გავაჩერეთ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
შემდეგ ისევ გვქონდა ასაკრეფი ვერტიკალი, ამჯერად უბილიკო და ცოტა ციცაბო ფერდზედ... მსურდა მაღალი ადგილიდან დამენახვებინა ჩემებისთვის ლავური კალაპოტი და მწვერვალები...

ამ ფერდის ავლისას, არაქათი გამოგვეცალა და გავჩერდით ერთ ადგილას... გოგოები დავრჩით, ხოლო ბიჭებმა გააგრძელეს გზა და ავიდნენ უფრო მაღალ გორაკზე საიდანც უკეთ შეეძლოთ დაენახათ ლავური კალაპოტი...

აი რა დაინახეს ბიჭებმა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
მარცხნივ, წვეტიანი მთა არის დედაენა, ხოლო სულ მარჯვნივ კი მთა ხორისარი... სამწუხაროდ აქედან ლავური კალაპოტი კარგად არ გამოჩნდა, თუმცა ეს ქვები და გორაკები, თავად გაციებული ლავები ყოფილა...

ამასობაში გოგოებმა სუფრა მოვამზადეთ და დაველოდეთ დამშეულ ბიჭებს...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ხედები, არც აქედან იყო ურიგო smile.gif ბოლო ფოტოზე, ქაბარჯინის მთააა
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
დავყავით საათნახევარი და დავიწყეთ დაშვება...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

აქვე ჩავწერეთ პატარა ინტერვიუ და გადავწყვიტეთ ასეთი მაიმუნობები, მომავალშიც გავაკეთოთ smile.gif
https://www.facebook.com/groups/155999694471816/

სადღაც საათსა და 40 წუთში უკვე მანქანასთან დავერჭეთ. ჩავსხედით და მშვიდობიანად, ექსესების გარეშე დავბრუნდით დედაქალაქში smile.gif

აი ასეთი იყო ჩვენი ლაშQრობა ხევში smile.gif
Molashqre
ეს ჩემი ფოტოები...

http://bin.ge/dl/189428/lika-dapat.rar.html

დანარჩენებმა ატვირთეთ თქვენი ფოტოები სადმე და ბმული აქ დადეთ...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.