დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 30.V მარიამ-წმინდის მთა და ფუძნარის ეკლესია!
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2015 წელი
Molashqre
ჩამოვედით!

ლაშქრობა თავიდან მარტივი გამოდგა, უკვე პირველისკენ მთის წვერზე ვიყავით, მაგრამ უკანა გზაზე ძალიან გავწვალდით, გზების უქონლობის გამო.

ლაშქრობის ბოლოს მოვინახულეთ ფუძნარის ეკლესია, რომელიც რესტავრირებულია.

შემდეგ ნაწილი მოლაშქრეებისა ბულაჩაურში მოვსხედით და ნაწილი კი თბილისში დაბრუნდა.

საბოლოო ჯამში, მე არ მომეწონა ეს მარშრუტი და თუ ოდესმე წავედი, უკანა გზაზე დავბრუნდები იგივე გზით და ხო, ერთი რაც მომეწონა, მთის წვერიდან მოჩანს ჟინვასლის წყალსაცავი ანანურიანად და მთებით. ძალიან ლამაზი ხედია! ღირს მანდ ასვლა ამ ხედის გამო smile.gif
_NOSTRA_
საერთო ჯამში კარგი ლაშქრობა იყო თუმცა არც მე ვარ მარშრუტით დიდად კმაყოფილი
marita
მე მომეწონა ეს ლაშქრობა, განსაკუთრებით მეორე ნაწილი - უკან დაბრუნების პროცესი.
მხიბლავს გზა არეული და გზა დაკარგული რომ დავდივართ ტყეში. თან ყოველთვის ლიკას დიდი იმედი მაქვს ხოლმე, რომ სამშვიდობოს გამოგვიყვანსsmile.gif
მომხრე ვარ იმის, რომ თითოეული ლაშქრობა უფრო მეტი ექსტრემით იყოს დატვირთულიsmile.gif))
ზურა
მეც მომეწონა ლაშქრობა. smile.gif მეორე ნაწილზეც ვისიამოვნე. ბოლოსკენ გზის პირას ჩამოთლილ ადგილს რომ მივადექით ეგ იყო პიკი. thumbsup.gif და გზაზე გასვლა რომ გაგვიხდა სანატრელი.

მარშრუტი როგორც ასეთი ალბათ არც გამოვა მაქედან. გზის მეორე ნახევარს ვგულისხმობ უფრო.
შორეთელი
იმას კვალობაზე რომ თავიდანვე ეს მარშრუტი "აბა მოდი ვნახოთ რა გამოვა "-თი დაიგეგმა ,უნდა ითქვს რომ ამ ლაშქობამაც საერთო ჯამში თავისი წილი გამოცდილება შეგვძინა ,პატარა გამოცდაც მოგვიწყო და თავისებური კვალიც დატოვა .

ჩემი მეხსიერების ბარათზე კი კიდევ ერთი კადრით აღიბეჭდება- ბოდავის ხევის სათავესთან, მარცხენა ნაპირზე, სიმყუდროვეში მდგარი უკვე რესტავრირებული ფუძნარის ღვთისმშობლის( XII-XIII სს) გუმბათიანი ეკლესია თავისი სამი სულიერი სტუმართმოყვარე მასპინძლით
კიდევ რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია იყო ის რომ გზის მშენებლობასთან ერთად ამჟამად ეკლესიის მიმდებარედ არქეოლოგიური გათხრების სამუშაოები მიმდინარეობს ,როგორც მოვიძიე ისტორიულ ცნობებში აქამდე ბოდავი არქეოლოგიურად შეუსწავლელი იყო, ასე რომ ვინ იცის ჩვენი თაობა იმ საუუკუნეებიდან რა გზავნილის მოწმე გახდება smile.gif
Isengard
შაბათი დღე მშვენიერი დილა, მშვენიერი ამინდი.

ლაშქრობაში ვიყავით : ლიკა, მე ( მიშკა ), მარიტა, გიორგი, ზურა, ბარბარა, თაკო და გიო, აგრეთვე მარიტას სტუმარი, რომელმაც ძალიან კარგად იარა.
შევხვდით დიდუბის მეტროს ზედა მხარეს და პირველი მანქანა დავაწექით დუშეთისკენ, მეორე მანქანა ცოტა მოგვიანებით გამოვიდა. მე, მიშკამ როგორც კი მოვრჩით საქმეს დუშეთში წამოვედით ჟინვალისკენ ჩვენი ლაშქრობისთვის. უკვე თინეთის შესახვევიდან შევამჩნიეთ რომ რაღაც სამუშაოები ტარდებოდა გზაზე, რას არ ვვარაუდობდით biggrin.gif აღმოჩნდა რომ გზის რეაბილიტაციაზე მუშაობენ. გზა ჟინვალიდან ბოდავამდე იყო გრუნტის და ალაგ ალაგ უსწორმასწორო.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ჩავედით ბოდავში და მანქანები ერთ მსოახლესთან გავაჩერეთ, თავად კი დავიწყეთ მარიამწმინდის მთაზე ასვლა ..... ძალიან ცხელოდა და პირადად მე ოფლი წურწურიდ მდიოდა, ალაგ ალაგ ლამაზი გვირილები გვხდებოდა და მეც იდეაში გვირგვინი გავაკეთე.

გზა მალე შევიდა ულამაზეს ტყეში, ფერები იყო არაჩვეულებრივი და ვერტიკალის აღებაც ჩრდილში უფრო სასიამოვნო გახდა. ჩვენ არ გადავედით ბოდავის მთაზე და პირდაპირ დავაწექით მარიამწმინდის მთისკენ. გზად ასეთი უცნაური ნაქოხარი დაგხვდა.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

რუკაზე დაკვირვების შედეგად მივხვდით რომ ჩვენი გზა რაღაც ნამეტანი ჩრდილოეთისკენ მიდიოდა, არადა გვჭირდებოდა გზა აღმოსავლეთით. შევამნიეთ პატარა ბილიკი, ცოტა ავიარეთ და შევისვენეთ, თუმცა ეს ბილიკიც ბოლოს სულ სხვა მხარეს წავიდა და მოგვიწია ჩვენ გასვლა მინდორზე სადაც სავარაუდოდ ადრე გადიოდა გზა და ახლაკი ბალახი იყო ამოსლი და ალაგ ალაგ ეკლიანი ბუჩქებიც ამოსულა.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ულამაზესი ხედების მოლოდინში ვიყავით, ცოტა ხნის მერე დავადექით მდელოს რომლიდანაც უნაგირას მთა და ჟინვალის წყალსაცავის ულამაზესი ხედი გადაიშალა, აქედან მოჩანდა აგრეთვე ბაზალეთის ტბაც და დუშეთიც. გადავიწყვიტეთ ავსულიყავით ბოლომდე, რადგან ცოტაღა იყო დარჩენილი და იქიდან დავტკბებოდით ხედებით, მაგრამ სამწუხაროდ ხეები გაზრდილა იმ მინდორზე გარშემო და გადავწყვიტეთ ისევ ჩამოვსულიყავით ქვემოთ, საიდანაც უფრო კარგი ხედი იშლებოდა. ხედებით ტკბებოდა ხეზე მჯდომი პეპელაც.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Isengard
მალევე მოვძებნეთ მყუდრო ადგილი და ჩამოვჯექით, მე ჩემი საწვიმრით დამატებითი ჩრდილი შევქმენი რადგან მზე ძალიან გვაზვებოდა მე და ბარბარას. დრო ბლომად გვქონდა, გემრიელად მივირთვითმ მოვიმზადეთ ბუტერბროდები და შემდგომ მოგვეცა ცოტა წამოძინების შანსი. კარგად დავისვენეთ ვისიამოვნეთ და შემდგომ დავიწყეთ ალაგება.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

უკანა გზაზე ჩვენ უნდა ჩავსულიყავით ფუნძნარში, გვენახა რესტავრირებული ეკლესია და დავბრუნებულიყავით გზით ბოდავში. გზა რომელიც რუკაზე იყო აღნიშნული უკვე დიდი ხანია აღარ არსებობდა და გვიწევდა ჯაგნარსა და ხშირ ტყეში სიარული. გზად ერთერთ მინდორზე დაგხვდა ეს ბეტონის მილიც. საიდან მოხვდა მე ვერ გავიგე, ალბათ დიდი ხნის დატოვეულია, რადგან ახლომახლო არც ბილიკი და არც გზა არ იყო. ნოსტრამ აქ კარგად დაისვენა როგორც ვატყობ, ამასობაში მე დაზვერვაზე ვიყავი წასული.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ლიკას გადაწყვეტილებით მივდიოდით პრდაპირ ტყეში და ჯიპიესის დახმარებთ ვიკვლევდით გზას. მალევე დავადექით ფუძნარის მიტოვებულ სოფელს, ტუმცა აქ მარტო ერთი სახლი ვნახეთ. ლამაზი ხედი იყო ამ სახლიდან და როგორც ჩანდა ზოგჯერ ამოდიოდნენ ამ სახში.

აქაც ცოტა შევისვენეთ, გადავიღეთ ფოტოები და დავიწყეთ დაშვება ცენტრალურ გზისკენ. ალაგ ალაგ გვესმოდა მომუშავე ტექნიკის ხმა, მარაგზა მაინც შორს იყო.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Isengard
ტყეში შესვენებისას შევამჩნიეთ ერთი ლამაზად მიჭიკჭიკე ჩიტი და დავიწყეთ გაჯავრება, ეს ჩიტიც აგყვა და ზოგ ჩვენ მელოდიას იმეორებდა. საინტერესო იყო მოსმენა biggrin.gif

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

თაკოს "Epic face palm"

დაღმართი არადა არ თავდებოდა, მერე დავადქით რაღაც ბილიკს რომელიც გადიოდა გზაზე .... მივდივართ, მივდივართ და უცებ გავდივართ გზაზე ..... , მაგრამმ გზა 6-7 მეტრით დაბლა იყო და მთელს სიგრძეზე იყო მოჩრილი კლდე, გზის გაფართოებისთვის. მოგვიწია უკან დაბრუნება და მოვლა. როგორც ინა გავედით გზაზე.
დიდი ხანია რ მოგვიწია სიარული და დავადექით ფუძნარის ეკლესიას. ეს ეკლესია მე არ მინახავს რესტავრირებული, მახსოვს როგორი შთამბეჭდავი იყო რომ ვნახე ეს ეკლესია რესტავრაციამდე. მომეწონა ნამუშევარი და რაც იყო გაკეთებული.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ეკლესიის დათვალიერების შემდგომ გამოგვეგებნენ ძაღლები. მე და მარიტა დავადექით გზას ბოდავამდე.

სულ მალე ჩამოიარა მანქანამ და მიგვიყვანა ბოდავამდე. ჩავჯექით ჩვენს მანქანებში, ავიყვანეთ ჩვენი ჯგუფი ფუნძნარში და დავადექით ჩვენს გზას თბილისისკენ.

გზად ჯგუფი დავიყავით, ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილიში, მეორემ კი გადავწყვიტეთ ბულაჩაურის რესტორანში ხინკლის საჭმელად შესვლა .... საჭმელი როგორც ამბობდნენ ძალიან გემრიელი იყო, ხინკალიც, მარა ყველაზე მეტად მოგვეწონა უზარმაზარი ხაჭაპური. ესიყო ჩვენი ლაშქრობის გემრიელი დასასრული.
Molashqre
ეს ჩემი ფოტოების ბმული
http://bin.ge/dl/183821/lika-dapat.rar.html

ეს მარიტას ფოტოები
https://drive.google.com/folderview?id=0Bwg...amp;usp=sharing
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.