დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 16.V მარიამჯვრის ნაკრძალი!
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2015 წელი
Molashqre
ჩამოვედით! ხედებმა გაამართლა! 16-ვე მოლაშქრემაც მშვენივრად იარა!

კარგად მოვილხინეთ, ძალიან სასიამოვნო იყო დაკარგულ ხალხთან ლაშქრობა. ლაშქრობის ბოლოს, სახინკლეშიც შევიარეთ და იქ გავაგრძელეთ ჩვენი ურთიერთობა smile.gif

მოკლედ კაი იყო smile.gif
ზურა
ნამდვილად. ძალიან ვისიამოვნე დღევანდელი ლაშქრობით. მადლობა ყველას. მშვენიერი შემადგენლობა იყო. smile.gif
PAINTER
კიდე მინდა ვერტიკალები biggrin.gif ნუ ამ შემადგენლობასთან ერთად თავისთავად))))))))))) ძალიან მაგარი იყო მოკლედ)))) ისეთი რო ყავაც მაკ ეხლა, ფილმიც, სიგარეტიც, მარა ვხვდები რო ისევ მანდ მინდა biggrin.gif
iato
ლაშქრობით, ხაზსს ვუსვამ ლაშქრობით ვისიამოვნე ძალიან მადლობა ლიკასა და მიშას და ყველა მძღოლს ყველას სახელით ვინც უსაფრთხოდ გვატარა smile.gif

სურატებს ზეგ დავდებ მე საყვარელო ადმაიანებო smile.gif ბევრი არაფერია ძირითადად ხედებია ვნახოთ ჯერ არც ჩამიყრია smile.gif))
LeKo
კარგი დღე იყო ნამდვილად (Y) საინტერესო ,,გასეირნება'' smile.gif

მადლობა კიდევ ერთხელ ;)
ზურა
ფბ-ზე დაიდება საერთო ალბომი მოლაშქრეს გვერდზე?
natia
კარგი გასვლა იყო ძან ნასიამოვნები დავრჩი და სასიამოვნო საზოგადოება smile.gif მადლობა ყველას :*
ქუაქანცალია
ყველანაირად სასიამოვნო გასვლა იყო ნამდვილად, მადლობა მოლაშქრე საზოგადოებას ამისთვის smile.gif
სურათებს როგორც კი გადავახარისხებ დავდებ.
marita
ნამდვილად სასიამოვნო გასვლა გამოგვივიდა. გაზაფხულის ბუნებით დავტკბი. კიდევ რაც მთავარია თითქმის ყველა მოლაშქრე ვნახე, ვინც მენატრებოდა. მე აღარ ვაპირებ გაჩერებას და იმედია ორი კვირის მერე ფშავში ისევ შევხვდებით ერთმანეთს. მიხარიხართ სუყველა
შორეთელი
ეს ლაშქრობა ჩემთვის ზამთრის და გაზაფხულის გომბორის შედარება უფრო იყო.რომ მკითხონ, ვერ გამოვარჩევ რომელიმეს ,ორივე სეზონზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა...
მიხარია რომ ძველი ლიკას თქმით "ვეტერანი" მოლაშქრეებიც გავიცანი ,მოკლედ ასე იყო თუ ისე იყო კარგი გუნდი შეიკრიბა smile.gif
ამ ჯერზე მარიამჯვრის ნაკრძალშიც შევედით და სოფლის თავზე შემომდგარი ეკლესიაც მოვინახულეთ.
ვისაც დაგაინტერესებთ დავდებ ამ ეკლესიის შესახებ მოძიებულ ინფორმაციას:
"სოფელ გიორგიწმინდის საეკლესიო კომპლექსს ქმნის მე-18 სკ-ის ბოლოს ივანე კევლიშვილის მიერ ,,კანჯარაანთ წყალთან” აშენებული ღვთისმშობლის ეკლესია და უფრო ადრინდელი დროის ორი ბურჯი, რომლებიც თავდაცვითი ნაგებობები იყო. ისინი მე-18 სკ-ის მეორე ნახევარშია აშენებული, ბურჯები ერთმანეთისაგან ოციოდე მეტრითაა დაშორებული და მათ შორისაა მოთავსებული ერთნავიანი ეკლესია, რომელიც ბაზილიკის ტიპისაა და ორი შესასვლელი აქვს_სამხრეთიდან და დასავლეთიდან.

როგორც წარსულიდან ირკვევა ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე აუგია ივანე კევლიშვილს 1800 წელს.

ძეგლი არის ღვთისმშობლის შობის სახელობის. ეს სახელი ეწოდა 1998 წლის 19 სექტემბერს, რესტავრაციის შემდგომ გახსნისას, რომელიც აკურთხა იმხნად საგარეჯო-გურჯაანის ეპისკოპოსმა მეუფე აბრაამმა.(გარმელია)

ამჟამად რესტავრირებული ძეგლი მოქმედია და ჰყავს მოძღვარი ბერი მამა გიორგი(პავლოვი)

ეკლესიის ჩრდილოეთის მხარის კედელში ჩაყოლებულია პატარა სარკმელი გისოსებით. აღმოსავლეთის კედელძე არის სარკმელი, რომლის ზემოთ ჯვარია გამოსახული კედელში. სახურავზე კი დამაგრებულია ლითონის დიდი ჯვარი.

ძეგლის ამშენებელი ივანე კევლიშვილი ყოფილა მღვდელი და საკუთარი სახსრებით აუგია ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე. იგი ჩასიძებული ყოფილა კანჯარაშვილების ოჯახში. გადმოცემა გვეუბნება, რომ ის უშვილო ყოფილა. გარდაცვალების შემდეგ დაუკრძალავთ ეკლესიის ეზოში.
ამჟამად რესტავრირებული ძეგლი შიგნიდან გაჯით არის გალესილი. იატაკი დაგებულია ტუფის ფილებით. ეკლესია მოუხატავია.

შენობას ჩუქურთმები არ აქვს. არის წარწერები სამხრეთის კარის თავზე, რომელიც მხედრულით არის შესრულებული და ასე იკიტხება:

,,ქ. მე კევლიშვილი ივანე ღ(ვ)

_ დელს ამიშენებია ესე ეკი_

_ ესეა ჩემისა ღვაწლით ჩვ_

_ ენის სულის საოხად. ქ.რ.უ.პ.

(ბოი)”.
ამ ეკლესიის მახლობლად იმყოფება მე-18 სკ-ის მეორე ნახევარში აშენებული ორი ბურჯი, რომლებიც თავდაცვითი ნაგებობები ყოფილა. ბურჯები ერთმანრთისაგან ოციოდე მეტრითაა დაშორებული და მათ შორისაა ეკლესია მოთავსებული.

ბურჯები ცილინდრული მოყვანილობისაა; დასავლეთის ბურჯი სფერული გუმბათითაა გადახურული. იგი სამსართულიანია, რომლის შესასვლელი მეორე სართულზეა ჩრდილოეთის მხარეს. აღმოსავლეთის ბურჯის შესასვლელი სამხრეთიდანაა, რაც აადვილებს ორივე ბურჯის ერთმანეთთან კავშირს. ორივე კოშკში მრავლადაა დატანებული სათოფურები. მეორე კოშკი ოთხ სართულ-

იანია. ამჟამად IV სართულის მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი.3. ამ ბურჯის შესავალ კარზე დადებულ უშველებელ ქვაზე, რომელიც ადრე საფლავის ქვა იყო, არის წარწერები. ქვის გარე პირზე ამშენებელს ასეთი წარწერა მოუთავსებია:

,, ქ. მფე: იკლ: კორჩაშმა: რმზ

_ჩმს; მე(_)

ბრძანებით: (კ) რბშ: სმ; გალავანი

გვკთე.”

წარწერა ქარაგმებით ასე გაშიფრა პროფესორმა პ. ზაქარაიამ.

,, ქ. მეფე ირაკლი (მეორის) კორჩიბაშმა

რამაზ, ჩემი მეფის ბრძანებით, კარებში (?) სამი

გალავანი გავაკეთე.”

გომბორის ქედიდან ყველამ შენიშნეთ ალბად პატარა თეთრი ეკლესია რომელიც კორაკზე სიმწვანეში იდგა, ის თეთრი წმინდა გიორგის ეკლესია ყოფილა,ერთერთი უძველესი გარე კახეთში.გადმოცემით იქ უწინ კოპალას კერპი მდგარა."ეკლესია ბაზილიკური, ერთნავიანი ტიპისაა, მოხატული არ არის. ამ ტიპის ეკლესიები აშენებულია VI-VII საუკუნეებში. ეკლესიაზე არცერთი ჩუქურთმა ან წარწერა არ არის შემორჩენილი, არ ვიცით რაიმე სიწმინდე თუ ინახება, როცა მთელ აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანობის განსამტკიცებლად დიდი იდეოლოგიური მუშაობა გაიშალა და გარეჯის უდაბნოში ერთ-ერთმა სირიელ მამათგანმა-მამა დავითმა საფუძველი ჩაუყარა დავით-გარეჯის უდაბნოს მონასტერს, მაშინდელმა ქართველმა მეფემ ფარსმან VI-მ (542-557 წ.წ) დავით-გარეჯის მონასტერს გარე-კახეთში შესწირა დიდძალი მამულები და ყმები. მაშინდელი გიორგიწმინდა დათვალი(საგარეჯო) დავით-გარეჯის საკუთრებათ გადაიქცა."
Isengard
მშვენიერი გასვლა იყო, წაძინებამ და ჩანჩქერებმა გაასწორა smile.gif)) ველოდები ფოტოებს მოუთმენლად
Molashqre
ციტატა(ზურა @ May 17 2015, 10:19 AM) *
ფბ-ზე დაიდება საერთო ალბომი მოლაშქრეს გვერდზე?


კი კი... ჯერ უნდა მოვაგროვო ფოტოები
გიო
მშვენიერი დღე იყო, მე უფრო მთის მდინარეები და ჩანჩქერებიანი მარშრუტები მიზიდავს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია გუშინდელი დღით მესიამოვნა. დიდი მადლობა ყველას.
matasi
ძალიან გამიხარდა ამდენი მონატრებული მოლაშქრე რომ ვნახე,მენატრებოდით და ხაზგასმით ავღნიშნავ რომ ლაშქრობაზე მეტად მონატრებულ ხალხთან ურთიერთობა მესიამოვნა ;)
_NOSTRA_
კარგი ლაშქრობა, იყო როგორც იქნა მზე გამოვიდა და ბუნება აყვავდა... სასიამოვნო იყო ძველი და ახალი მოლაშქრეების ნახვა
ქუაქანცალია
ჩემი სურათები:

https://drive.google.com/folderview?id=0Bwk...amp;usp=sharing
nino-ticha
მიხარია, ხალხნო და კიდევ ჯამაათნო, რომ მოხერხდა დიდი თავშეყრა, მართალია უჩემოდ, მაგრამ ნიჩიო,,, მეც მაინტერესებს თქვენი ფოტონი
ზურა
ქუაქანცალია, მაგარი ფოტოებია! good.gif
შორეთელი
ესეც ჩემი უობიექტივო Sony Ericsson Satio U1 სურათები smile.gif

https://www.dropbox.com/s/6yvph0iefoss6o3/1...rdzali.rar?dl=0
Molashqre
ვიწყებ რეპორტაჟის წერას...

მოკლედ ამ გასვლაში ვიყავით ბეევრი ხალხი წამოსული, სულ 16 კაცი: ბირთვი, ორი ახალი წევრი და ასევე დაკარგული ხალხი smile.gif მარიტა, მატასი, კობა, იათო, დათა მიქავა და ზურა smile.gif

წავედით სამი მანქანით. ჩავედით სოფელ გიორგიწმინდაში და გავაჩერეთ მანქანები ტრადიციულად იმ ადგილას, სადაც ორი თვის წინ დავაყენეთ. გავესაუბრეთ რეინჯერსაც და სანამ გავუდგებოდით გზას, ნაწილმა მოინახულა გიორგიწმინდის ღვთისმშობლის ეკლესია
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ კი ყველანი დავიძარით... მივადექით მდინარე ანთოკისწალს, რომელშიც მოჩუხჩუხებდა მდინარე განსხვავებით წინა ლაშქრობისგან
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
რომ მოვრჩით მდინარის გადაკვეთას, ცოტა ხანი ვიარეთ მის კალაპოტში და შემდგომ დავჯექით ბილიკზე და დავიწყეთ აღმართში სიარული...
დროდადრო ვისვენებდით...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

400 თუ 500 მეტრი ვერტიკალში აკრეფის მერე, მივადექით მწყემსების ქოხს...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

აქვე შევისვენეთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეტოვებინა ზურგჩანთები და ავსულიყავით უფრო მაღლა, რათა ქარაფები ახლოდან გვენახა, ხოლო მიშკა ამასობაში კი დაზვერავდა მარშრუტს და მოძებნიდა ნაკრძალში ჩასასვლელ გზას. დავაწექით აღმართს...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

რაც უფრო მაღლა ავდიოდით, მით უფრო ლამაზი ხედები იშლებოდა უკანაც და წინაც smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ქარაფებთან მისვლისას...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
კარგა ხანი დავყავით ზემოთ... გული რომ ვიჯერეთ ხედებით, დავეშვით ისევ ქოხებთან და მიშკას მიერ მოძებნილ ადგილას გემრიელად მივირთვით smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ უკვე დავეშვით დაბლა, ანუ შევედით მარიამჯვრის ნაკრძალში... ეს ნაკრძალი იმით არის ცნობილი რომ აქ იზრდება სოსნოვსკის ფიჭვი, რის გამოც ეს ადგილი გამოცხადდა ნაკრძალად... ამ სახეობის ფიჭვს, მთაში ყველგან წააწყდებით, მაგრამ ასეთ ადგილას, როგორიცაა კახეთი და თან საგარეჯოს მიდამო, უცნაურია მისი აქ არსებობა... გზის მაგივრობას გვიწევდა მდინარის კალაპოტი, სადაც სამ ხიდიანი მანქანების მიერ გაყვანილ ბილიკს მივყვებოდით...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გზად რამოდენიმე პატარა ჩანჩქერს წავაწყდით... აი ერთ-ერთი მათგანიც
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
აქ მოვაგროვებ ყველას მიერ გადაღებულ ფოტოების ბმულებს

ლევან მიქავა
https://drive.google.com/folderview?id=0Bwk...amp;usp=sharing

მირანდასი
https://www.dropbox.com/s/6yvph0iefoss6o3/1...rdzali.rar?dl=0

ზურა
https://drive.google.com/file/d/0B7OPjx2GQO...01uWGtRWms/view

იათოს ფოტოები მის კედელზე შეგიძლიათ იხილოთ ფაცეზე

ფაცეზე მოლაშქრეს გვერდი
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1...4059&type=1


ჩემი ფოტოები
http://bin.ge/dl/181976/Lika-dapataravebul.rar.html
Molashqre
აქ დავაგდებ მოგვიანებით ტრეკს და რუკას
nino-ticha
მმმმაგარია,,,დასანანია ჩემი პერსონის მანდ არ ყოფნა
matasi
მშვენიერია..რეპორტაჟში უფრო მომეწონა ბუნება ვიდრე გასვლის დროს smile.gif კარგი იყო ყველაფერი, კიდევ ავღნიშნავ რომ ეს დაკარგული ხალხი თუ უფრო ხშირ-ხშირად გამოჩნდება უფრო და უფრო კარგი იქნება,
პ.ს. რა ლამაზი სიტყვაა ეს "უფრო" smile.gif
TAMO
მეც უნდა ვყოფილიყავი აქ cry.gif
Tsero
ლამაზი ადგილებია, მომენატრეთ მოლაშქრეებო smile.gif იმედია სამომავლოდ face control აღარ იქნება )))))
Molashqre
ციტატა(Tsero @ May 20 2015, 05:23 PM) *
ლამაზი ადგილებია, მომენატრეთ მოლაშქრეებო smile.gif იმედია სამომავლოდ face control აღარ იქნება )))))


და ვინ სთქვა რომ ეგ არის?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.