დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 26.IV ღორი-ნამკალი
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2015 წელი
Molashqre
მოკლედ ჩამოვედით!

ესეიგი, ავედით არა ბილიკით, ანუ ავაჭერით პირდაპირ და ვიძრომიალეთ ისეთ ციცაბო აღმართბზე (თან თოვლიან და სველ), რომ ბოლოს ზემოდან, რო დავხედეთ შეგვეშინდა smile.gif

ჩამოვედით სხვა ბილიკით, შედარებით ნორმალურ....

ბოლოს ადგილობრივებისგან გავიგეთ, რომ საერთოდ მაგ მთის წვერამდე, თითქმის სამანქანა გზა ადის biggrin.gif

მთის წვერიდან კავკასიონის არაჩვეულებრივმა ხედმა გაასწორა! აფხაზეთიდან კახეთამდე მთლიანად მოჩანდა იგი!


თუ ფორუმი არ გათიშეს, რეპორტაჟს და ფოტოებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ!
Isengard
მაგარი ექსტრემალური გასვლა იყო, მომეწონა მიუხედავად იმისა რომ შეუძლოდ გავხდი და ახლაც სიცხიანი ვწევარ ლოგინში. ხედები ფანტასტიური და ტბა მაგრა მომეწონა, სიამოვნებით წავიდოდი სათევზაოდ, კიდევ გამაკვირვა კაშკაშა მწვანე ბაყაყმა, ასეთი არ მინახავს ჯერ ბუნებაში.
Molashqre
ვიყავით ამ ლაშქრობაში წასული 7 ადამიანი: მე, ბარბარა, თამო, ნათია, მიშკა, ნოსტრა და თორნიკე.

როგორც კი ტაქსმა ჩამოგვსვა, გადავიარეთ ვიწრო ხიდი და ავღმოჩნდით მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. ავხედეთ ღორი-ნამკალის წვერს და შევუდექით აღმართს. ცოტა ვერტიკალი რომ ავკრიფეთ, უკან გადაგვეჭიმა კავკასიონის ქედი. რა თქმა უნდა ვერ შევიკავეთ თავი და გადავიღეთ ფოტოები მის ფონზედ. smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შევისვენეთ მიტოვებულ სოფელ კოდისწაროში და შემდეგ ცოტა ხანში უკვე ტბას მივადექით..
Molashqre
კოდისწაროს ტბა როგორც მეთვზეებისგან გავიგეთ შესყიდული ყოფილა ადგილობრვისი მიერ. ტბა მარაგდებოდა ხელოვნურად შემოყვანილი ღელეთი. ირგლივ ნაგვის ნატამალიც არ იყო. რამოდენიმე ადამიანი თევზაობდა მეორე ნაპირას. ცოტა ხანში თევზაობა აქ ფასიანი გახდებაო, გვითხრეს მეთევზეებმა. ტბა ჩავარდნილ ადგილას მდებარეობს და მას სამი მხრიდან წიწვოვანი და ფოთლოვანი მთები აკრავს. წყნარი და მყუდრო ადგილი ჩანდა. ტბაში კარასი ბუდობს. ვნახოთ რად იქცევა ეს ადგილი სამომავლოდ.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

აქვე პატარა ეკლესიაც დავინახეთ. მოხატვა მისი ახლა მიმდინარეობდა:
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
გავაგრძელეთ ჩვენი გზა. ჯი-პი-ესი როგორც მიჩვენებდა უნდა გადაგვეკვეთა ღელე და მარჯვნივ უნდა აგვეხვია. არა და ნორმალური ბილიკი არსად არ ჩნდა გარდა სამხრეთისკენ მიმავალისა. გადავწყვიტეთ ავყოლოდით ამ ბილიკს. გადავკვეთტ ღელე და ავუყევით მეტყევეების მიერ გაკეთბულ ბილიკს.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ცოტა ხანში ბილიკი შეწყდა და პლუს ძალიან ციცაბო აღმართად იქცა ფერდობი. შევისვენეთ და მაინც გავაგრძელეთ გზა. ციცაბოს თავი დაანებე და ქვებით დაფარული ზედაპირი, არასაიმედო გახდა. ხეების წვრილი ტოტების დახმარებით გვიწევდა ვერტიკალის ნელა-ნელა აკრეფა. სულ ზემოთ თოვლმა გაგვირთულა საქმე. უფრო სრიალა გახდა ზედაპირი. დიდი ჯაფა და ენერგია დავხარჯეთ ამ ვერტიკალის აკრეფაზე.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ერთი ის იყო კარგი, რომ რაც უფრო მაღლა ავდიოდით მით უფრო ლამაზი ხედი იშლებოდა ჩვენს ქვემოთ.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ბოლოს როგორც იქნა ავფოფხდით პატარა სწორ ადგილას, რომელიც თოვლით იყო დაფარული და ცოტაც წავიგუნდავეთ და თოვლის პაპებიც გააკეთს ბიჭებმა smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ამ ადგილას უკვე შევნიშნეთ სხვა ბილიკი, რომლითაც წვერიდან ჩამოსვლისას გადავწყვიტეთ რომ ჩვალთ. ხოლო, ჩვენ კი გავაგრძელეთ გზა, სადაც უკვე ბილიკს მივყვებოდით. თოვლის საფარმა იმატა. იქიდან გამომდინარე რომ იგი იყო სველი, ძალიან გვისრიალებდა ფეხები და აქაც არა ნაკელბი ჯაფა დავხარჯეთ.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მოსწორებულ მინდორში კიდევ ერთი შესვენება გავაკეთეთ.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
შესვენების შემდეგ 20 წუთში კი უკვე აღვმოჩნდით ღორის-ნამკალის წვერზედ smile.gif ნუ რა ხედები გადაიჭიმა ჩვენს წინ, ამას ამ ფოტოებიდან თავად ნახავთ.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

არასდროს არ მინახავს კავკასიონი ასე მკაფიოდ და სრულყოფილად. აფხაზეთიდან კახეთამდე მოჩანდა იგი.

თეთნულდი, ჯანღა, შხარა, დიხთაუ... იალბუზი და უშბა
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
გული რომ ვიჯერეთ ხედებით, ვეცით საჭმელს smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

საათზე მეტი დავყავით ღორის-ნამკალის წვერზედ. შემდეგ უკვე დავიწყეთ დაშვება.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
შემდეგ დავჯექით იმ ბილიკზე რომელიც გზად შევნიშნეთ. ეს ბილიკი მიტოვებული ბილიკისწ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ რა შედარება იყო იმასთან რაც ჩვენ გამოვიარეთ. საწყისს წერტილამდე მისვლას ორ საათზე მეტი დაგვჭირდა. გზად აი ეს ხედები გადავიღეთ:
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ტაქსის მძღოლი გველოდებოდა უკვე მტკვართან, რომლისგანაც გავიგეთ, რომ ღორი-ნამკალზე ასასვლელი სამანქანო გზა არსებობსო biggrin.gif
ჩვენ აბსოლუტურად არ ვინანეთ იმ გზით რაც ავედით, რადგან ხომ ვეღარ ვნახავდით იმ ხედებს მაგ ფერდობიდან.
Molashqre
ეს ჩემი ფოტოები
http://bin.ge/dl/178212/Lika-dapata.rar.html

მიშკას ფოტოები
http://bin.ge/dl/178231/Mishka.rar.html

თამოს ფოტოები
http://bin.ge/dl/178232/Tamo-dapat.rar.html
_NOSTRA_
რთული და კარგი ლაშქრობა იყო, ბევრი აღმართებით და თოვლით. ხედები კარგი იყო, ამინდმაც შეგვიწყო ხელი smile.gif thumbsup.gif
marita
რა მაგარ ადგილას ყოფილხართ. მომინდა და მომენატრეთ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.