დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 11.IV გვირგვინას მთა
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2015 წელი
Molashqre
ჩამოვედით!

ლაშქრობა რთული გამოდგა, რადგან სიმაღლეში ავკრიფეთ 1100მ და თოვლში თანაც... ბევრი ენერგია წავერთვა ამისდაგამო sad.gif

ამინდი იყო ასეთი: ხანდახან თოვდა წაღვერისკენ და მოღრუბლული იყო... ზემოთ უკვე ნისლში მოვექეცით... ტალახი ისე რა...

ვინც საქმის კურში არააა... ერთმა ადამიანმა პირადად მე დამპატიჟა ლაშქრობაში და მთხოვა წამომეყვანა კიდევ რამოდენიმე კაცი... მეც შევატყობინე ეს ამბავი რამოდენიმე მოლაშქრეს... ჩვენს გარდა ამ გასვლაში იყო კიდევ 7 უცხოელი...

მეზარება ახლა კიდე წერა... რეპორტაჟში დავპოსტავ დეტალებს....
Tsero
1100 მეტრის მერე კიდე წერის თავი თუ გაქვს მალადეც ძმაო biggrin.gif
კუკუნა
მომეწონა გასვლა . 10 ბალიანი სისტემით 7 ქულას დავწერდი. ლამაზი იყო დათოვლილი ტყე და ნისლი. მაგრამ ხედების ნახვაში ხელი შგვიშლა. იგივე გზით დაბრუნება ცოტა ერთფეროვანი იყო. მაგრამ მაინც კმაყოფილი დავრჩი.
შორეთელი
ქრისტე აღსდგა !
მოლაშქრეებო დგევანდელი დღის მადლი გფარავდეთ და შეგეწიოთ!
გუშინდელ გასვლას საერთო ჯამში დადებითად შევაფასებ, საინტერსო ჯგუფი შევიკრიბეთ ინტერნაციონალური smile.gif ამინდიც მრავალფეროვანი გვქონდა cvima.gif თოვლი ****
ერთი ვიცი,ეს დღე გონებაში ნისლში გახვეული მისტიური ტყით ჩაიბეჭდება .ულამაზესი იყო გამოკვეთილი მაღალი წიწვოვანი ხეების ფიგურები ნისლში....
მართალია დამღლელი აღმართის შემდეგ ხედების ნახვის მოლოდინი მქონდა და არ გაგვიმართლა, მაგრამ თოვლში სრიალით მაინც ვიხალისეთ good.gif
Isengard
არ წარმოვიდგენდი რომ თოვლში ისევ გვექნებოდა გასვლა, ასეთი ლამაზი გასვლა მე ამ ზამთრის სეზონზე არ მქონია და აი გაზაფხულზე მოხდა. ტყე ულამაზესი და მისტიური იყო. კმაყოფილი დავრჩი და შევაფასებ ამ გასვლას 10 დან 8 ქულა, მწვერვალზე უამინდობის გამო. ისე ვფიქრობ გვიან გაზაფხულზე ულამაზესი იქნება ეს მარშრუტი.
Molashqre
მოკლედ დავწერ რეპორტაჟს.

ერთ-ერთი ადამიანი, იუჯინი (ავსტრიელია), რომელიც ადრე იყო ჩვენს გასვლაზე მთა თორტიზაზე, დამიკავშირდა და მთხოვა შემეკრიბა რამოდენიმე ადამიანი მთა გვირგვინაზე წასასვლელად უფასოდ (როგორც თორტიზაზე იყო). თავის მხრივაც მან მოაგვარა ორგანიზაციული საკითხები და ასევე შეკრიბა ხალხი, რომლებიც იყვნენ უცხოელი სტუდენტები გერმანიიდან, ესტონეთიდან, სომხეთიდან, სერბიიდან და რავი კიდე. მოვგროვდით სულ 14 ადამიანი. 7 ჩვენ და 7 ისინი.

ლაშქრობა გველოდა საკმაოდ რთული, რადგან ასაკრეფი გვქონდა 1100 მეტრი ვერტიკალში თოვლში და ტალახში. ამინდი თავიდან უნალექო იყო, მაგრამ მოღრუბლული.

მარშუტკამ მიგვიყვანა სოფელ ტიმოთესუბანში, საიდანაც დაიწყო ჩვენი ლაშქრობა. სადღაც 2.5 კმ ტალახიან გრუნტის გზაზე ვიარეთ. გზად, ხეებზე და ქვებზე გვხდებოდა ყვითელი ფერის მარკირების ნიშნულები. ეს მარშრუტი, როგორც დანარჩენი 5 მარშრუტი წაღვერის მიდამოებში, მარკირებულია შვეიცარიული სისტემით. ორ ადგილას შეგხვდა სანიშნე დაფები წარწერებით. სამწუხაროდ რამოდენიმე დაფა მოტეხილი დაგხვდა sad.gif

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ამ 2.5 კმ-ის გრუნტიანი გზის გავლის შემდეგ ავუხვიეთ მარჯნივ. აქედან გველოდა მხოლოდ აღმართები. ვინაიდან იუჯინი სწრაფად მიაქანებდა, მე შევთვაზე, რომ თვითონ თავისი სტუდენტებით წინ წასულიყო, ხოლო ჩვენ უკან გამოვყვებოდით. გზას არ ავცდებოდით არცერთი, რადგან ყველაგან მარკირების ნიშნები იყო დასმული.

ამის მერე მე და ჩემებმა, ანუ ჩვენ მოლაშქრეებმა, განვაგრძეთ გზა ჩვენს გემოზე. რაც უფრო მაღლა ავდიოდით, მით უფრო გვეპარებოდა თოვლიანი ხეები გზად.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
მივადექით მიტოვებულ და დანგრეულ ქოხებს. თოვლის საფარის ფონზე, ეს მორყეული ქოხები მისტიურად გამოიყურებოდნენ.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ჩავუარეთ ამ ქოხებს გვერდზე და განვაგრძეთ გზა. აღმართი ახლა უფრო ციცაბო გახდა და უფრო ტალახიანი sad.gif ამ აღმართობისას, უცბად მირეკავს იუჯინი და მეუბნება ჩვენ მივედით ქოხამდეო. ძალიან გამიკვირდა ეგ ამბავი, რადგან ქოხებს ჩვენ 15 წუთის წინ ჩაუარეთ და კაცი შვილი არ იყო იქ. ნუთუ ჩამოგვრჩენენ? მაგრამ რანაირად? როგორ გადავასწარით მათ შეჩეხების გარეშე? არ ვიციო მიპასუხა იუჯინმა, მაგრამ ჩვენ ამ ქოხში 20-30 წუთი გავჩერდებითო. დავეჭვდი. გადავრეკე ერთ ადამიანთან (ზვიადისთან), რომლის თაოსნობითც მოხდა ამ წაღვერის ბილიკების მარკირება და დავეკითხე, კიდევ სხვა ქოხები ხომ არ არის მეთქი ამ მარშრუტზე, რაზეც ზვიადიმ დამიდასტურა, კი არისო. ცოტა მაღლა კიდევ ერთი ქოხიაო. ახლა ყველაფერი გასაგები იყო smile.gif

18 წუთში მივადექით მაგ ქოხს, მაგრამ შიგნით არავინ არ იყო unsure.gif როგორც მოგვიანებით გავიგე სტუდენტებისგან, იუჯინს, არიქა გვასწრებენო ქართველებიო და აუყრია ეს ბავშვები და გაუგრძელებიათ გზა smile.gif მაგ კაცის ტვინში ჩამახედა რა biggrin.gif

ამ ქოხის მერე გზა საკმაოდ გართულდა. თოვლის საფარმა იმატა და ადგილ-ადგილ ვეფლობოდით შიგ sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
დავიღალეთ unsure.gif მე ჩემი ჩანთა მიშკამ გამომართვა, შემდეგ ივერიმ...

ვისვენებთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

უცბად შორიდან შევნიშნეთ, რომ ნელ-ნელი მოძრაობით ზემოდან ეშვება ერთ-ერთი სტუდენტთაგანი... მისრიალებსო ბოტასებიო ძალიანო და უკან ვბრუნდებიო... მსწრაფლ მიშკამ ამოიღო ჩანთიდან წინდები და მიაწოდა ვაჰეს. ავუხსენით ვაჰეს რომ ბოტასების ზემოდან უნდა ჩაეცვა ეს წინდები, რასაც თავიდან კარგად ვერ მიხვდა, მერე გაუკვირდა და როცა ჩაიცვა, გაუსწორდა აღარ მისრიალებსო smile.gif. იქვე ბიჭებმა ჯოხიც მოუძებნეს და ახლა უკვე 8-ვემ განვაგრძეთ გზა წინ.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გავედით ტიტლიკანა ადგილას. ნისლის გამო მარკირების ნიშნები აღარ ჩანდა. შორიდან იუჯინმა, რომელიც კლდეზე იდგა სტუდენტებთან ერთად, დაგვიძახა აქეთ ამოდითო.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
რომ ავედით, იუჯინმა მითხრა, რომ მარკირების ნიშნები ვერ ვიპოვეთო, ამ ნისლში არაფერი არ ჩანსო და უკან უნდა დავბრუნდეთო. რას ჰქვია უკან უნდა დავბრუნდეთ მეთქი?! რაღა დარჩა და რატო არ უნდა ავიდეთ მეთქი?! მოკლედ დავიყოლიე. მიშკა რუკით წინ გავუშვი და გავყევით დანარჩენები უკან. მოგვიწია კლდიდან ისევ ჩამოსვლა და მოვლა.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

და 15 წუთში უკვე მწვერვალზე ვიყავით! smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ერთი სამწუხარო მომენტი ის იყო, რომ, აქაც, მთის წვერზე, ნიშნულის დაფა მოტეხილი დაგხვდა sad.gif
Molashqre
სამწუხაროდ არაფერი არ ჩანდა გვირგვინას მწვერიდან, მაგრამ მაინც სასიხარულო იყო, რომ ასეთი სირთულეების მერე, მაინც ავედით ბოლომდე smile.gif

უკან დაშვება უფრო სწრაფი ტემპით, მაგრამ ხშირი დაბრეხვებების თანხლებით ხდებოდა smile.gif

რომ ჩავდით ქოხამდე, ყველანი შიგ შეველაგეთ და წავიმხესეთ ერთობლივად. ყველას მოგვეწონა მირანდას ღვინო და ანტის კონიაკი. ვისაუბრეთ, ვიცინეთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ნახევარი საათის შემდეგ კი ისევ დავიწყეთ დაშვება. დანგრეულ ქოხებთან ერთობლივი ფოტო გადავიღეთ ვიღაც უჟმურ მონადირესთან.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

სიმაღლის დაგდებასთან ერთად, თოვლი ტალახით შეიცვალა და ნისლი ნელ-ნელა გაქრა.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ბოლოს როგორც იქნა ჩავაღწიეთ გრუნტის გზამდე, სადაც სულ მალე მარშუტკამდეც მივედით. ყველანი ვიყავით კმაყოფილები და ტალახიანები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

არ ვიცი, პირადად მე როდის გავილაშქრებ ამ ადგილებში, მაგრამ გვირგვინას მთიდან სხვა ჩამოსასვლელი გზების დაზვერვა კი მინდა. სავარაუდოდ ეს ზაფხულში იქნება. უბრალოდ პრობლემა აქ არის ტრანსპორტის საკითხი. სარეისოს ვერ მოუსწრებს კაცი ერთ დღეში, ამიტომ ორ დღიანზე თუ მოხერხდება მაი ამბავის გამოძიება.

აქვე ვაგდებ რუკას და ჩვენს მიერ გავლილ ტრეკს.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ესეც გუგლის ტრეკი: დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ვინს მოინდომებთ ამ ბილიკებზე გალაშქრებას, შეგიძლიათ წაღვერის ტურისტულ ცენტრს დაუკავშირდეთ და ისინი ბუკლეტებს გადმოგცემენ, სადაც ძალიან კარგად არის ნაჩვენები ბილიკის ტრეკი.
Molashqre
ეს ჩემს მიერ გადაღებული ფოტოები

http://bin.ge/dl/175348/lika-pat.rar.html

ეს ტიმოტის რამდენიმე ფოტო

https://www.facebook.com/timo.auvinen.3?fref=ts

დანარჩენების არ ვიცი...
giorgifu
2
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.