დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 8.III მარიამჯვრის ნაკრძალის გარშემო
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2015 წელი
Molashqre
მოკლედ ჩამოვდით!

ისე მოხდა, რომ მარიამჯვრის ნაკრძალში შესვლა არ მოვინდომეთ და მის თავზე მოვექეცით, რაც ნამდვილად ღირდა!

მაგრამ თოვლი და ქვემო სარტყელში წვიმა არ გვაკლდა smile.gif ტალახი კი ყელში გვქონდა ამოსული! smile.gif

ტალახმა და ალაგ-ალაგ დიდმა თოვლა საკმაოდ გაართულა ლაშქრობა.

მოკლედ 10 ბალიანი სისიტემიდან, მე ამ გასვლას 7 ბალს მივცემდი და ხო, შემდგომში ანუ აპრილში კიდევ გავქუსლავთ აქ! smile.gif
კუკუნა
ათ ბალიანი სისტემით მეც შვიდს დავწერ. რაც შეეხება ლაშქრობას არ იყო ცუდი სასიამოვნოდ დავიღალე. თოვლმა მაგრად გამისწორა. წვიმაც მშვენიერი იყო. ერთადერთი ტალახმა ამოგვიღო სული. მაგრამ მაინც კარგი იყო :დ
erekle eko
ნისლების შემოტევა იყო ყველაზე მაგარი და თოვლი კიდევ! 7/10 მეცა. ველი მეორე გალაშქრებას!
Isengard
მე ამ გასვლას ვანიჭებ 5 ბალს. ეს მარშუტი განსაკუთრებით ლამაზი იქნება გვიანი გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში, მარა არა ამ პერიოდისთვის. ერთადერთი კლდეებმა მომხიბლეს ძალიან და ნისლის შემოტევამ.
Molashqre
მირანდას შთაბეჭდილებას აღარ დაველოდები და ვიწყებ რეპორტაჟის წერას

მოკლედ 6 ადამიანი მიშკა, ერეკლე, ივერი, მირანდა, ანტი და მე, ანტის მანქანით გავეშურეთ საგარეჯოსკენ. მანქანა გავაჩერეთ სოფელ გიორგიწმინდაში და მზადების პროცესში ვიყავით, როცა ადგილობრივმა რომელიც მარიამჯვრის ნაკრძალის რეინჯერი აღმოჩნდა, გამოკითხვა დაგვიწყო თუ საით გაგიწევიათო. მან აგვიხსნა რომ ნაკრძალს ყურადღებას აქცევენო, შიგ ფოტო ხაფანგებიც არისო და შემდეგში წინასწარ დაგვირეკეთ, რათა გაგიძღვეთო. გამიხარდა, რომ ნაკრძალს ყურადღება მიექცა smile.gif

ქარი ოდნავ უბერავდა და ნახევრად მოღრუბლული იყო. მივდიოდით შიგ დამშრალ მდინარის ხევში.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ უკვე მთაზე დავიწყეთ ასვლა. სამხრეთით მოჩნდა გარეჯის უდაბნო და სომხეთის კავკასიონი.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ქარი ჩადგა. მზე ღრუბლებში დაიმალა, თუმცა ალაგ-ალაგ მოჩანდა ცისფერი ცა მაინც... უცნაურად დაისადგურა სიჩუმემ. ეს მე არ მომეწონა.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

კარგად მივდიოდით და მალევე ქოხებიც დავინახეთ შორიდან
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ქოხებთან რომ მივედით, ასეთი სურათი დაგხვდა.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
სიჩუმე იდგა გარშემო. არც კაციშვილი და არც ძაღლი შვილი ჩანდა. აქ ჯგუფს მე განუმარტე ორი ვარიანტი ლაშქრობის გაგრძელებისა: ამ ქოხებიდან დავეშვებოდით დაბლა და შევიდოდით მარიამჯვარის ნაკრძალში ან გავაგრძელებდით გზას ისევ აღმა და ქიმზე სიარულ-სიარულით სხვა მხრიდან ჩავიდოდით დაბლა. ეს ბოლო ვარიანტი, საკმაოდ გრძელი მარშრუტი გამოდიოდა. დრო იყო 12:00. გადავწყვიტეთ მეორე ვარიანტი.

მაშ, დავიძარით
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შორიდან ეს ნაშალი დავინახეთ
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ახლოდან კი ასე გამოიყურებოდა smile.gif ძალიან ლამაზი იყო...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
შორეთელი
კახეთისკენ მიმავალს შორიდან ყოველთვის მხიბლავდა ცივგომბორის ქედი.საინტერესო იყო ჩემთვის მის ზედა სარტყელზე მოქცევა .ზღვის დონიდან 1750 მეტრიდან ბევრად შთამბეჭდავი იყო გარე კახეთის ხედები.თავისებურ სილამაზეს ქმნის და დაგაფიქრებს ნისლში გამოკვეთილი გეომეტრიული მართკუთხა ფიგურებით დანაწევრებული ველები, მდინარე ივრის წყლით მორწყული ვენახები, ყანები და მთელს ზეგანზე გადაშლილი საძოვრები.
მართალია მარიამჯვრის ნაკრძალში ვერ მოვხვდით უფრო რთული გზა ავირჩიეთ და გვერდი ავუარეთ, თუმცა მეორეს მხრივ იმას ვერ ვნახავდით რაც ამ სეზონისთვის უფრო მრავალფეროვანი და სანახაობრივი იყო(თოვლში ნაფეხურების დატოვება,ნისლში დამალული გავლილი თუ გასავლელი ბილიკები, დატკეპნილი უსიცოცხლო ხმელი ფოთლების კომპოზიციები თოვლზე და თვალწარმტაცი ხედები რომლებიც სრულ წარმოდგენას გიქმნიან იმ მხარეზე სადაც იმყოფები. ასე რომ... ვფიქრობ თუ კი კიდევ მოვხვდები ცივგომბორის ქედის სამხრეთით იქაურობისთვის უკვე გვიან გაზაფხულზე სულ სხვა ელფერი ექნება ახლად აყლორტილ მწვანეში ჩაფლულ მარიამჯვრის ნაკრძალს.
რაც შეეხება 10 ბალიან შეფასებას ეგ უჩემოდ გააკეთეთ, ქულებით შეფასებას სკოლიდან მოყოლებული უარყოფითად აღვიქვამ *–*
დანარჩენს ლიკას და ერეკლეს ფოტოებიდან შევიტყობთ smile.gif
Molashqre
თოვა უფრო გაძლიერდა. ქედი კი იყო თოვლით დაფარული, მაგრამ ალაგ-ალაგ პატარა ტალახი მაინც იყო...

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ბოლოს შევედი როგორც იქნა ტყიურ ზონაში, სადაც ვეებერთელა ტალახი დაგხვდა sad.gif თოვლი წვიმად იქცა და უფრო დაამძიმა ჩვენი ვითარება.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
შეძლებისდაგვარად საცხა ფოთლებში მოვსხედით და ვჭამეთ... ბოდიში ცუდი ფოტოსთვინ smile.gif

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ გზა უკვე ნაკლებად ტალახიანად იქცა, თუმცა მომაბეზრებელი იყო... სადღც საათნახევარში უკვე ჩვენს მანქანასთან ვიყავით. კარგად ჩამოვიბანეთ წყაროსთან ტალახები და ისე დავსხედით მანქანაში. ის ადგილობრივი რეინჯერი კი გვეპატიჟებოდა სახლში, მაგრამ ჩვენ ვიუარეთ.

გადავწყვიტეთ, გვიან გაზაფხულზე, როცა ხასხასა მწვანე ფერებით დაიფარება მინდორი ზემოთ, მაში9ნ გავწიოთ მარიამჯვრის ნაკრძალში და რა თქმა უნდა მის თვზეც მოვექცეთ. smile.gif
Molashqre
ეს ჩემი ფოტოებია

http://bin.ge/dl/169212/dapataravebuli.rar.html

ველოდები ერეკლისას...
შორეთელი
ესეც ჩემი მწირი ფოტოები :

https://www.dropbox.com/s/2fvyzd67oqpw37y/C...3.2015.rar?dl=0
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.