დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 22.II ნავდარაანთკარი-საგურამოს ქედი-გლდანი!
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2015 წელი
erekle eko
ჩამოვედით ყველანი დაღლილები და თოვლში ამოგანგლულები. ლაშქრობა იყო მშვენიერი, ჭირხლით, სამარისებური სიჩუმით(მონადირეებს თუ არ ჩავთვლით) და ზოგ მონაკვეთში 80სმ-იანი სისქის თოვლით(მეტი თუ არა). რეპორტაჟს და ფოტოებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ ^_^.
Molashqre
ხო, გვარიანად ამოვილუნგლეთ ჯერ თოვლში და მერე ტალახში biggrin.gif

პრაქტიკულად გვათოვდა თითქმის მთელი ლაშქრობა. ნუ თოვლმა ხო არაქათი გაგვაძრო. თხილამურები მარტო მე გამოვიყენე.

მშენებარე მონასტერიც მოვინახულეთ, რომელიც ლამის ქიმთან მდებარეობს.

მოკლედ კარგი იყო smile.gif
Molashqre
მოკლედ მოგითხრობთ რეპორტაჟს, ვინაიდან ცოტა ფოტო გადავიღეთ მე და ერეკლემ...

გადმოვედით რა სოფელი ნავდარაანთკარის შესასვლელთან, გავწიეთ ეგრევე მთისკენ... თავიდან სამანქანო გზას მივყვებოდით და გზად აი ეს ფოტოები გადავიღეთ მე და ერეკლემ
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ გზამ შეგვიყვანა ხეობაში და შეწყდა... მოგვიწია ბილიკის გარეშე გზის გაგნება და მალევე გზაზე დავჯექით, რომელმაც მოგვაქცია იმ ფერდობზე, რომელზეც გვინდოდა... ეს გზაც დაიკარგა smile.gif ცოტა სიარული შემდეგ ისევ დავაჯექით ბილიკს, რომელიც უკვე ჩვენი სასურველი ქედის ქიმზე გადიოდა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
არემარე თოვლით იყო დაფარული... ტრადიციულად ჭირხლიც მივირთვით smile.gif რაც უფრო მაღლა ავდიოდით, მით უფრო იდარებდა... თოვლი არ იყო ღრმა, ნახევარი მეტრი...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

უკვე მთავარი ქედის შეერთებასთან თოვლის საფარმა მეტრამდე მიაღწია და მე თხილამურები ჩAვიცვი...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ქიმზე რომ მოვექეცით დავინახეთ კავკასიონი, მაგრამ ფოტოს გადაღება ვერ შევძელით, რადგან ხის ტოტები გვიშლიდა... წინ აგვეტუზა მაღალი მთა, რომლის მოვლაც გვერდიდან გადავწყვიტეთ... მომიწია თხილამურების გახდა, ვინაიდან ფერდობზე ასეთი თხილამურებით სიარული რთულია... შორიდან შევამჩნიეთ შენობა, რომელიც ვიფიქრეთ, რომ თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობა ხომ არ არის თქო... არც ერთ რუკაზე ეგ შენობა დატანებული არააა, მარტო გუგლ ერზში ჩAნს...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
შორს იყო ეს შენობა, მაგრამ სამაგიეროდ ასპროცენტიანად ვიცოდი, რომ ამ შენობიდან კარგი გზა ჩადიოდა ტრასამდე... დავიწყეთ მოძრაობა მისკენ... თოვლი არ იყო ფერდობებზე დიდი, მაგრამ იყო სველი და წამდაუწუმ გვისრიალებდა ფეხი და ვეცემოდით sad.gif ბოლოს როგორც იქნა მივაღწიეთ შენობას და აი რა აღმოჩნდა სინამდვილეში იგი თურმე
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

არ ვიცი რა ჰქვია ამ მონასტერს, მაგრამ შევეცდები გავიგო...

აქვე მზეში ვისადილეთ და შემდეგ დავეშვით დაბლა... 2 საათში, არც კი, უკვე ტრასაზე ვიყავით. იქიდან კი სოფელი გლდანის გავლით მივედით ავტობუსების გაჩერებამდე და აქედან დავბრუნდით თბილისში...

ლაშქრობა გამოვიდა რთული, რადგან თოვლმა არაქათი გაგვაძრო... ვფიქრობ ზაფხულში იგი ასევე საინტერესო იქნება smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.