დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 15.II კოჯრის ჩანჩქერი
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2015 წელი
Molashqre
ჩამოვედით კაი ხანია. თბილისში უკვე 5-ზე ვიყავით!

ეს იყო უმარტივესი ლაშქრობა. თოვლი იყო, მაგრამ არ ყინავდა. პატარა ისტორია გადაგხვდა კავკასიურ ნაგაზებთან.

ვნახეთ მაღალი ჩანჩქერი. და დღის ფინალი იყო მიშკას მიერ გაკეთებული ვებერთლეა ძუძუებიანი თოვლის პაპა smile.gif
mika
მე ძაან მიხარია რომ წამოვედი, გავიცანი საინტრესო ადამინანები დროც მშვენივრად გავატარეთ. ძაღლების კი ცოტა შემეშინდა მაშინ დასაწყისში ტყიდან რომ გამოცვივდნენ.
დიდი მადლობა ლიკას
_NOSTRA_
გთავაზობთ ამონარიდს ჩემი დღიურიდან:

"... 7 ადამიანი შევიკრიბეთ და წავედით კოჯრისკენ. მარშრუტი მარტივი იყო. თოვლი იდო, ცა მოწმენდილი იყო. გავიარეთ მეცხვარე ძაღლების მონაკვეთი, შემდეგ ჩანჩქერს გადავხედეთ და ცოტა სიარულის შემდეგ გავჩერდით სასადილოდ. მიშკამ კოცონი აანთო, ჩვენ კი სუფრას ვალაგებდით.

ხეებზე ჯერ კიდევ შემორჩენლი იყო მოყინული წყლის წვეთები რომლებიც შემდეგ მზის სხივებმა გაათბო და წვიმად მოგვევლინა. კოცონი აგიზგიზდა, ჩვენ სუფრას შემოვუსხედით და გემრიელად მივირთვით. მოლაშქრეებმა ჩემი მოტანილი ღვინო მოწრუპეს და ცოტა შეთვრნენ კიდეც.

მიშკამ იქვე მოსწორებულ მდელოზე თოვლის პაპა გააკეთა. კოცონი მინელდა, წასვლის დრო დგებოდა, უნდა მიგვესწრო ავტობუსისთვის რომელიც ერთ საათში უნდა მოსულიყო გაჩერებაზე. ჩვენ ავიბარგეთ და გავუდექით გზას. ავტობუსს მივუსწარით და შემდეგ ერთი მოლაშქრის ინიციატივით სახინკლეში ვივახშმეთ. უკვე ღამე იყო როდესაც დავიშალეთ და მე მერტოთი სახლში ვბრუნდებოდი ..."
Molashqre
მოკლედ მოგითხრობთ რა და როგორ იყო...

ვიყავით 7-ნი: მე, ნოსტრა, მიშკა, ანტი, მიკა (ჩვენი ძველი მოლაშქრე), ბარბარა და მარინე (ჩემი სტუმარი)... ანუ ვიყავით 4 ქართველი, დანარჩენები ფინეთიდან, ამერიკიდან და სომხეთიდან. რასაც ჰქვია ინტერნაციონალური ჯგუფი smile.gif

ამინდი დაგხვდა მოღრუბლული კოჯორში. ხეზე თოვლი პრაქტიკულად არ იყო. მოლაშქრეებმა, არ მოინდომეს გუდელესის ეკლესიების მონახულება და ამიტომ პირდაპირ აღმოსავლეთისკენ გავწიეთ. გადავხედეთ ზემოდან კაბენის ეკლესიას, შემდეგ გავიარეთ დანგრეული ეკლესია.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

არე-მარე ასე გამოიყურებოდა:
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
მინდორი პრაქტიკულად, რომ გადავიარეთ, ტყიდან გამოცვივდნენ კავკასიური ნაგაზები. მოგვიწია საკმაოდ მოვლა. ძაღლები დაწყნარდნენ, მაგრამ სამი მაინც უკან დაგვედევნა, რათა დარწმუნებულიყო რომ ნამდვილად არ ვავნებსით რაიმეს მათ ცხვრებს biggrin.gif

ჩანჩქერს დავადექით ზემოდან.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

აქ მიშკამ მოინდომა უდიდესი გუნდის გაკეთება, რომელსაც ხეობაში გადაუძახა შემდეგ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ მოვძებნეთ მყუდრო ადგილი, ავანთეთ ცეცხლი და სუფრას შემოვუსხედით.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
მიშკამ, რომელსაც ეტყობა არ ენახა თოვლი 700 წელი, აიღო და გააკეთა დიიიიდი თოვლის პაპა. ამ თოვლის პაპის ცხვირ-პირის მორთვაში სხვებიც დაეხმარენ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ამ ლაშქრობის დაგვირგვინება იყო ძუძუებიანი თოვლის პაპა biggrin.gif აბა თუ გამოიცნობთ ძუძუს თავები რისგან არის გაკეთებული? biggrin.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ეს ჩემი ფოტოებია

http://bin.ge/dl/165160/lika-dapataraveb.rar.html
TAMO
თოვლის ბებო biggrin.gif biggrin.gif რისგან არის ლიკა?
Molashqre
მჭადებისგან smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.