დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 8.II დიდგორის მონუმენტები
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2015 წელი
Molashqre
ჩამოვედით!


ამინდი იყო უმშვენიერესი. ცა იმდენად მოჩანდა, რომ თბილისის ანძაც ძალიან კარგად მოჩანდა! დიდგორის მონუმენტებმა კი მოგვხიბლეს smile.gif

თავად ლაშქრობა, ნუ ჩემი შემწეობით საშუალოზე რთული გამოდგა. ვიარეთ 9 საათი.

ყველა საბოლოო ჯამში ფრიად კმაყოფილი დარჩა smile.gif
_NOSTRA_
კმაყოფილი ვარ, კარგი ლაშქრობა იყო, თავაგადასავლებიც არ გვაკლდა, ამინდმა შეგვიწყო ხელი და ისე არ ციოდა, ცა მოწმენდილი იყო, საკმაოდ ბევრი ვიარეთ და ვარსკვლავებიც ვნახეთ, ღამე მოგვიწია სიარული smile.gif
levanmg
მოგესალმებით ყველას.

ძალიან კარგი ლაშქრობა როგორც ყოველთვის, ახალი ადამიანები (ჩემთვის) ახალი და საინტერესო მარშრუტი და ახალი გამოცდილება, როგორც ადრე ისევ გუნდურობა და ფიზიკურად და მორალურად გატეხილების დახმარება )))))))
როგორც ოსკარის დაჯილდოვებაშია, მადლობა ორგანიზატორებ მადლობა წევრებს,მადლობა ძალიან კარგ ადამიანს მინდიას და მადლობა მეც )))))))))))))

მოკლედ, ვინც არ ყოფილხართ თქვენ გამოტოვეთ მშვენიერი ხედები, ცხენები და ძაღლები, მოხუცი და ცხორი, ძალიან საინტერესო მონუმენტის ნახვის და ისტორიის შეგრძნების შესაძლებლობა, თოვლზე დაშვება, მუხის ფოთლებში წოლა ორჯერ უკვე გავლილ გზაზე სიარული, რისკი და ღამე სიარული ტყეში, მთელი სხეულის დაკაწვრა ეკლებში, მიწაზე წოლა და ვარსკვლავების თვალიერება, კამათი ვარსკვლავური და ხელოვნური თანამგზავრების რუკებზე, სულ მოკამათე და ოპოზიციონერი მიშკა, შემწვარი სარდელები (უხორცო), შესანიშნავი ინტერნაციონალური სადღეგრძელოები, წუწუნი და ბოლოს სიურპრიზი - შემთხვევით აღმოჩენილი უმოკლესი გზა მანქანამდე.

და ეს ყველაფერი არ არის ))))))))))))))))

ვაგდებ ჩემი გადაღებული სურათების ლინკებს სულ 4 ლინკია ნელ ნელა შემოგთავაზებთ.

სურათები #1

http://share.ge/?d=54D884662
levanmg
http://share.ge/?d=54D8CF402

http://share.ge/?d=54D9E7632

http://share.ge/?d=54D9FCB62

სულ ეს არის ჩემი გადაღებული სურათები.
შორეთელი
სასიამოვნო შეგრძნებით დაიწყო დღე,
სრულიად გაუთვითცნობიერებლად სიმბოლური დატვირთვა გამოგვივიდა, რომ დავითობას დაემთხვა ჩვენი გალაშქვრა დიდგორის ველზე.
რაღაცნაირი შეგრძნებაა,როცა იმ მიწაზე ადგამ ფეხს სადაც შენმა თანამემამულეებმა სამშობლოს მიწა–წყლის გაერთიანებისთვის სისხლი დაღვარეს.შენ საუკუნეების შემდეგ ალბად მხოლოდ ისღა დაგრჩენია გაიზიარო ამ დამძიმებული სისხლით გაჟღენთილი მიწის მდუმარება და მასთან ერთად გაიხსენო შენი ქვეყნის განვლილი ისტორია.
სხვა,იყო ის რაც ასე გახალისებს და გაკლია ყოველთვის...
ამინდი მრავალფეროვანი..გზები ნაზამთრალი ბალახით მოფენილი, ზოგან თოვლიანი...კეთილგანწყობილი სახეები..საინტერესო პოლემიკა..ნაბიჯებით აშრიალებული ხმელი ფოთლების სიმფონია..ბალახის და მიწის სურნელი..ჭიანჭველების ქალაქის აღმოჩენა..მრავლად ავლილ–ჩავლილი აღმართები და დაღმართები(გამოცდას რომ უწყობენ შენს სხეულს და სულს smile.gif)..ტყის ფერდობზე ანთებულ კოცონთან ცხელი ჩაი...მეგობრულ გარემოში ღიად ემოციების გაზიარება.. ღიღინით გავლილი თავგადასავლებით სავსე ერთი შეხედვით დაუსრულებელი გზა... )) და დღის ბოლოს თითქოს ბუნებისგანაც ჯილდო გერგოო წყვდიადის გამრღვევად გზის მანათობლებად ცაზე აციმციმებული ვარსკვლავები.
ეს არის ყველაფერი რაც ბედნიერებას განიჭებს.
მადლობა უფალს ამ დღისთვის და თქვენთვის..და იმ სურვილებისთვის ...
ამ შეგრძნებებისთვის მუდამ მზად რომ ვიქნებით სახეტიალოდ.რომ, ისევ და ისევ შეგვწევდეს უნარი მოვეჭიდოთ გაუკვალავ გზებს და ახალ ჰორიზონტებს
TAMO
რაღაც ჩანახატივით შთაბეჭდილებებგი გიწერიათ smile.gif))) კარგია
Tsero
ცეცხლის პირას მოსასმენი შთაბეჭდილებებია smile.gif კაები ხართ
levanmg
წამო წერო ))))))))))))))))))

როგორ ხარ შენ ?
შორეთელი
აბა როგორ ხართ ხალხოო....
შთაბეჭდილებების კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ შემდეგ გასვლაში ყველანი მოდიხართ ))
ძალიანაც კარგი თუ ინტერესი გაგიღვიძეთ smile.gif smile.gif
იქნებ როგორმე ამ ჯგუფის ყველა წევრის გაცნობა მოვახერხო,უკვე დავრწმუნდი რომ აქ ლიკამ საინტერესო და კარგ ხალხს მოუყარა თავი.ყოველშემთხვევაში ვისაც უკვე ვიცნობ მათზე ამის თქმა შემიძლია smile.gif

ესეც სურათების ლინკი :

https://www.dropbox.com/s/vfp3ojx82hu7975/m...2.2015.rar?dl=0
levanmg
ვისაც გახსოვთ შავ კვადრატზე მსჯელობა, აღმართზე ასვლისას, ვწერ ესპანელი პოეტის ლეონ ფილიპეს ლექსს "ჩაძიება" თარგმანი თამაზ ჩხენკელისა

"და მე ვიღაცამ მიბრძანა მაშინ :
თქვი გაიხენე, ყველაფერი თქვი , რაც იხილე !
- ბნელში ხდებოდა და არ მახსოვს , ვიღაცეები
მხრებით მუხლებით მაწვებოდნენ, მეტმსნებოდნენ,
და ვერ ვარჩევდი მშველოდნენ თუ წაქცევა სურდათ ...
ბნელოდა
- მერე? მოიგონე, რა მოხდა მერე ?
- მერე გავლით სიზმრებისკენ და კოშმარების
ბნელი შუკებით ფეხაკრეფით ვეშურებოდით . . .
- თქვი ამ კოშმარებს რანაირი იერი ჰქონდათ ?
- არ ვიცი ... თითქოს შავი ქაფით ჯიღამოსილი
მდინარეები მოღელავდნენ
არა ... თითქოს უდაბური სასაფლაოდან
ლეგა რაშები მოაგელვეს მწარე ქვითინით ...
- მწარე ქვითინით? ქვითინით თუ ... ჭიხვინით იქნებ?
- ვან იცის , იქნებ ... და ჭენებით ზღვაში შევიდნენ -..
ეს ერთი ვიცი მე ნამდვილად - კოშმარებს მუდამ
ზღვისკენ მივყავართ
- რა სთქვი? ზღვისკენ ?
--ჰო ზღვისკენ მწუხარ
გამოძახილთა უზარმაზარ ქვაბელისაკენ,
სადაც სახელებს აღიქვამს ექო
და სახელები რიგრიგობით იღუპებიან ...
და შენ მიდიხარ მარტოდმარტო: აჩრდილიდან სიზმარეთში ,
სიზმარიდან ქვითინისაკენ,
ქვითინიდან გამოძახილში ...
-და ბოლოს მხოლოდ ექო რჩება
მხოლოდ ექო? გამოძახილი ?
- მე მოეჩვენა რომ ქვეყანა ექოა მხოლოდ,
კაცთაგანი კი უცნაური სლუკუნი ...
- და სულ
და სულ ეგ არის ? სლუკუნი და სხვა არაფერი?
- ბოლოს მე მხოლოდ ეს სლუკუნი მესმოდა ბნელში ...
- მაგრამ იყო კი ეს სლუკუნი ? როგორ მოგესმა?
იქნებ ეს მხოლოდ ბუშტულების ხმა იყო, იქნებ
ჭაობი იძრა ან ჭაობზე ქარმა დაბერა?
- არ ვიცი ... იქნებ ...
ყველაფერი ბნელში ხდებოდა . . ."
Molashqre
http://bin.ge/dl/164406/Lika-dapataravebuli.rar.html

ესეც ჩემი ფოტოები...

მოკლედ ასეთი შთაბეჭდილებების მერე, აგარ მაქვს სურვილი, რომ რეპორტაჟი დავწერო, ისედაც ყველაფერი გასაგებია მგონი smile.gif

რაც შეეხება ჯი-პი-ესის ჩანაწერებს: სამწუხაროდ, მან საერთოდ ვერ დაიჭირა სიგნალი თანამგზავრებიდან და შესაბამისად ტრეკი ვერ ჩAვწერე, თუმცა რა და როგორ ვიარეთ ამას რუკაზე წითლად მოვხაზავ....

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.