დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 25.I ნათლისმცემლის მთა
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2015 წელი
Molashqre
ჩამოვედით!

მიუხედავად მოღრუბლული ამინდისა, ზემოთ დაგვხდა ლამაზი სანახაობა ისევ და ისევ ჭირხლების სახით smile.gif

ასევე გაასწორა კარგმა სატრაპეზო ადგილმა და კოცონმა. ბოლოშიო კი ავტობუსში შავმა ლუდმა დახურა ყველაფერი! smile.gif

კარგი იყო მოკლედ ყველანაირად! smile.gif
კუკუნა
კარგი გასვლა იყო . ხედებით მოვიხიბლე ძალიან, ჭირხლები რათქმაუნდა ულამაზესი იყო. სუფთა ჰაერი თან არც ციოდა მაგიდამ და კოცონმაც გაასწორა. ბოლოსკენ ლუდმა და ოდნავ მოთენთვამაც. მოკლედ კმაყოფილი დავრჩი.
tornike2210
გადევირიე პირდაპირ ჭკვაზე არ ვარ რა საოცარი სილამაზე იყო აღფრთოვანებული ვარ და ემოციებით სავსე სამოთხეში მეგონა თავი smile.gif
tornike2210
ჰა რავარი შთაბეჭდილებაა ლიკა ეხლა ხო ვერ მისაყვედურებ smile.gif
TAMO
მოკლედ ეს ჭირხლები მართლა ულამაზესი იყო, გადათეთრებული მინდორი მთის წვერზე. საპიკნიკო ადგილის პოვნაზე გაგვიმართლა და კაი კოცონიც დავანთეთ, კინაღამ შევიწვი გათბობა-გათბობაში. ის შავი "არგო" მაგრად მომეწონა და დავიმახსოვრებ შემდეგისთვს. მოკლედ კაი იყო რა
Isengard
მიხარია როარ შემცივდა და მიხარია რო არ იყო ძლიერი ქარი .... ყველაზე მეტად მაინც მომეწონა ტყე ... ხედები თავისთავად ასეთ ნისლში არ უნდა ყოფილიყო თუმცა ხეობა კარგად მოჩანდა.
შორეთელი
ერთიანობაში ძალიან კარგი გასვლა გამოვიდა ხალხოოოო .... )
ნუ ხედებზე მე უკვე არაფერს ვიტყვი... სათქმელს ფოტოები იტყვიან )
ავღნიშნავ იმას, რომ ამ გასვლაში საინტერესო გუნდი შეიკრა დაწყებული სტუმრებით და დამთავრებული მოლაშქრეთა სტაჟიანი წევრებით.
სახალისო იყო ბარბარასთან ჩვენი გატეხილი ინგლისურით, ხელებით და ყველანაირი ჟესტებთ საუბარი smile.gif
ასევე,ზარმაცუნა ნინოს ჩამორჩენილმა სიარულმა ,მთელი გუნდის გამხნევებით გადალახულმა აღმართებმა და დაღმართებმა და ნახევარმეტრიანმა ნახტომმა ძალზედ გაგვახალისა )))))))))))))))))))
მთავარია გუნდის ჰიმნის შექმნასაც ჩაეყარა საფუძველი.... რასაც დიდი ინტერესით ველოდები )
ბოლოსთვის იმას ვიტყვი... რომ, კიდევ ერთი ლამაზი და თბილი დღე ჩაიწერება ჩემს მეხსიერებაში და ამისთვის მადლობა ყველას რომ ასეთები იყავით smile.gif
_NOSTRA_
კაი იყო კაი, ცოტა დავიღალე მაგრამ ხედები, ტყე, ბუნება მაინც სულ სხვაა, ახალი მოლაშქრეებიც საინტერესო ადამიენები აღმოჩნდნენ, კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს კიდევ გაგრძელდება და უფრო და უფრო მეტ ლამაზ ადგილებს მოვინახულებთ, მადლობა ყველაფრისთვის! koconi.gif smile.gif koconi2.gif
TAMO
http://www.share.ge/?d=54C68D6F2

ეს ჩემი სურათები
Molashqre
მოგახსენებთ მოკლე რეპორტაჟს smile.gif

ვიყავით ამ გასვლაში 10 ადამიანი: მე, თამო, ბარბარა, მირანდა (შორეთელი), მირანდას და ნინო, ივერი, ნოსტრა, მიშკა, ანტი (მიშკას სტუმარი) და თორნიკე.

პირდაპირ დავიწყებ იქიდან, როცა ავტობუს გადმოსულები, სადღაც 40 წუთის შემდეგ მივადექით წმ. გიორგის მონასტერს... თხინვალას გვიანდელი შუა საუკუნეების ეკლესია აღდგენილი იყო და ჰქონდა უცნაური საკურთხებველი შიგნიდან...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გარეთ ორი მეგობრულად განწყობილი ძაღლების მოფერებით გავერთეთ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
შემდეგ გავუდექით გზას... გადავალ პირდაპირ იმ მომენტზე, როცა დავადექით აღმავალ ბილიკს რომელიც ნათლისმცემლის მთის დაბლა მდებარეობდა. გზად, თოვლის საფარი ნელ-ნელა მატულობდა ხის ტოტებზე.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ბოლოს როგორც იქნა ავედით მაღლა სადაც ნისლი და ჭირხლი დაგხვდა. ძალიან ლამაზი იყო smile.gif

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ვინაიდან ძალზედ ციოდა, ამიტომ დიდი ხანი არ გავჩერდით წვერზე და დავიწყეთ დაშვება..
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ გავიარეთ ადგილი, რომლიდანაც ლამაზი ხედი გადაგვეშალა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

სიმაღლის დაკარგვასთან ერთად, ცხადია ჭირხლები ტოტებზე და თოვლი ნელა-ნელა ქრებოდა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
დაბლა, უკვე წოდორეთან ახლოს, მიშკამ შეამჩნია პატარა, მყუდრო ადგილი მაგიდით და სკამებით...

მსწრაფლს მოვაგროვეთ და დავახარისხეთ შეშა, ავანთეთ კოცონი და შემოვუსხედით მაგიდას...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გული რომ ვიჯერეთ ჭამით, მერე უკვე ცეცხლის შემოვეხვიეთ და გავთბით
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ავტობუსში კი, სოფელ ლისში ივერის მიერ ნაყიდი გემრიელი ლუდი მივირთვით და ასე დავბრუნდით თბილისში smile.gif

ხო, ავტობუსის გაჩერებისკენ მიმავალებმა გადავწყვიტეთ რომ შევქმნათ მოლაშქრეს ჰიმნი, რის თაობაზეც მოგვიანებით ფეისბუქზე მოგახსენებთ smile.gif

ასე დასრულდა ჩვენი ლაშქრობა smile.gif
Molashqre
აქ მიშკა ატვირთავს თავის პეიზაჟის ფოტოებს... ამის მერე, დავაგდებ ჩვენი ფოტოების ბმულებს და რუკას...
Molashqre
ეს ჩემი ფოტოები

http://share.ge/?d=54C7EFEA2

ეს თამოს ფოტოები

http://www.share.ge/?d=54C68D6F2

ეს კი მიშკას ფოტოები

http://www.share.ge/?d=54C7F6FE2

ველოდები მირანდას ფოტოებს...
შორეთელი
ესეც ასე smile.gif https://www.dropbox.com/s/12s8zgu5g5w938p/n....01.15.rar?dl=0
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.