დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 4.I.2015 მარტყოფი - იალნოს ქედი
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2015 წელი
Molashqre
ჩამოვედით! ყველანი კმაყოფილები ვართ!

რთული გასვლა გამოდგა, თუმცა ხედებმა არ დაგვაღალატა და ძალიან გვასიამოვნა smile.gif ხო, შველებიც ვნახეთ smile.gif

იმედი მაქვს რომ ფოტოები ლამაზი გამოვა smile.gif
Isengard
ჩემი პირველი დასვლა იყო ავადმყოფობის მერე, მაგრამ ვფიქრობ რომ ასე თუ ისე გავუმკლავდი. გამიჭირდა აღმართი მარა რა ხედიც გადაიშალა ზემოდან, იმ წამსვე დამავიწყდა ყველაფერი. ჭირხლები ასეთი არ მინახავს ჯერ. მონატრებულ თოვშიც გავიარე. ერთადერთი ძალიან ძლიერი ქარი იყო, თუმცა ამან არ შეგვიშალა ხელი.
კუკუნა
ჰო... მშვენიერი გასვლა იყო ნამდვილად ღირდა დილით ადგომა და სმენის გადაცვლა . ნამდვილად ვისიამოვნე სიარულით და სუფთა ჰაერით ნუ ხედები ხო ულამაზესი იყო. მიუხედავად იმისა რო ვერტიკალში ბევრი ვიარეთ ხედების სანახავად ნამდვილად ღირდა. ყველას დიდ მადლობას გიხდით. ნასიამოვნები და სასიამოვნოდ დაღლილი დავბრუნდი .
_NOSTRA_
ნამდვილად მესიამოვნა ამდენი ხნის შემდეგ ბუნებაში გასვლა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა, სასიამოვნოდ დავიღალე. ხედებიც მშვენიერი იყო. ჩვენმა სტუმარმა ცუგამაც გაგვახალისა. smile.gif
Molashqre
ვიწყებ მოკლე რეპორტაჟის წერას...

მოკლედ ამ გასვლაზე ვიყავით 5 ადამიანი, გიორგი კიღურაძე, გიორგი პაპაშვილი, მიშკა, ივერი და მუა... წავედით კიღურაძის მანქანით...

მარტყოფში გავაჩერეთ მანქანა, გავემზადეთ და დავიძარით... ქროდა ცივი ქარი და იალნო ღრუბლებში იყო დაფარული sad.gif სადღაც 4 კმ ვიარეთ გრუნტის გზაზე, გავიარეთ რაღAცა ახალი დასახლება, უფრო სწორედ აგარაკი და მალევე შევედით ტყეში... აგარაკზე ერთი ძაღლი აგვეკიდა, რომელიც ბოლომდე ჩვენი ჯგუფის წევრად დარჩა smile.gif

უცბად გიორგი ხეებში შენიშნა ნანგრევები... რომ ავედით მის სანახავად, ეკლესია აღმოჩნდა, თანაც ორსართულიანი...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ ისევ განვაგრძეთ გზა... მზემ გამოიჭყიტა, ქარმა ცოტა გადაყარა ღრუბლები, თუმცა იალნოს ზედა ნაწილი მაინც ღრუბლებში იყო... ნელ-ნელა ვკრიფავდით ვერტიკალს..
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
რომ ავღმოჩნდით ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, ხეებზე ჭირხლები "გაგვეჩითა" smile.gif ხელოვნური ფიჭვის ტყეს ჩვუარეთ გვერდით, სადაც 10 წუთი გავშერდით და ფიჭვებს წვრილი ტოტები მოვტეხეთ, ჩავაწყეთ პარკებში და ივერის ავკიდეთ smile.gif რატომ გავაკეთთ ეს, იმედია მიხვდით smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

სანამ ფიჭვნარიდან გამოვიდოდით, გიომ შენიშნა სამი შველი, ხოლო მეოთხე პატარა შველიც უკვე დანარჩენებმა დავინახეთ smile.gif სამწუხაროდ ფოტოს გადაღება ვერ მოვასწარით sad.gif

აქ უკვე ფაქტიურად სუბ-ალპურ ზონაში ავედით....
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გამოჩნდა გარეჯის უდაბნო, არარატის მთა, გარდაბანი, თბილისი და რავი კიდევ... smile.gif ქარის გამო ჰაერი იყო სუფთა და მიტო გვერგო შორეული ხედების სიამოვნება smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
რაც უფრო მაღლა ავდიოდით, ცხადია ხედები უფრო და უფრო მიმზიდველი ხდებოდა... ხანდახან ქარი მოყრიდა ღრუბლებს და ნისლში ვექცეოდით...
ეს ჩვენ ამ ბოლო აღმართზედ... ქიმი 1830-ზე მდებარეობდა ზღვის დონიდან...

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ბოლოს როგორც იქნა მივაღწიეთ ქიმს, სადაც ძალიან ძალიან ძლიერი ქარი ქროდა sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
საბედნიეროდ ქარი განუწყვეტლივ არ უბერავდა... ხანდახან ჩადგებოდა და ხანდისხან ღრუბლებსაც გადაყრიდა smile.gif თუმცა ჩრდილოეთით მაინც ნისლი იდგა sad.gif

ქიმზე დაახლოებით საათნახევარი დავყავით... თავად ნახეთ რა სილამაზეებს ჩავუარეთ გვერდი smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

აქ ქარმა ცოტა გადაყარა ღრუბლები ჩრდილოეთის მხარეს და ასეთი ხედები გადაგვიშალა წინ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით ჩასასვლელს... გზად აი ეს ფოტოები გადავიღე კიდევ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ცუგაც დაუღალავად მოგყვებოდა smile.gif ბოლოს დავბანაკდი იმ ადგილას, სადაც ვჩერდებით ხოლმე წასახემსებლად... მოვაგროვეთ შეშა და ფიჭვების წვრილი ტოტების საშუალებით მიშკამ ცეცხლი დაანთო
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
საათნახევრის მერე დავიძარით...

დამავიწყდა დამეწერა, რომ იალნოს ქედის ის ნაწილი, სადაც ჩვენ ვლაშქრობდით, მიეკუთვნება თბილისის ეროვნულ პარკს და შესასვლელები ამ პარკში დიდი რკინის შლაგბაუმებით არის შემოღობილი, რათა სამხიდიანი მაქნანები არ შევიდნენ ტყეში და ხეები არ გამოზიდონ...

რომ მივუახლოვდით გამოსასვლელს, აი ეს სურათი დაგხვდა sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ამ ფოტოებს მე გადავუგზავნი ამ პარკის ადმინისტრაციას angry.gif

მანქანასთან ვიყავით თუ არ ვცდები 7 საათზე...

ასე დასრულდა ჩვენი ლაშქრობა...

მოგვიანებით გიორგი ატვირთავს თავის ფოტოებს...

ეს ჩემი ფოტოებია:
http://bin.ge/dl/158685/lika-dapataravebuli.rar.html
giorgifu
1
Molashqre
აქ დავაგდებ რუკას და ტრეკს ამ მარშრუტისა... სულ გავიარეთ 24 კმ-მდე და ვერტიკალში ავკრიფეთ დაახლოებით კილომეტრი...

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
შორეთელი
გილოცავთ შობა-ახალ წელს!

ძალიან მომეწონა იალნოს ქედის ფოტოები,დამენანა რომ ამ გასვლაში ვერ შემოგიერდით
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.