დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 30.XI კოჯორი-ეთნოგრაფიული მუზეუმი
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2014 წელი
Molashqre
ჩამოვდით და კმაყოფილები ვართ!

თოვლი იყო, ცოტა ფიჭვებზეც. ნუ ქვემოთ ტალახში გადაიზარდა... ძლივს ავანთეთ კოცონი...

ბოლოს კუსტბის ნაცვლად, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩAვედით...


დანარჩენები მოგვიანებით მოგახსენებენ შთაბეჭდილებებს....
TAMO
მშვენიერი გასვლა გამოგვივიდა, თოვლი კარგად იყო მაღლა და "გაასწორა". სირთულით დიდი არაფერი, იმისდა მიუხედავად რო ნისლში იყო ყველაფერი მაინც კარგი სანახავი იყო, განსაკუთრებით ერთ ადგილას ულამაზეს ტყეში მისტიკური ფილმის გადაღება მომინდა ნისლში და ბურუსში smile.gif. კოცონზე ბევრი ვიწვალეთ, (უფრო იწვალეს, მაგრამ ნამდვილად ღირდა ჩემი ძვლების გათბობად biggrin.gif). მოკლედ კარგი იყო, კმაყოფილი ვარ. სურათები ბევრი არ გადამიღია მოიყინა მგონი ჩემი ციფრული, მაგრამ რაცმაქვს დავდებ მოგვიანებით.

http://www.share.ge/?d=547B5B7A2
_NOSTRA_
კარგი ლაშქრობა იყო, ცეცხლის დანთებაზე ამდენი დიდი ხანია არ გვიწვალია. სამაგიეროდ შემდეგ აინთო და გავთბით, პრინციპში ყველაზე სასიამოვნო პროცესი მგონი ეგ იყო biggrin.gif საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, დიდი მადლობა biggrin.gif koconi2.gif
კუკუნა
ვააა თოოოვლიიი ohmy.gif ეს იყო ჩემი რეაქცია როდესაც ძილბურანიდან გამოვფხიზლდი. ვაღიარებ ძალინ ლამაზი იყო თოვლი და პლიუს ნისლი ამ ორი ულამაზესი მოვლენის ტანდემმა ფრიად აღმაფღთოვანა. ჩამოვედი რა ავტობუსიდან ფეხებში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი რაც კუნთის დაჭიმვით იყო გამოწვეული. პლიუს უკანასკნელი 12 საათი სამსახურში ფეხზე მდგომს მქონდა გატარებული, რაც სიარულში ხელს მიშლიდა მაგრამ თოვლში სიარული და სიარულით გამოწვეული სასიამოვნო ხმა ხრაშ.. ხრაშ.. გაჩერების უფლებას არ მაძლევდა. ძალიან ლამაზი ხედები იყო შავი ტყე, თეთრი თოვლი, ნისლი. გზად ეკლესიაც ვნახეთ სადაც იმდენი ადამიანი იყო შესვლაც ვერ მოვახერხეთ. მიუხედავად ამისა ეკლესიის ეზოში ფოტობი გადავიღეთ.
და აიიი ასე მალე დასრულდა ეს ბედნიერი წუთები მოვიდა ჭამის დრო რაც პირდაპირ კავშირში იყო ცეცხლის დანთებასთან. რათქმაუნდა კონუსური სტილი აირჩა რაც შემდგომში პარალელეპიპედს, შემდეგ კუბს დაემსგავსა. ნოსტრამ ლიკამ და მე იმდენი ვუბერეთ ნაკვერჩხალს რომ ფეხზე დგომა გვიჭირდა biggrin.gif უნდა აღინიშნოს რომ თამარი ამ დროს მეტად უცნაურ მოძრაობებს ასრულებდა არ ვიცი ამით გათბობას ცდილობდა თუ ცეცხლქალას დახმარებას თხოვდა. ("შენიშვნა" ცეცხლქალა მოლაშქრეთა მითოლოგიაში ცეცხლის ქალღმერთი.) biggrin.gif და აიი ამდენი წვალების შემდეგ რაც საათზე მეტს გაგრძელდა ისსს, ცეცხლლიი, აინთო. ამის შემდეგ გავშალეთ სუფრა გემრიელად ვისადილეთ და ჩაიც დავაყოლეთ . ჭამის შემდეგ მე ლიკას და თამარს თითქმის ერთდროულად წამოგვცდა " გავძეხი" biggrin.gif ნოსტრას კი ეს სიამოვნება არ აღბეჭვდოდა სახეზე , და მან სტაცა სუფრაზე დარჩენილ სმეტანას ხელი და აითვისა ამის შემდეგ მასაც იგივე სახე ქონდა რაც ჩვენ.
დავეშვით გზა მალე მორჩა მაგრამ ტალახი იყო და დაშვების პროცესს მუღამს უკარგავდა . მალევე აღმოვჩნდით ვაკის პარკთან საიდანაც სახლებში გავექანეთ.
ასეა თუ ისე ამ ლაშქრობით კმყოფილი დავრჩი და არ ვნანობ რომ ღამენათევი გავექანე კოჯორში. მადლობა ყველას რომ წამოხვედიდ. მართალია სულ ოთხნი ვიყავით მაგრამ მაინც. ეს ფრიად გამიკვირდა. მიუხედავად ამისა ვისიამოვნე . და ამხელაააა შდაბეჭდილებაც დავტოვე. არ დამეძარაა? biggrin.gif
Molashqre
ნუ ამხელა შთაბეჭდილიანი პოსტის მერე, დავწერ შედარებით მოკრძალებულ რეპორტაჟს smile.gif

მოკლედ ვიყავით ამ ლაშრობაში 4-ნი, მე, თამო, ნოსტრა და ივერი...

ავტობუსიდან როგორც კი გადმოვხტით, ეგრევე გვეცა სახეში სუსხიანი სიცივე, თუმცა აღმართს როგორც კი ავუყევით, ვის ახსოვდა სიცივე smile.gif გავიარეთ ჩემთვის ნაცნობი წიფლნარის ტყე... თოვლი იყო, მაგრამ ხეებზე აღარ იდო... გარემოს ცოტა მისტიურს ნისლი ხდიდა smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მალევე ავიარეთ აღმართი და შევედით უძოს მონასტრის ეზოში... თავად ეკლესიაში ბევრი ხალხი იყო და ვერ მოვახერხეთ შესვლა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

როგორც ხედავთ ნისლში ვიყავით გახვეული და შესაბამისად, ხედებზე საუბარი აღრც გვქონდა...
Molashqre
შემდეგ დავიწყეთ დაშვება... ბილიკი წიწვნარში მიდიოდა... თოვლი ხეებზე აქა-იქ იყო შემოდებული...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მივუახლოვდით წყლის გამანაწილებელის თუ ფილტრის შენობას... აქ გამახსენდა, რომ შორიახლო დამშრალი ტბა იყო და მის გვერდით ლამაზი ხელოვნური ტყე მდებარეობდა... გადავწყვიტე, მოლაშქრეებისთვის ამ ადგილის ჩვენება... ნუ ტბა, როგორც შარშან, ახლაც იყო დამშრალი...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
მგრამ ტყე ისევ ლამაზი იყო, განსაკუთრებით ნისლში smile.gif

გთავაზობთ შარშანდელ, გაზაფხულის გასვლის ფოტოს და წლევანდელი გასვლის ფოტოებს ერთდროულად შედარებისთვის smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად


რომ ვიჯერეთ გული, განვაგრძეთ ჩვენი გზა ისევ... თოვლი ნელა ნელა იკლებდა... რომ მივადექით კუსტბის ჩასახვევ ბილიკს, გადავწყვიტეთ იქვე დაგვენთო ცეცხლი და წაგვეხემსა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ვინაიდან ყველაფერი იყო სველი იყო, ანუ თავად ხეზე ტოტებიც, (რადგან, თოვლი ტოტებზე, რომ იდო დადნა და ეს ტოტებიც დაასველა) ცეცხლის დანთებას დიდი ხანი მოუნდით... სადღაც საათზე მეტი მოუნდა ცეცხლი, რომ გამოეშრო ტოტები და აგიზგიზებულიყო...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ გეახელით smile.gif

ამასობაში ნისლი გადავიდა და დავინახეთ ჩვენი დედაქალაქის ბეტონის შენობები, კერძოდ, საბურთალო smile.gif დავიწყეთ დაშვება... სასაცილო ის იყო, რომ მთელი გზა, გვხდებოდა სილქნეთის დაბალი მილები, რომლებიც ვერტიკალურად ბილიკის ნაპირას იყო ჩარჭობილები... გზა საშინლად ატალახდა sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გზა მოვჭერით, გზა მოჭრა სილქნეთის მილებმაც smile.gif ხო, ერთი საინტერესო რამ შევამჩნიეთ... გზაზედ გვხდებოდა ბევრი ფიჭვი გადატეხილი, არა მოჭრილი, არამედ გადატეხილი... ვიფიქრეთ, რომ ერთი კვირის წინ წამოსულმა სველმა თოვლმა გადატეხა... sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ბინდდებოდა უკვე... თუმცა დედაქალაქი ჯერ კიდევ არ იყო განათებული...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გადავწყვითეთ კუს ტბისკენ აღარ წავსულიყავით და პირდაპირ ეთნოგრაფიული მუზეუმისკენ გვექნა თავი... სილქნეთის მილები კიდევ მოგყვებოდნენ smile.gif ტალახი აღარ იყო...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გზაზედ, ერთ-ერთ რესტორნის ტუალეტში შევედით, მოვიწესრიგეთ თავები, ჩამოვირეცხეთ ტალახები და სულ მალე ჩავედით კიდევაც ვაკეში, კუს ტბის ასასხვევთან...

ასე დასრულდა ჩვენი შემოდგომის უკანასკნელი დღის ლაშქრობა smile.gif

ხო, აი ეს ვანდალური ფაქტი დავაფიქსირეთ გზაზედ და კიდევაც გადავუგზავნე WWF ორგანიზაციას ფოტოები და ვნახოთ რას მომწერენ... ღობის კარი შეგნებულად შემტრეული იყო... ჩვენ გამოვასწორეთ შეძლებისდაგვარად...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ეს ჩემი ფოტოები

http://bin.ge/dl/152259/Lika-dapataravebuli.rar.html

ეს თამოს ფოტოები

http://www.share.ge/?d=547B5B7A2
Molashqre
აქ დავაგდებ რუკას და ტრეკს მოგვიანებით....
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.