დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 9.XI.2014 ნორჩი მოლაშქრეების გასვლა ჭილზე
> მოლაშქრეები > მოლაშქრეთა სხვადასხვა გასვლები
Molashqre
მოკლედ მგონი ყველანი კმაყოფილები დავრჩით ამ გასვლით...

სულ იყო 18 ბავშვი და ვახლდით 6 მოლაშქრე...

დავანახეთ კავკასიონის ქედი და ყაზბეგის მყინვაწვერი, ვასწავლეთ რომელი ხეებია წიფელი და რომელია მუხა, ვასწავლეთ კომპასით მხარეების დადგენა და ცხადია ცეცხლის ანთებაც...

უჰ, შეშას დიდი გულმოდგინებით აგროვებდნენ, ვეღარ ვაჩერებდით მერე biggrin.gif

დიდი მადლობა მიშკას და ნატიას... მიშკას და ბარბარას მოეწონათ ეს სიტუაცია და კიდევ შემოგვიერთდება სხვა გასვლებზეც smile.gif
nino-ticha
ხალხებო, მაშასადამე ცეცლთამპყრობელმან ლიკამან და მიშკამან დღეს ჩემს ბოვშვებს ცეცხლის დანთება ასწავლეს. ნათიამ რიგში სწორად და გრაციოზულად მოძრაობა smile.gif ბარბარა და მისი მეგობარი მაიკლი ინგლისურად ელაპარაკებოდნენ მათ. თან წამოგვყვა ფრიად საინტერესო ოთხფეხა მეგობარი, რომელმაც არ მიგვატოვა მთელი ლაშქრობის განმავლობაში. ,,ჩემმა პრელესწებმა" იციან სად არის თრიალეთის ქედი და რომ კავკასიონი ჩრდილოეთითაა. უფოთლოდაც შეძლებენ მუხა წიფელისაგან გაარჩიონ. ნახეს და დაიპყრეს ჭილის მთა და აახმაურეს ჭილის ტბა. მოკლედ, გაცილებით მეტი ინფორმაციით დატვირთულები დაბრუნდნენ, ვიდრე იყვნენ.

ფრიად კმაყოფილი დავრჩი გასვლით, მშვენიერი ამინდი იყო და და მე ვფიქრობ, ბავშვები კმაყოფილები არიან, დაღლილი კმაყოფილები. უკმაყოფილო ვარ ყვითელი ავტობუსების ზომისა და უპასუხისმგებლობის გამო ( ხინჯად მექნება ყოველთვის). ლიკამ ძალიან მაგარი საქმე გააკეთა ამ იდეის განხორციელებით. ვეთანხმები, რომ უფროსი თაობა ასწავლის და ავითარებს შემდგომ თაობებს. ხოდა პატივცემულებო, ძალიან გამიხარდება მე პირადად თუ სხვებიც შემოგვიერთდებით და ამ მშვენიერ ბავშვებს რაღაც-რუღაცებს ასწავლით.

და ბოლოს, ,,ჩემი პრელესწებისა" და მათი მშობლების სახელით ძალიან ვემადლიერებით ლიკას, მიშკას, ნათიას, ბარბარასა და მაიკლს და ძალიან ვიმედოვნებთ რომ ეს იქნება პირველი იმ მრავალთაგანი, რომელსაც ერთად გავილაშქრებთ
natia
გაიხარე ნინო smile.gif მართლა "პრელესწები,, გყავს ძან ყოჩაღები არიან, გასვლაც ძალიან საინტერესო იყო მადლობა ლიკა, ვეცდები შეძლების დაგვარად თქვენთან ვიყო ყველა გასვლაში რაგაცეების სწავლა მეც არ მაწყენდა smile.gif
party2.gif
_NOSTRA_
ესე გააგრძელეთ, კარგია! smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.