დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 26.X.2014 მთა თორტიზა
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2014 წელი
Molashqre
მოკლედ ჩამოვედით და ვართ ფრიად კმაყოფილები smile.gif

ამინდი იყო გადასარევი smile.gif თავიდან მზიანი, ბოლოსკენ კი მხოლოდ მოიღრუბლა...

მთა თორტიზადან ავღმოჩნდით ღრუბლების თავზე და დავინახეთ კავკასიონის ქედი და კიდევ სხვა რამეებიც...

ერთი ის იყო რო უკანა გზაზე ტალახში მოგვიწია სიარული...

მოკლედ დავრჩით ყველანი კმაყოფილები ამ უფასო გასვლით smile.gif
matasi
ვაიმე,კარგი იყო,ნამეტნავად კარგი,ის იყო რაც დიდიდ ხანია მინდოდა,ბევრი,ბევრი და სუფთა ჰაერი,შემოდგომის ულამაზესი ფერები,ტყის სიმშვიდე,კოცონი,ჩაი და კარგი საზოგადოება,მიყვარხართ ყველანი <3
განსაკუთრებული მადლობა ლაშას დახმარებისთვის და უღრმესი მადლობა მიშოს რომ ათრიეს იმსიმძიმე პარკი ჩემი ხათრით ;)

სურათები ჩქარა,ჩქარა....
_NOSTRA_
კარგი ლაშქრობა იყო, სახლიდან რომ გამოვედი თავი მტკიოდა და ტყეში როგორც კი შევედით გადამიარა. ხედები იყო მშვენიერი, მოკლედ კმაყოფილი ვარ და დიდი მადლობა smile.gif
erekle eko
ღრუბლები მინდოდა და იყო. მზე მინდოდა და იყო. გერმანულში მეცადინეობა მინდოდა და ავსტრიელიც იყო. მოკლედ, ძალიან ვისიამოვნე. დიდი მადლობა ^_^.
Isengard
ნასიამოვნები დავრჩი , თუმცა გადაგმწვარმა ტყემ დიდი შთაბეჭდილება არ დატოვა, ერთადერთი რაც მომეწონა ეს ხედები მთიდან, ნამდვილად ღირს იქ ასვლა და დატკბობა ხედებით, დაბრუნებისას მარშრუტზე ვერტიკალს რომ ვაგდებდით ასე სწრაფად ცოტა ამატკია ფეხები ჩემი ბათინკების გამო და ძლივ ძლივს ჩამოვედი, მარა ტყეძალიან მომეწონა ჩამოსვლისას. ბილიკები არაა, ძირითადად მეტყვეების გზები და ალაგ ალაგ სულ მოჭრილი ხეები და მორებია.
კუკუნა
მაშინ როდესაც დარეკა მაღვიძარამ და მამცნო რომ დილის 6 საათი იყო, ჩემ სხეულში მყოფმა ზარმაცმა მემ მითხრა, ჯანდაბას ივერ სად მიდიხარ შეხედე როგორი თბილი ლოგინია, იწექი მთელი დღე, იძინე, თან კვირაა, გარეთ ცივა, წვიმს, დარჩი რაა. biggrin.gif მაგრამ ჩემში მყოფი მე 2 მე სიტყვის კაცი იყო და მან სიტყვა არ გატეხა. აღსრულდა რა ნება მისი აღვემართე და წამოვედი. დღეს კი ძალინ კმაყოფილი ვარ ჩემი ამ გადაწყვეტილებით რამეთუ ძლიერ კმაყოფილი დავრჩი ამ გასვლით რადგან მეტად ლამაზი ხედების ნახვის საშუალება მომეცა გადამწვარი ტყე, ფერადი ფოთლები, ღრუბლები, თან ზემოდან ვუყურებდით. ფეხით სიარული სუფთა, ჯანსაღი გარემო ეს ის იყო რაც ძლიერ მაკლდა. კმაყოფილი ვარ და ყველას მინდა მადლობა გითხრათ. ამ ლამაზი დღისთვის ბევრი ვიცინე და ვიხალისე. განსაკუთრებით ჭიპზე. :DDDD მოკლედ კარგი იყო biggrin.gif მარად თქვენი კუკუნა biggrin.gif
Molashqre
ვიწყებ რეპორტაჟის წერას...

მოკლედ ვიყავით ამ ლაშქრობაში 10 ადამიანი: მე, მაია, მიშკა, გიორგი (ნოსტრა), მიშო, მიშოს სტუმარი ლაშა, ერეკლე, დათო წივწივა, ივერი და ჩემი სტუმარი იუჯინი.

ამ კვირის დილა იყო საშინელი: წვიმდა, ნისლი იყო და საშინელი სინესტე unsure.gif მაგრამ, ყველამ ვიცოდით რომ ასეთი ამინდი გველოდა და დათქმულ დროს დავერჭეთ დათქმულ ადგილას, ნუ ერთის გარდა smile.gif იმ ერთს ეგონა, რომ 8:45-ზე გვქონდა შეკრება, მაგრამ ტაქსის დახმარებით 8:15-ზე უკვე მრგვალ ბაღთან იყო და ჩვენც დავიძარით წაღვერისკენ.

წაღვერში ვიყავით 2 საათსა და 15 წუთში. ჩვენდა გასაოცრად, ამინდი დაგხვდა ნახევრად მზიანი. უბერავდა პატარა ქარი. წაღვერის ტურისტულ ცენტრში ერთი ადამიანი დაგხვდა, რომელმაც მხოლოდ ერთი რუკა გადმოგვცა, არა და მინდოდა ყველას ჰქონოდა ეგ რუკები unsure.gif სულ არის აქ 6 ბილიკი მარკირებული, მე ამჯერზე ავირჩიე მთა თორტიზას მარშრუტი. პირველივე ნიშანმა გვამცნო, რომ მთა თორტიზას წვერამდე მისვლას 3 სტ და 7 წთ სჭირდებოდა smile.gif ამაზე ვიხალისეთ ძალიან smile.gif

სოფლიდან მალევე გავედით და შევედით წიწვნარში. რა თქმა უნდა დაიწყო აღმართები.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
სოფელს ვიტოვებდით სულ დაბლა და დაბლა. შევედით დამწვარ ტყეში. ეს ტყე 2008-ში რუსეთ-საქართველოს ომის დროს მტერმა გადაწვა sad.gif და აი, 6 წლის შემდეგ ტყემ ნელა-ნელა დაიწყო აღდგენა. დამწვარი ფერდობი ფაქტიურად სულ ახლად ამოსული ბუჩქნარებით იყო დაფარული, ხოლო აქა-იქ, შეინიშნებოდა ახალი ხეები, ოღონდ ფოთლოვანი და არა წიწვოვანი.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ვაგრძელებდით გზას ნელა-ნელა, რამდენიმე შესვენებით. მზე ხან იმალებოდა ღრუბლებში, ხან დაგვანათებდა მოულოდნელად smile.gif ხეებზე დასმული ყვითელი ნიშნები, მარტივად გვიკვალავდა გზას. არ მჭირდებოდა რუკის და ჯი-პი-ესის გამოყენება.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ბოლოს მივადექით ნიშნულს, რომელიც სწორად არ იყო დასმული, ანუ იგი 180 გრადუსით იყო შეტრიალებული საპირისპირო მიმართულებით.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მთის წვერამდე გვქონდა დარჩენილი 20 წუთი, ასე ეწერა ნიშნულს. გახარებულებმა გავქუსლეთ იმ იმედით რომ დროზე ავიდოთ წვერზე smile.gif მაგრამ.... ტალახი, ტალახი, ტალახი sad.gif გზას, რომელზეც ჩვენ დავდიოდით, იყო ჩვეულებრივ სამ ხიდიანი მანქანების გაყვანილი და აი ამ ბოლო მონაკვეთზე იყო საშინლად ატალახებული sad.gif მოსავლელი ადგილებიც კი არ იყო. მოგვიწია გატოპვა ტალახში... ეგ არაფერი, უბრალოდ 20 წუთის მაგივრად, ნახევარი საათი მოუნდით მთის წვერამდე ასვლას sad.gif სამწუხაროდ ტალახში ტოპვის ფოტოები არ გადაგვიღია (ვის ეცხელა), სამაგიეროდ, როგორც კი მთის წვერის ფერდობის ქვეშ მოვექეცით და გამოჩნდა ხედები, აქ უკვე აღარ დავიშურეთ ფოტოაპარატების ჩხაკუნი smile.gif

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ საათს რო დავხედე, აღმოჩნდა რომ ზუსტად 3 სთ და 7 წთ დაგვჭირდა წვერამდე ასვლა biggrin.gif ესეც შენი შვეიცარიული სიზუსტე smile.gif
Molashqre
ჩვენს ქვემოთ, ჩრდილოეთის მიმართულებით, ღრუბლების ფენა იყო, რომელიც როგორც მივხდით, სწორედაც მიზეზი იყო იმ ნალექებისა, რაც პრაქტიკულად მთელ საქართველოში მოდიოდა იმ დღეს sad.gif ამ ღრუბლების თავზე კავკასიონის ქედი მოჩანდა თავისი განუყრელი მწვერვალებით smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად


ჩრდილო-აღმოსავლეთით მოჩანდა გუჯარეთის ხეობა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

დასავლეთის მხარეს ღრუბლებით იყო დაფარული...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
რომ ვიჯერეთ გული ხედებით, ოდნავ დაბლა ჩავედით და ქარისგან მოფარებულში სუფრა გავშალეთ, შეშა მოვაგროვეთ, ცეცხლი დავანთეთ და საჭმელიც მივირთვით smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ერთი საათის შემდეგ დავიწყეთ დაშვება. ნიშანზე მითითებული დროის მიხედვით, ჩვენ წაღვერში 1 სთ-სა და 45 წუთში უნდა ჩავსულიყავით.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

სადღაც 3 კმ საკმაოდ დახრილ ფერდობზე ვეშვებოდით და პლუს დამატებული ამას, იყო საშინელი ტალახი. ვფრთხილობდით. დროდადრო ვისვენებდით.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ეს ციცაბო დაღმართი, რომ ჩავიარეთ, შემდეგ გზა თითქმის გავაკდა, და ტალახი ჩაანაცვლა ღელემ. დიახ, გზა გადიოდა პირდაპირ მდინარის კალაპოტში. აზრი არ ჰქონდა ქვიდან ქვაზე ხტუნაობას. პირდაპირ ვტოპავდით წყალში. საბედნიეროდ, არავის არ შეგვივიდა ფეხსაცმელებში წყალი. გზად მეტყევეები შეგხვდნენ, რომლებიც საბარგო მანქანებს მოჭრილი ხეებით ტვირთავდნენ.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად[

არასასიამოვნი იყო ის ფაქტი, რომ ამ უკანა გზაზე, ბევრგან ეყარა მიტოვებული მოჭრილი ხეები ან მორები. რომლებიც რაღაცა მიზეზის გამო აღარ მიჰქონდათ. რაღას ჭრიდნენ ამის დედა ვატირე! sad.gif
მოკლედ წაღვერში ჩასვლას მოვუნდით 2 სთ და 25 წთ. გადავაცილეთ ნიშანზე დაწერილ დროს. ნუ ეს გასაგებიც იყო, ტალახმა ძალიან შეგვაფერხა unsure.gif.
თბილისში რომ ჩამოვედით, ისევ წვიმა დაგხვდა. ჩვენ კი მშრალები ვიყავით smile.gif


ასე, რომ ნამდვილად კარგი გასვლა გამოგვივიდა smile.gif მარშრუტი ზოგს მოეწონა ზოგს არა. მაგრამ მიუხედავად ამისა არავის უნანია წამოსვლა. მთა თორტიზადან მართლაც რომ მაგარი ხედები იშლება! smile.gif

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო წაღვერის ტურისტულ ცენტრს, რომ დაგვაფინანსა ეს გასვლა smile.gif ეს მათი გვერდია ფაცეზე: https://www.facebook.com/tsagveriturism?fref=ts

ფოტოები ამ რეპორტაჟში გამოვიყენე მიშკასი, ერეკლესი, მიშოსი და ჩემი.
Molashqre
ერეკლეს ფოტოები
https://www.dropbox.com/sh/99y9unrhxoe70rh/...weXRvRPa?dl=0#/

ჩემი ფოტოები
http://bin.ge/dl/145646/lika-dapataravebuli.rar.html

მიშოს ფოტოები
http://bin.ge/dl/145649/Misho-dapataravebuli.rar.html

მიშკას ფოტოები
http://bin.ge/dl/145653/Mishka-dapataravebuli.rar.html
Molashqre
აქ მოგვიანებით რუკას დავაგდებ
saloMika
რა ლამაზი ლაშქრობა ყოფილა smile.gif) ძალიან დამწყდა გული რომ გამოვაკლდი sad.gif
Molashqre
ახლა კარგად რომ გავაანალიზე ეს მარშრუტი, პრინციპში 8 ქულით შევაფასებდი მას...

თქვენ რას იტყვით დანარჩენები?
_NOSTRA_
მე ისევ 7 ქულას დავუწერდი, საკმაოდ მაღალი ქულაა smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.