დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 14.IX კარსანი-კარფური
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2014 წელი
Molashqre
მოკლედ ჩამოვედით და ვართ კმაყოფილები smile.gif

ამინდმაც შეგვიწყო ხელი და ბევრი ახალი წევრიც გავიცანით, ძველების სახეებიც გავიხსენეთ biggrin.gif

ვის როგორ მოეწონა ეს გასვლა და შემდგომ სახინკლეში შეხვედრა, თავად მოგახსენებენ smile.gif
erekle eko
ამდენი ხალხი ლაშქრობაში პირველად ვნახე :დ. ადამიანებო, ესაუბრეთ ბარბარას! იმდენ ადგილას არის ნამყოფი :3! ყოჩაღი და სასიამოვნო ბებო იყო! ადგილებიდან ყველაზე მეტად მომეწონა ტყე, განსაკუთრებით კი ერთი მონაკვეთი, სადაც დიდი ლოდი საფეხურის როლს ასრულებდა. ჰო კიდევ გაპობილი ქვის შუაში ამოსული მინიატურული ხე. იაპონელების ნახელავია! ბილივ მი! მოკლედ, დიდი მადლობა ^_^.
SantaDzuku
მშვენიერი, ლამაზი დღე გამოვიდა... ლამაზი ბუნება, შესანიშნავი საზოგადოება! მადლობა ყველას ლიკას თამადობით smile.gif

ეს ჩემს მიერ გადაღებული ფოტოებია

http://allshares.ge/download.php?id=F15CFBFA74
Tsero
კარგი იყო, ლამაზი ხედები და კარგი ყიყლიყო მარიტას ნახელავი biggrin.gif
matasi
ეს გასვლა იმით იყო გამორჩეული რომ მონატრებული ხალხი ვნახე smile.gif ასე გააგრძელეთ ბავშვებო smile.gif სხვა მხრივ ძალიან მომეწონა ხედი დედათა მონასტრიდან,თბილისში ვიყავი და ჯვარს და სვეტიცხოველს გავყურებდი,ძალიან,ძალიან შთამბეჭდავი ხედი პირადად ჩემთვის..
saloMika
ლაშქრობით რომ კმაყოფილი ვარ, ამას კითხვა არც დაესმის smile.gif კარგი ახალი ადამიანები გავიცანი, ვილაპარაკეთ წიგნებზე, მუსიკაზე, ფილმებზე და სერიალებზე, რაც ყოველთვის უფრო საინტერსოს ხდის ხოლმე ლაშქრობას. გემრიელი პიკნიკისთვის მადლობა ყველა მოლაშქრეს <3 ახლა გვიანია, მარა უნდა გამოვტყდე რომ წყალიც კი არ მქონდა წამოღებული, იმდენად მოუმზადებელ წამოვედი :დ ზოგადად სულ ვამბობ ხოლმე, ყველა ლაშქრობის შემდეგ, რომ ტყეში და გაუკვალავ გზებზე ბოდიალზე დიდი ადრენალინი, ენერჯაიზერი და მოტივატორი ცოტა რამაა, ხოდა თქვენ არ გესწავლებათ ეს ამბავი და წავალ ფეისბუქზე მოვუწდებ ყველას ლაშქრობისკენ.

ველოდები მომავალ უახლოეს ლაშქრობას smile.gif
marita
ამდენ ხნიანი პაუზის შემდეგ როგორც იქნა ისევ შევუერთდი მოლაშქრეთა დიდ ოჯახს smile.gif

გუშინდელი ლაშქრობით ძალიან კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით მოლაშქრეთა სიმრავლემ მომხიბლა. ვისურვებ რომ ყველას ასე გაგვეგრძელებინოს!!!

ვინც მენატრებოდა თითქმის ყველა მოლაშქრე ვნახე, განსაკუთრებით საკალელი მიშო მოვისურვილე smile.gif

და ასევე მიხარია რომ ახალი ადამიანები გავიცანი.

P.S. Tsero, შემდეგ ლაშქრობაში ყიყლიყოს კიდევ წამოვიღებ ;) smile.gif
SantaDzuku
სანამ არ შემოვძახებთ, იქამდე ყიყლიყოს არ მოგვაკლებ, არა ? smile.gif
TAMO
როგორც ყოველთვის კმაყოფილი ვარ გასვლით, მშვენიერი ხედები იყო. მამაოებმაც დაგვასაჩუქრეს. smile.gif შეხვედრაზე საკმაოდ საინტერესო ისტორიები მოვისმინე , მოკლედ ყოველ გასვლაზე რაღაცას ვსწავლობ. smile.gif ყველაზე მაგარი ისე იყო რო რეკორდული რაოდენობა ვიყავით ლაშქრობაზე და საჭმელები ჩამოტარებით იყო biggrin.gif მოკლედ სანამ დრო მაქვს არცერთი გასვლა არ უნდა გამოვტოვო smile.gif
maj_lajuna
ჩემი ფოტოებს ნაწილი. დანარჩენსაც მალე დავდებ.
http://allshares.ge/download.php?id=45BC15DB46
_NOSTRA_
მაგარი ლაშქრობა იყო, კმაყოფილო ვარ koconi2.gif
Molashqre
დავწერ მოკლე რეპორტაჟს ამ გასვლისა...

მოკლედ ვიყავით ამ შემოდგომის გასვლაზე 17 ადამიანი! ეს იყო ყველაზე მაქსიმალური რიცხვი, რაც კი ოდესმე ყოფილა ჩვენს ლაშქრობის გასვლებში smile.gif

და ყველაზე კარგი ისაა, რომ 17 ადამიანის მოსვლა დათქმულ ადგილას მოხერხდა სულ 17 წუთში! smile.gif

ზუსტად 17 ადგილიანი მცხეთის მარშუტკა შემოგვთავაზეს და გავეშურეთ კარსანისკენ.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

20 წუთში უკვე კარსანისკენ მიმავალ გრუნტის გზას დავადექით. რადგან 17 კაცი ვიყავით, ხან ვინ ჩმოგვრჩებოდა ხან რის გამო შევჩერდებოდით, მოკლედ მივდიოდით ნელა და წყნმარად, არსად არ გვეჩქარებოდა smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
შემდეგ გადავუხვიეთ გზას და პირდაპირ მთის პატარა ფერდობს ავყევით. გეზი გვქონდა აღებული ქიმისკენ, საიდანაც გადმოვხედავდით მტკვრის ხეობას.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

როგორც იქნა მოვექეცით ქიმზე, შევეფინეთ კლდეს და დავიწყეთ ტკბობა ხეობის ხედებით smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ესეც ხედები
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
დავეშვით და პირდაპირ ყოფილ ტურდისპანსერთან ჩვედით, რომელიც თავად სოფელ კარსანში მდებარეობს. სულ თავიდან ეს შენობა ლავრენტი ბერიას რეზიდენცია იყო, მერე არქეოლოგების სამეცნიერო ლაბორატორია და სულ ბოლოს ტუბდისპანსერი.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ტუბდისპანსერიდან დაბლა, იქვე განახლებული კარსანის ღვთისმშობლის ეკლესიაც მოვინახულეთ. გზად აი ეს ძველი იაგუარი ვნახეთsmile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ დავიძარით სამხრეთისკენ და ავუყევით ქედს. გზად რამდენჯერმე გადავკვეთეთ გადამხმარი მინდვრები
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

დროდადრო ვისვენებდით, ვლაპარაკობდით
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
არ ცხელოდა, რადგან მოღრუბლული იყო და ქარიც უბერავდა... ბოლოს ავღმოჩნდით მუხათგვერდის სასაფლაოებთან ახლოს... შევედით ტყეში, რადგან არ მინდოდა სასდაფლაოების შიგნით გვევლო...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

საბოლოოდ ავღმოჩნდით მუხათგერდის სასაფლაოს შესასვლელთან და იქიდან ავუყევით პატარა აღმართს... გზად დამშრალ მუხათგვერდის ტბას ჩავუარეთ და ცოტა სიარულის შემდეგ, მივადექით გზის პირას აღმართულ ჯვარს...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

აქედან უკვეგამოჩნდა, ჩვენი ლაშქრობის გეგმის მიხედვით, სულ ბოლო პუნქტი: იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტერი
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
სამწუხაროდ მონასტრის ტერიტორიაზე გადაღება სასტიკად აკრძალული იყო, ამიტომ ვერ გადავიღეთ იგი sad.gif თუმცა, დედაო, რომელმაც კარი გაგვიღო, საკმაოდ თბილად შეგხვდა, შეგვიყვანა შიგნით, მოგვიყვა მოკლე ისტორია მონასტრის შესახებ და სულ ბოლოს წიგნის სანიშნეებით დაგვასაჩუქრა smile.gif

ამ ფოტოზე ასახულია, თუ როგორ ვტოვებთ უკან მონასტერს...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ, ახლოში მოვძებნეთ ადგილი კარგი გადასახედით და მოვჯექით წასახემსად smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ამასობაში კარგად დავინახეთ თუ როგორ ელავდა და თქეში წვიმა მოდიოდა ძველი თბილისის თავზე, ჩვენთან კი ერთი წვეთიც არ ჩამოვარდნილა...

ეს ხედები, როცა მონასტერს დავშორდით
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
აქ უკვე ტრასისკენ ვეშვებით და სულ მალეც ავღმოჩნდით თბილისის შემოსასვლელში smile.gif

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მივედით რა კარფურამდე, მალევე მოვიდა ყვითელი ავტობუსიც და მიგვიყვანა დიდუბემდე, იქ უკვე ნაწილი სახლებში წავიდა ნაწილი კი სახინკლეში შეხვედრაზე smile.gif

მართალც, სახინკლეში შემოგვიერთდა ნაწილი მოლაშქრეებისა და გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი ზაფხულის თავგადასავლები smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ასე დასრულდა ჩვენი ლაშქრობა smile.gif
matasi
მადლობა რეპორტაჟისთვის smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.