დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 29.VII ძეგვი-ჭილის ტბა
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2014 წელი
Molashqre
ჩამოვედით! არც ისე ცხელოდა მინდა ვთქვა.

ჯგუფმა კარგად იარა, მირანდამაც (შორეთელი) და მაიამაც.

რადგა ქარი უბერავდა, თბილისი კარგად მოჩანდა smile.gif

დანარჩEნები თავად გაგიზიარებენ შთაბეჭდილებებს...
matasi
მადლობა ლიკა ქათინაურისთვის,ე.ი გამოცდა ჩაბარებულია ხო? smile.gif
ლაშქრობას რაც შეეეხება ნანახმა ხედებმა გაცილებით გადააჭარბა აკრეფილ ვერტიკალს და დაღლილობას, მთებსაც რომ გადავხედე,ისე გამოჩანდა თითქოს უფრო მეტი გვივლია ვიდრე სინამდვილეში,ნუ მე ესე მომეჩვენა.. smile.gif
ყველაზე მეტად ის მისწორდებოდა მთის წვერზე ასულს ორპირი ნიავი რომ დამიბერავდა და გახვითქულს გამაგრილებდა..აღარაფერს ვამბობ ხის ჩეროში წახემსებაზე და წაძინებაზე..
ჩვენი ახალი მოლაშქრე საყვარელი და ყოჩაღი გოგოა smile.gif
მადლობა ხალხნო დღევანდელი დღისთვის!
შორეთელი
ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო დღე გამოვიდა მადლობთ ამისთვის თქვენ ყველას smile.gif
თბილისთან ახლოს ესეთი მშვენიერი მარშრუტი ვერც წარმომედგინა.
"ციხედიდი" ყვავისგან გადარჩენილი, ლეგენდაც კარგად დამამახსოვრდება ;)
სხვა მხრიდან დანახული გადაშლილი თბილისის ხედებზე ... და ამ ყველაფრის ფონზე მწველი მზის ქვეშ გრილად ჩაძინებაზე (გრძნობ რომ მზე გეკიდება და სასიამოვნოდ გცივა კიდეც..)
მოკლლედ, კარგი განტვირთვა იყო ....
მიხარია რომ ესეთები ხართ smile.gif smile.gif smile.gif
Molashqre
იმის გამო, რომ დრო არ მაქვს, რადგან ვემზადები დიდი ლაშქრობისთვის, შემოგთავაზებთ მხოლოდ ფოტოებს რეპორტაჟის ნაცვლად...

ხედი სამების მონასტრიდან...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ხედი უკვე თრიალეთის ქედის ქიმიდან
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ვისვენებთ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.