ვინაიდან ზოგი ლაშქრობა არის რთული და ზოგი მარტივი, საჭიროა მხედველობაში მივიღოთ ის პირობები რითაც განვსაზღრავთ, თუ რა კატეგორიის სტუმრები უნდა წავიყვანოთ სხვადასხვა სირთულის ლაშქრობებში. ამით ავიცილებთ იმ უხერხულ მდგომარეობებს, რაშიც ისინი შეიძლება ჩავარდნენ...


1. ნებისმიერი ფორუმელი პასუხიმგებელია თავის წამოყვანილ სტუმარზე, ანუ:

ა) არ უნდა გადაგვაგდოს სტუმარმა!! თუ ეს მოხდა, ფორუმელი ვალდებულია აიღოს ყველანაირი პასუხიმგებლობა მისი სტუმრისა.
(მაგ:დაქირავებულ ტრანსპორტზე მის მაგივრად ფულის დადება)
ბ) ფორუმელი, პირველ რიგში ვალდებულია აუხსნას სტუმარს, რომ მიდის ლაშქრობაში და არა ექსკურსიაზე, ან საქეიფოდ ბუნებაში!
გ) კარგად უნდა განუმარტოთ ის სირთულეები რაც დახვდება გზაში (აღმართებში სიარული, ეკლიან ბუჩქებში გავლა, მთებზე და კლდეებზე ძრომიალი და ა. შ.)
დ) შესაბამისი ტანსაცმლით წამოსვლა. (ბოტასები ან კეტები, ზამთარში "ბატინკები", შარვალი და ზედა რომელიც არ დაენანება რომ დაეხას biggrin.gif)
ე) ზურგჩანთის წამოღება და არა პარკის ან ხელჩანთის! (თუ არ აქვს ზურგჩანთა, აუცილებლივ გაფრთხილებულ იქნას ხელმძღვანელი!)
ვ) რა უნდა წამოიღოს სტუმარმა: წყალი, საჭმელი და საწვიმარი! დანარჩენი ნივთები უკვე ხელმძღვანელზეა დამოკიდებული რას იტყვის.
ზ) დაუშვებელია წუწუნი და უაზრო პრეტენზიები!
თ) უსიტყვოდ დაემორჩილოს ხელმძღვანელს!
ი) ალკოჰოლიური სასმელის წამოღება, აუცილებლივ ხელმძღვანელთან იყოს შეთანხმებული!
კ) ნუ წამოვა სამხედრო უნიფორმით! (ნაწილობრივ დასაშვებია)

2. თუ სტუმარი მოინდომებს თავისი ახლობლის წამოყვანას (სტუმრის სტუმარი biggrin.gif), ფორუმელი ვალდებულია მასაც აუხსნას პირველ პუნქტში ჩამოყალიბებული ვალდებულებები (პირადად ან სკაიპით ან ტელეფონით და ა. შ.). ეს ვალდებულებები არავითარ შემთხვევაში არ იქნას გადაცემული მხოლოდ პირველადი სტუმრის მიერ!!!

3. რთულ ლაშქრობაში წასვლისას, ფორუმელმა აუცილებლივ უნდა გააითვალისწინოს სტუმრის მონაცემები (ფიზიკური შესაძლებლობები და პრაქტიკა), თვით სტუმარიც უნდა იყოს საქმის კურსში ჩაყენებული თუ რა ელის წინ და ასევე, ხელმძღვანელიც უნდა იყოს გაფრთხილებული!

4. ორ და მრავალ დღიან ლაშქრობებში წასვლისას, ხელმძღვანელი წყვიტავს წამოვა ესა თუ ის სტუმარი გასვლაზე თუ არა! უმეტეს შემთხვევაში პასუხი იქნება უარყოფითი. აი ამაზე ნუ იქნება წყენები და პრეტენზიები! smile.gif

5. ძალიან გთხოვთ ნუ წამოიყვანთ ისეთ სტუმრებს, რომელთაც მხოლოდ ქალაქიდან გასვლა უნდათ და დროის გატარება!


ეს წესები ეხებათ როგორც სტუმრებს, ასევე ფორუმელებს, რომლებიც პირველად მოდიან ლაშქრობაში.