დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 13.VII ცხვარიჭამია-მარტყოფი
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2014 წელი
Molashqre
ჩამოვედით!

სიცხეს არ შევუწიხებივართ, შეგვაწუხა დიდმა ბალახმა და ჭინჭარმა...

იალნოს ჩრდილოეთის ფერდობი ნამდვილად ლამაზი იყო smile.gif

სალომემ, ჩვენმა ახალმა წევრმაც საკაიფოდ იარა smile.gif

რეპორტაჟი და ფოტოები ერთ-ორ დღეში იქნება
_NOSTRA_
კაი ლაშქრობა იყო, კმაყოფილი ვარ ხედებით და ბუნებით, ძალიან ლამაზი იყო ტყე, ყველაფერი იყო საკმარისი დოზით smile.gif
saloMika
დღეს პირველად შედგა ჩემი ოფიციალური ლაშქრობა საქართველოში. 1700 მეტრის სიმაღლიდან გადმოვხედე გარეჯის უდაბნოს, გავიარე აღმართები, ქვიანი და ჩემზე ბევრად მაღალი ბალახებით დაფარული, სრულიად გაუკვალავი ფერდობები. ძალიან მტკივა ყველაფერი, მაგრამ ვარ ბედნიერი რომ ყველაზე საინტერესო და გიჟურ საქმეს შევუერთდი ძალიან გამოცდილ მოლაშქრეებთან ერთად. მადლობა ჩემს ნათლიებს – ლიკას, გიოს, თორნიკეს და ნოსტრას smile.gif

ფოტოების გადათვალიერების თავიც არ მაქვს, ავეწყობი როგორმე და ალბომს ხვალ დავდებ
tornike2210
ძალიან კარგი და საინტერესო ლაშქრობა იყო. ამ ლაშქრობამ ბევრი რამ მასწავლა მაგალითად ის რომ 1 კვადრატულ მეტრზე თავისუფლად შეიძლება იდგეს ერთდროულად 9 ადამიანი და წვივის ძვალი თავისუფლად უძლებს მინიმუმ ორი კაცის დაწოლას. ეს ცოდნა შევიძინე მძგოლის დამსახურებით რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. smile.gif
მომეწონა ქედის ჩრდილოეთ მხარე ძალიან ლამაზი იყო და მანქაიდან ტავამოყოფილი მგზავრობამაც გაასწორა
toga
გიჯური და საინტერესო ლაშქრობა გქონიათ რაც ლაშქრობას ძალიან საინტერესოს ხდის. მიყვარს მასეთიკ ლაშქრობები გაუკვალავი ჯუნგლური ადგილები, ლამაზი ხედებით.აბა ფოტოები მანახეთ ეხლა ზარმაცებო
Molashqre
ვიწყებ რეპორტაჟის წერას...

ესეიგი ამ ლაშქრობაში გახლდით 5 ადამიანი: მე, ნოსტრა, გიო (წერო), თორნიკე და სალომე. სალომე, პირველად იყო წამოსული ჩვენთან ლაშქრობაში და შესაბამისად ამ დღეს გავიცანით იგი smile.gif

მგზავრობისას, 45 წუთის განმავლობაში მარშუტკაში მოგვიწია ფეხზე დგომა მიპრესილ მდგომარეობაში. unsure.gif ბოლოს როგორც იქნა ჩამოვეყარენით გზაზედ და მივაშავეთ თითოეულმა უნამუსო მძღოლს 3 ლარი angry.gif

მოვედით აზრზე, მივემზადეთ და გავუდექით გზას, კერძოდ შევედით მდინარე თეზამის ხეობაში.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ხეობა იყო ვიწრო. აქა-იქ სახლები მოჩანდა: ზოგი დანგრეული, ზოგი მიტოვებული, ზოგი ძველი მაგრამ მაცხოვრებლებიანი, 3-4 ახლადაშენებულიც იყო. ხეობას ეტყობოდა, რომ მიტოვებული იყო, თუმცა გზად 4 მანქანამ ჩაგვიარა. მდინარე თეზამი წყნარად და მშვიდად მოჩუხჩუხებდა. მოკლედ ხეობაში სასიამოვნო სიმშვიდე და სუფთა ჰაერი სუფევდა. smile.gif ერთი საათის სიარულის შემდეგ, გავიარეთ რა სოფელი თეზამი და კევლიანი, შევისვენეთ მდინარესთან და ფეხებიც გავიგრილეთ. აქ სალომეს ბზიკმა უკბინა smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
დასვენების შემდეგ, დაიწყო აღმართები, ანუ მოვექეცით იალნოს ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე. თავიდან გზა ნორმალური იყო და სიგრილეში მივდიოდით. არ გვცხელოდა.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მაგრამ, მერე მოგვიწია დიიდ ბალახებში სიარული. დიდ ბალახებს არც დიდი ჭინჭრები უდებდნენ ბადალს და არც ეკალ-ბარდები smile.gif გვიწევდა გათელვა, რაც დიდ დროს გვაკარგვინებდა და ბევრ ძალას გვახარჯინებდა sad.gif ვიკაწრებოდით და ვისუსხებოდით sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

დროდადრო ვისვენებდით...
Molashqre
ხანდახან ნორმალური ბილიკებიც გვხდებოდა... ბოლოს ამ ხესთან დაიკარგა ბილიკი unsure.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

საბედნიეროდ, ქიმთან უკვე ახლოს ვიყავით და ცოტაღა გვქონდა ვერტიკალში ასაკრეფი... ბალახიც გაქრა და ჩვენს წინ გადაიშალა ლამაზი წიფლის ტყე smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ ქიმზე მოვექეცით და ბილიკს გავუყევით... აქაც არ აკლდა ტყეს სილამაზე smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ბოლოს გამოვედით ტყიდან და გავედით მინდორზე, სადაც ასევე დიდი ბალახ-ჭინჭარი დაგხვდა... გავიარეთ რა ეს ბალახიც, ავღმოჩნდით ჯვართან, სადაც ასეთი ხედები გადაგვეშალა წინ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდგომ, უკვე ტრიანგულარამდეც მივედით ანუ 1733 მ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გზა ისევ ტყეში შევიდა და დაბლა ეშვებოდა... დაგვეზარა ზემოთ ასვლა, რათა ქოხამდე მივსულიყავით და ჩემი სათვალე მენახა, რომელიც აპრილის ლაშქრობაში დამრჩა sad.gif ასე, რომ მოვძებნეთ სატრაპეზო ადგილი, გავშალეთ სუფრა და მშივრებმა მუსრი გავავლეთ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ერთი საატის მერე, დავიძარით მარტყოფის მიმართულებით. გზად მანქანამ ჩაგვსხა და მარტყოფამდე მიგვიყვანა. ამ დროს პატარა წვიმაც დაიწყო, ხოლო მარშუტკაში რომ ჩვსხედით საკაიფოთაც დაუშვა.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად


ნახევარ საათში დედაქალაქში ვიყავით უკვე smile.gif ასე დამთავრდა ჩვენი ლაშქრობა smile.gif
Molashqre
ეს სალომეს ფოტოების ბმული

http://allshares.ge/download.php?id=01A68D3960

ეს გიოს ფოტოები, მობილურით გადაღებული

http://allshares.ge/download.php?id=4F69F0B497
iato
მაგრები ხარტ ^_^
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.