დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 21.VI ელიას მთა (2166 მ). მთიულეთი
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2014 წელი
Molashqre
ჩამოვედით!

ძალიან ცხელოდა და ამან ცოტა გაართულა ლაშქრობა, თუმცა საწადელს მაინც მივაღწიეთ და ყველაფერი კარგად დამთავრდა... smile.gif

იყო ბევრი ცხელი მზე, ცოტა ტალახი და ბევრი სუბ-ალპური ყვავილები smile.gif ნუ რა თქმა უნდა ხედებიც smile.gif
SantaDzuku
დამწყდა გული, რომ ვერ წამოვედი. თუმცა მიხარია თქვენ რომ მიაღწიეთ საწადელს. ფოტოების ნახვა მაინტერესებს ძალიან...
LevanVerdzeuli
უჰ, მაგარი იყო. ჩემი პირველი ლაშქრობა მშობლიურ მთიულეთში.
ხანდახან მიჭირდა გარჩევა, შვეიცარიაში ვიყავი თუ მთიულეთში. აგერ რამდენიმე ფოტო სწრაფად. დანარჩენი მოგვიანებით
erekle eko
მშვენივრად დავიღალეთ ^_^. კიდევ მთებში რა!
anterior
მაგარი ლაშრობა იყო, მრავალფეროვანი)) ტალახიც, მწვანე ბალახიც, მზეც, ჩრდილიც,გამხმარი ფოთლებიც თითქოს შემოდგომააო,წყაროც)) თანაც ჩემი პირველი გასვლა იყო ასეთ სიმაღლეზე..ულამაზესი ხედები იყო, კამპანია კი ძალიან საინტერესო და მხიარული) მოკლედ მშვენიერი დღე იყო. მადლობა ყველას love.gif love.gif
Molashqre
ფოტოები მომაწოდეთ დროზეეე!
Tsero
კარგი ლაშქრობა იყო ფრიად. ზომიერად რთული და საკმაოდ ლამაზი. სამომავლოდ ვისურვებდი უფრო მაღალ მთებზე წავსულიყავით
toga
ფოტოები მანახეთ სასწრაფოდ
iato
ძალიან ვისიამოვნე, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, მთიულეთსს თავის ხიბლი აქვს, სისხლი ამიჩქარდა და გადამიჩქარდა smile.gif მომეოწნა ამდენ ხალხთან ერთად ლაშქრობა, თან სულ ნარჩევ-ნარჩევი ხალხი ^_^ მოკლედ შემდეგ ლაშქრობაშიც სიამოვნებით გიხილავდით ასე ყველას ერთად smile.gif მადლობა ლიკა ასეთი დღისთვის smile.gif და არა ამრტო ლიკას თქვენც ჩემო კარგო ადამიანებო smile.gif

პ.ს. მელითაური ვარ მე !!! biggrin.gif
Molashqre
ვიწყებ მოკლე რეპორტაჟის წერას:

მოკლედ შევიკრიბეთ 10 ადამიანი დათქმულ ადგილას და ორი მანანით გავეშურეთ ფასანაურისკენ. ფასანაურიდან სადღაც 3 კმ-ში, კაფესთან დავტოვეთ მანქანები და ეგრევე დავაწექით აღმართებს.

ცხელოდა... გავიარეთ სოფელი ჩადის ციხე, სადაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა პატარა ისტორიები მოგვიყვა და გზაც მიგვასწავლა. სიმაღლეს აკრეფასთან ერთად, ფართო ხედები გვეშლებოდა უკან...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შევისვენეთ კიდევაც ერთ-ერთ სალოცავთან...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ ისევ გავუყევით გზას... ყველაზე ძალიან გვიხაროდა, როცა ტყეში შევდიოდით და ოდნავ ვგრილდებოდით... სიცხე უფრო და უფრო მატულობდა unsure.gif
Molashqre
ესეც ყელის ზეგანი, მთა შერხოტა და დედაენის მწვერვალი (მარცხნიდან მარჯვნივ)
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

დროდადრო ვჩერდებოდით და ჩრდილში ვისვენებდით... ხანდახან ბილიკის ძებნაც გვიწევდა... მიუხედავად იმისა რომ სიმაღლეს ვკრიფავდით, მწერების რაოდენობა მაინც არ მცირდებოდა და მათ კბილებს ჩვენი კანი მაინც ვერ აცდა sad.gif წყლის პრობლემა არ გვქონდა, რადგან ბევრიც გვქონდა წამოღბული და პლუს სადაც კი გვხდებოდა

სადღაც 3 საათი იქნებოდა, რომ უკვე ელიას მთას დავადექით...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მთის ეგრეთ წოდებულ წვერზე, ჩავეფლეთ ბალახებში და დავისვენეთ... თავიდან ქარი უბერავდა და არ ცხელოდა, მაგრამ როგორც კი სუფრა გავშალეთ, ეგრევე ჩადგა ქარი და ცოტა დაცხა... თუმცა, დიდად არ შევუწუხებივართ აქ სიცხეს...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ხედები დაშვებისას...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ესეც ბოლო ფოტო დაშვებისა... უკვე ცოტა გვქონდა დარჩენილი ტრასამდე...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ტრასაზე, ჩამოიარა მაქნანამ სადაც ჩვენი ორი მძღოლი მოლაშქრე და მე ჩვსხედით, მივედით ჩვენს მიერ დატოვებულ მანქანებამდე და შემდეგ ისევ უკან გამოვბრუნდით და უკვე ყველანი ჩვსხედით მანქანებში...

ასე დავბრუნდით თბილისში smile.gif
Molashqre
რაც კი ფოტოები მომაწოდეს, აქ მოვუყარე თავი და შეგიძლიათ გადმოწეროთ. ფოტოების ავტორები არიან ერეკლე, მე, ლევანი და ია

http://allshares.ge/download.php?id=042D341695
LevanVerdzeuli
ლიკა, ზაფხულის სალათივით რეპორტაჟია, არც მძიმე და თან ნოყიერი smile.gif)

ძაან მაგარი ლაშქრობა იყო, მიუხედავად სიცხისა და ყველაფრისა. გამიხარდა, რომ ყველამ კარგად ვიარეთ.
matasi
კაი ხედებია smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.