დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 15.VI ასურეთი-კიკეთი
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2014 წელი
Isengard
ჩამოვედით მშვიდობით, მაგარი ლაშქრობა იყო. რეპორტაჟს შემოგთავაზებთ უახლოეს მომავალში.
Isengard
დილით შევხვდი ნათიას სამგორის მეტროსთან, შევიძინეთ ბილეთები და დავჯექით ტრანსპორტში. სამწუხაროდ ლაშქრობაში წამომსვლელი მეტი მსურველი არ აღმოჩნდა. ამინდი იყო არაჩვეულებრივი.

ჩავედით ასურეთში და დავიწყეთ ასვლა მთაზე რომელზეც კვირიკეს ეკლესია მდებარეობს.



ჩვენდა გასაკვირად სწრაფად აღმოვჩნდით მთის წვერზე, აქვე შევისვენეთ და ჩავატარეთ პატარა ფოტოსესია. ხედები იყო ულამაზესი. წინა ლაშქრობაში ამ ადგილას იყო ძლიერი ნისლი ახლა კი რომ ვნახე აღთოვანებული ვაყავით ხედებით.

გთავაზობთ რამოდენიმე ფოტოს smile.gif



დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ძალიან დაცხა და გავაგრძელეთ ჩვენი გზა, გავყევით ქედს და გადავწყვიტე ქვემოთ ჩასვლისას მოგვეჭრა გზა ტყეში. ტყეში ძალიან სიმპატიური და კოხტა ბილიკი დაგხვდა.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ჩამოვედით სასურველ გზაზე და გამოჩნდა ორმოცას ეკლესია. ეკლესიამდე სწრაფად მივედით და დავათვალიერეთ.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

დიდხანს არ გავჩერდით ეკლესიასთან და გავაგრძელეთ გზა კაბენისკენ. გზად შეგხვდა ერთი სულიერი რომელიც გვიმტკიცებდა რომ აღმოსავლეთითაა ჯერ კოჯორი და იმის იქეთაა კიკეთი smile.gif))) მეგობრები იყვნენ ამოსული დაბადების დღის აღსანიშნავად. ჩვენ თავისთავად მაინც ჩვენ გზას გავყევით.

გზაში საუბარ საუბარში შევხვდით კუს. საკმაოდ დიდი ზომის იყო და შუა გზაში მოწანწალებდა.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გზაში კიდევ ერთი კუ შეგხვდა, მარა ძალიან ძალიან შეგვეცოდა sad.gif ვიღაც მახინჯმა გადაუარა მანქანით და ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თავისთავად გზიდან გადავსვი მარა სავარაუდოდ ვერ იცოცხლებდა sad.gif

ჩვენ განვაგრძეთ გზა და დავიწყეთ დაშვება კაბენში, კლდეები იყო ულამაზესი. ტყეში დიდი ჩრდილი იყო და ამის გამო არ ცხელოდა. კაბენში ჩასვლისას ხევიდან გვსემოდა ხალხის ხმა, ზუსტად იმ ადგილიდან სადაც ვაპირებდით გაჩერებას. თუმცა კაბენთან მისულს გამახსენდა რომ ცოტა ოდნავ ზემოთ თვალი მოკრული მქონდა ჩანჩქერისთვის და კაბენის დათვალიერების მერე გადავწყვიტეთ ამ ჩანჩქერთან მისვლა, რადგან კიდევ ბევრი დრო გვქონდა.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Isengard
კაბენის დათვალიერების მერე ჩავედით ხეობაში სადაც კიდევ მოლაშქრეები შეგვხდნენ, მივესალმეთ და ჩავუარეთ biggrin.gif

ხეობაში მოხვედრის მერე გადავწყვიტეთ ფეხები დაგვესველებინა და გავგრილებოდით. წყალი იყო ცივი და სასიამოვნო.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მალევე გამოჩნდა ჩანჩქერი და გასაოცარი ადგილი. მე დავაპირე ჩნჩქერთან მისვლა როცა წყალში შევამჩნიე რაღაც მოძრავი. პირველად ჩემს ცხოვრებაში ვნახე მტკნარი წყლის კიბორჩხალები. თავისთავად ჩემი მობილური ჩავძირე წყალში და გადაუღე რამოდენიმე ფოტო. ძალიან სასაცილოდ დადიოდნენ ფსკერზე.

გთავაზობთ რამოდენიმე ფოტოს.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

აქვე ჩამოვჯექით და გავშალეთ პურმარილი, დრო ბევრი ქონდა და ცოტაც წაუძინეთ smile.gif)) ამ დროს ცოტახანიც იწვიმა მარა ჩვენ გადავრჩით ხის ქვეშ. ორი საათით წაუძინეთ კიდევაც, მერე ავიბარგეთ და გავეშურეთ კიკეთისკენ. უჩვეულოდ დიდი ბალახი იყო და ბილიკი ძლივს ვიპოვეთ. ავიღეთ ვერტიკალი და აღმოვჩნდით კლდეზეც.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

კიკეთში საათნახევარში ავედით და დავდექით ავტობუსის გაჩერებაზე, ავტობუსმა ჩაგვიარა და უკან ამოსვლა დააგვიანა, ამ დროს კი თბილიში მიმავალმა დამსვენებლებმა შემოგვთავაზეს ჩვენი გაყოლა. თავისთავად გავყევით და რამოდენიმე წუთში თბილიში ვიყავით.

ლაშქრობა მთლიანობაში აღმოჩნდა ძალიან საინტერესო და მხიარული. გამიკვირდა რომ სირთულით მარტივი აღმოჩნდა და სულ ბოლოშიღა ვიგრძენით ოდნავ დაღლილობა. ვწუხვარ რომ დანარჩენებს არ ეცალათ ამ დღეს.
natia
ეხლა კიდე ჩემი დაგვიანებული შთაბეჯდილებები, რეპორტაჯის მერე მართალია უინტერესოაააა და ძნელად თუ გამოგივა რამე ახალის თქმა sad.gif ერთიანობაში კარგი იყო ცოტათი დავიგალე, მაგრამ სასიამოვნოდ. smile.gif ყველაზე მეტად ჩანჩქერთან ყოფნა მომეწონა, ცოტათი დავსველდით მაგრამ გააასწორაააა biggrin.gif
Molashqre
რეპორტაჟი მომეწონა მიშკა smile.gif

კაბენის და ორმოცას ეკლესიები ისევ დაკეტილი იყო?
Isengard
კაბენი დაკეტილი იყო და ორმოცას ეკლესია არა.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.