დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 25.V თხოთის და წლევის მთები
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2014 წელი
Molashqre
თბილისში ჩამოვედით სადღAც 4-კენ, ანუ ადრე...

თუ რატომ ამას გაიგებთ smile.gif

თბილისში გავიგე, რომ კარგი ამინდი ყოფილა, მაგრამ ჩვენ შხაპუნა წვიმა, მეხები (რომელიც კიღანამ დეგვეცა biggrin.gif) და ბეევრი ტალახი არ აგვცდა... ამავე დროს მზისგანაც დავიწვით biggrin.gif

გაასწორა თბილისში ჩამოსულებმა გლდანის შაურმა რომ მივირთვით smile.gif
iato
უაააააააააააააააააააააააა იოოოოოოოოოოოოოოოოოო იეეეეეეეეეეეეეეე ოპოპ ესეთი იყო.
ძალიან კმაყოფილი ვარ ერთის მხრიავ და უკმაყოფილო მეორეს მხრივ.
1. კმაყოფილი
უულამაზესი ხედი გადაიშალა თხოთის მთიდან... მტკვრის ხეობა, თრიალეთის ქედი, ეს ბორცვები დაბლა, წინ... მართლა საოცარი შთაბეჭდილება დამიტოვა. უკიდეგანო სივრცეში ფიქრებიანად ავიშალე და სადღაც შოოოორს ჰორიზონტზე ჩამოვსკუპდი სულიერად. შემდეგ ნაშალებისკენ გავიწიეთ სადაც ეკლა-ბარდუკებში ტოტებს ადა რაღაცეებში ვიპროწიალ-ვიფოფხიალეთ და კლდის პირას ჩამოვსკუპდით საჭმელად... შორს კი ჩენს წინ წვიმდა, ულამაზესი წვიმის ფარდა იყო დაშვებული , მერე გაშავდა ცა მოიღრუბლა იქუხა იმეხა და ეს ფარდა წამოვიდ ადა რა წმაოვიდაააა, მოიტანა და რა მოიტანაააა, გამოვრთეთ ტელეფონები ლიკას რჩევით და წამსოვლიდან 2 წუთში 150 მეტრში მეხუკამაც გაინავარდა
p.s ახლა ფოტოებს შევყრი ბევრი არ გადამიღია მაგრამ რაც იქნება შემოგთავაზებთ
ხო დ აუკმაყოფილო იმით ვარ რომ არ დავხარჯულვარ არ დავქანცულვარ biggrin.gif
anterior
არადა მეგონა კაი ამინდი იქნებოდა :შ სამაგიეროდ რეკორდი დაამყარეთ- ყველაზე მოკლე ლაშქრობების ნომინაციაში :დ
natia
ძალიან ხანმოკლე გასვლა იყო და ასევე ძალიან ლამაზი პეიზაჟებით smile.gif თხოთის მთიდან ულამაზესი ბუნება გაიშალა, დანახვისთანავე კველას ერთდროულად ყიჟინი აგმოგვხვდა, აი ისეთი სილამაზის დანახვის დროს რომ მოგაწვება smile.gif
მიუხედავათ კარგი განწყობისა ბუნებამ თავისი გააკეთა და კარგადაც გაგვწუწა... ვზილეთ და ვზილეთ ტალახი და სულ სრიალ სრიალით ჩამოვედით მთიდან. მე მომეწონა პოზიტიური იყო ეს გასვლა
Molashqre
მოკლედ ავღწერ ჩვენს ლაშქრობას...

ვიყავით ამ ლაშქრობაში 4 ადამიანი: ნათია, მე, ია და გიორგი (წერო). მიშკა ქათამს ჩაეძინა sad.gif

სოფელ აღაიანთან ჩამოსვლისას გავეშურეთ თხოთის მთისკენ... ასფალტიანი გზა მალე ტალახიანმა გზამ შეცვალა smile.gif ეს ბოლო ლაშქრობები ტალახებში სიარული არ გვცდება რა smile.gif მიუხედავად იმისა, რომ მოღრუბლული იყო, მაინც ცხელოდა... შევისვენეთ სასაფლაოსთან...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

სულ მალე უკვე ავედით თქხოთის მთის ქიმზე და მივადექით თხოთის წმ. ნინოს ეკლესიას... ეს ეკლესია მე-7 საუკუნეშია აგებული და თავიდან იყო გუმბათიანი. მერე მე-10 საუკუნეში გაუკეთეს რესტავრაცია და ჩვეულებრივ დარბაზულ ეკლესიად აქციეს... ამ ეკლესიიდან მტკვრის ხეობის მხარეს, ძალიან ლამაზი ხედი გადაიშალა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ხედის დატკბობის შემდეგ გავაგრძელეთ გზა... მზემ გამოიჭყიტა... თხოთის ქედის ქიმის ბოლოში მდგომ ტრიანგულართან გავჩერდით და ფოტოები გადავიღეთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გავაგრძელეთ გზა. გავიარეთ თხოთის ქიმი და გადავედით უკვე წლევის ქედზე... გზად ცხვრებს, 5 დიდ ძაღლს და ორ მწყემსს ჩავუარეთ გვერდი...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

აქ ჩვენს უკან თხოთის ქედია, ხოლო მეორე ფოტოზე მტკვირს ხეობა კასპითურთ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
წლევის ქედზე შორიდანვე დავაფიქსირეთ ყველაზე მაღალი წერტილი და გადავწყვიტეთ მის ნაპირას, ნაშალთან მივსულიყავით და იქ წაგვეხემსა...
სამწუხაროდ, მაგ ადგილამდე მისასვლელად, საკმაოდ მაღალი ბუჩქნარის გაკვალვა მოგვიწია და როგორც იქნა მივაღწიეთ ჩვენს საწადელ ადგილს...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მოვძებნეთ პაწაწუნა ადგილი და დავსხედით საჭმელად... მოიღრუბლა... ჩვენს პირდაპირ, ანუ სამხრეთით (თრიალეთის ქედის თავზე) გამოჩნდა სადღაც 3 კმ სიგრძის შავი ღრუბელი, რომლიდანაც წვიმა მოდიოდა და ელვები ანათებდა... ალბათ ქარი დასავლეთისკენ წაიღებს მეთქი ამ ღრუბელს... მაგრამ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

სანამ ჭამაში ვიყავით გართული და ვსვავდით სადღეგრძელოებს, ამასობაში შევამჩნიეთ რომ, ღრუბელი თავისი ელევებით წამოვიდა პირდაპირ ჩვენსკენ! ცოტა კი გამიკვირდა, რადგან ვიცი რომ საქართველოში ქარები უბერავენ ან დასავლეთისკენ, ან აღმოსავლეთისკენ და ან სამხრეთისკენ... მაგრამ ჩრდილოეთის მიმართულებით რომ დაებეროს არ გამიგია... რაც უფრო გვიახლოვდებოდა ეს ღრუბელი, მით უფრო ძლიერ გვესმოდა ქუხილი, ხოლო მეხი უკვე მტკვრის ხეობას ეცემოდა... რამდენჯემრმე ჩამოვარდა კიდევაც... დაიწყო წვიმა... გამოვრთეთ მობილურები და მსწრაფლ დავიწყეთ აშლა... ავშალეთ სუფრა და როგორც კი ისევ შევაჭერით ბუჩქებს, ამ დროს უკან მოვიხედე და პრაქტიკულად გაელვება და საკმაოდ მჭექარე ქუხილი ერთდროულად მოხდა!!! ძალიან ახლოში ჩვენგან ჩამოვარდა მეხი. ეს იყო ბოლო ქუხილი...

გამოვიარეთ ეს ბუჩქები, რომელიც სველი იყო და საკმაოდაც დაგვასველა, პლუს ამას ძლიერი წვიმა... გზაზე რომ დავდექით, აქ უკვე ძალიან სრიალა ტალახი დაგხვდა smile.gif ძალიან ფრთხილად ჩავდიოდით ამ გზაზე...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
15 წუთში წვიმამ გადაიღო... გამოიდარა... ის ღრუბელიც გაქრა ჩვენს თავზე... მოკლედ გამოგვაპანჩურა რა biggrin.gif

ვიყავით ძალიან სველები და ტალახიანები smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

სულ მალე ჩამოვიარეთ წლევის ქედის ფერდობი და ტრასაზე დავდექით თბილისში დასაბრუნებლად...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გავიჩერა ტაქსმა და 10 ლარად თბილისში ჩამოგვიყვანა, სადაც გიორგის მანქანით გავეშურეთ შაურმის საჭმელად და ძალიან გემრიელადაც გეახელით smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ასე დამთავრდა ჩვენი თავგადასავალიანი ლაშქრობა smile.gif
Molashqre
ჯი-პი-ესი არ ჩამირთავს საერთოდ და ამიტომ რუკაზე ტრეკს ვარაუდით მოვხაზე...

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
iato
პ.ს. მე საურმას არ ვჭამ ნუ მტენით ნახალკებს biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.