დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 9.IV თეთრი კლდე და იალნოს ქედი
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2014 წელი
Molashqre
ჩამოვედით!

დაღლილები ვართ...

ცოტა ქარისგან აორთქლებულებიც smile.gif მთავარია გადავურჩით მას smile.gif
nino-ticha
ქარო , ქარო განვედ საცხა სხვაგან smile.gif) როგორი იყო?
tornike2210
კარგი იყო ყველაფერი, 6 თვიანი პაუზის შემდეგ მეგონა გამიჭირდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა თბილ ქოხთან განშორება გამიჭირდა მხოლოდ smile.gif
toga
მე კი ნამდვილად ფეხებმა მიმტყუნა . 3 წელზე მეტია ალბათ არ მივლია და ძალიან გამიჭირდა თან ფეხსაცმელებიც არ მიწყობდა ხელს . ქოხში ნახევრაქდ დაგლეჯილმა შეშის ფეჩმა მოლოდინს გადააჭარბა როცა ჩემი ბებეი ძვლები გაათბო biggrin.gif
_NOSTRA_
კმაყოფილი ვარ , დიდი პაუზის შემდეგ მედგრად ვეკვეთე ქარიშხალს. biggrin.gif ჭირხლები იყო ძალიან ლამაზი და თან ძალიან მწარეც :დ მოკლედ დაველოდოთ რეპორტაჟს
(თამო)
Molashqre
გთვაზობთ მოკლე რეპორტაჟს, სადაც მოგითხრობთ ერთ ნაწილს, მაგრამ მთავარ ნაწილს smile.gif

ვიყავით ამ გასვლაში 6 მოლაშქრე:
ია, თამო, ნოსტრა, თორნიკე, ზურა და მე
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ესეიგი, სოფელ მარტყოფში როგორც კი ჩავედით, უკვე ქარი საკაიფოდ ქროდა... სამების ხევში, ქარი უფრო გაძლიერდა... იალნოს ქედი ღრუბლებში იყო გახვეული, რომელნიც ძალიან დიდი სიჩქარით აღმოსავლეთისკენ მოძრაობდნენ...

რაც უფრო ვკრეფდით სიმაღლეს, მით უფრო ძლიერდებოდა ქარი... ხო სიახლე, იალნოს ქედის ეს ნაწილი როგორც ეტყობა თბილისის ეროვნულ პარკად გამოცხადდა, რისი დამამტკიცებელი საბუთიც ვიხილეთ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
თავიდან გზა იყო და ისე ვკრიფავდით სიმაღლეს...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მერე გზა დამთავრდა და ავუყევით პატარა ქიმს... ქარი გაძლიერდა... ჩავიცვით რაც კი გაგვაჩნდა და რაც არა smile.gif მოკლედ კარგად შევიფუთეთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ქარი მომენტებში ისე უბერავდა, რომ ეჭვი მეპარებოდა ბოლომდე ასვლაზე...

ეს გვერდიდან ხედი თეთრი კლდისა, რომლის გამო ტყუილა ავკრიფეთ 65 მეტრი სიმაღლეში და მერე ისევ დავკრიფეთ sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
მივაღწიეთ ნისლამდე, ანუ ღრუბლამდე, რომელიც იალნოს ქედს ზემოდან ეკვრა... შევამჩნიეთ ჭირხლები, რომელნიც ქარის დაბერვაზე ძირს იყრებოდა, თითქოს სეტყვა მოდიოდა...

ვიდეო ჭირხლების ჩამოყრისა

ესეც თავად ერთ-ერთი დაცემული და კიდევ ბალახზე მიყინული ჭირხლი
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

1600 მეტრის სიმაღლეზე ვიყავით... დარჩენილი გვქონდა 150 მეტრი... ავიარეთ 50 მეტრი და მოვექეცით იალნოს ქედის თითქმის ქიმზე...

ქარი არ წყნარდებოდა... სულ უფრო ცივი და ცივი ხდებოდა sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ქიმზე აღარ ავიყვანე ხალხი, ვიფიქრე ფერდობს გავუყვებით, ქვეშ მოვექცევი იმ ქოხის, რომელზედაც ყველას დიდი იმედები გვქონდა დამყარებული...

გზად დროდადრო საკაიფო ხედები გვეშლებოდა და შეძლებისდაგვარად ვჩერდებოდით და ვიღებდით ფოტოებს...

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მოვექეცით თეთრი კლდის ზუსტად ზედა წერტილში... smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
დაგვრჩა ბოლო 100 მეტრი ვერტიკალისა... არ გეგონოთ ძირს თოვლია, ეს ჭირხლებია, რომლებიც უმოწყალოდ გვეცომოდა თავზე... ნი დაი ბოგ სახეში მოგხვდროდა, ისეთი ძალით გვეცემოდა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ბოლოს როგორც იქნა ავედით და ქოხიც შევამჩნიეთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ქოხი საკაიფო გამოდგა... მასში იყო ღუმელი, იყო შეშაც და ეყარა ბევრი დაჭრილი მორები, რომლებიც მაგიდად და სკამებად ვაქციეთ... ღუმელის ანთება ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ბოლოსკენ მაინც ავანთეთ და შევექეცით სუფრას smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ამასობაში გავშრით, გავთბით და ცოტათიც შევჟუჟუნდით ზურას მიერ მოტანილი ღვინოთი smile.gif

დავყავით ქოხში სადღაც ორი საათი... გამოსვლისას აი ეს ფოტოები გადავიღეთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მარტოფში 2 საათში ჩავედით და ნოსტრას წყალობით 7 საათიან მარშუტკასაც მოვუსწარით smile.gif

ასე დამთავრდა ჩვენი ლაშქრობა იალნოს ქედზედ smile.gif

რეპორტაჟში წარმოდგენილი ფოტოების ავტორები მგონი ყველანი ვართ smile.gif
nino-ticha
რამდენიმე ფოტო განასაკუთრებით მიესალბუნა ჩემს გულსა და გონებას smile.gif რომ გითხრა შემშურდა მასეთ ქარში მანდ რომ არ ვიყავი თქო , არ იქნება მართალი ინფორმაცია, მაგრამ მაგ სანახავების ნახვა კი მომინდა
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.