დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 6.IV კასპის აკლდამები და თეთრახევის ლავრა
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2014 წელი
Molashqre
ჩამოვედით და ფრიად კმაყოფილები დავრჩით ამ გასვლით smile.gif

ქარი იყო ძალიან ძლიერი სანამ კოწახურას ხევში შევიდოდით, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის, რომ მოგვენახულებინა აკლდამები... ხოლო კოწახურას ხევში კი ძალიან საკაიფო სანახაობა გველოდა smile.gif თავი მეგონა ვაშლოვანის ნაკრძალში smile.gif

ფოტოები და რეპორტაჟი მოგვიანებით იქნება smile.gif
natia
მეც კმაყოფილი ვარ დღევანდელი გასვლით, მართალია ქარი ქროდა მაგრამ ხელი არ შეუშლია დაგეგმილი მაშრუტი შეგვესრულებინა smile.gif
უცხო და თავისებურად ლამაზი გარემო ვნახეთ. უძველესი აკლდამები და ხეობის სიღრმეში, მართალია უკვე ნანგრევებად ქცეული ისტორიული ცეგლი, მაგრამ ისე ლამაზად იკო ეს კველაფერი ერთმანეთში შერწყმული რომ ნამდვილად ღირს ნახვად smile.gif
xomsika
მეც კმაყოფილი ვარ smile.gif კარგი გასვლა იყო smile.gif ყმაყოფილი ვარ smile.gif წლის კარგი გახსნააა ჩემთვის smile.gif
Molashqre
მაშ შემოგთავაზებთ მშრალ რეპორტაჟს...

მოკლედ შევიკრიბეთ 6 ადამიანი (მე, ნინო, გოგოა, ნათია, დათო და ბარბარა) დათქმულ ადგილას და დროს... ნახევარ საათში უკვე კასპში ვიყავით... ქალაქში ცოტა გავლის შემდეგ, დავადეგით ჩვენს სასურველ გზას... როგორც კი გამოვედით კასპიდან, პირველივე აკლდამას წავაწყდით...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ქროდა ძლიერი ქარი, რომელიც პირდაპირ სახეში გვაყრიდა ქვიშას... ხო ქვიშა... მოგეხსენებათ ეს მხარე საკმაოდ ხრიოკი ადგილია და გარშემო ხის არანაირი ჭაჭანებააა... სამაგიეროდ ლამაზი ქანებია ირგლივ smile.gif განვაგრძეთ გზა... გზადაგზა შეძლებისდაგვარად ვტკებოდით მრავალფეროვანი კლდის ნაშალებით...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ამასობაში შორიდან დავაფიქსირეთ მეორე აკლდამაც... ქარი არ ჩერდებოდა... მოვყოლილვარ ისეთ ქარში, რომ კინაღამ წავუქცევივარ, მაგრამ მასეთი ქარები, ცვალებადი იყო, ხან მოუმატებდა, ხან დაუკლებდა... მაგრამე ეს ქარი, რასაც ჰქვია, ერთი წამითც არ ჩერდებოდა! ლაპარაკი შეუძლებელი იყო ერთმანეთში sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მივადექით ამასობაში აკლდამას და ავძვერით მასზე... ცოტა სული მოვითქვით ქარისგან...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ეს აკლდამები თარიღდებიან IV-VI საუკუნეებით. ასეთი ტიპის აკლდამები, რაც აქ არის, საქართველოში არსად არის ჯერ მიკვლეული... ასეთი მსგავსი აკლდამები ურარტუში ყოფილა უწინ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
განვაგრძეთ გზა ისევ და როგორც იქნა მივედით კოწახურას ხეობამდე, რომელიც ჩრდილოეთით უხვევდა, რამაც იმედი მოგვცა რომ ქარს გავექცეოდით... სანამ შევიდოდით ხეობაში, მისმა გარშემო მდგომმა კლდეებმა მოგვხიბლა smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შევედით ხეობაში... რადგან ღელე დამშრალი იყო, პირდაპირ კალაპოტში დავიწყეთ სვლა და ნაპირის კედლებზე გაქვავებული ნიჟარები შევნიშნეთ... სავარაუდოდ, ეს იმ ზღვის ნიჟარებია, რომელიც ადრე კავკასიას ფარავდა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მერე ამოვედით კალაპოტიდან და განვაგრძეთ გზა ბილიკ-ბილიკ... ქარი პრაქტიკულად აღარ უბერავდა... ვტკებებოდით ირგვლივ გადაშლილი სანახაობით smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ჩავუარეთ ძველ ზამთრის მწყემსის თავშესაფარს და ისევ განვაგრძეთ გზა... ნელა-ნელა აღმართს ავუყევით...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შორიდან დავაფიქსირეთ ეკლესია...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

რომ ავედით მასზე, აი ასეთი ხედი გადაგვეშალა სამხრეთით, ანუ ის გზა რაც ჩვენ გამოვიარეთ..
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ამ ხევში, ადრე იყო თეთრახევის მონასტერი და საკმაოდ დიდი კომპლექსი ყოფილა თურმე... ეკლედსია თარიღდება გვიანდელი შუასაუკუნეებით...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

აქვე ვიტრაპეზეთ და ისევ უკან დავბრუნდით... რომ გამოვედით ხეობიდან, გეზი არა კასპისკენ, არამედ პირდაპირ ტრასისკენ ავიღეთ გზა... უკან მოვიტოვეთ ხეობა... ნუ რა თქმა უნდა გიჟმა ქარმა შეგვახსენა თავი აქაც smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ტრასაზე კი ჩამომავალმა მარშუტკამ თბილისში ჩამოგვიყვანა მშვიდობიანად...

ასე დასრულდა ჩვენი ვითომ ვაშლოვანის ლაშქრობა smile.gif
nino-ticha
კარგი ფოტოები გამოსულან მრავალფერადი,,, და, ვინ ხალხნი მოღვაწეობდით დღევანდელსა დღესა რეიზა რ წერია აქანე?
ადგილები იმგვარად გამოიყურება, რომ ღირდა ქართან ბრძოლა smile.gif)
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.