დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 16.III ლელუბანი-ნორიო
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2014 წელი
Molashqre
ჩამოვედით და ყველანი ფრიად კმაყოფილები დავრჩით ამ ლაშქრობით smile.gif

საინტერესო თAვგადასავლები გადაგხვდა, ერთი ისეთი, რომელიც აქრ გამომიცდია smile.gif

ფოტოები და რეპორტაჟი მოგვიანებით იქნება...
SantaDzuku
ჩემთვის ძლიერ პოზიტიური დღე გამოდგა. აღსანიშნავია მცირე ეკელსია, რომელიც ვიგუმანე და ვიხილე კიდევაც; ნათელი ამინდი, რომელმაც გაალამაზა უფერული ბუნება; ხეების გროტესკული ვარჯები; მარტყოფის მონასტერი; ტრანსპორტირების საშუალებები...
საზოგადოებაზე აღარაფერს ვიტყვი, მრავალგზის მითქვამს აქამდეც smile.gif
ახალი წევრი პატივცემული საზოგადოების შესაფერისი აღმოჩნდა smile.gif
Isengard
საკმაოდ მარტივი მარშრუტი იყო, მომეწონა ძალიან ის დახლართულ ტოტებიანი ხე, მაინტერესებს რა ხე იყო. არასდროს მინახავს რაიმე ანალოგიური. დამწყდა გული რო იალნოს ქედის ქიმზე ვერ ავედით, ლამაზი ხედები იქნებოდა იქიდან.
Molashqre
მაშ დავიწყებ რეპორტაჟის წერას...

მოკლედ შევიკრიბეთ დათქმულ დროს ყველანი და ჩავსხედით მარშუტკაში... სადღც 30 წუთის შემდეგ, რომ შევახსენე მძღოლს ლელუბანში არ დაგავიწყდეთ გაჩერაბა, უი, ახლახან იყო წარწერა მაგ სოფლისო და მყისვე გაგვიჩერა...

რომ ჩამოვხტით, ჩემმა ჯი-პი-ეს-მა როგორც იქნა დაიჭირა სიგნალი და აღმოჩნდა რომ 2 კმ-ით დაშორებული ვიყავით ჩვენი მარშრუტის დასაწყისამდე. sad.gif რა გაეწყობოდა, დავაწექით ასფალტიან გზას აღმართში...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ბედად, გზად ჩამოიარა პატარა საბარგულიანმა მანქანამ და გავაჩერეთ... თხოვნაც ასრულებულ იქნა და სიხარულით ჩავხტით საბარგულში smile.gif რომ მივიდეთით საჭირო გადასახვევამდე, ჩამოვხტით და აქედანაც დაიწყო ჩვენი ლაშქრობა smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
გზა იყო სამანქანო გრუნტის... ბუნება დიდი ვერაფერი ამ პერიოდში...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ცოტა ხანში სასაფლაოს წავაწყდით... დაგვაინტერესა ამ ადგილმა... აქვე დავისვენეთ კიდევაც...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

განვაგრძეთ მომაბეზრებელ გზაზე სიარული... ბოლოს მივედით გზის გასაყარამდე... არჩვანი იყო ორნაირი: ერთი რუკა (ძველი რუსული სამხედრო) მეუბნებოდა რომ ბილიკი მოჭრიდა გზას, ხოლო ახალი რუკა კი მიჩვენებდა, რომ ეს ბილიკი ჩიხში შედიოდა... არჩევანი მაინც ამ ბილიკზე გავაკეთეთ, თუნდაც იმიტომ, რომ გრუნტის გზის დანახვა აღარ გვინდოდა... გადავედით ამ ბილიკზე...

უცბად შევნიშნეთ უცნაურვარჯიანი ხე, რომელიც ჩვენს ფოტო სესიებს ვერ გაექცა smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
გზად გვხდებოდა ძალიან ბევრი ყვავილი: ყოჩივარდები, ფურუსულები და კიდევ სხვა მრავალი... ძალიან სასიამოვნო იყო ამ ბილიკზე სიარული...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

სამწუხაროდ, ბილიკი ჩიხში შევიდა... წავედი მე დასაზვერვად, მაგრამ უშედეგოდ, მოგვიწია აღმართზე აჭრა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
20 წუთი ფართხალის შემდეგ ამოვედით გზაზე, სადაც ველომოლაშქრეები შეგხვდნენ და გაგვაფრთხილეს, რომ წინ დიდი ტალახი გველოდა... ისინი ამ მარშრუტზე მე-4 იყვნენ უკვე...
ამოვიცვით გამაშები და განვაგრძეთ გზა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

რუკის მიხედვით, გზაზე უნდა ყოფილიყო გადასახვევი, რომელიც ერთ-ერთ წვერზე აგვიყვანდა, მაგრამ სამწუხაროდ არანაირი ნასახი იყო ასეთი გზისა sad.gif განვაგრძეთ გზა ისევ და მალევე ტიტლიკანა ადგილას გავედით, სადაც ერთი ადგილი მოგვეწონა და გადაწყვიტეთ მანდ წაგვეხემსა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

არ ვიცი რატომ, მაგრამ გავსკდით ყველანი ჭამით... სუნთქვა გვიჭირდა sad.gif მერე წამოვეყარეთ და წავიძინეთ ცოტა... მერე მე და იათო წავედით და ყვავლები დავკრიფეთ ჩვენი დედიკოებისთვის smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
განვაგრძეთ გზა... გამოჩნდა მარტყოფის მონასტერიც.... გზად ცოტა ტალახების გადავლა მოგვიწია დამეწყრილ ადგილას...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მალევე მივადექით მონსტერსაც, რომელიც თურმე გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ცოტა ხალხი იყო მონასტრის ტერიტორიაზე... ერთი მღვდელი გამოგვესაუბრა და ბროშურები და პატარა ლოცვის ფურცლები დაგვირიგა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
უკვე გვაგვიანდებოდა მარშუტკაზე და ამიტომ მოგვიწია ჩქარი ტემპით სიარული ნორიოს მიმართულებით... დრო გვქონდა მხოლოდ 20 წუთი...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

წინ მიშკა გაიქცა, რომ შეეყოვნებინა მარშუტკა... უცბად ჩამოიარა პატარა ფურგონმა და მისმა მთვრალმა მძღოლმა ჩაგვისვა პატარა საბარგულში, სადაც სიბნელე იყო და მინები მუქი საღბავით იყო შეღებილი და არაფერი არ ჩანდა გარეთ... გზად წინ გაქცეული მიშკაც ავიყვანეთ... რომ ჩამოვედით ნორიოში, ახლა მძღოლმა შემოგვთავაზა, რომ ლილოში მივდივარო და ბარეღამ მიგიყვანთო ბარეღამო... მთვრალი მძღოლი, საშინელი საბარგული, არ ჯობია გავიფიქრე წყნარად და მშვიდად მარშუტკით წავიდეთ თქო... unsure.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

- წავიდეთ ამ მანქანით ლილომდე, უცბადდ ჩავალთ - წამოიძახეს დანარჩენებმა, რომელთაც პირველი მანქანის საბარგული არ დავიწყებოდათ კიდევ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გარდა იმისა, რომ საბარგულში იყო სიბნელე, არ იყო ჰაერი და არ იყო სკამები, ამას ისიც დაემატა რომ მძღოლი საშინლად ატარებდა მაქნანას და პლუს სიგარეტის მოწევა რო დაიწყო, სუნი ჩვენთანაც შემოვიდა smile.gif ასეთ პირობებში მე არ მიმოგზაურია არსად ჯერbiggrin.gif

თუმცა, ხალისი არ გვაკლდა... smile.gif
Molashqre
სულ მალევე გაგვიჩერა და აიო, მე აქ უნდა გადავუხვიო და თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი მარშუტკა გააჩეროთო აქვეო...

ჰმ, რომ გავიხედეთ, რაის ლილო, ლილო იყო სადღაც ერთი კილომეტრის დაშორებაზე... რა გაეწყობოდა, მოგვიწია ტრასაზე ფეხით მისვლა ლილომდე... მარშუტკების გაჩერებაზე ზედმეტი იყო, ყველა სავსე მოდიოდა კახეთიდან... sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
მიუხედავად იმისა, ეს ერთი კილომეტრიც ჩვეულებრივ ჩვენი ლაშქრობის ნაწილად აღვიქვით და განვაგრძეთ გზა...

ბოლოს როგორც იქნა მივედით ლილოს ავტობუსების გაჩერებამდე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აღარანაირი ტრანსპორტი ამ დროს ლილოში აღარ დადიოდა თურმე sad.gif და უცაბედად, არ ჩაგვიარა ცხვირ წინ ნორიოს მარშუტკამ! angry.gif

ბედად, თითქმის ცარილემა მარშუტკამ ჩამოიარა და მას შევახტით, რომელმაც საფასური თითქმის იმდენი გადაგვახდევინა, რამდენიც თბილისი-ნორიოს მგზავრობა ღირს sad.gif

ჩვენმა სტუმარმა კი ნათიამ, ძალიან მშვენივრად გადაიტანა ჩვენი თავგადასავალი და საკმაოდ ყოჩაღი გოგონა გამოდგა smile.gif იმედია შემოგვიერთდება შემდეგ ლაშქრობებშიც smile.gif

ასე დასრულდა ჩვენი იღბლიან-უიღბლო ლაშქრობა smile.gif
Molashqre
რუკა რუსული სამხედრო ტრეკით და ქართული ტრეკის გარეშე...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ესეც წერტილების, ტრეკის და გუგლის ფაილები...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

სულ გავიარეთ 15 კმ და ვიტყვი იმას, რომ ეს მარშრუტი საფეხმავლოდ გამოდგება მხოლოდ თოვლიან ზამთარში... სხვა მხრივ, ის საველოსიპედო მარშრუტია...
LevanVerdzeuli
ვაჰ, ძალიან მაგარია!
მოლაშქრეს გასვლები ასეთი "ექსპრომტებით" არ გამოირჩევა ხოლმე და ეს გამონაკლისი ალბათ ძალიან კარგი თავგადასავალი იქნებოდა. თან ყველაფერი რომ მშვიდობით დასრულდა smile.gif

კარგი რეპორტაჟია, როგორც ყოველთვის, მადლობა ლიკა!

ოღონდ ერთი მინდოდა მეთქვა სულ. იქნებ თავში დაუწერო ხოლმე, გასვლაში ვინ მონაწილეობდით. სრული აღწერა გამოვა.

პ.ს. ჩემი პროფილის სურათი ჩემთან აღარ ჩანს, თქვენ ხედავთ? სად გაქრა ნეტავ?
matasi
აუ ბოლო სურათში ზაზა რომ დავინახე, მაშინღა დავაფიქსირე რომ ეს ადამიანიც იყო გასვლაში, ანუ სულ ზაზას გადაღებული ფოტოები დევს smile.gif
ლილო ვერსად ვიცანი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ლევან,ვერც მე ვერ ვხედავ შენს პროფილის სურათს..სად გაქრა???
ლაშქრობა ან ზაფხულში, ან ზამთაღში, ან ხეების სიმწვანე, ან თოვლის სილამაზე, რა უბედურებაა ეს გატიტვლებული ხეები..
ის სურათი მომეწონა,ღვთაების მონასტერი რომ არის ფონზე და წინ ის ლამაზი ხე გაშლილი ტოტებით, რომელმაც მოგხიბლათ smile.gif
Molashqre
ციტატა(matasi @ Mar 18 2014, 11:38 PM) *
აუ ბოლო სურათში ზაზა რომ დავინახე, მაშინღა დავაფიქსირე რომ ეს ადამიანიც იყო გასვლაში, ანუ სულ ზაზას გადაღებული ფოტოები დევს smile.gif


მაია, რეპორტაჟის პირველივე პოსტში არის ზაზას პორტრეტი smile.gif თანაც რა პორტრეტია! smile.gif
dadunino
როგორ მიხარია ფორმაში რომ ხართ ისევ! ჯერ კიდევ ბევრია სანახავი smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.