დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 26.I.2014 კუმისი-კოჯორი
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2014 წელი
Molashqre
ჩამოვედით! 5-ზე უკვე თბილისში ვიყავით! smile.gif

მიუხედავად ასეთი ამინდისა, ლაშქრობა გამოვიდა ლამაზი, ვნახეთ ყველა ძეგლი და ბოლომ კი გაასწორა, როცა ავტობუსის გაჩერებასთან ბატონი რეზოს "სასტავი" დაგხვდა... smile.gif

ფოტოები და რეპორტაჟი იქნება მალეი...
Molashqre
სანამ ნოსტრა შთაბეჭდილებებს დაწერს, მანამდე ვირი ხეზე ავა, ჩამოვა და ლაშქრობაში წავა, ასე, რომ ვიწყებ რეპორტაჟის წერაა...

მოკლედ ლაშქრობაში გავწიეთ სამმა ადამიანმა მე, ბარბარამ და გიორგიმ... თბილისში წვიმდა. წვიმდა ასევე კუმისშიც იმ განსხვავებით, რომ ნისლიც დაგხვდა...

კუმისში უნდა მოგვენახულებინა კლდეზე მდებარე სამების ეკლესია, რომელსაც საინტერესო წარსული გააჩნია... კლდეზე ასასვლელად ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მოკლე გზა გვასწავლეს. მოგვიწია ნაგავსაყრელის გავლა და ცოტა ფორთხიალიც...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

თოვლი თოვლჭყაპად იქცა... მალევე დავადექით ნორმალურ ბილიკს და სულ მალე მონასტერსაც მივადექით smile.gif
Molashqre
მონასტერში შესვლისას დაგხვდა ლამაზად და გემოვნებით მოწყობილი ქვაფელიანი ეზო. მცენარეები გემოვნებით იყო დარგული, იქვე პატარა რელიეფური ფიგურებიც ეწყო... არავინ იყო მონასტერში... ეკლესია დაკეტილი იყო...


მოკლედ მოგითხრობთ ამ მონასტრის ისტორიას: თავიდან მაგ ადგილას პატარა ეკლესია იდგა, რომელიც დაინგრა ან დაანგრიეს. მე-18 საუკუნეში ახალი მონასტერი ააშენეს, რომელიც ორბელიანების საგვარეულო სავანედ იქცა. აქვეა არიან დაკრძალულნი მანანა ორბელიანი, ნიკოლოზ ფალავანდიშვილი და ა. შ. შემდეგ დავიწყებას მიეცა და დაიწყო ნგრევა. ამას კიდევ ისიც დაემატა, რომ 1968 წელს ცუდმა ძიებმა დაანგრიეს და გადაწვეს ეს ძეგლი. sad.gif

1996 წელს ერთ-ერთმა ქალბატონმა, დედა სალომემ, თავისი სახსრებით აღადგინა ეს ეკლესია. 10 თვე მარტო ბილიკის გაყვანას მოუნდა, ხოლო 11 წელიწადი მონასტრის მშენებლობას. დღესდღეობით ეს მონასტერი შვილმკვდართა დედათა სავანეა.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ამასობაში მოგვესმა მანქანის ხმა და ეზოში შემოვიდა მონაზონი, რომელსაც ჩვენი დანახვა აშკარად არ გაუხარდა და უხეშადაც გვკითხა, საიდან შემოხვედითო...

გააღო ეკლესიის კარი. ბარბარა დადგა ერთ-ერთი შენობის კედლის წინ, რომლის სახურავი გამოწეული იყო და საწვიმრის ჩაცმა დაიწყო. ეს, რომ დაინახა დედამ, ძალაინ უხეშად მიმართა ბარბარას, გამოდი მანდედან მანდ არ შეიძლება დგომაო, არ გესმის შენო?!

- არ ესმის მას თქვენი ქალბატონო, უცხოელია იგი - ვუპასუხე ბარბარას მაგივრად მას.
- მე ქალბატონი არ ვარ! მე მონაზონი ვარ, მე იღუმენია ვარ, ქალბატონი შენ თვითონ ხარ! - ასე მიპასუხა მან და მსწრაფლ ჩაირბინა კიბეები.

აღარც ეკლესიაში შესვლა მომინდა ამის მერე და აღარც მოხატულობების ნახვა. მსწრაფლ დავტოვეთ სამივემ მონასტრის ტერიტორია.

ყველაზე ძალიან ბარბარასთან შემრცხვა sad.gif
Molashqre
გავაგრძელეთ ჩვენი გზა და დავადექით კუმისის ერთ-ერთ კოშკს... ეს კოშკი აგებულია გვიან შუასაუკუნეებში და თვდაცვით ნაგებობას წარმოადგენდა.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ამის მერე უკვე აღმართები დაიწყო. თოვლმაც იმატა. ნისლი გადასვლას არც აპირებდა და პირადად მე არც მინდოდა, რომ გადასულიყო smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
გზად შეგხვდნენ მწყემსები, რომლებსაც ძროხები დაბლა ჩაჰყავდათ... გამოველაპარაკეთ...

და გვისურვეს ღმერთმა ხელი მოგიმართოთო smile.gif (ესეც ირონია, იღუმენიამ კი არა და აი ამ უბრალომ მწყემსმა გვითხრა, ის, რაც წესით იმ მონაზონსაც უნდა ეთქვა smile.gif )
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ერთი საათის სიარულის შემდეგ, შევნიშნეთ, რომ თავზე უამრავი ყვავ-ყორანი დაგვტრიალებდა, თურმე აი რატომ sad.gif

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
არ ვიცი ეს ძროხა ვინ დაგლიჯა, მაგრამ კი შემეცოდა sad.gif
Molashqre
საბოლოოდ მივადექით ტაბახმელას მისადგომებს. ნისლმაც გადაიღო, რამაც აი ასეთი ლამაზი სურათი გადაგვიშლა წინ smile.gif

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გავიარეთ პატარა საავტომობილო გზის მონაკვეთი, შევედით ტყეში, სადაც მალევე გუდელისის პატარა ეკლესიას დავადექით. ამ ეკლესის ნანგრევების მოპირდაპირე გზის მხარეს, ახალ გუმბათიანი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გუდელისი ადრე ყოფილა საკმაოდ დიდი სოფელი, რომელიც მე-18 საუკუნეში ირანელებმა და ლეკებმა გაანადგურეს. სავარაუდოდ ეს ეკლესიები მე-18 საუკუნემდე უნდა ყოფილიყო აშენებული.
Molashqre
სხვათაშორის გზადვე შევამჩნიეთ მარკირების ნიშნები, ხოლო ამ ეკლესიებთან უკვე ეს წარწერაც დავინახეთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ხოლო გუდელისის მეორე, უფრო დიდ ეკლესიასთან ეს საინფორმაციო დაფა იდგა. როგორც ხვდებით, ეს ბილიკი ველომოლაშქრეებისათვის არის განკუთვნილი...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ესეც დიდი ტაძარი, რომელიც პატარა ტაძრიდან იქვე სიახლოვეში, სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებით მდებარეობს...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ამ დიდ ტაძართან დავსხედით და მივირთვით...
Molashqre
ნახევარ საათში განვაგრძეთ გზა...

თოვა შეწყდა, მაგრამ ნისლი ისევ ჩამოწვა... გზად კი ხეზე ასეთი რამ დავაფიქსირეთ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მალევე შევედით კოჯორში და ავტობუსების გაჩერებასთან სხვა მოლაშქრეები დაგხვდა... აღმოჩნდნენ ისინი ბატონი რეზოს მეგობრები smile.gif გამოველაპარაკეთ, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი ლაშრობის შთაბეჭდილებები smile.gif ძალიან სასიამოვნო იყო ეს შეხვედრა ჩემთვისაც და ბარბარესთვისაც... ნოოსტრა უბრალოდ იდგა biggrin.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ასე დასრულდა ჩვენი ამ წლის პირველი გასვლა smile.gif
matasi
ნოსტრა უბრალოდ იდგა!!! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
პ.ს. და არა მარტო იდგა, არამედ სევდასაც იყო მიძალებული smile.gif
anterior
მეტად საინტერესო ლაშქრობა გქონიათ)) ყოჩაღ კაია
_NOSTRA_
საინტერესო ლაშქრობა იყო იმით რომ პეიზაჟები იყო განსაკუთრებული koconi.gif
LevanVerdzeuli
ციტატა(Molashqre @ Jan 27 2014, 12:00 AM) *
ამასობაში მოგვესმა მანქანის ხმა და ეზოში შემოვიდა მონაზონი, რომელსაც ჩვენი დანახვა აშკარად არ გაუხარდა და უხეშადაც გვკითხა, საიდან შემოხვედითო...

გააღო ეკლესიის კარი. ბარბარა დადგა ერთ-ერთი შენობის კედლის წინ, რომლის სახურავი გამოწეული იყო და საწვიმრის ჩაცმა დაიწყო. ეს, რომ დაინახა დედამ, ძალაინ უხეშად მიმართა ბარბარას, გამოდი მანდედან მანდ არ შეიძლება დგომაო, არ გესმის შენო?!

- არ ესმის მას თქვენი ქალბატონო, უცხოელია იგი - ვუპასუხე ბარბარას მაგივრად მას.
- მე ქალბატონი არ ვარ! მე მონაზონი ვარ, მე იღუმენია ვარ, ქალბატონი შენ თვითონ ხარ! - ასე მიპასუხა მან და მსწრაფლ ჩაირბინა კიბეები.

აღარც ეკლესიაში შესვლა მომინდა ამის მერე და აღარც მოხატულობების ნახვა. მსწრაფლ დავტოვეთ სამივემ მონასტრის ტერიტორია.

ყველაზე ძალიან ბარბარასთან შემრცხვა sad.gif

ნოუ კომენტ sad.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.