დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 1.XII საგურამო-ზედაზენი-ავჭალა
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2013 წელი
Molashqre
მოკლედ ჩამოვედით ფრიად კმაყოფილები, როგორც დიდი, ასევე პატარა მოლაშქრეებიც smile.gif


ამინდი იყო უმაგრესი, ხედვაც არანაკლები... დავტკბით კავკასიონის ცქერით, ხოლო წიფლნარის ტყემ კი საერთოდ დახატა...

სახალისო იყო, ბოლოში მოწყობილი პატარა შეჯიბრიც დიდსა და პატარა მოლაშქრეებს შორის smile.gif

რეპორტაჟი და ფოტოები იქნება მოგვიანებით...
_NOSTRA_
კარგი ლაშქრობა იყო, კმაყოფილი ვარ, ამინდმა ხელი შეგვიწყო და ხედებიც მშვენიერი იყო thumbsup.gif
nino-ticha
ველით კამერაზე ანაღბეჭდებს ;) და გონებაში ჩაბეჭდილებს ;)
anterior
ძალიან მაგარი ლაშქრობა იყო)) ულამაზესი ტყით,ბუნებით,ხედებით. ნორჩმა მოლაშქრეებმა საკმაოდ გაახალისეს ატმოსფერო და ასევე ლიკას მიერ მოწყობილმა შესანიშნავმა შეჯიბრებამ koconi2.gif დიდი მადლობა ყველას love.gif
matasi
აუუუ..რა მაგრად დამწყდა გული რაა, მითუმეტეს რეპორტაჟის მერე სურათები რომ ვნახე..ამინდი ხო საერთოდ..გავწვებოდი მაგ ფოთლებზე სიმოვნებით sad.gif
Molashqre
როგორც იქნა მოვიცალე და შევძლებ რეპორტაჟის დაწერას...

შევიკრიბეთ რა დიდი და პატარა მოლაშქრეები დიდუბის ავტოსადგურში, გავწიეთ მარშუტკით საგურამოსკენ... ვიყავით 8-ნი: სამი ნორჩი მოლაშქრე, 4 მოლაშქრედან და ერთიც სტუმარი, ბარბარა...
10:30 იქნებოდა, რომ უკვე საგურამოში ვიყავით.
დავაწექით ტრადიციულ აღმართს, რომელმაც ეკლესიამდე მიგვიყვანა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ უკვე ტყეში შევედით, ოღონდ სამაგისოდ მავთულებისგან დამზადებულ ღობის ქვეშ გაძრომა მოგვიწია...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ უკვე ავღმოჩნდით ლამაზ ტყეში... ხეებს ძალიან უხდებოდა გარშემო შემოვლებული მარადმწვანე სურო...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
მალე მივადექით ქასურის წმ. გიორგის ეკლესიას... ეს ეკლესია აშენებულია მე-6 საუკუნეში იოანე ზედაზნელის მოწაფის თათა სტეფანწმინდელის მიერ და წარმოადგენს სამეკლესიან ბაზილიკას, ანუ შიგნით სამი ეკლესიაა... მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი დანგრეულია, შიგნით და გარეთ გაწმენდილია, არა და იანვარში ბუჩქებით და დიდი ქვებით იყო იქაურობა გადაძეძგილი... როგორც ეტყობა, მიმდინარეობს ამ ძეგლის ან კონსერვაცია, ან რესტავრაცია... გარშემო ეწყო მოგროვილი ქვები, რომლებიც დანომრილი იყო...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ბავშვებს და ჩვენებს მოვუყევი ისტორია ამ ეკლესიის შესახებ და არა მარტო... ავუხსენი ვინ იყვნენ ასურელი მამები, საიდან მოვიდნენ, რამდენი იყვნენ, რატომ მოვიდნენ და ა. შ.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
შემდეგ ისევ განვაგრძეთ გზა... ავკრიფეთ რამდენიმე ასეული მეტრი ვერტიკალი... ავდიოდით ნელა-ნელა შეუჩერებლივ... ბოლოს გამოვედით გრუნტის გზაზე...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ გადავიხედეთ ერთი ადგილიდან, საიდანაც ძალიან კარგად მოჩანდა არაგვის ხეობა და კავკასიონის ქედი smile.gif გადავიღეთ ფოტოებიც smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
სადღაც 20 წუთის შემდეგ უკვე მონასტერს მივუახლოვდით... ჯერ ჯვარს ჩავუარეთ, შემდეგ კი უკვე მონასტრის ეზოში შევედით...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ზედაზნის მონასტერი მე-8-10 საუკუნეებშია დაარსებული... თავიდან აქ ამოვიდა იოანე ზედაზნელი თავის თანამოზიარეებთან ერთად და აქ დასახლებულა... მონასტრის ეზოში დგას სამნავიანი ბაზილიკა, სადაც იოანე ზედაზნელის ნეშტია დასვენებული...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

დავტკბით ხედით, რომელიც იშლება ამ ადგილიდან. ცოტაც დავისვენეთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
შემდეგ განვაგრძეთ ისევ გზა... ცოტა ფორთხიალი მოგვიწია, რადგან შემოღობილი დაგხვდა ის ადგილი, სადაც ბილიკი შედიოდა ტყეში...
ტყე იყო ულამაზესი... არ მეგონა ტიტველი ხეები ასე თუ გაალამაზებდა ტყეს smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მივაბიჯებდით თამამად საგურამოს ნაკრძალის ბილიკებზე და ვტკბებოდით სილამაზით...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ წავიხემსეთ და განვაგრძეთ დაშვება...
Molashqre
სულ მალე გამოვედით ნაკრძალიდან და გზად, პატარა ხელოვნურ ფიჭვნარში შევედით, სადაც პატარა შეჯიბრება მოვუწყე დიდისა და პატარა მოლაშქრეებს smile.gif

ჯერ ტესტების კეთებაში შეეჯიბრნენ, მერე არეულასოებიანი სიტყვებისწორად დაალაგეს...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

აქ ორივემ ერთი და იგივე შედეგი აჩვენა...

შემდეგ კოცონის ანთებაში შეეჭიდნენ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მართალია აქ დიდმა მოლაშქრეებმა უფრო მალე დაანთეს ცეცხლი, მაგრამ რადგან არც ერთ მათგანს ასანთი არ აღმოაჩნდა, ამაში დაჯარიმდნენ და შედეგად აქაც თანაბრად გაიყვეს ქულები... smile.gif

მაგრამ საბოლოოდ, გამარჯვება მაინც დიდ მოლაშქრეებს დარჩათ, რადგან, ნორჩ მოლაშქრეებმა ცუდი საქციელის გამო (ხმაური, ცანცარობა) შენიშვნები მიიღეს, რითაც დაკარგეს ქულები...
Molashqre
შეჯიბრის შემდეგ, განვაგრძეთ გზა... უკვე თბილისთან ახლოს ვიყავით...
რამდენიმე წუთში კი უკვე ავჭალის ტრასაზეც გავედით...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ჩავსხედით ავტობუსში და ასეც დამთავრდა ჩვენი ერთობლივი გასვლა smile.gif
matasi
ამინდი და ბუნება..ტყის სილამაზეზე გავგიჟდი და კიდევ ერთხელ დამწყდა გული..მართალია არც საგურამო,არც ზედაზენი არსად მიდის და გაზაფხულიც მოვა, მაგრამ რა ვქნა გულდასაყვეტია,იმიტომ რომ ზუსტად ეგ მჭირდებოდა სანამ კაი ამინდები იყო sad.gif
LevanVerdzeuli
ციტატა(Molashqre @ Dec 7 2013, 12:34 AM) *
მაგრამ საბოლოოდ, გამარჯვება მაინც დიდ მოლაშქრეებს დარჩათ, რადგან, ნორჩ მოლაშქრეებმა ცუდი საქციელის გამო (ხმაური, ცანცარობა) შენიშვნები მიიღეს, რითაც დაკარგეს ქულები...

smile.gif))))))))
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.