დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 16.XI.13 ჯორჯიაშვილი-წინწყარო-ქოსალარი-ცურტავი!
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2013 წელი
Molashqre
მოკლედ ჩამოვედით! სადღაც 23 კმ გამოგვივიდა ჯამში... ვნახეთ 6 ეკლესია...

ხრამის ხეობამ, როგორც ყოველთვის მომხიბლა...

სტუმრებმა ყოჩაღად იარეს! smile.gif
erekle eko
ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გასვლა იყო პირადად ჩემთვის ^_^. გერმანულშიც გემრიელად გავივარჯიშე და ფენტეზის სამყაროც ხელახა დავინახე. ყველას დიდი მადლობა!

აი სურათებიც!
http://allshares.ge/download.php?id=84E142D251
matasi
რეპორტაჟი მაინტერესებს ძალიან,მაგრად მინდოდა წამოსვლა sad.gif ვინ გყავდათ გერმანელი? მეც წავიტლიკინებდი გერმანულად სიამოვნებით biggrin.gif
Isengard
ჯორჯიასჰვილიდან ქოსალარამდე სიამოვნებიტ ველოსიპედიტაც გავიდოდი, ძალიან მომეწონა ხრამის ხეობა და კიდევ უფრო დამაინტერესა გამოქვაბულებმა.
Molashqre
ვიწყებ რეპორტაჟის წერას... ამჯერზე მინდა განსხვავებული მანერის რეპორტაჟი შემოგთავაზოთ და მაინტერესებს თუ მოგეწონებათ...

ამ გასვლაში ვიყავით წასული 7 ადამიანი... მოვინახულეთ ბევრი ძეგლი და საინტერესო ადგილები...

ჯერ ადგილებს და ხედებს გაგაცნობთ, რომელებიც მე მომეწონა:

წინწყაროდან ქოსალარისკენ რომ მივდიოდით, გავიარეთ სწორი, ბრტყელი ადგილი, რომლის ნიადაგი ნაწილობრივ დამუშვებული იყო...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ამ ბრტყელი ადგილის იქეთ, სამხრეთისკენ, მოჩანდა მთები, რომლებიც მდინარე ხრამის გაღმა მდებარეობენ, ბოლნისის მიდამოებში... ამ დიდი მინდვრის ქვეშ გაყვანილი იყო ბი-პი-ის გაზსადენი მილები, ხოლო ზემოდან კი - ახალი რკინიგზა:
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
შემდეგი ადგილი, რომელიც მე მომეწონა ეს იყო არნაუტის მმმ, მოდი დავარქმევ არნაუტის ბაღი, სადაც ეკლესია იყო აშენებული... ხრიოკ ადგილას, იყო გაკეთებული ქვის დაბალი გალავნით შემოსაზღვრული ხელოვნური ბაღი, სადაც პატარა მაგიდები იდგა ბამბუკით გადახურული. იყო წყარო, პატარა აუზი, შენობა და თავად პატარა დარბაზული ეკლესია...
სამწუხაროდ, ამ ადგილის მწირი ფოტოები მაქვს sad.gif

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგი ადგილი გახლავთ, ქოსალარის ეკლესიის მიდამო... ეს ეკლესიაც, მსგავსად არნაუტისა, აშენებულია ბრინჯის ხეების გარემოცვაში.. იქვე იყო წყაროც და გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობები...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ახლა ძეგლების შესახებ...

პირველი ეკლესია რომელიც მოვინახულეთ იყო ღვთისმშობლის ბერძენთა ეკლესია... სამწუხაროდ იგი დაკეტილი დაგხვდა... ეს ეკლესია აგებულია მე-19 საუკუნეში... მეტი არანაირი ინფორმაცია მასზე მე არ გამაჩნია.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგი ეკლესია იყო, არნაუტის წმ გიორგის ეკლესია, რომელიც აგებულია მე-8-9 საკუნეებში. იგი ჩვეულებრივი დარბაზული ტიპის ეკლესიას წარმოადგენდა. ერთადერთი რაც დავაფიქსირეთ ეს იყო ცხენის რელიეფი მის ერთ-ერთ ქვაზე.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
სულ ბოლოს მოვინახულეთ ნახიდურის გუმბათიანი "ყვითელი ეკლესია"... იგი მე-17-18 საუკუნეებში არის აგებული... სამწუხაროდ, გუმბათი არ ჰქონდა შემორჩენილი sad.gif საინტერესო ის იყო, რომ ეკლესია შიგნიდან მოსუფთავებული იყო... არ იყო არანაირი ნანგრევი...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ორივე სოფელი, ნახიდურიც და ცურტავიც, აზერბაიჯანელი ხალხით იყო დასახლებული. ქართული არ იცოდნენ, ცოტა რუსული ესმოდათ.
Molashqre
ახლა ჩვენ... smile.gif

სტუმრები ალექსი და კეტრინი
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ნინო და გოგა
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მიშკა, მე და ერეკლე,
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ამ ფოტოზე გადავდივართ მდინარე ალგეთს, ხოლო მეორე ფოტოზე კი დამუშვებულ მიწას ვკვეთავთ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

აქ წინწყაროსკენ მივეშურებით smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
nino-ticha
მე მომეწონა ამგვარად გადაწყვეტილი რეპორტაჟი, სხვატა შორის smile.gif
LevanVerdzeuli
რამდენი რამე გინახავთ, ყოჩაღთ თქვენ

რეპორტაჟი მომეწონა ლიკა. მე, ზოგადად, ფოტორეპორტაჟები უფრო მომწონს, ანუ - როცა გამორჩეულ, ემოციურ სურათებს უყურებ და გრძნობ, თითქოს შენც იქ იყავი იმ დროს.
მეორე საკითხია - ამ განყოფილებას უფრო ტექნიკური სტილის რეპორტაჟები ხომ არ სჭირდება, სამომავლო გასვლებში რომ დაეხმაროს მოლაშქრე(ებ)ს. ანუ მარჯვენა-მარცხენას ტიპის.

ჯამში - რესპექტ! ესაა ჩემი კომენტი smile.gif
matasi
აუ მე მომეწონა, საინტერესო გასვლა გამოგივიდათ როგორც ჩანს.ამინდიც რა მაგარი ყოფილა smile.gif და ხალხი, ბევრი სტუმარი გყოლიათ, მოკლედ გული დამწყდა ამ გასვლაზე რომ ვერ წამოვედი sad.gif ნახიდურს რაც შეეხება მაგ ადგილას,ანუ ტრასით როცა მიდიხარ (სოფელში მაგ გზით მივდივარ) ნახიდურთან ყოველთვის გამოტანილია სოფლის პროუქტი გასაყიდად და მანდ სულ აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლებია, ქართველს ვერ ნახავ sad.gif( და ძალიან ნაყოფიერი მიწებია, 2-ჯერ ასწრებენ მოსავლის მოყვანას,მშრომელებიც არიან ოღონდ ქალების ხარჯზე, კაცები სანახშოზე ზიან და ნარდს აგორებენ angry.gif ბაღები ძალიან მომეწონა, რამოდენიმე შავ-თეთრი სურათიც,მაგრამ მე მაპატიეთ და რეპორტაჟში განსხვავებული ვერაფერი დავინახე!?!
ZuraaruZ
კარგია, იმედია მეც მალე შემოგიერთდებით
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.