დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 27.X ხოვლე-გარდატენი!
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2013 წელი
Molashqre
ჩამოვედით! არ იყო ადვილი გასვლა...

ამინდში გაგვიმართლა და გაგვიმართლა ბოლოში მეტყევის საბარგულში მოჭრილ ხეებზე მწოლიარებს მოგზაურობა smile.gif

მოვინახულეთ ორივე ეკლესია რაც გეგმაში გვქონდა და კიდევ ერთიც....

შთაბეჭდილებებს დაპოსტავენ...
Tsero
მაგარი იყო!!!
ამინდმაც გაგვიმართლა, იმ გრუზავიკმაც და საერთოდ ყველაფერმა!

პროსტა ახლა ისეთი დაღლილი ვარ რო რავი :დ
LevanVerdzeuli
ველქომ ბექ, მეგობრებო!
SantaDzuku
გუშინდელი დღე ჩემთვის ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა... თავიდან ბოლომდე საინტერესო და ლამაზი დღე იყო...
Tsero
ციტატა(SantaDzuku @ Oct 28 2013, 01:37 PM) *
გუშინდელი დღე ჩემთვის ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა... თავიდან ბოლომდე საინტერესო და ლამაზი დღე იყოს...

განსაკუთრებით 3 ლიტრი ლუდი რო ჩაისხი ეგ იყო ემოციურად დატვირთული ხო? biggrin.gif
SantaDzuku
http://bin.ge/dl/89636/2013-10-27-xovle-vere-ateni.zip.html

ფოტოები...

ეგ ჰეფი-ენდი იყო წეროჯან biggrin.gif
TAMO
კაი იყო, განსაკუთრებით მეტყევეების მანქანით ჩახჩახი biggrin.gif მე ჯერ ვერ მოვიცალე ფოტოების ასატვირთად. მალე იქნება გპირდებით tongue.gif
SantaDzuku
ნოსტრამ დაწერა უკვე რეპორტაჟი, მაგრამ ხმადაბლა... smile.gif
_NOSTRA_
ვიწყებ რეპორტაჟის წერას!
დილის ცხრა საათზე დავიძარით თბილისიდან, ჩამოვედით, გავეშურეთ ივანე ჯავახიშვილის სახლმუზეუმისკენ, დროის სიმცირის გამო მისი ბოლომდე დათვალიერება ვერ მოვასწარით და გავუდექით გზას...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
_NOSTRA_
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ შემთხვევით გზას ავცდით კიდეც. ბილიკი მოვძებნეთ და აღმართისკენ ვიწყეთ სვლა, გამოჩნდა ეკლესიის ნანგრევები, როდესაც დათვალიერებით ვიჯერეთ გული გზა განვაგრძეთ.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
_NOSTRA_
წერო გზადაგზა ასკილს კრეფდა, გავსინჯეთ ველური ქლიავი და ქაცვი.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
_NOSTRA_
გზად კიდევ ერთი ცოტათი კარგად შემონახული ეკლესია გამოჩნდა. შიგნით ფრესკების კვალი ემჩნეოდა. აგრეთვე იყო მავნებლების მიერ გაკეთებული ბარბაროსული წარწერებიც.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
_NOSTRA_
დაღლილები და მშივრები ვიყავით, იქვე ახლომახლო შემოდგომის ფოთლებით მოფენილ ოდნავ ვაკე ადგილას გავშალეთ სუფრა და შევექეცით.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
_NOSTRA_
მოსაღამოვდა, აცივდა, დარჩენილი გვქონდა გასავლელი ექვსი კილომეტრი და საკითხავი ის იყო მივუსწრებდით თუ არა ტაქსის. ბედად იქვე გზაზე ხეტყით დატვირთულმა სატვირთო ავტომობილმა გამოიარა და დანიშნულების ადგილამდე მიგვიყვანა. სახლში მშვიდობით დავბრუნდით.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დასასრული!
SantaDzuku
ყოჩაღ ნოსტრა! სტრიქონებს შორის იგრძნობა ბევრი... smile.gif
Molashqre
მადლობა გიორგი რეპორტაჟის დაწერისთვის smile.gif

მაშ, გავლილი იქნა 19 კმ. ვერტიკალში ავკრიფეთ 500 მ.

გთავაზობთ რუკას, წერტილების და ტრეკის ფაილებს:
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ეს ჩემი ფოტოების ბმული:

http://allshares.ge/download.php?id=47B3635285

ეს ზაზას ფოტოები:

http://bin.ge/dl/89636/2013-10-27-xovle-vere-ateni.zip.html

სად არის დანარჩენების ფოტოები? პაპაშვილებო, წერო?
nino-ticha
ნოსტრა პროფია smile.gif
TAMO
http://allshares.ge/download.php?id=36183F5660

ეს ჩემი ფოტოები
matasi
როგორც ვხედავ,ახალი მოლაშქრები შეგვმატებიან,არა? ფრიად სასიამოვნოა..smile.gif
ერთი ტაძარი მომეწონა ძალიან..უფრო სწორად ნანგრევები sad.gif ლამაზი იქნებოდა თავის დროზე..
დროზე თუ არ შემოგიერთდით რომელიმე გასვლაზე, რეპორტაჟის კითხვისას უკვე აშკარად ვგრძნობ უჰაერობას.. sad.gif
პ.ს. წერო ახალი "პრიჩოთი" smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.