დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 22.IX ფსიტის ციხე და კუნტუსის ეკლესია!
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2013 წელი
Molashqre
ჩამოვედით! და ყველანი სულ სველები smile.gif

მოულოდნელმა ამინდმა, ყირამალა დააყენა ჩვენი გეგმები smile.gif მიუხედავად მთელი სირთულეებისა (თქეში, ნისლი, ტალახი) მაინც შევძელით აძრომა ფსიტის ციხეზე და ვიპოვეთ კუნტუსის ეკლესიაც smile.gif

ძალიან მაინტერესებს სხვების შთაბეჭდილება smile.gif
SantaDzuku
მე ვთქვი, რომ მორიგი კარგი დღე იქნება-თქო... ფსიტის ციხეზე შორი ხედებით მქონდა წარმოდგენა... აი კუნტუსის ეკლესიამ მთავარი ემოცია ჩაწერა ჩვენს შთაბეჭდილებათა წინგნში ... smile.gif
TAMO
აუ რა კარგი იქნებოდაა. smile.gif) ველოდები რეპორტაჟს
SantaDzuku
http://allshares.ge/download.php?id=9AA8538A95

ეს ჩემი ფოტოები...
Molashqre
როგორც ვატყობ დანარჩენებს არ სურთ რატომღაც შთაბეჭდილებების დაწერა, ხოდა დავიწყებ რეპორტაჟის წერას...

მთელი კვირა იყო მშვენიერი ამინდები, მაგრამ, მაინდამაინც კვირა დღე გათენდა უჟმური sad.gif მთელი ღამის ნაწვიმარმა, ცუდმა ამინდის პროგნოზმა და მოღრუბლულმა ცამ, არავის არ გადაგვაფიქრებინა წამოსვლა ლაშქრობაში და ისნის მეტროსთანაც 7-ივე დავერჭეთ!

გამოსვლა ვერ მოვასწარი მეტროდან, რომ ეგრევე 2 ტაქსიც გაგვეჩითა, მე-8 უცხო მგზავრით. ჩავსხედით ამ ტაქსებში და გავეშურეთ გომბორისკენ. თითქოს იდარებდა.
გადავიარეთ გომბორის ქედი და დაბლა დაშვებისას გადმოვედით ტაქსებიდან. მოღრუბლული იყო და ჭექდა. არ წვიმდა. მთელი ღამის წვიმის შედეგად, მდინარე თურდო ადიდებულიყო და გიჟივით მოქროდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ მის გადაკვეთას ვერ შევძლებდით და შედეგად მოგვიწია 20 წუთი ტრასაზე დაღმართზე გვევლო და ხიდამდე მიგვეღწია. ტრასიდანვე გამოჩნდა ფსიტის ციხე.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მივაღწიეთ ხიდს და ცოტა ფოტოები გაგიჟებულ მდინარე თურდოსაც გადავუღეთ.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ხიდის გადავლის შემდეგ, შევედით ტყეში. ტყეს უკვე დაეწყო გაფერადება smile.gif ალაგ-ალაგ გვხდებოდა ყვითელ-წითელი ფოთლები, მაგრამ მწვანე ფერი მაინც ჭარბობდა. მიწა სველი იყო და შესაბამისად აღმართებში გვიცურდებოდა ფეხი smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მივედით იმ ადგილამდე, სადაც რაღაც 80 მეტრის რადიუსში უნდა ყოფილიყო ციხე. ირგვლივ ნისლი იყო.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
გიოს და ზაზას უშედეგო დაზვერვის მერე, წავედი მე ციხის მოსაძებნად. რუკის და კომპასის და ცოტა ჯი-პი-ესის დახმარებით როგორც იქნა მივაგენი ამ ციხეს. ამასობაში მომლოდინეები ერთობოდნენ საუბრით და ფოტოების გადაღებით.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ციხიდან როგორღაც შევძელი და დავურეკე მოლაშქრეებს, რომლებიც ჩემი ყიჟინის ძახილზე, დაიძრნენ ციხის მიმართულებით. ციხეზე ასასვლელი ბილიკი არ იყო, და ამიტომ აცოცება გახლდა საჭირო.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ფსიტის ციხე ანუ იგივე ფეიტანის ციხე, პირველად ალექსანდრე მეორის საბუთებშია ნახსენები, თუმცა ვარაუდობენ, რომ იგი უფრო ადრინდელი ნაგებობაა. 1399 წელს, ეს ციხე თემურ-ლენგის მე-6 ლაშქრობის დროს დაანგრიეს. 1587 წელს ალექსანდრე მეორემ იგი აღადგინა. მეორედ, ფსიტის ციხე შაჰ-აბასმა დაანგრია 1619 წელს. დღესდღეობით ამ ციხის ორი კოშკიღაა შემორჩენილი და გალავნის ფრაგმენტები.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ეს ციხე გაშენებულია კლდეზე, რომლის დასავლეთი მხარე ციცაბოა და აქედან ძალიან ლამაზი ხედი გადაგვეშალა წინ. ჩანდა მთებში გაჭრილი მდინარე თურდოს ხეობა. ჩრდილოეთით მოჩანდა სოფლები.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
m.e. mari
აბა გაფილტრულებო როგორ ხართ?? smile.gif
იმდენად შთამბეჭდავი იყო ეს გასვლა, რომ შესაფერის სიტყვებსაც კი ვერ ვპოულობ....
ამის შემდეგ გომბორით როდესაც წავალ და ციხეს გავუვლით, სულ ეს დღე გამახსენდება თქეშ-ნისლიან-ელვა-ჭექა-ქუხილიან-მეხებიანი და ცოტაც მზიან-ცისარტყელებიანი (იმ დღეს მზე კახეთში არავისნ უნახავს, როგორც მითხრეს... იმ მეხებს თუ ვერ გადავურჩებოდით, ვერც ჩვენ ვნახავდით, მაგრამ - გადავრჩით smile.gif .
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია ლაშქრობაში - მშვენიერ ხალხთან ერთად გატარებული დღე. ხოდა ამიტომ მადლობა ყველას ამ დღისთვის. ლიკას, რომელმაც მოიფიქრა ეს მარშრუტი, გიოს და "კუნჭულიას" ციცაბო აღმართ-დაღმართებზე დახმარებისთვის. თიჩას, თაკოს, მარის საოცარი კეთილგანწყობისთვის და ხალისისთვის... მძღოლიც კი იმდენად ყურადღებიანი ადამიანი აღმოჩნდა, მგონი ყველა დაჭექებაზე ურეკავდა ლიკას, არიქა ხომ არაფერი გიჭირთო...
ციხე ხომ ყველას დაგინახავთ შორიდან და ხომ ძალიან შთამბეჭდავია, აი ზემოთ ასულს ისეთი ხედები დაგხვდებათ საოცარზე საოცარი, სუნთვის შემკვრელი და გულის ამაჩქროლებელი... მართალია იმ ციცაბოზე (რომელსაც ლიკა არ აღიარებს როგორც ციცაბოს) ჯერ ძლივს აფოფხდი, და შემდეგ თავქვე სულ სრიალით ჩამოვფოფხდით, თან ცალკე ნისლმა აგვირია გზაც და თავგზაც, მაგრამ წვალებად ღირდა. ღირდა რომელია!!!
მე ციხეც მეყოფოდა, ისეთ შთაბეჭდილებებში ვიყავი, მაგრამ ეკლესიის პოვნას თურმე არაფერი შეედრება. მეგონა პატარა ბაზილიკა ან საძირკველზე დასული ნანგრევი უნდა გვეპოვა, და სინამდვილეში უუუზარმაზარ, თუმცა გუმბათჩამოქცეულ მაგრამ ძალიან საინტერესო არქიტექტურის მქონე ტაძარს მივადექით.
აი აქ დაიწყო და რა დაიწყო.... რა საწვიმარი გაუძლებდა იმას, რაც იქ მოხდა... ხოდა თაკოს მობილური გადარჩა თუ იცით?? თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ძალიან მეამაყება, რომ ვიყოჩაღეთ ამინდის მიუხედავად და კარგადაც ვიმხიარულეთ....
ეს კი არდასაკარგი სიტყვები: ბეზნასოსი, ყანწლი, კიდევ გამახსენეთ..... smile.gif)
Molashqre
გიორგიმ საქართველოს ძველი დროშა, რომელიც აღმართული იყო ციხეზე, გაასწორა.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ ისევ დავიძარით. მოსაძებნი გვქონდა კუნტუსის ეკლესია, რომელიც ფსიტის ციხის სამხრეთით მდებარეობდა. დავიწყეთ დაშვება.
დავეშვით საკმაოდ ციცაბო ფერდობზე, რის გამოც გადაღების თავი არავის გვქონდა და შესაბამისად მხოლოდ დაშვების დაწყება გვაქვს დაფიქსირებული.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ფორთხიალ-ძრომიალის მერე გამოვედით მდინარე ფსიტისხევის კალაპოტში და ავიღეთ გეზი კუნტუსის ეკლესიის მიმართულებით.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

უკან მოვიტოვეთ ფსიტის ციხე...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ შევუყევით ამ მდინარის ერთ-ერთ შენაკადს და მალევე შევედით ტყეში.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
გავჩერდით. ჩემი ვარაუდით ეკლესია უნდა ყოფილიყო ახლოში და მოგვიწია ცოტა შეჩერება სანამ დავაზუსტებდი დაახლოებით თუ სად იდგა იგი. შემდეგ უკვე დავიძარით მის მოსაძებნად.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

10 წუთიც არ გვივლია და პირდაპირ ჩვენს ნანატრ ეკლესიაც შევეჩეხეთ. მისმა ზომებმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

კუნტუსის ეკლესია დაახლოებით X-XII საუკუნეებს განეკუთვნება და წარმოადგენდა გუმბათოვან ეკლესიას. მან დაახლოებით იგივე ბედი გაიზიარა რაც ფსიტის ციხემ. ისიც თემურ-ლენგის და შაჰ-აბასის შემოსევების მსხვერპლი გახდა. პირველად ისევ ალექსანდრე მეორემ აღადგინა, მაგრამ მეორე დანგრევის შემდეგ, მისი ბოლომდე აღდგენა რაღაც მიზეზის გამო ვერ მოხდა. ამაზე მიგვინიშნებს მისი ფართო გუმბათის ყელის მოხსნა, რომელიც ერთ დონეზეა მოკვეთილი. სამწუხაროდ კუნტუსის ნათლისმცემლის ეკლესია ახლა ბალახებშია ჩაფლული. მის კედლებზე ხეებია ამოსული. თუმცა, კედლები არ არის დაბზარული.
Molashqre
ამასობაში ჩვენ მსუბუქად წავიხემსეთ. მოვრჩით თუ არა ჭამას, ეგრევე ძლიერმა წვიმამ დასცხო. მოგვიწია ეკლესიის სამკვეთლოს შევფარებოდით.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ცოტა რომ გადაიღო გამოვედით ეკლესიიდან და განვაგრძეთ გზა. იგივე გზით დაბრუნება არ გვინდოდა და გადავწყვიტე მთლიანად მდინარის კალაპოტს გავყოლოდით ხიდამდე. ასე უფრო სწრაფად ჩავიდოდით ხიდამდე, ვიდრე ისევ ტყეში პროწიალით. აი აქ დასცხო რაც დასცხოოო! პლიუს დაემატა საშინელი შექა-ქუხილი. სხვათაშორის ზოგიერთი განმუხტვა, ახლოში ხდებოდა. ქვემოდან წყალმა, ზემოდან წყალმა, მეხის გრუხუნმა და ქვიანმა კალაპოტმა არ შეგვაფერხა და ხიდთან ერთ საათში მივედით.
როგორც მერე მოგვიანებით გავიგეთ, თბილისშიც და მთელ აღმოსავლეთ აღმოსავლეთ საქართველოში ამ დროისთვის კაარგად გემრიელად დაუცხია! სიღნაღში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ხიდთან ცოტა ხანი გავჩერდით. ვიყავით სულ სველები! ყველას ფეხსაცმელებში გვქონდა წყალი შესული. სველი გვქონდა შარვლებიც და ზედა ტანსაცმელიც.
შუამთის მონასტრამდე დარჩენილი იყო 6 კმ, რომელიც სულ ტრასაზე უნდა გვევლო. რა გაეწყობოდა, დავიწყეთ მოძრაობა. წვიმა არ ჩერდებოდა, თუმცა ქუხილი შეწყდა.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ამასობაში გამოიდარა, თუმცა მაინც წვიმდა. ამ მოვლენამ ლამაზი ცისარტყელები გამოაჩინა smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გადაიღო წვიმამ და ცოტა ქარიც ამოვარდა. ამ ამბავმა გაგვახარა, რადგან მოგვეცა გაშრობის საშუალება.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ამ 6 კმ-ის დაფარვა შევძელით გაუჩერებლივ საათსა და 15 წუთში. რომ გავჩერდით შუამთის გადასახვევთან, აღარავის მოუნდა ამ მონასტრების მონახულება. ყველას ნანახი გვაქვსო. გამოვიდა, რომ ეს 6 კმ ტყუილა გავიარეთ. sad.gif იყალთოს და შიოს ეკლესიის მონახულებაზეც ზედმეტი იყო ლაპარაკი, რადგან მდინარე თურდო იყო ადიდებული და მისი გადაკვეთა არც ისე ადვილი იქნებოდა. ამიტომ ისინი გეგმიდან ამოვაგდე.
რა გაეწყობოდა, გავიარეთ ცოტა და იქვე გზის სიახლოვეში, ტყეში დავსხედით. გამოვიცვალეთ და გამგელებულები ვეცით საჭმელს smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ერთ საათში ტაქსებმაც მოგვაკითხეს. გზაზე ერთ-ერთი ტაქსი გაფუჭდა და მეორემ ბუქსირით ჩაიბა. ასე, რომ ყველანი ერთდოულად ჩამოვიდით თბილისში.

აი ასე დამთავრდა ჩვენი ლაშქრობა.
Molashqre
ესეც ორი რუკა ამ ძეგლების მდებარეობისა...

ერთი რუსული სამხედრო ტოპოგრაფიულია, მეორე - ქართული ტოპოგრაფიული:
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ესეც კოორდინატები:
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ესეც ინფო ამ ორი ძეგლის შესახებ:
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
nino-ticha
იცის ამ ადამიანმა რეპორტაჟის წერა smile.gif კარგია ლიკა, ტი სუპერ smile.gif
nino-ticha
ჩემი მხრიდან არ შემიძლია ჩემი შეხედულებების არგამოხატვა,,,
პირველი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ მე ვიცოდი ცუდი ამინდის შესახებ ( წინა ცხოვრებაში უეჭველი რამე წინასწარმეტყველური ვიქნებოდი) მაგრამ ამან ვერ შემაჩერა, როგორც დანარჩენი თანამოლაშქრენი და წევეი რომ არც გამეგონა ისეთი ძეგლის სანახავად,,, შედეგი? --->Fანტასტიური
შთამბეჭდა შემოდგომაშეპარულ ტყეში მოძრაობამ (ეს ჩემი საყვარელი მოძრაობაა, სასურველია სწორ და მყარ მიწაზე მიმდინარეობდეს)

თეთრი ფოთლები წითელი სტაფილოსფერგულიანი ნაყოფით ------> მომხიბლა

ციხეზე დროშას მეც ვასწორებდი ;) ქართული ჩუხჩუხებდა მაგ დროს ჩემს სისხლში.

მდინარის ხეობაში მივაბიჯებდი, წვიმის წვეთების თქეშს ვგრძნობდი ყველგან, განსაკუთრებით მტკივნეულად ფეხის გულებქვეშ, და აი, უაზროდ მაგრად მისწორდებოდა ელვა რომ გაანათებდა და იმის მოლოდინი, რომ იქვე ახლოს მაგრად უნდა ექუხა ,,, ნუ გამკიცხავთ, ბავშვობიდან მაგრად მიყვარს ეგ ხმა smile.gif)
nino-ticha
აუცილებლად უნდა დავამატო ის ემოცია, რომელის ეკლესიის ნანგრევის ნახვამ გამოიწვია,,, უუF, ძალიან მოულოდნელი იყო ამხელა ნაგებობის ნახვა სრულიად დაბურულ ტყეში <3
გაყინული მზეს რომ მივჩერებოდი და ''ნუ ეფარები გორასა-"ს რომ შევთხოვდი, მაგ გრძნობას ბადალი არ აქვს. შიმშილმორეული რომ მიუჯდები სუფრას, ამ ქვეყანაზე ყველაზე გემრიელბურგერს რომ მოიმზადებ, ლუდს რომ დააყოლებ და აღმოაჩენ, რომ ლიკას ცხელი ჩაი წამოუღია. მერე რომ დალევ და იგრძნობ სისხლს როგორ გილღობს ჩაის ცხელი წვეთები.

და საერთოდაც, ბუქსირიჩაბმული რომ იმოძრავებ გომბორულ დაღმართებზე --------> ე, მაშინ შეგიძლია გაიაზრო და დაასკვნა, რომ ეს დღე ღირდა იმად, რომ გეცხოვრა

შესაბამისად, არ შემიძალია ამ დღის შემოქმედ ადამიანებს კიდევ ერთხელ არ ვუთხრა მადლობა: მადლობა, ხალხო, რომ არსებობთ :*
nino-ticha
http://allshares.ge/download.php?id=3AFDC74394

ჩემი კამერით გადაღებული ფოტოები
erekle eko
აუ რა მაგარი ფოტოებია :3. მშვენიერი ლაშქრობა გამოგსვლიათ. მშურს ^_^!
gio_I
მადლობა ლიკა რეპორტაჟისათვის
და საერთოდ მადლობა ყველას რომ არსებობთ და სისხლი გიდუღთ
ძალიან ვისიამოვენე ვნახე ციხე რომლის ისტორია და დათვალიერება ყოველთვის მინდოდა მარტალია სრულიად ხველმა მაგრამ ბედნიერმა
მადლობა ლიკას რადგან შემმოსა თავის ზედმეტი საწვიმარით და მე ასე სურდო-ხველების ანგელოზივით დავრბოდი წვიმაში
გამაოცა კუნტუსის ეკლესიამ და მისმა სხვადასხვა დროს გაკეთებულმა მაგრამ ერთნაირმა გუმბათის ბურჯებმა,
არ დამავიწყდება წტასაზე საწვიმარებით სიარული თავსხმაში და გამვლელ მანქანებიდან წამოსული მზერა
ლაშქრობა როგორც ყოველთვის განსაკუთრებული და სთამბეჭდავი იყო.
მარის ჩამოთვლილ სიტყვებს დავამატებ "თირკმელსზედა ჯირკვალს"
nino-ticha
,,სურდო-ხველების ანგელოზი" ----მე დავამატებ ლექსიკონისთვის biggrin.gif
m.e. mari
მშუენიერი რეპორტაჟია! მშუენიერი!!!!!!!!! smile.gif
და თქვენი ყველა პოსტი მინდოდა ჩამომელაიქებინა, გავიგუდე სიცილით, გენიალურები ხართ smile.gif)
სიტყვებს ჩავამატებ ლექსიკონში ანუ:

"სურდო-ხველების ანგელოზი"
"თირკმელსზედა ჯირკვალი"
"ყანწლი"
"ბეზნასოსი"

ჩემს ფოტოებს მოგვიანებით დავდებ........
LevanVerdzeuli
ყოჩაღთ!
ikalomi
ყოჩაღ ძალიან მომეწონა რეპორტაჟი და სურათებიც. ყველაფერი წერია, და თან ისე კარგად არის აღწერილი სულ რომ არ გინდოდეს მოგანდომებს... smile.gif კიდევ ერთხელ ყოჩაღ და მადლობა იმისთვის რომ კუნტუსის ეკლესია აღმომაჩენინეთ smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.